1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 28, 2013

2014 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ვერძი

2014 წელი თქვენს ცხოვრებაში განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის პერიოდი იქნება. თუმცა ეს წელი ფრთხილად დაიწყეთ და  მოერიდეთ გარშემომყოფების კრიტიკასა და დაპირისპირებებს. მოგიწევთ კრიტიკული თვალით შეხედოთ თქვენს განვლილ ცხოვრებას და გარკვეული შეფასებები გააკეთოთ. მოსალოდნელია მოგიხდეთ ახალი იდეების, ჩამოყალიბება და პრიორიტეტების ფორმირება. ეს ტენდენციები განსაკუთრებით აქტუალური იქნება წლის პირველ კვარტალში. სწორედ ამ პერიოდში განხორციელებულ მოქმედებებზე იქნება დამოკიდებული თუ რამდენად წარმატებით გაივლით არა მხოლოდ წლის პირველ, არამედ მეორე და მესამე კვარტალს. დამდეგი წელი კიდევ უფრო გაააქტიურებს არსებულ პარტნიორულ კავშირებს, ამიტომ, უარი თქვით ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებზე და ხშირად მოუსმინეთ პარტნიორებს, გაითვალისწინეთ მათი აზრი. გაზაფხულზე მოსალოდნელია გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, რომლებიც თქვენი პარტნიორებიც კი გახდნენ. ამავე პერიოდში მოიმატებს სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების და ქორწინების ალბათობა. მაისსა და ივნისში მეტი წინდახედულება გამოიჩინეთ, რადგან მოიმატებს გაუგებრობების და კონფლიქტების ალბათობა. ზაფხული შედარებით პოზიტიური იქნება. მოიმატებს თქვენი შემოქმედებითი ენერგია, მიზანსწრაფვა და ინიციატივიანობა, რაც გიბიძგებთ ახალი პროექტების დაწყებისკენ. ამავე პერიოდში მოსალოდნელია წლის პირველ ნახევარში დაწყებულა პროექტებმა და გაწეულმა შრომამ სერიოზული შედეგი მოგიტანოთ, რაც თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება. ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისი კარგი იქნება დასვენებისთვის, ფიზიკური ძალების აღდგენისთვის. სექტემბერ-ოქტომბერში შესაძლოა სერიოზული წინსვლა გქონდეთ როგორც პირად, ის საქმიან ცხოვრებაში. წარმატებას მიაღწევთ სხვა და სხვა ტიპის ურთიერთობებში (მათ შორის უცხოელებთან). მეოთხე კვარტალში ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ თუ მომავალ მოქმედებებს სტრატეგიულად სწორად გათვლით არ იჩქარებთ, წლის ბოლოსთვის სამსახურში, კარიერაში და ფინანსებთან მიმართებაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევთ.

კურო

დამდეგი 2014 წელი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან წლის დასაწყისშივე განვითარებული მოვლენები აქტიური მოქმედებების დაწყებისკენ გიბიძგებენ. მოსალოდნელია მოგიხდეთ სამსახურებრივი ცვლილება ან საერთოდ ახალი საქმეც კი დაიწყოთ. წლის პირველ კვარტალში ყურადღებით მოეკიდეთ თქვენთან მოსულ წინადადებებს და შემოთავაზებებს - ისინი თქვენი ცხოვრების შეცვლას შეძლებენ. მთავარია არ იზარმაცოთ და არ შეგეშინდეთ მოსალოდნელი ცვლილებების. ამ პერიოდში მოიმატებს თქვენი შარმი, მიმზიდველობა და თუ ოჯახი აქამდე არ შეგიქმნიათ, მოსალოდნელია სწორედ ამ პერიოდში შეძლოთ გულისსწორის მოძებნა. გაზაფხულზე მოიმატებს გამართლების ალბათობა და შეძლებთ საინტერესო ადამიანების გაცნობას ან სარფიანი ხელშეკრულებას გაფორმებას. ამ პერიოდში წარმატებას მიაღწევთ სწავლის გაგრძელებასთან, უცხოეთთან, მოგზაურობასთან და ბიზნესთან დაკავშირებით. ამ პერიოდში გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მითუმეტეს, რომ მუშაობის დატვირთულმა რეჟიმმა მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების პროვოცირება გამოიწვიოს, ამიტომ, იცხოვრეთ ცხოვრების ჯანსაღი წესით, დაკავდით სპორტით და ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საგანგაშო სიგნალებს. ზაფხულის პირველი ნახევარი საკმაოდ პოზიტიური იქნება და ფინანსური კუთხით მოსალოდნელია სერიოზული წინსვლა შეძლოთ, წარმატებით გადაჭრით კრედიტებთან, უძრავ ქონებასთან და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ზაფხულის მეორე ნახევარში და შემოდგომის დასაწყისში მოგიწევთ საკუთარი მიღწევების გადახედვა, დაშვებული შეცდომების გამოსწორება, მიღწეული შედეგების გამყარება. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ახალ მოქმედებებზე გადასვლა. კარგი იქნება თუ ამ პერიოდში შეძლებთ ოჯახური საკითხებში მეტი სითბოს შეტანას და ოჯახის წევრებთან მიმართებაში რთული საკითხებით მოთმინებით გადაჭრას. 2014 წლის მეოთხე კვარტალში მეტი ყურადღება საქმიან სფეროს, სამსახურს, ბიზნესს და ფინანსური მდგომარეობის გამყარებას დასჭირდება. პირად ცხოვრებაში მოვლენები უფრო ჰარმონიულად განვითარდება და ოჯახში სიმშვიდის და ბედნიერების შექმნას იოლად შეძლებთ.

