1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 28, 2015

2016 წლის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროგნოზი

 © geoastrolog (რამაზ გიგაური)



მსოფლიო. აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით მიჩნეულია, რომ მაიმუნის წელი (1908, 1920, 1932, 1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016) - არასტაბილურია, ამიტომ, 2016 წლის დამახასიათებელი იქნება ურთიერთწინააღმდეგობრიობა, მერყეობა, ცვალებადობა  და არამდგრადობა.
მაიმუნის წელში მოვლენები ერთი შეხედვით ღიად და გახსნილად ვითარდება, თუმცა ეს მოჩვენებითია, რადგან ამ წელს ახასიათებს ეშმაკობა და ცბიერობა, რაც ბევრი ადამიანის ცხოვრების „აყირავების“ საფუძველი ხდება (ამ ტენდენციით 2016 წელი რამდენადმე ჰგავს 2015 წელს). ეს ტენდენცია 2016 წელს აქტიური იქნება არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ სახელმწიფოებრივ დონეზეც, ამიტომ, ამ წელს რეკომენდებული არ იქნება „სიტყვაზე ნდობა“ და დაუფიქრებლად რისკზე წასვლა.
პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით 2016 წლის პირველი ნახევარი გაცილებით არასტაბილური იქნება, რადგან როგორც წინა წელს, ისე ამ წელსაც შენარჩუნდება ურან-პლუტონის ნეგატიური კავშირი, რომელიც 2011-12 წლებიდან მოყოლებული დაძაბულობასა და კრიზისულ სიტუაციებს ქმნის. თუმცა არ არის გამორიცხული მთელ რიგ ქვეყნებში ეს შინაგანი დაძაბულობა და პოლიტიკური კრიზისი ღიად არ გამოვლინდეს, რადგან „მაიმუნი“ ერიდება ღია კონფრონტაციასა და დაპირისპირებას, ამიტომ, თუ მოხდა ამ კრიზისის დაგროვება, ის აუცილებლად ამოიფრქვევა 2016 წლის მეორე ნახევარში და კიდევ უფრო დიდი მასშტაბით.
ამ წელს განხორციელებული საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური რეფორმები, ცვლილებები და ახალი კანონები მთელი ძალით მხოლოდ რამდენიმე წლის გავლის შემდეგ გამოვლინდება (ეს იმითაც იქნება განპირობებული, რომ ხალხი ცვლილებებისთვის მზად არ იქნება. 2016 წელს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამ წელს მთავრობისა თუ ლიდერების შეცვლა მოხდება. განსაკუთრებით ეს ტენდენცია აზიურ  ქვეყნებს შეეხება, რომლებზეც უფრო ძლიერად აისახება ეს ტენდენცია (საერთოდ ეს წელი ძალიან ბევრი ქვეყნისთვის გარდამტეხი და საბედისწერო იქნება).
საერთაშორისო პოლიტიკურ ცხოვრებაში წელს გააქტიურდება თანამშრომლობისა და გარიგების მომენტი, წარმოიშობა მრავალი თამამი და მოულოდნელი პროექტი, რომლებიც პოლიტიკოსებისგან მოითხოვენ ურთიერთთანამშრომლობას.
ამ წელს მნიშვნელოვნად მოიმატებს აჯანყებები, გაფიცვები და რევოლუციები, რადგან მაიმუნი ასტროლოგიურად ბუნტისთავია. ასეთი ტენდენციები მოულოდნელად, ხისტად, მაგრამ მოკლე პერიოდში გამოვლინდება.
ეს მოვლენები ასე ვთქვათ მომწიფდება წლის პირველ ნახევარში და უფრო დიდი ალბათობით წლის მეორე ნახევარში გამოვლინდება, როდესაც გასაგები გახდება ვინ ვის ატყუებს და რა დოზით. მოსალოდნელია სწორედ ამ დროს მოხდეს სახელმწიფოებრივი ცვლილებები, გადადგომები, განსაკუთრებით არასტაბილური პოლიტიკური რეჟიმის ქვეყნებში, სადაც სამხედრო გადატრიალებები და შეიარაღებული დაპირისპირებებიც არ არის გამორიცხული (წლის პირველ ნახევარში ამის ალბათობა მაღალი უფრო მეტად მარტში იქნება).
2016 წლის პირველ კვარტალში განსაკუთრებით დაძაბული 1-8 იანვარი და 17-26 იანვრის შუალედი, თუმცა რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, მოსალოდნელია სწორედ ამ პერიოდში დაიწყოს გარკვეული  პერსპექტივების განვითარება, რამაც მოსალოდნელია გარკვეული პოზიტივიც კი მოიტანოს. ამ დაძაბულობაში პერიოდში მოქნილი და გამჭრიახი პოლიტიკოსები შეძლებენ საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცებასა. თებერვალი პირველ კვარტალში ყველაზე პოზიტიური პერიოდი იქნება და როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში შესაძლებელი იქნება სასიკეთო ცვლილებების განხორციელება. მარტში როგორც პოლიტიკაში, ისე ბიზნესში აუცილებელი გახდება საკუთარი გეგმების გადახედვა, ბევრ ადამიანს მოუწევს შეცვალოს საკუთარი გეგმები ან მათში გარკვეული შესწორება შეიტანოს. მარტში ბევრ პოლიტიკოსს მოუწევს ახალი გზების და ახალი პარტნიორების ძიება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სერიოზულ პრობლემებს წააწყდებიან. უნდა აღინიშნოს, რომ მარტში მოიმატებს კატასტროფების, ტექნიკური ავარიების და კრიმინალის რაოდენობაც, ამიტომ პოლიციას და საგანგებო სიტუაციების სამსახურებს განსაკუთრებული მუშაობა მართებთ.
