1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 27, 2018

2019 წლის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროგნოზი

 © geoastrolog (რამაზ გიგაური)

მსოფლიო. აღმოსავლური (ჩინურ-იაპონური) ასტროლოგიის მიხედვით ტახის წელი ალაგებს და აბალანსებს წინა წლების მერყეობას და ნეგატიურ პროცესებს.
. . „გუშონ-ბარბოს“ ციკლის მიხედვით 2019 წელს მოსალოდნელია პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური შეჯამება და გადაფასება. ყველა ის სისტემა, რომელიც ვერ გაუძლებს წნეხს, დაიშლება და განვითარდება ახალი სისტემები.
2019 წელს ბევრი ენერგია დაეთმობა კონკრეტულ მიზნებს, საზოგადოების ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობის დასტაბილურებას, მოსახლეობის შემოსავლების გაზრდას და სოციალურ-ყოფითი პირობების გაუმჯობესებას. ამას ხელს შეუწყობს ახალი ეკონომიკური პროგრამების შექმნა და მომგებიანი სტრატეგიული გეგმების დასახვა.
სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მოსალოდნელია გააქტიურდეს სოციალური პირობებთან, დემოგრაფიული მდგომარეობასთან და ასევე განათლებასთან დაკავშირებული საკითხები. კიდევ უფრო გააქტიურდება ახალგაზრდული მოძრაობების შექმნა-განვითარების სურვილი, რომლის მიზანიც მორალური ფასეულობების პროპაგანდა, იდეოლოგიის, კულტურულ-სპორტული მიღწევების, განათლების დონის ამაღლების და სხვა მსგავსი ღონისძიებების დანერგვა იქნება.

ბევრ ქვეყანაში კიდევ უფრო განვითარდება საგარეო პოლიტიკური ურთიერთობები, რასაც ხელს შეუწყობენ ახალგაზრდა ან გაბედული ლიდერები, რომლებიც თავიანთ პოლიტიკას სამართლიანობაზე და სანდოობაზე დააფუძნებენ და ამით მოიპოვებენ პოპულარობას. იქიდან გამომდინარე, რომ ტახის წელი ფინანსებს უკავშირდება, არ არის გამორიცხული გამოაშკარავდეს ძველი თუ ახალი კორუფციული სქემები და საზოგადოებამ სკანდალური ეკონომიკური დანაშაულების შესახებაც შეიტყოს.
ტახის წელში, როგორც წესი მიმდინარეობს ხოლმე რადიკალური ცვლილებების ფარული მზადება, მაგრამ ეს ცვლილებები ერთი ან ორი წლის შემდეგ განხორციელდება. როგორც წესი, ასეთ დროს ნელ-ნელა ძალებს იკრებენ ოპოზიციური პარტიები, ასევე ხშირია ხოლმე კომპრომატების შეგროვება ძალაუფლების მქონე პირებზე.  ამიტომ ის პოლიტიკური პირები, რომლებიც ამ წელს შეცდომებს დაუშვებენ, რამოდენიმე წელიწადში გაიაზრებენ დანაშაულს, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იქნება

საერთოდ ტახის წელისწყალობს“ მიზანდასახულ და მშრომელ ადამიანებს, რომლებიც არ უშინდებიან სირთულეებს და მათი ძალისხმევაც  წარმატებით დაგვირგვინდება, ხოლო ისინი, ვისაც დროებითი წარმატების იმედზე არიან ხოლმე და შრომაზე უარს ამბობენ - ამ წელს ვერაფერს მიაღწევენ.
2019 წელი ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით გასული წლებისგან მეტ-ნაკლებად პოზიტიური იქნება. მოიმატებს ფინანსური პროექტების დაწყების, დაფინანსების წყაროების და ახალი შემოსავლების მიღების ალბათობა. ეს კი ყველა სოციალურ ფენაზე პოზიტიურად იმოქმედებს.

პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით 2019 წელს ყურადღებას ითხოვს შემდეგი პერიოდები: 10-31 იანვარი, 1-20 აპრილი, 28 აპრილიდან - 17 მაისამდე, 5 ივნისიდან - 21 ივლისამდე, 10 სექტემბერი - 15 ოქტომბერი. ამ პერიოდებში პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები მოსალოდნელია დამუხრუჭდეს და კრიზისის ნიშნები გაჩნდეს. ყურადღების გამოჩენა იქნება საჭირო ბიზნესთან, კომერციულ გარიგებებთან და ფინანსებთან დაკავშირებით.
2019 წელს ასევე ყურადღებას ითხოვს მარსის და ურანის ურთიერთკომბინაცია, რომელიც გააქტიურდება: 4-20 თებერვალს, 5-16 ივლისს, 17-29 ნოემბერს. ამ პერიოდებში არ არის რეკომენდებული აჩქარებულობა და რისკზე წასვლა. გაზრდილი იქნება დაპირისპირებების, კონფლიქტების, საბედისწერო შემთხვევების, ავარიების და ტექნიკური კატასტროფების ალბათობა. ამ პერიოდებში მოიმატებს კრიმინალის ალბათობა.

პლანეტა იუპიტერი 2019 წლის 2 დეკემბრამდე მშვილდოსნის იმოძრავებს. ასე რომ, 1 იანვრიდან - 2 დეკემბრამდე იუპიტერის კოსმობიოლოგიური გავლენა გამარჯვებას მოუტანს იმ ადამიანს და ქვეყნებს, რომლებიც გაბედულად, აქტიურად, ენერგიულად შეეცდებიან წინსვლას და განვითარებას. შესაძლებელი გაჩნდება ახალი ჰორიზონტის დანახვის, ახალი სივრცეების განვითარების და ათვისების შესაძლებლობა. გააქტიურდება უცხოეთისა და უცხოელების საკითხები. 2 დეკემბრიდან იუპიტერი თხის რქის ზოდიაქოში გადაინაცვლებს. ამ დროს წარმატებას უფრო პრაქტიკული და პრაგმატული გადაწყვეტილებები მოიტანენ
 
2019 წლის განმავლობაში პლანეტა სატურნი თხის რქის ზოდიაქოში იმოძრავებს. მისი კოსმობიოლოგიური გავლენა ადამიანებისგანმოითხოვს“ შეუპოვრობის, მიზანსწრაფვის, წინაღობების გადალახვისთვის და სიძნელეების დაძლევისთვის აუცილებელ ძალისხმევას.

საქართველო. ცხადია, ის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცვლილებები და ტენდენციები, რომლებიც 2019 წლისთვის იქნება დამახასიათებელი, საქართველოზეც აისახება.
. . „წლის ჰოროსკოპში“ ყველაზე მთავარი ის საკითხები, გარემოებები და მოვლენები იქნება, რომლებიც სახელმწიფოებრივ ტერიტორიას, მიწას უკავშირდება (დიდი ალბათობით კიდევ უფრო გააქტიურდებასაზღვრის გადმოწევისდა ამასთან დაკავშირებული პროვოკაციები). გარდა ამისა სახელმწიფოს ან სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან გააქტიურდება მუშაობა სასოფლო-სამეურნეო სფეროს მიმართ. აქტიური იქნება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული სფეროები და მაღაროელებთან საკითხები წინ წამოიწევს.  

რაც შეეხება 2019 წელს საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპს, ტრანზიტული ურანის შეერთება ნატალურ მთვარესთან მიანიშნებს, რომ 2018 წელს გააქტიურებული ხალხის მღელვარება, უკმაყოფილება და რევოლუციური განწყობები 2019 წლის იანვრიდანვე დასუსტდება და მარტში საგრძნობი აღარც კი იქნება

ტრანზიტული იუპიტერი საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში მე-5 და მე-6 სახლებში იმოძრავებს, ამიტომ წარმატებას მიაღწევენ შემოქმედებითი ადამიანები, მოსალოდნელია საკმაოდ წარმატებული მიღწევები და გამარჯვებები ვიხილოთ ხელოვნებასა და სპორტში. ასევე მნიშვნელოვანი იქნება მედიცინასთან დაკავშირებული საკითხები - არ გამოირიცხება 2019 წელს  მოხდეს ახალი სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვა ან რაიმე პოზიტიური ცვლილებები მედიცინასთან და გამაჯანსაღებელ პროცედურებთან დაკავშირებით.  