ტყუპი

დამდეგი ცხენის წელიწადი საკუთარ თავში ახალი ნიჭის აღმოჩენის, ახალი უნარების განვითარების და ახალი ინტერესების გაჩენის წელი იქნება. ამ წელს არაეფექტური იქნება ძველი მეთოდებით ხელმძღვანელობა, ამიტომ, მათში ცვლილებების შეტანა აუცილებელი იქნება. წლის პირველ კვარტალში გაგიჩნდებათ ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობები, მოგიწევთ გადადებული საქმეების დასრულებაც, წინააღმდეგ შემთხვევაში წლის მეორე კვარტალში მოუგვარებელი საქმეების გამო თქვენი წინსვლა დამუხრუჭდება. მარტში მოიმატებს ილუზიების ალბათობა, ამიტომ, საქმიანი ცხოვრების, სამსახურის და ბიზნესის მიმართ პრაქტიკული და პრაგმატული იყავით. ყურადღების მიღმა ნუ დატოვებთ საქმიან ურთიერთობებში გაჩენილ ბზარებს. იმისთვისაც იზრუნეთ, რომ ოჯახში სიმშვიდე და სიყვარული სუფევდეს. გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის დასაწყისში კიდევ უფრო განვითარდება პარტნიორობასთან დაკავშირებული საკითხები, თქვენი ინიციატივებით და კრეატიული იდეებით გავლენიანი ადამიანები ან თანამდებობების პირები დაინტერესდებიან, ამიტომ მაისსა და ივნისში გააქტიურდით. ზაფხული თქვენთვის მთლიანობაში სასიკეთო იქნება. თუ დასაოჯახებელი ხართ, მოსალოდნელია საწინააღმდეგო სქესის ადამიანებისგან სერიოზული იმპულსები მიიღოთ, გააქტიურდება სასიყვარულო ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები და მოიმატებს ქორწინების ალბათობა. ივნისში გექნებათ გამოასწოროთ და დაასტაბილუროთ ის ურთიერთობები, რომლებიც ადრე პრობლემატური იყო. მთლიანობაში წლის მესამე კვარტალი თქვენგან სერიოზულობას, კონცენტრაციას და ორგანიზებულობას მოითხოვს. მხოლოდ ასეთი მიდგომით შეძლებთ იმ გამოწვევების გამკლავებას, რომლებიც წლის პირველი ნახევრიდან მოყოლებული თქვენს ცხოვრებაში დაგროვდება. წლის მეოთხე კვარტალი რთული აღმოჩნდება, თუ თქვენ წლის პირველ ნახევარში ვერ მოახერხებთ სამსახურთან და ფინანსებთან დაკავშირებით წარმატების მიღწევას. მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ ფინანსური ვალდებულებების მიმართ. ხოლო თუ მშვიდად იმუშავებთ და ფინანსური შემოსავლებსა და გასავლებს გააკონტროლებთ, 2014 წლის ბოლო თქვენთვის სასიკეთო აღმოჩნდება.