2016 წლის ძირითადი ნეგატიური გავლენა მეორე კვარტალში გამოვლინდება და ამის ნიშნები უკვე პირველი კვარტლის ბოლოს, მარტში გაჩნდება. აპრილის პირველ-მეორე დეკადაში მოსალოდნელია გაძლიერდეს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კრიზისი, რაც ხალხში გაღიზიანებას და პროტესტის განცდას გაზრდის. 14 აპრილიდან - 25 ივნისამდე ცის კაბადონზე იუპიტერი, სატურნი და ნეპტუნი შექმნიან ნეგატიურ წყობას (კონფიგურაციას), რომელსაც ტაუ-კვადრატი ეწოდება. თუ ადამიანები გონიერებას არ გამოიჩენენ სხვა და სხვა ქვეყნებს თუ პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირება გარდაუვალი გახდება. ამ დროს ბიზნესში მოსალოდნელია ჩავარდნა, მოიმატებს კრიმინალის რაოდენობა, არ არის გამორიცხული გააქტიურდნენ ტერორისტული ორგანიზაციებიც. ივნისის მესამე დეკადიდან დაძაბულობა შემცირდება, საერთო მდგომარეობა შედარებით ჰარმონიული გახდება და სიტუაცია ეტაპობრივად დამშვიდდება.
ჰარმონიულად დაიწყება მესამე კვარტალი - ივლისში მოსალოდნელია გაუმჯობესდეს საერთო ეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყნებს და ადამიანებს შორის მოსალოდნელია ურთიერთგაგება და სოციალური კავშირების გამყარება. იმ ქვეყნებს, სადაც პოლიტიკური კრიზისი ან კონფლიქტია, გაუჩნდებათ შანსი გამოვიდნენ რთული მდგომარეობიდან, ხოლო დაპირისპირებული მხარეები რაიმე შუალედურ პოზიციებზე შეთანხმდნენ. მესამე კვარტალში ივლისისგან განსხვავებით აგვისტო და სექტემბერი უფრო რთული პერიოდი იქნება, ამიტომ პოლიტიკოსების მხრიდან საჭირო იქნება წინდახედულობისა და სიფრთხილის გამოჩენა, რათა წლის პირველ ნახევარში დაწყებული სასიკეთო ტენდენციები სწორედ ამ პერიოდში არ დამუხრუჭდეს.
რაც შეეხება მეოთხე კვარტალს, უფრო ჰარმონიული მეორე ნახევარი იქნება, ამიტომ, ოქტომბერში უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა იქნება საჭირო (პიკი: 4-14 ოქტომბერი). ამ პერიოდში მოსალოდნელია გადახედილი იქნას მთელი რიგი საკითხები და საჭიროების შემთხვევაში კარდინალური ცვლილებებიც განხორციელდეს. ის პოლიტიკოსები, ბიზნესმენები თუ უბრალო ადამიანები, რომლებიც ოქტომბრის ბოლომდე საკუთარ პოზიციებს თუ რეიტინგს მყარად შეინარჩუნებენ, მაშინ ნოემბერ-დეკემბერში საკუთარ საქმეში წინსვლასაც კი შეძლებენ. ამ პერიოდში ძირითად საფრთხეს იუპიტერი-პლუტონის ნეგატიური კავშირი შექმნის და ეს ასტროლოგიურად საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებასა და წინდაუხედავად რისკზე წასვლაზე მიანიშნებს. რომელი პოლიტიკოსიც ამ ნეგატიურ ტენდენციებს თავს აარიდებს, ის ნამდვილად მიაღწევს წარმატებას.
პლანეტა იუპიტერი 2016 წლის სექტემბრის დასაწყისამდე ქალწულის ზოდიაქოში იმოძრავებს, ეს კი გამარჯვებას მოუტანს იმ ადამიანს და ქვეყნებს, ვისაც უყვართ წესრიგი, დისციპლინა და მეთოდურობა. სექტემბრის პირველ დეკადაში იუპიტერი სასწორის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და ეს უკვე სასიკეთო ტენდენციებს შექმნის პარტნიორულ საქმიანობაში, პოლიტიკურ სარბიელზე კი წარმატებას მიაღწევენ ის პარტიები თუ ქვეყნები, რომლებიც ერთ ბლოკში თუ კავშირში გაერთიანდებიან.
2016 წელს პლანეტა სატურნი მშვილდოსნის ზოდიაქოში იმოძრავებს, ამიტომ, წინაღობები შეიქმნება ისეთ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც რისკზე წასვლას და ახალი სივრცეების ათვისებას გულისხმობს. ადამიანი წარმატებას არა ერთბაშად, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწევენ. 
გარდა ამისა, 2016 წელს წარმატებას მიაღწევენ ის ადამიანები და ქვეყნებიც, რომლებსაც ერთი მხრივ გაქანება, ხოლო მეორე მხრივ მოქნილება ახასიათებთ, უხეში მეთოდებით გამარჯვების მიღწევა კი სათუო გახდება. ეკონომიკური და ფინანსური კუთხით 2016 წელი წინა წლებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული არ იქნება, ფინანსური კრიზისისთვის თავის არიდება გამჭრიახობით და ინტელექტუალური რესურსებით იქნება შესაძლებელი.
2016 წლის გარდამტეხი პერიოდი იქნება მარტი (როდესაც მზისა და მთვარის დაბნელება დაფიქსირდება), ამიტომ, ამ დროს განვითარებული მოვლენები იქნება იმის ერთგვარი მაჩვენებელი თუ როგორ განვითარდება შემდგომი პოლიტიკური პროცესები.