არ გამოირიცხება სწორედ 2019 წელს წელს დაიწყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ან მოხდეს რაიმე ტიპის რეორგანიზაცია, კომპანიების, ორგანიზაციების და საწარმოების შექმნა-განვითარება, რაც ახალ სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. იქიდან გამომდინარე, რომ მუნდანურ ასტროლოგიაში მე-6 სახლი არმიაც არის, დიდი ალბათობით საქართველოს არმიასთან და შეიარაღებასთან დაკავშირებით სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი

2019 წელს წინაღობების და პრობლემების პლანეტა სატურნი საქართველოს ჰოროსკოპში . . „დესცენდენტთანახლოს იმოძრავებს, რაც მიანიშნებს ღია დაპირისპირებაზე ოპონენტებთან და ღია მტრებთან (ცხადია აქ უპირველესად რუსეთთან არსებული დაპირისპირება იგულისხმება). განსაკუთრებით სახიფათო იქნება მარტი, აპრილი, მაისი და ივნისი, როდესაც ტრანზიტული სატურნის სიახლოვეს მთვარის დაღმავალი (კარმული) კვანძიც იქნება განთავსებული. ამიტომ გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი ამ მიმართულებით ყველაზე რთულ პერიოდად უნდა მოვიაზროთ და საქართველოს ხელისუფლებას მართებს წინდახედულება და სიფრთხილე, რათა ღია კონფრონტაციასა და დაპირისპირებას თავი აარიდოს. მოსალოდნელია გააქტიურდეს სეპარატიზმის მომენტიც.
მთლიანობაში, 2019 წელი საქართველოს ცხოვრებაში შეიძლება გარდამტეხ წლადაც კი მოვიაზროთ, რადგან ის შეაჯამებს ბოლო რვაწლიან პერიოდს და მომდევნო ცხრაწლიანი პერიოდის საწყისი წელიც იქნება. ამიტომ 2019 წელში განვითარებული მოვლენები დაიწყებს 2028 წლამდე ახალი რეალობის ფორმირებას

რაც შეეხება შეეხება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, მისთვის გარდამტეხი არა 2019, არამედ 2020-21 წლები იქნება, რადგან ამ დროს წავა მათი ხელისუფლებაში მოსვლის ცხრაწლიანი ციკლი დასრულებისკენ და თუ ისინი კონკრეტულ მოქმედებებს არ განახორციელებენ, მოსალოდნელია სერიოზული პრობლემები უკვე 2019 წელსვე შეექმნათ (ასეთ შემთხვევაში პირველი ნიშნები 2019 წლის შემოდგომით გაჩნდება)
2019 წელს მოიმატებს ძველი ან ახალი ეკონომიკური დანაშაულებების გამოაშკარავების ალბათობა. ამიტომ მოსალოდნელია უფრო კორუფციასთან, საეჭვო ან უკანონო შემოსავლებთან, სახელმწიფო ქონების გაფლანგვასთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებული გამჟღავნებული დანაშაულები და სკანდალები ვიხილოთ.მთელი რიოგი გართულებები მოსალოდნელი სასამართლოსთან და მოსამართლეებთან დაკავშირებულ საკითხებში. 
 
საქართველოსთვის რთული პერიოდები იქნება იანვრის მეორე ნახევარი, თებერვალი, აპრილი, მაისის დასაწყისი, ივნისის მეორე ნახევარი, ივლისის პირველი ნახევარი, სექტემბრის მეორე ნახევარი, ოქტომბერი. ამ პერიოდებში საქართველოს ხელისუფლებას ყურადღებისა და წინდახედულობის გამოჩენა მართებს, რათა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრება მშვიდ ტემპში წარიმართოს და მოსალოდნელი კრიზისები თავიდან იქნას არიდებული.

No comments:

Post a Comment