კირჩხიბი


2014 წელი და განსაკუთრებით მისი პირველი ნახევარი თქვენთვის პოზიტიური აღმოჩნდება. თუმცა ეს ძირითადად დაკავშირებული იქნება წინა წელს დაწყებულ პროექტებთან, რომლებსაც თქვენ წარმატებით გააგრძელებთ. თუმცა მოგიწევთ პარტნიორთა ინტერესების გათვალისწინებაც. მითუმეტეს, რომ ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებებმა და მარტო საქმის კეთებამ შესაძლოა როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად გადაგღალოთ. წლის პირველ კვარტალში ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მიიღეთ ვიტამინები, შეეცადეთ აიმაღლოთ იმუნიტეტი. საჭიროების შემთხვევაში ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.  გაზაფხულის მეორე ნახევარში გააქტიურდება ოჯახთან, უძრავ ქონებასთან, მშობლებთან და ასევე უცხოეთთან დაკავშირებული საკითხები. მოსალოდნელია ამ მიმართულებით ახალი ინფორმაციის მიღება და თქვენ იდეების მომგებიანად რეალიზება. თუმცა გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის დასაწყისში მეტი ყურადღება მიაქციეთ პირად ცხოვრებას, მოერიდეთ სასიყვარულო პარტნიორთან დაპირისპირებას, ხოლო ქორწინებასთან (ასევე განქორწინებასთან) დაკავშირებით წინდახედულად იმოქმედეთ. წლის მეორე ნახევარში იღბლიანობა შედარებით დაიკლებს, მოგიწევთ უფრო მეტი შრომა, რათა შეინარჩუნოთ და დაასტაბილუროთ მიღწეული შედეგები. ზაფხული შეჯამების პერიოდი იქნება და ამ დროს განვითარებული ტენდენციები თუ მიღებული შედეგები ბევრ კითხვაზე გაგცემთ პასუხს. ამ პერიოდში და საერთოდ მთელი წლის განმავლობაში ყურადღება მიაქციეთ ახალ და სავსემთვარეობის პერიოდებს. შეეცადეთ ამ დროს არ გადაიღალოთ და ვინმეს არ დაუპირისპირდეთ. ზაფხულის ბოლო და შემოდგომის დასაწყისი სასიკეთო იქნება, გაგიჩნდებათ არა მხოლოდ დასვენების, არამედ მოგზაურობის და ასევე იმ ადამიანებთან შეხვედრის შესაძლებლობა, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ. წლის მეოთხე კვარტალი ყურადღებას ითხოვს სასიყვარულო სფერო, ამ მიმართულებით გმართებთ მოთმინების, ტაქტის და მზრუნველობის გამოჩენა, რათა პირადმა ცხოვრებამ კარიერულ წინსვლაში ხელი არ შეგიშალოთ.

