1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 28, 2015

2016 წლის ასტროლოგიური დახასიათება

© geoastrolog (რამაზ გიგაური)აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2016 წელი ცეცხლოვანი (წითელი) მაიმუნის წელიწადი იქნება. ის 2016 წლის 8 თებერვალს (18:40 საათზე) დაიწყება და 2017 წლის 27 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. 
   მაიმუნის წლის
ზოგადი დახასიათება

* აქტიურობა;
* მოხერხებულობა;
* ცვალებადობა.

ჩინურ მეტაფიზიკის მიხედვით მაიმუნის ნიშანში ერთდროულად არის ინიც და იანი, ბნელი და ნათელი, სიბრძნე და სისულელე, ლოგიკურობა და არაადეკვატურობა.
მაიმუნი - აღმოსავლური ზოდიაქოს მთავარი მოთამაშეა. ის ერთდროულად მსახიობიც არის და რეჟისორიც. ის თვითონ ჰკარნახობს მოქმედებების გეგმას არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც, იმავდროულად მას შეუძლია მოკლე პერიოდში სწრაფად შეცვალოს როგორც მოქმედებების გეგმა, ისე ვექტორიც კი. მოვლენების ასე განვითარება ბევრ ადამიანს აბნევს და შეცდომებს აშვებინებს. თუმცა მაიმუნის წელში წინდახედულობითა და სიფრთხილით კრიზისული სიტუაციებისგან თავის დაღწევა შესაძლებელია.
როგორც წესი, მაიმუნის წელში დამახასიათებელია მოვლენების დინამიკური განვითარება. წარმატების მიღწევისთვის კი აუცილებელი იქნება შეუპოვრობის, კომუნიკაბელურობის, მოხერხებულობისა და დიპლომატიურობის გამოჩენა. არ არის გამორიცხული განვითარებული მოვლენები მოულოდნელად შეიცვალოს, ამიტომ, არ არის რეკომენდებული გაუმართლებელ რისკზე წასვლა. გაზრდილი იქნება მოტყუების ალბათობა, ამიტომ, „სიტყვაზე ნდობა“ გამართლებული არ იქნება.
ამ წლის ერთ-ერთი სიმბოლო ბრძენი ხუმარაა, რომელიც მეფეს ხუმრობითა და სიცილ-სიცილით სიმართლეს ეუბნება, ამიტომ, 2016 წელს მოსალოდნელია ბევრი სკანდალის გამჟღავნება, დაფარული და შენიღბული მოვლენების გამოაშკარავება და ძველი დანაშაულების გახსნა.