საქართველო. რა თქმა უნდა, ის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცვლილებები და ტენდენციები, რომლებიც 2016 წლისთვის იქნება დამახასიათებელი, საქართველოზეც აისახება. „თხის“ მერყეობასა და ჭირვეულობას „მაიმუნის“ მერყეობა, ეშმაკობა და გამჭრიახობა შეცვლის. მოსახლეობა არ იქნება კმაყოფილი, რადგან დაბალ რგოლებზე როგორც წესი, სუსტად ვლინდება ის ტენდენციები, რომელიც მაიმუნის წელში წარმატების მიღწევისთვის არის საჭირო, ამიტომ, ის ადამიანები, ვინც `არ დაელოდება ბედს~ და პირიქით, აქტიურად და რაც მთავარია, გონივრულად იმოქმედებს, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს.
ყურადღებას ითხოვს ფინანსური საკითხები, რადგან მაიმუნის წელი არასტაბილურია და ყურადღებას ითხოვს კრედიტებთან დაკავშირებული საკითხები. არ არის სასურველი ვალების გაუაზრებლად აღება, ეს ამ წელს ჩვეულებრივზე მეტ საფრთხეს შექმნის და დანაკარგების ალბათობას ერთი-ორად გაზრდის.
2016 წელს საქართველოს ხელისუფლება იგრძნობს ხალხში უკმაყოფილების მატებას და შეეცდება გადადგას მისთვის მომგებიანი ნაბიჯები, თუმცა ეს საკმარისი არ იქნება ხალხის გულის მოსაგებად. უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ხელისუფლების გარკვეული მოქმედებებისა და ძალისხმევისა, საერთო მდგომარეობა ნაკლებად დასტაბილურდება და უფრო ხშირად მერყევი იქნება.
თუ როგორ სწორად წარმართავს პოლიტიკურ პროცესებს ხელისუფლება საქართველოში, ამის ნიშნები უკვე 2016 წლის მარტიდანვე გამოჩნდება. მარტიდან - ივნისამდე პერიოდში პერიოდში არ არის გამორიცხული საქართველოს ხელისუფლება მთელი რიგი გამოწვევების წინაშე დადგეს, ეს შეიძლება იყოს როგორც ეკონომიკური კრიზისი და საპროტესტო გამოსვლები, ისე ამ პერიოდში გააქტიურებული ბუნებრივი კატაკლიზმები, ამიტომ ამ მიმართულებითაც ყურადღების გამოჩენა იქნება საჭირო.
2016 წელი კომერციული საქმიანობისთვის და ბიზნესისთვის ცუდი ნამდვილად არ იქნება, რადგან როგორც წესი, მაიმუნის წელში ბევრი ბიზნესმენი ახერხებს წინსვლას და საკუთარი საქმიანობის გაფართოებას. თუმცა სწორედ უნდა მოხდეს რისკების გათვლა.
2016 წელს მნიშვნელოვანი იქნება ნდობის ფაქტორის წინ წამოწევა, რადგან გაზრდილი იქნება ტყუილისა და თაღლითობის ალბათობა. ამიტომ, ყურადღების გამოჩენა მართებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც სარისკო ფინანსურ ოპერაციებთან ექნებათ შეხება. მხოლოდ სიტყვაზე ნდობა ამ წელს გამართლებული არ იქნება, ყველაფერი საბუთებში უნდა აისახოს, რათა გაყალბებას და თაღლითობის ალბათობა გარკვეულწილად გამოირიცხოს.
საქართველოსთვის რთული პერიოდები იქნება გაზაფხული, ზაფხულის მეორე ნახევარი და შემოდგომის დასაწყისი იქნება. საქართველოს ხელისუფლებას სწორედ ამ პერიოდებში მართებს წინდახედულობის გამოჩენა, რათა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება მშვიდ ტემპში განვითარდეს.

No comments:

Post a Comment