ლომი


შეიძლება 2014 წელი და განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი თქვენს წლად ჩავთვალოთ. დამდეგი წელი თქვენს ცხოვრებაში ძირეული ცვლილებების შანსებს მოიტანს. მიუხედავად პერიოდულად შექმნილი წინაღობებისა და ამის ნიადაგზე თქვენი მძაფრი ემოციური განცდებისა, ამ წელს თქვენი მხრიდან სწორი შეფასებების და გაბედული მოქმედებების ხარჯზე სერიოზულ წინსვლას შეძლებთ. წლის პირველი კვარტალში მოგიწევთ წინა წლიდან `გადმოყოლილი~ საკითხების მოგვარება თუ გამოიჩენთ მოთმინებას და არ იზარმაცებთ, წარმატებით გადაჭრით ძველ პრობლემებს. წარმატების ტალღა ასტროლოგიური ახალი წლიდან (20 მარტი) დაიწყება და ეს გაზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება. ყურადღებით დაგეგმეთ მომავალი მოქმედებები და იყავით შრომისმოყვარე, განსაკუთრებით ეს ეხება სამსახურს, ფინანსური შემოსავლების გაზრდას, ბიზნესს (მათ შორის გრძელვადიან პროექტებს). გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის პირველ ნახევარში მოგიწევთ განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა და ამაში მიღებული საქმიანი ინფორმაციაც დაგეხმარებათ. ზაფხულის მეორე ნახევარში ყველა ის რთული სიტუაცია, რომლის აქამდე მოგვარებას ვერ ახერხებდით, ნელ-ნელა დალაგებას დაიწყებს, გამოჩნდება ახალი პერსპექტივები, რომლებიც კავშირში იქნება სწავლის გაგრძელებასთან, პროფესიულ წინსვლასთან, სპორტთან, ხელოვნებასთან, პოლიტიკასთან და საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. თუმცა მიღწეული წარმატებები თავბრუს ნუ დაგახვევთ და მართვის სადავეებს ხელიდან ნუ გაუშვებთ. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი პირადად აკონტროლეთ. ეს შეცდომებისგან დაგაზღვევთ. შემოდგომიდან დაიწყება ახალი, სასიკეთო პერიოდი, რომელიც 2015 წლის დასაწყისამდე გაგრძელდება და ის მოიტანს გარკვეული პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების და ლიდერის თვისებების გამოვლენის აუცილებლობას. ამ პერიოდში უფრო მეტ წარმატებას პარტნიორულ და უფრო მეტიც, კოლექტიური საქმიანობაში მიაღწევთ. ამ დროს თქვენთვის ხელსაყრელი იქნება საქმიანი შეთანხმებები, ხელშეკრულებების გაფორმება და კონტრაქტების დადება.

ქალწული


2014 წელი თქვენთვის ორმაგი დატვირთვის იქნება და ის შეიძლება ისეთ ადგილებში ცურვას შევადაროთ, სადაც ბევრი წყალქვეშა რიფია, თუმცა ფსკერზე საკმაოდ ბევრი მარგალიტია. ასე, რომ თქვენი მიზანი მხოლოდ წინსვლა და წარმატების მიღწევა კი არა უნდა იყოს, არამედ ისიც, რომ საბედისწერო შეცდომები არ დაუშვათ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ მიიღეთ. წლის პირველი კვარტალში და განსაკუთრებით იანვარ-თებერვალში მოიმატებს თქვენი ენერგიულობა და შეძლებთ ჯერ კიდევ 2013 წლის ბოლოს დასახული მიზნების მიღწევას, რაც საშუალებას მოგცემთ გაზაფხულზე (უფრო აპრილში) წამოსულ სასიკეთო პერსპექტივებს პოზიტიური განწყობით შეხვდეთ. გაზაფხულის ბოლოს და ასევე ზაფხულის პირველ ნახევარში აუცილებელი გადახედოთ საკუთარ მიღწევებს. თუ აუცილებელი გახდება, დროებით დააკონსერვეთ პრობლემური პროექტები, ცვლილებები შეიტანეთ საქმიან ურთიერთობებში და უფრო მეტად ინიციატივიანი გახდით. ამ დროს სხვებს ნუ დაელოდებით, თვითონ იმოქმედეთ და გადადგით კონკრეტული ნაბიჯები. ყურადღება მიაქციეთ ერთი შეხედვით შემთხვევით შეხვედრებს, ახალ გაცნობილ ადამიანებს, მინიშნებებს, რადგან სწორედ ამ მხრიდან შესაძლოა სერიოზული შანსი გაგიჩნდეთ. ზაფხულის ბოლო და შემოდგომის პირველი ნახევარი წარმატებული იქნება, თუ მოახერხებთ თქვენი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას. ეს შესაძლებელი იქნება, თუმცა მოგიწევთ აქცენტი სამსახურებრივ საქმეებზე და კარიერაზე გააკეთოთ. მოსალოდნელია ამ პერიოდში გააქტიურდეს იურიდიული საკითხებიც. სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში პროფესიონალებთან კონსულტაციები დაგეხმარებათ, ამიტომ ნუ იტყვით უარს მათ რჩევებზე. შემოდგომის მეორე ნახევარი და წლის ბოლო იქნება შემაჯამებელი პერიოდი, ამიტომ, მიღებულ შედეგებს კარმული მნიშვნელობა ექნებათ. თვალს ნუ დახუჭავთ დაშვებულ შეცდომებზე და ნუ გაექცევით აღებულ პასუხისმგებლობებს, ასე მოუგვარებელ საკითხებს მომდევნო 2015 წელში გადაიყოლებთ.