                      რას უნდა ველოდოთ 2016 ცეცხლის (წითელი) მაიმუნის წელს
  
მაიმუნის წელი (1908, 1920, 1932, 1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016) - აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით ცეცხლის ენერგიით იმართება. ის წითელ ფერთან ასოცირდება.
საინტერესოა, რომ ინდურ მითოლოგიაში არსებობს მაიმუნი-ღმერთი ჰანუმანი (ჩინურ მითოლოგიაში ჰანუმანს სუნ უკონგი ეწოდება, რომელიც ისევე როგორც ჰანუმანი, მოხერხებულობასთან,  ძალასთან და გამარჯვებასთან ასოცირდება. აქედან გამომდინარე, ჩინელი ასტროლოგები თვლიან, რომ მაიმუნის წელს გამარჯვების მისაღწევად ძალასთან და შეუპოვრობასთან ერთად გამჭრიახობა და მოხერხებულობაც საჭიროა. ასე რომ, მაიმუნის წელში გამარჯვებისთვის აუცილებელი იქნება კომუნიკაბელურობის, შეუპოვრობის, დიპლომატიურობის, გამბედაობის, მოხერხებულობის, გამჭრიახობის, მიხვედრილობის, მოქნილობის, დიპლომატიურობის გამოვლენა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.
2016 წელს „იან“ (მამრული) ენერგია მართავს. ეს კოსმოსური იმპულსების ძლიერ, დინამიკურ გამოვლენაზე მიანიშნებს. აქედან გამომდინარე, ამ წელს წარმატებას ძლიერი, ენერგიული, აქტიური, შეუპოვარი და მიზანსწრაფული ადამიანები მიაღწევენ. გარდა ამისა, წარმატების მიღწევისთვის ასევე მნიშვნელოვანი იქნება ინიციატივის გამოვლენა, ორგანიზებულობა და რისკ-ფაქტორების კონტროლი.
მაიმუნის წლისთვის დამახასიათებელია მერყეობა და ცვლილებები, ამიტომ, 2016 წელს მოვლენების თავის კალაპოტში მშვიდი დინება ნაკლებად არის მოსალოდნელი. როგორც სახელმწიფოებრივ, ისე ინდივიდუალურ დონეზე სტაბილურობის მიღწევა ძალიან ძნელი იქნება. ბევრი ადამიანი ძნელად აუწყობს ფეხს 2016 წლის არასტაბილურ რიტმს და ეს როგორც მენტალურ, ისე მატერიალურ დონეზე გარკვეულ პრობლემებს შექმნის.
მაიმუნი ურთიერთწინაღმდეგობრივი ნიშანია, ამიტომ მაიმუნის წელს ბევრ ადამიანს უჩნდება შინაგანი წინააღმდეგობები, ეჭვები, შფოთვისა და განგაშის განცდა, რაც მათ დაუგეგმავი, იმპულსური და წინდაუხედავი მოქმედებებისკენ უბიძგებთ. ეს კი შეცდომების დაშვების მიზეზი ხდება. ამიტომ ამ წელს ადამიანებმა უნდა ისწავლონ სიტუაციის რამდენიმე კუთხით შეხედვა და საფუძვლიანი ანალიზი, ეს შეცდომების რაოდენობას შეამცირებს.
მაიმუნის წელს ხშირად აქტიურდება წინა წლებში დაწყებული პრობლემები და კრიზისები, ამიტომ საჭირო იქნება ძველი, უკვე დავიწყებული თუ მოუგვარებელი პრობლემების ანალიზი და მათი მშვიდად, ყოველგვარი აგრესიის და ძალადობის გარეშე მოგვარება, რადგან 2016 წლის სტიქია ცეცხლია, ამიტომ მოვლენების ნეგატიურად განვითარებისას არც თუ იშვიათია კონფლიქტური სიტუაციები და დაპირისპირებები.
2016 წელს ადამიანებში გამომგონებლობა, იმპროვიზაციის ნიჭი, მოხერხებულობა და გამჭრიახობა მოიმატებს. მაგრამ სწრაფი წარმატება შესაძლოა ეფემერული და ილუზორულიც კი აღმოჩნდეს.
2016 წელი დინამიური პერიოდი იქნება და ასეთ დროს აუცილებელია წინ მოძრაობა. მათაც კი ვისაც ცვლილებები არ უყვართ, ცხოვრებაში გარკვეული ტრანსფორმაციების განხორციელება მოუწევთ. მაიმუნი განსაკუთრებით წყალობს ნიჭიერ ადამიანებს.
სტიქიების მიხედვით 2016 წლის 9 სექტემბრამდე შედარებით პოზიტიური იქნება მიწის სტიქიით, ანუ კუროს, ქალწულის და თხის რქის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, ხოლო 2016 წლის 9 სექტემბრიდან - წლის ბოლომდე უკვე ჰაერის სტიქიით, ანუ ტყუპის, სასწორის და მერწყულის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის იქნება სასიკეთო. თუმცა 2016 წელს არ გაუჭირდებათ ცეცხლის სტიქიის ნიშნებსაც (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი), რადგან მაიმუნის ენერგიულობას და ისინი მეტ-ნაკლებად ფეხს აუწყობენ. ყველაზე მეტი მობილიზება და ორგანიზებულობის გამოვლენა კირჩხიბებს, მორიელებს და თევზებს მართებთ, მათ უნდა შეძლოთ საკუთარი ემოციების მართვა და „ცივი გონებით“ მოქმედება.
2016 წელს მზის ორი დაბნელება დაფიქსირდება: 9 მარტს - მზის სრული, ხოლო 1 სექტემბერს - მზის რგოლური დაბნელება იქნება. რაც შეეხება მთვარის დაბნელებას, ის სამი იქნება და სამივე ნაწილობრივი - 23 მარტს, 18 აგვისტოს და 16 სექტემბერს. ამ პერიოდებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ახალი საქმეების დაწყება რეკომენდებული არ არის.

No comments:

Post a Comment