1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ნუმეროლოგიური ჰოროსკოპი (პირადი ნუმეროლოგური მატრიცის გამოთვლა, ბედნიერი ციფრებისა და რიცხვების დადგენა, ორი ადამიანის ნუმეროლოგიური შეთავსება).
======================================================================================================
სწრაფად და იაფად: Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება ევროპული და ინდური მეთოდებით.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Oct 30, 2010

ლუიზა ჰეის აფირმაციები

ლუიზა ჰეი – სიყვარულის და ჰარმონიის მქადაგებელი მწერალი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ამერიკელი მწერალი ქალი ლუზა ჰეი მთელს მსოფლიოშია ცნობილი, როგორც "პოზიტიური აზროვნების", ბედნიერების და ჰარმონიის მქადაგებელი. მისი წიგნები "განკურნე შენი თავი თვითონ", "როგორ ვუმკურნალოთ საკუთარ თავს", "სამკურნალო ძალა ჩვენშია" მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი და მრავალჯერ გამოიცა. გთავაზობთ მცირე ამონარიდებს (აფირმაციებს) ამ მართლაც საინტერესო და შესანიშნავი მწერლის და ადამიანის ჩანაწერებიდან.
 მე სიხარულით ვემშვიდობები წარსულს. წარსული ჩემგან თავისუფალია და მე თავისუფალი ვარ წარსულისგან. ჩემს სულში ახლა სიმშვიდეა.
 ძალის (გადაწყვეტის) წერტილი არის აქ და ახლა – ჩვენს გონებაში.
 სამყარო არასდროს განგვიკითხავს და გვაკრიტიკებს.
 როდესაც ადამიანთან ავადმყოფობა მიდის, მან საკუთარ გულში უნდა მოძებნოს, თუ ვის უნდა მიუტევოს და აპატიოს.
 არასდროს არანაირ გარემოებაში არ გააკრიტიკო და განიკითხო ადამიანები.
 შეიყვარე საკუთარ თავი – ნიშნავს, იყო ღმერთის მადლიერი მონიჭებული სიცოცხლისთვის.
 ყველაფერი რასაც გასცემთ, უკან გიბრუნდებათ.
 როდესაც ცხოვრებაში რაღაც იოლად გვეძლევა, ეს გაკვეთილი არ არის, ეს არის, რაც უკვე ვიცით.
 სიყვარული – ნებისმიერი თქვენი პრობლემის ერთადერთი პასუხია.
 დატოვეთ წარსული სიყვარულით და წარსულის მადლიერი იყავით იმისთვის, რომ მან ცნობიერების ამ დონეზე მოგიყვანათ.
 პრობლემა არაფერი არის, თუ არა განვითარების და ზრდის შესაძლებლობა.
 პრობლემები - ეს თვითგანვითარების საშუალებაა.
 შეიყვარო საკუთარი თავი - ნიშნავს განსაზღვრო საკუთარი მიზანი ნებისმიერ საქმიანობაში.
 როდესაც ჩვენ შეშინებულები ვართ, ვცდილობ, ყველაფერი ჩვენს კონტროლს დავუქვემდებაროთ. ასეთი მიდგომით ჩვენს საკუთარ ცხოვრებაში არ ვუშვებთ დადებით ცვლილებებს. მიენდეთ ცხოვრებას - მასშია ყველაფერი, რაც ჩვენ გვჭირდება.
 თუ ჩვენ რაიმეს უნებართვოდ ვიღებთ – ამით ვკარგავთ მას, თუ გავცემთ _ ვიღებთ და ეს სხვანაირად არ შეიძლება იყოს.
 გაეცით საკუთარი შემოსავლის მეათედი ნაწილი და მოემზადეთ ახალი შემოსავლების მიღებისთვის.
 იმდენად რამდენადაც იზრდება სიყვარული საკუთარი თავისადმი, იზრდება პატივისცემაც.
 თქვენთვის საჭირო ცვლილებები უფრო სწრაფად და იოლად მოხდება, თუ თქვენ ზუსტად იცით, რას ელით ცხოვრებისგან.
 სიყვარული არ არსებობს ადამიანის გარეთ – ის მასში ცხოვრობს. რამდენადაც ძლიერად გიყვართ, იმდენად მეტად ხართ სიყვარულით გარემოცული.
 სამყაროში ყველაფერი უხვად არის და სამყარო მხოლოდ იმას ელოდება, რომ თქვენ "გაეცნოთ" და ეზიაროთ ამ სიუხვეს. ფული გაცილებით მეტია, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ დახარჯოთ, ადამიანები გაცილებით მეტია, ვიდრე თქვენ შეგხვედრიათ ცხოვრების მანძილზე, სიხარული ბევრად მეტია, ვიდრე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. თუ თქვენ დაიჯერებთ ამას, თქვენ გექნებათ ყველაფერი, რასაც მოისურვებთ.