სასწორი


მოსალოდნელია 2014 წელი თქვენთვის ძნელიც აღმოჩნდეს, მაგრამ იმავ დროულად წარმატების მომტანიც. თქვენ ამ წელს პირისპირ შეეჯახებით რთულ პრობლემებს, თუმცა სწორი გათვლების და შეუპოვარი მოქმედებების ხარჯზე შეძლებთ როგორც ნეგატიური გავლენების გათავისუფლებას და მომაბეზრებელი რეალობისგან თავის დაღწევას, ისე მოახერხებთ თქვენთვის საინტერესო სამყაროს შექმნას. ამისათვის იანვრიდანვე უნდა დაიწყოთ იმ პროექტების თუ ურთიერთობების გადახედვა, რომლებმაც ამ დრომდე წარმატება ვერ მოგიტანეს. შეიტანეთ მათში ცვლილებები და ახალი ენერგიით შეეცადეთ მათი ეფექტურად მართვას თუ მომგებიანად გამოყენებას. ამის შანსი მარტის ბოლომდე გექნებათ. გაზაფხულის მეორე ნახევრიდან მიუხედავად თქვენი მცდელობებისა, მოსალოდნელია გაძნელდეს თქვენი წინსვლა და გარკვეული კრიზისული სიტუაციების მოგვარებაც მოგიხდეთ. ეს ეხება როგორც სამსახურს, ისე პირად ცხოვრებას. ნუ შეგეშინდებათ და ნუ გაექცევით მკაცრ რეალობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება. თქვენი მხრიდან პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების და თავდაუზოგავი შრომის შედეგად გაზაფხულის ბოლოს თითქმის ყველა მიმართულებით სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელი გახდება. ზაფხულში მოსალოდნელია `მეორე სუნთქვა გაგეხსნათ~, რაც გამოიხატება თქვენი მხრიდან გაბედულ და რისკიან მოქმედებებში, მით უმეტეს, რომ მოიმატებს გამართლების ალბათობა. ამ პერიოდში სასიკეთო ცვლილებები გელით როგორც სამსახურებრივ საქმეში, ისე პირად ცხოვრებაში. მოწესრიგდება უძრავ ქონებასთან, საბანკო ვალდებულებებთან და გარიგებებთან დაკავშირებული პრობლემები. წარმატების შემთხვევაში მოერიდეთ მასშტაბური პროექტების დაწყებას და უფრო მეტი ყურადღება წლის პირველ ნახევარში დაწყებული საქმეების მომგებიანად დასრულებას მიაქციეთ. წლის მეოთხე კვარტალი შედარებით მშვიდი იქნება, ხელმძღვანელობასთან, პარტნიორებთან თუ ოჯახის წევრებთან ურთიერთობები ჰარმონიულად განვითარდება. შეძლებთ ჯანმრთელობის ჰარმონიაში მოყვანას და წლის ბოლოს მოსალოდნელია უცხოეთშიც იმოგზაუროთ.