Oct 1, 2010

ტუნისელი ასტროლოგი ობამას ხიფათის შესახებ იუწყება

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ტუნისელი ასტროლოგი ჰასან შარნის ასტროფიზიკის დოქტორი და ასტროლოგიის საერთაშორისო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტია. ის ტელევიზია "არ-არაბიასთან" და გაზეთ "ალ-ჰადასთა" თანამშრომლობს, სადაც დრო და დრო ქვეყნდება მისი ასტროლოგიური პროგნოზები.
ტუნისელმა
ასტროლოგმა პოპულარობა თავისი ზუსტი ასტროლოგიური პროგნოზებით მოიპოვა. მან 1997 წლის იანვარში პრინცესა დაინას სიკვდილი, 2004 წლის იანვარში კი "ალ-არაბიას" პირდაპირ ეთერში იასირ არაფატის მოსალოდნელი სიკვდილი იწინასწარმეტყველა. 2005 წლის იანვარში მან ასევე იწინასწარმეტყველა რომის პაპის იოანე-პავლე II-ის გარდაცვალება და ტერაქტი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.
შარნი
განსაკუთრებული პოპულარობით არაბულ სამყაროში სარგებლობს. მან 2010 წლის დასაწყისში პალესტინის ლიდერზე მაჰმუდ აბასზე შეიარაღებული თავდასხმა იწინასწარმეტყველა. აბასი ისე ენდობა ტუნისელი ასტროლოგის პროგნოზებს, რომ მან პირადი დაცვის ნახევარი შეცვალა და ამას გარდა დაცვა საგრძნობლად გააძლიერა, ამის შესახებ ებრაული გაზეთი "იერუსალიმ პოსტი" წერდა.
თუმცა
შარნის კრიტიკოსებიც მრავლად ჰყავს. მას აკრიტიკებენ, რომ მისი წინასწარმეტყველება ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუში-უმცროსის სიკვდილის შესახებ არ გამართლდა - მიუხედავად იმისა, რომ ბუშს ორჯერ დაესხნენ თავს (ერ-რიადსა და თბილისში), იგი ამ თავდასხმებს ცოცხალი გადაურჩა. მას ასევე აკრიტიკებენ, რომ არაფერი არ უთქვამს ისეთი ცნობილი ადამიანის მოულოდნელი სიკვდილის შესახებ, როგორიც მაგალითად მაიკლ ჯექსონია.
გთავაზობთ
მცირე ამონარიდებს ჰასან შარნის 2010 წელში გამოქვეყნებული ასტროლოგიური პროგნოზებიდან:
"2010
წლის შემოდგომით ან დასასრულს სიტუაცია მნიშვნელოვნად დაიძაბება პალესტინაში, ერაყსა და ირანში".
"
ერაყში მოსალოდნელია სკანდალები საპყრობილესთან და პატიმრებთან დაკავშირებით, ასევე მოსალოდნელია ტერაქტები".
"
ერაყი მოსალოდნელია სამოქალაქო ომის საშიშროების წინაშეც კი დადგეს".
"
ევროპაში 2010 წლის მეორე ნახევარში და 2011 წელში გამწვავდება კრიზისი - მოსალოდნელია უმუშევრობა და ძალადობა ემიგრანტების მხრიდან".
"
ობამა მსოფლიოში ვერაფერს შეცვლის - თუ მოინდომებს შეცვლას, მაშინ მას შეცვლიან!"
თუმცა
ასტროლოგი არაფერს ამბობს შეცვლაში კონკრეტულად რა იგულისხმება. ერთი კი ცნობილია, ობამა ამერიკის 44- პრეზიდენტია, ხოლო ცნობილი ფრანგი ასტროლოგის მიშელ ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების მიხედვით, "ახალი მიწისთვის" (ამერიკა!) 44- მართველი საბედისწერო იქნება(?!).