მორიელი


თქვენთვის 2014 წელი იოლი ნამდვილად არ იქნება. თუმცა შედარებით პოზიტიური იქნება წლის პირველი ნახევარი. სწორედ ამ დროს უნდა შეძლოთ იმ რთული პრობლემების გადაჭრა, რომლებიც ჯერ კიდევ 2013 წელს დაგროვდა. წლის დასაწყისიდანვე უარი უნდა თქვათ ცინიკურ და აგრესიულ დამოკიდებულებებზე და ტაქტსა და დიპლომატიას მიმართოთ. ასეთი სტრატეგია გაამართლებს როგორც საქმიან ცხოვრებაში, ისე ოჯახში (განსაკუთრებით გაგიმართლებთ თუ თქვენი წინსვლა დიდწილად თქვენზეა დამოკიდებული). გაზაფხულზე გაასაიდუმლოეთ თქვენი გეგმები და ზედმეტს ნუ ისაუბრებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია უახლოეს გარემოცვისგან კრიტიკა და ცინიკური შენიშვნები დაიმსახუროთ, რაც თქვენს მოტივაციას შეამცირებს. შექმნილი პრობლემები თქვენგან მომენტალურ ჩარევას მოითხოვენ, ამიტომ, მოსალოდნელ კრიზისებს თვალს ნუ დაუხუჭავთ. წლის მეორე და მესამე კვარტალი საკმაოდ ენერგიულად განვითარდება და შესაძლო დასვენებისთვის ზაფხულშიც კი ვერ მოიცალოთ. სწორედ ამ პერიოდში მოხდება თქვენი მომავლის ფორმირება და შეეცადეთ მინიმალური შეცდომები დაუშვათ. მოიმატებს უცხოელებთან ერთად (ან უცხოეთთან დაკავშირებით) წარმატების მიღწევის ალბათობა. ამ პერიოდში ყურადღებას ნუ მიაქცევთ თქვენსკენ მიმართულ კრიტიკას და დროს ნურც არაფრის მომცემ დაპირისპირებებზე დახარჯავთ. მთელი თქვენი ენერგია და რესურსები გამოიყენეთ, რომ სამსახურთან, ფინანსურ შემოსავლებთან, ბიზნესთან და ასევე სწავლასთან დაკავშირებით წარმატების მიღწევა შეძლოთ. წლის მეოთხე კვარტალი შედარებით დაძაბული იქნება და თქვენი მხრიდან კონცენტრაციის და გამჭრიახობის გამოვლენა აუცილებელი იქნება. თქვენი მხრიდან უყურადღებობამ, ზედმეტმა ემოციურობამ და დაუფიქრებელმა მოქმედებებმა (განსაკუთრებით ბიზნესში, კომერციულ გარიგებებში და სასიყვარულო სფეროში) მოსალოდნელია სერიოზული გამოცდის წინაშე დაგაყენოთ. მთლიანობაში, მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, 2014 წელი თქვენთვის საინტერესო და პროდუქტიული წელი აღმოჩნდება.

მშვილდოსანი


2014 წელი თქვენს ცხოვრებაში წარსულის ანალიზის და სწორი დასკვნების კარგ შესაძლებლობას. გასული წლის ყველა დანაკარგს თუ ხელიდან გაშვებულ შანსს იანვრის ბოლოდან უკვე მძაფრად იგრძნობთ. ეს კი თქვენთვის ერთგვარი მოტივატორი გახდება, რომლებიც გიბიძგებთ არა მხოლოდ დაინახოთ ყველა ის შეცდომა, რაც გასულ წელს დაუშვით, არამედ სწორად დაგეგმოთ საკუთარი მომავალი. მთლიანობაში ეს წელი მრავლის მომცველი აღმოჩნდება და სიახლეები ბევრი მიმართულებით გელით. წლის პირველ კვარტალში მდგომარეობის გაუმჯობესება და ძველი შეცდომების გამოსწორება მოთმინებით, დროებით უკან დახევით და მეგობრების დახმარებით იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება წლის მეორე კვარტალს, ის საკმაოდ რთული იქნება, თუმცა სტრატეგიის სწორად შერჩევის შემთხვევაში თქვენ საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწევთ. ამ პერიოდში მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარდება და თქვენ გმართებთ გონებამახვილობის, კომუნიკაბელურობის რაც მთავარია გამძლეობის და შეუპოვრობის გამოჩენა, რათა შეძლოთ ცხოვრების ტემპისთვის ფეხის აწყობა. გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულში მოსალოდნელია გააქტიურდნენ თქვენი ღია თუ ფარული მტრები და თქვენს წინააღმდეგ გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი. მოიმატებს ჭორებისა და ინტრიგების ალბათობა. ასეთ შემთხვევაში ნუ ჩაერთვებით პროცესებში, რადგან ასე თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანა უფრო იოლი გახდება. პირიქით, პასუხის გაცემისთვისაც კი ნუ შეჩერდებით და გზა მიზანდასახულად გააგრძელეთ. ზაფხულის ბოლოს და შემოდგომით ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ შემოსავლებს, შეეცადეთ მოძებნოთ დამატებით შემოსავლის წყარო. ამ პერიოდში მოსალოდნელია წარმატებით გადაიჭრას დაზღვევასთან, ინვესტიციებთან, ანაბრებთან და ასევე კრედიტებთან დაკავშირებული საკითხები. წლის მეოთხე კვარტალი ჰარმონიულად გაიარეთ, ნუ გარისკავთ და მოერიდეთ მოუმზადებელი და საეჭვო პროექტებში მონაწილეობის მიღებას.

თხის რქა


შეიძლება ითქვას, რომ 2014 წელი თქვენთვის ძირეული ცვლილებების წელი იქნება. ამიტომ წლის პირველი კვარტალშივე უნდა მოახდინოთ საკუთარი უნარების და ტალანტის დემონსტრირება და თქვენი მიზნების შესახებ ხმამაღლა უნდა განაცხადოთ. მოკრძალებული სურვილები და პასიურობა ვერაფერ სასიკეთოს ვერ მოგიტანთ. დაისახეთ ამბიციური მიზნები, გვერდზე გადადეთ არაფრისმომტანი თეორიები და პრაქტიკულ მოქმედებებზე გადადით. ნუ შეგეშინდებათ შეცდომების დაშვებას _ ამ წელს თქვენი წარმატება წარუმატებლობების აგურებით აშენდება. ამიტომ სჯობს იმოქმედოთ და თუნდაც შეცდომები დაუშვათ, ვიდრე შეცდომების შიშის არ იმოქმედოთ. გაზაფხულის დასაწყისშივე ბევრი პერსპექტივა უფრო ნათელი გახდება, ამიტომ, თქვენი მხრიდან უფრო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო. ეს პირველ რიგში ეხება სამსახურს, სადაც შესაძლოა დაწინაურების შანსიც კი გაგიჩნდეთ. თუ ოჯახი აქამდე არ შეგიქმნიათ, გაზაფხულის მეორე ნახევარში მოსალოდნელია თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ის ადამიანი, რომლის მიმართ სიმპათიები გაგიჩნდებათ. ზაფხულში მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგებს აღწევთ, ლოდინის რეჟიმში ცხოვრება არ იქნება გამართლებული. მიუხედავად სიძნელეებისა, შეეცადეთ წინ იაროთ. გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულში გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოიმატებს ტრავმების ალბათობაც, ამიტომ მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს (განსაკუთრებით თუ სპორტში ან ძალოვან სამსახურში საქმიანობთ). შემოდგომის პირველი ნახევარი ბევრი რთული სიტუაცია, რომელიც წლის პირველ ნახევარში გაღელვებდათ, მოწესრიგებას დაიწყებს. შეძლებთ საცხოვრებელი თუ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. კიდევ უფრო პოზიტიური იქნება შემოდგომის მეორე ნახევარი და ზამთარი. სწორედ ამ დროს შეძლებთ ფინანსური კრიზისების აღმოფხვრას. ამ პერიოდში გაჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომლებიც სწავლასთან, ხელოვნებასთან და ასევე პირად ცხოვრებასთან იქნება დაკავშირებული. პრაგმატული მოქმედებების შემთხვევაში თქვენ ამ შესაძლებლობების გამოყენებას იოლად შეძლებთ.