ყველაზე მდიდარი ადამიანები ქალწულის ნიშნით იბადებიან

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

როდესაც მილიარდელები საუბრობენ იმაზე, რომ როგორ გამოიმუშავებენ ფულს, ჩვეულებისამებრ ახსენებენ სიჯიუტეს, შრომას, საქმიან ურთიერთობებს და მიზნის მიღწევის მძაფრ სურვილს. ამბობენ იმასაც, რომ მილიარდელად გახდომის შანსი ყველას არ აქვს. თუმცა აღმოჩნდა, რომ ამის ალბათობა განსაკუთრებით მატულობს, თუ ადამიანი "ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული".
აღმოჩნდა, რომ "ფორბსის" სიაში შემავალი მილიარდელების საკმაოდ დიდი ნაწილი დაბადებული ქალწულის ნიშნით. ასეთი დასკვნა მას შემდეგ გაკეთდა, რაც პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის დაბადების თარიღები გაანალიზეს.
"ფორბსის" სიაში შემავალი 793 მილიადელიდან 613 მათგანის დაბადების მონაცემი დამუშავდა და მათგან სამოცდაათი (ეს თორმეტი პროცენტია) სწორედ 23 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე პერიოდშია დაბადებული, ანუ ეს ადამიანები დაბადებულები არიან ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით.
შეიძლება ვიღაცამ უცნაურად ჩათვალოს, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი "ქალური" სახელის მქონე ზოდიაქოს ნიშნით არის დაბადებული, მაგრამ ასტროლოგიური დახასიათების მიხედვით, ამაში გასაკვირი არც არაფერია.
"ქალწულები" როგორც ცნობილია, შრომისმოყვარეები, საკუთარ თავში დარწმუნებულები, დეტალებისმიმართ ყურადღებიანები და ანალიტიკურიაზროვნების მქონენი არიან. ცნობილი ამერიკელი ასტროლოგი მაიკლ ლატინი თვლის, მილიარდელები მთლიანობაში მეტისმეტად კი არ ზრუნავენ ფულზე, არამედ ცდილობენ საკუთარ საქმეში წარმატებულები იყვნენ.
ქალწულის ნიშნით დაბადებულები, როდესაც დიდი ქონების მფლობელები ხდებიან, ბედნიერებას აღწევენ, როდესაც ამ დროს ადამიანებისთვის სარგებელი მოაქვს, მათთვის აწარმოებენ საჭირო საქონელსა და მომახურებას. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებიდან მილიარდელების პირველ ათეულში ორი ამერიკელი მილიარდელი - უორენ ბაფეტი და ლოურენს (ლარი) ელისონი.
თუმცა ნუ ჩამოყრით ხელებს, თუკი ქალწულის ნიშნით არ ხართ დაბადებული. "ფორბსის" ექსპერტთა გამოკვლევებით მილიარდელები ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნით იბადებიან. თუმცა "ქალწულები" თორმეტი პროცენტს შეადგენს, ვერძის ნიშნით დაბადებულია ადამიანები რვა პროცენტს შეადგენენ. ასევე რვა პროცენტია მერწყულის ნიშნით დაბადებული ადამიანები (სწორედ მათ რიცხვში შედიან მსოფლიოს ამ პერიოდისთვის უმდიდრესი ადამიანი კარლოს სლიმ ჰელუ და უმდიდრესი ქართველი იძინა ივანიშვილი). დაახლოებით შვიდი პროცენტს შეადგენენ "მორიელები" (თითქმის თვრამეტი წელი ედგა სათავეში მდიდართა სიას მორიელის ნიშნით დაბადებული უილიამ ბილ გეითსი). "მშვილდოსნები" ექვსი პროცენტია, თუმცა ამერიკელი ასტროლოგ დეივიდ რეილი თვლის, რომ, თუ ვინმეს ცხოვრებაში უმართლებს, ეს სწორედ მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან. ამის შემდეგ პროცენტულობით სიაში მოდიან "კუროები" (რომლებიც მიზანს სტაბილურობის, ჯიუტი შრომის და მიზანსწრაფვის ხარჯზე აღწევენმიზნებს).
აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ მსოფლიოს ყველა დროის უმდიდრესი ადამიანი და მსოფლიოს პირველი მილიარდელი ჯონ დევისონ როკფელერი (1839 – 1937), რომლის ქონება 2006 წლის მონაცემებით 192 მილიარდი დოლარი იყო, კირჩხიბის ნიშნით იყო დაბადებული.