მერწყული


თქვენთვის 2014 წელი მიღებული ცოდნის და დაგროვილი გამოცდილების პრაქტიკულად გამოყენების პერიოდი იქნება. წარმატების მიღწევა დამოკიდებული იქნება თქვენს შრომისმოყვარეობაზე, ამიტომ, მოემზადეთ მიზანმიმართული და ორგანიზებული შრომისთვის. თქვენი წარმატებების მომტანი თვისებები _ ორიგინალურობა და არაორდინალურობა ამ წელს დიდ წარმატებებს ვერ მოგიტანთ, ამიტომ, აქცენტი გამოცდილ მეთოდებზე გააკეთეთ. წლის პირველივე კვარტალში მოგიწევთ ბევრი წვრილმანი საკითხის მოგვარება და რუტინული საქმეების კეთება, თუმცა ეს ბევრი ძველი პრობლემისგან გაგათავისუფლებთ. მარტიდან თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება და ეტაპობრივად შეძლებთ საკუთარი ჩანაფიქრების განხორციელებას, განსაკუთრებით ეს ეხება სამსახურთან, ჯანმრთელობის აღდგენასთან, პროფესიულ საქმიანობასთან და ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს. გაზაფხულზე საკუთარ პრობლემებს სულ სხვა თვალით დაინახავთ, რაც დაგეხმარებათ მათ მოგვარებაში. ამავე პერიოდში გაგიჩნდებათ ვალების გასტუმრების თუ დაბრუნების შესაძლებლობა. გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის პირველ ნახევარში შეეცადეთ, დაასრულოთ ის მოკლევადიანი პროექტები, რომლებიც წლის პირველ ნახევარში დაიწყეთ. მაღალია ალბათობა, რომ ამ პერიოდში პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ცვლილებები მოხდეს _ ეს იქნება სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება, დაოჯახება, არ არის გამორიცხული თქვენს ოჯახს ახალი წევრი შეემატოს ან მემკვიდრეობა მიიღოთ. ზაფხულის განმავლობაში და სექტემბერში ურთიერთობები პოზიტიურად განვითარდება, ამიტომ, ეს პერიოდი გამოიყენეთ ხელმძღვანელობასთან, გავლენიან ადამიანებთან, სპონსორებთან, უცხოელებთან ურთიერთობებისთვის, მით უმეტეს, რომ მოსალოდნელია თქვენმა იდეებმა მხარდაჭერა მოიპოვონ. თუმცა აპრილიდან _ სექტემბრის ბოლომდე პერიოდი მხოლოდ პოზიტივით არ იქნება დატვირთული. ამავე პერიოდში მოიმატებს საიდუმლოების გამჟღავნების და ინტრიგების ალბათობა, მოსალოდნელია პრობლემები გაჩნდეს ადრე აღებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, ამიტომ, ამ მიმართულებით სიფრთხილე გამოიჩინეთ. წლის ბოლო შედარებით ჰარმონიული იქნება, განსაკუთრებით ახალი კავშირების დამყარებისთვის და ახალი პარტნიორების მოძიებისთვის.

თევზები

თუ თქვენ 2014 წელს იოლად შეძლებთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების დანახვას და მათი მოგვარებისთვის შეუპოვარ შრომას, მაშინ ეს წელი შარშანდელთან შედარებითგაცილებით მეტ სიკეთეს მოგიტანთ. წლის პირველივე კვარტალში შეეცადეთ იყოთ რეალისტი და პრაქტიკულ ჭრილში დაინახოთ როგორც სასიყვარულო ფრონტზე, ისე სამსახურში არსებული სიტუაცია (განსაკუთრებით ეს უკანასკნელს ეხება). სწრაფად და საფუძვლიანად გაიაზრეთ ის ცვლილებები, რომლებიც თქვენს სამსახურში და იმ სფეროებში ხდება, საიდანაც ფინანსური შემოსავლებს იღებთ. გამოიყენეთ ინტუიციაც და მეგობრების რჩევებიც. ასე მოვლენებს დაასწრებთ და გაზაფხულზე გარშემომყოფებთან შედარებით მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდებით. აპრილსა და მაისის პირველ დეკადაში გააქტიურდება პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები და თუ აქამდე არ დაოჯახებულხართ, მოსალოდნელია ეს სწორედ ამ პერიოდში მოხდეს, ხოლო თუ დაოჯახებული ხართ, თქვენი ოჯახური ცხოვრება უფრო ჰარმონიული გახდება და თავს ბედნიერად იგრძნობთ. ზაფხულის პირველ ნახევარში უნდა მოახერხოთ ურთიერთობების დარეგულირება სამსახურში და იმ ადამიანებთან ვისზეც თქვენი წინსვლაა დამოკიდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია როგორც თქვენი წინსვლა დამუხრუჭდეს და ფინანსურმა პრობლემებმაც თავი იჩინონ, ეს კი თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე არც თუ სასიკეთოდ აისახება. ზაფხულში მოერიდეთ რადიკალურ ცვლილებებს და რისკზე წასვლას. პოზიტიური პერიოდი დაიწყება ოქტომბრის მეორე ნახევრიდან თქვენი ფინანსური მდგომარეობა და ჯანმრთელობა გამყარდება. შეძლებთ იმ რთული საკითხების მოგვარებას, რომლებიც გაზაფხულ-ზაფხულიდან დაგროვდა. ამ პერიოდში ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, იყავით გახსნილი და კომუნიკაბელური, რადგან სწორედ თქვენს აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული იმ სასიკეთო პერსპექტივების შექმნა და გამოყენება, რომლებიც 2015 წლის პირველ ნახევარში თქვენს ცხოვრებას სასიკეთო შეცვლიან.

1 comment: