1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 24, 2011

რა გველის 2012 წელს

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

(პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროგნოზი)

აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით დრაკონის წელიწადი (1916, 1928, 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012) აქტიურისა და ენერგიულობის პერიოდია, აღმოსავლეთში შავი ფერი წყლის სტიქიასთან, ხოლო დრაკონი მამრულ, აქტიურ თვისებებთან ასოცირდება და მისი ენერგია ზეციური ძალების სიმბოლოდ მიიჩნევა.
2012 (დრაკონის) წელს კოსმოსის ბიორიტმები ადამიანებზე აქტიურად იმოქმედებს და უბიძგებს რადიკალური ცვლილებებისკენ და ეს ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად გამოვლინდება.
წყლის სტიქია გავლენას ახდენს ემოციურ სამყაროზე, ამიტომ დრაკონის აქტიური, მამრული ენერგიისა და წყლის "ინ", ანუ მდედრული ენერგიის ერთიანობა ამ წელს საკმაოდ უჩვეულო ცვლილებებს მოიტანს.

მსოფლიო. 2012 წელს იუპიტერის, სატურნის, ურანისა და პლუტონის ნეგატიური ასპექტების (კავშირების) კოსმობიოლოგიური გავლენა მსოფლიოს პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტად დაძაბულ ტენდენციებს შექმნის, რაც გამოიხატება ბევრ ქვეყანაში გართულებულ პოლიტიკურ მდგომარეობაში, ბუნებრივ კატაკლიზმებსა და ტექნიკურ ავარიებში (ამის ალბათობა განსაკუთრებით მაღალი იქნება 2012 წლის მეორე და მესამე კვარტალში, ანუ აპრილიდან სექტემბრამდე).
სოციალური დონეზე აუცილებელი გახდება რეფორმების გატარება, რომლებსაც ბევრ ქვეყანაში არცთუ უმტკივნეულო და შესაძლოა ძალადობრივი ფორმებიც კი ჰქონდეს. გაგრძელდება საპროტესტო გამოსვლები ბევრ ქვეყანაში და ეს მოსალოდნელია არა მხოლოდ არაბულ, აფრიკულ და აზიურ, არამედ ევროპულ ქვეყნებში და ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი. შესაძლოა ერთმანეთისადმი მტრულად განყობილ სახელმწიფოებს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწიოს, არ გამოირიცხება შეიარაღებული დაპირისპირებებიდაწყებაც (ამის ალბათობა მაღალი იქნება ახლო აღმოსავლეთში და აზიის კონტინენტზე). მაღალია ალბათობა შეიარაღებული თავდასხმა ან ტერორისტული აქტი მოხდეს რაიმე პოლიტიკური შეხვედრის, ეკონომიკური ფორუმის, სამიტის ან სპორტული ღონისძიების დროს, რამაც თავის მხრივ შესაძლოა კიდევ უფრო რთული სიტუაციების დაწყებას მისცეს საფუძველი (ამის ალბათობა მაღალი იქნება 2012 წლის წლის მეორე და მესამე კვარტალში).
პოლიტიკური
კრიზისები, საპროტესტო გამოსვლები და ტერორისტული აქტები მოსალოდნელია ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის არაბეთის ნახევარკუნძულზე და იქ მდებარე არაბულ ქვეყნებში, პოსტიუგოსლავიურ ქვეყნებში, რუსეთში, თურქეთში, ირანში, ისრაელში და ასევე კავკასიაში.
წამყვანი
ქვეყნების მხრიდან ქნება ეკონომიკური მდგომარეობის შედარებით დასტაბილურების მცდელობები, თუმცა ეს არ შეიძლება ითქვას გაზაფხულის დასასრულსა და ზაფხულის პირველ ნახევარზე, როდესაც მთელ რიგ ქვეყნებში ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან დაშვებული შეცდომები და მიღებული ილუზიური გადაწყვეტილებები მწვავე კრიზისს დაუდებს სათავეს.

საქართველო. პოლიტიკურ-ეკონომიკური ცვლილებები და ტენდენციები, რომლებიც დამახასიათებელი იქნება 2012 (დრაკონის) წლისთვის და რომლებიც მთელს მსოფლიოში აქტუალური იქნება, საქართველოზეც აისახება.
2012 წელს მკვეთრად გააქტიურდებიან პოლიტიკური სუბიექტები, რადგან დრაკონის წელი მოდუნების საშუალებას არავის მისცემს.
თუ 2011 (კურდღლის) წელი ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და კავშირების დამყარების წელი იყო, 2012 (დრაკონის) წელს ეს ურთიერთობების და კავშირების სრულად ჩამოყალიბებისა და საბოლოო გაერთიანების ფაზაში გადავა. მოსალოდნელია გაერთიანდეს ბევრი პოლიტიკური პარტია თუ საზოგადოებრივი მოძრაობა და პოლიტიკურმა სუბიექტებმა უფრო მეტ გაძლიერებაზე დაიწყოს ზრუნვა.
2012 წლის წლის პირველი კვარტალში პლანეტების გავლენა, ასე თუ ისე, მშვიდი იქნება, თუმცა შედარებით ნეგატიური იქნება 21-31 იანვრის, 25-29 თებერვლის, 1-7 მარტის და 25-31 მარტის პერიოდი. სწორედ ამ პერიოდშია მოსალოდნელი როგორც მსოფლიო, ისე ქართულ პოლიტიკაში სერიოზული ცვლილებები.
2012 წლის მარტში (პირველი კვარტალის ბოლოს) და ასევე აპრილში (მეორე კვარტლის დასაწყისში) განსაკუთრებით დიდი იქნება პოლიტიკური პროვოკაციების და საპროტესტო გამოსვლების ალბათობა, გაზაფხულზე ასევე მოიმატებს ხმაურიანი დაპატიმრებების ალბათობაც.
2012 წლის ყველაზე რთული და კრიზისული პერიოდი მეორე კვარტალი იქნება და ეს აპრილის დასაწყისიდანვე შესამჩნევი გახდება. აპრილში მოიმატებს ტექნიკური ავარიებისა და ეკოლოგიური კატასტროფების რიცხვი, ამიტომ, ყურადღება მართებთ შესაბამის სამსახურებს, რადგან გაიზრდება წყალდიდობების ალბათობა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით აპრილიდან – აგვისტოს ჩათვლით გაიზრდება შეირაღებული დაპირისპირებების, ტერორისტული აქტებისა და სამხედრო ოპერაციების ალბათობა (საქართველოში ამ კუთხით ყურადღებას ითხოვს ის ტერიტორიები, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება).
2012 წლის მესამე კვარტალი (ივლისი-აგვისტო-სექტემბერი) შედარებით მშვიდი იქნება, თუმცა აგვისტოსა ბოლოსა და სექტემბრის პირველი დეკადაში დედამიწა მოექცევა კოსმოსის დისჰარმონიული გავლენის ქვეშ. სწორედ შემოდგომის დასაწყისში ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში მოსალოდნელია სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ძვრები, ამ პერიოდში ასევე მოიმატებს ტექნიკური ავარიების, ავტო და ავიაკატასტროფების, ხანძრების ალბათობა.
2012 წლის მეოთხე კვარტალში, განსაკუთრებით ოქტომბრის დასაწყისში შესაძლებელი იქნება ბევრი პრობლემის მოგვარება. თუმცა ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში და შემდეგ უკვე 2012 წლის დასასრულს საერთო სიტუაცია შესაძლოა, მკვეთრად გაუარესდეს.
მთლიანობაში 2012 წელი მოიტანს სერიოზულ ცვლილებებს როგორც პოლიტიკაში, ისე ეკონომიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სპორტში თუ ხელოვნების სხვა და სხვა დარგებში.
იუპიტერი წლის პირველ ნახევარში კუროს ზოდიაქოში იმოძრავებს, ამიტომ, წლის პირველი ნახევარი ზოგადად მიწის სტიქიის ნიშნებისთვის (კურო, ქალწული, თხის რქა) იქნება სასიკეთო.

ბიძინა ივანიშვილი. იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილის (რომელიც მერწყულის ნიშნით არის დაბადებულია) პირად ჰოროსკოპში კუროს ზოდიაქოში განთავსებული აქვს მთვარე, ტრანზიტული იუპიტერის მთვარესთან შეერთება 2012 წლის მარტის მეორე ნახევარში მოხდება, ამიტომ, ეს პერიოდი ბიძინა ივანიშვილისთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება. არ არის გამორიცხული, 2012 წლის იანვარი და თებერვალი ბიძინა ივანიშვილისთვის კრიზისული აღმოჩნდეს, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება მარტი და აპრილი, სწორედ 2012 წლის მარტსა და აპრილში მისი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები იქნება იმის კატალიზატორი თუ როგორ გაივლის ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს.
ბიძინა ივანიშვილისთვის ასევე არასასიკეთო და კრიზისული იქნება 2012 წლის 23 მაისიდან – 9 ივნისამდე პერიოდი. ამ დროს მას უდიდესი სიფრთხილისა და წინდახედულების გამოჩენა მართებს, რადგან ამ დროს მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებმა შესაძლოა, მომავალში გარკვეული პრობლემები შეუქმნან.
2012 წელს ბიძინა ივანიშვილი არ უნდა გაეხვიოს ილუზიებში. ილუზიების ალბათობაზე და გარშემომყოფების მხრიდან მის მოტყუების მცდელობებზე მიანიშნებს ივანიშვილის კოსმოგრამაში დაძაბული ასპექტები პლანეტა ნეპტუნის მონაწილებით. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი სიტყვის, პოზიციის სწორად მიტანა მოსახლეობასთან. 2012 წელს მან ყურადღება უნდა მიაქციოს მისი პარტნიორების და მრჩევლების ერთგულების მომენტსაც.

მიხეილ სააკაშვილი. იქიდან გამომდინარე, რომ გამარჯვების მომტანი პლანეტა წლის მეორე ნახევარში ტყუპის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, ის დაუპირისპირდება მშვილდოსნის ზოდიაქოს. ეს კი მიანიშნებს, რომ მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის სანამ იუპიტერი ტყუპის ზოდიაქოში იმოძრავებს (ეს გაგრძელდება 2012 წლის 11 ივნისიდან - 2013 წლის 26 ივნისამდე), ეს პერიოდი არასასიკეთო იქნება (მიხეილ სააკაშვილი სწორედ მშვილდოსნის ნიშნით არის დაბადებული).
მიხეილ სააკაშვილისთვის გაზაფხული (მარტი, აპრილი და მაისი) უმნიშვნელოვანესი პერიოდი იქნება და შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირებაში გადამწყვეტი სწორედ მარტი, აპრილი და მაისი იქნება (კულმინაცია: აპრილი).
თუმცა მიხეილ სააკაშვილისთვის 2012 წელს გარდა მარტი, აპრილი და მაისისა, ასევე სახიფათო იქნება 2012 წლის სექტემბრის მეორე ნახევარი, ოქტომბერი, დეკემბრის ბოლო და 2013 წლის იანვარი (განსაკუთრებით 2012 წლის ბოლო და 2013 წლის დასაწყისი იქნება მისთვის სახიფათო). ამ პერიოდებში მიხეილ სააკაშვილს ძალაუფლების დაკარგვის კოდიც კი ჩაერთვება.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ ნახსენები იუპიტერი-მზის დაპირისპირება, თვითონ მიხეილ სააკაშვილის ჰოროსკოპში არა 2012 წელს, არამედ 2013 წლის ივნისში მოხდება და მისთვის ეს პერიოდიც უიღბლო და არასასიკეთო იქნება.
რაც შეეხება 2012 წელს მიხეილ სააკაშვილისთვის არასასიკეთო იქნება როგორც უკვე ვთქვით 2012 წლის მარტი, აპრილი, მაისი, სექტემბრის მეორე ნახევარი, ოქტომბერი, დეკემბრის ბოლო და 2013 წლის იანვარი.
საერთოდ ალბათობა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის პოსტი ვადაზე ადრე დატოვოს, მაღალია (საპრეზიდენტო პოსტიდან გადადგომის შემთხვევაში ეს შესაძლოა, იყოს საპროტესტო გამოსვლები და მასზე ზეწოლის მომენტი ან მისი ნების გამოვლენა).
P.S. ფაქტია, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტებმა ვადაზე ადრე დატოვეს პრეზიდენტის პოსტი. არ არის გამორიცხული, რომ მიხეილ სააკაშვილის შემდეგ საქართველოში პრეზიდენტის უფლებები მინიმუმამდე შეიზღუდოს და უფრო მეტიც, საქართველოს პრეზიდენტის პოსტი საერთოდ გაუქმდეს.

2012 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ვერძი
- 2012 წლის პირველი ნახევარში ვერძებისთვის ძირითადი საზრუნავი კარიერის საკითხები იქნება. წლის პირველ კვარტალში და მეორე კვარტლის დასაწყისში შეეცადეთ, ადრე დაწყებული საქმეები დაასრულოთ. ამ პერიოდში სარისკო მოქმედება რეკომენდებული არ არის. თებერვალში მოიმატებს რომანტიკული შეხვედრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ალბათობა, მარტში შესაძლოა მიიღოთ მატერიალური დახმარება. მაისის პირველი ნახევარი კი ხელსაყრელი პერიოდია ახალი საქმიანი და პირადი ურთიერთობების დაწყებისთვის, საცხოვრებელი თუ სამუშაო ადგილის შეცვლისთვის, მოგზაურობისთვის. ივნისის პირველ დეკადაში მოიმატებს შეცდომების დაშვების ალბათობა, ამიტომ მოერიდეთ იმპულსურ მოქმედებებს. ივლისი კი შესაძლოა კარიერაში წარმატების პერიოდად იქცეს. ივლისის ბოლო და აგვისტოს პირველი ნახევარი სასიკეთოა ემოციური განტვირთვისა და ფიზიკური ძალების აღდგენისთვის. აგვისტოს ბოლოს და სექტემბერში გაჩნდება პირადი ცხოვრების მოწესრიგების ალბათობა და, თუ დაოჯახებული არ ხართ, არ არის გამორიცხული, ეს სწორედ ამ პერიოდში მოხდეს. სექტემბრის მეორე ნახევარში და ოქტომბერში სასიკეთო იქნება ხელოვნებასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება. ნოემბრის დასაწყისში მოერიდეთ კონფლიქტს როგორც ოჯახში, ისე სამსახურში. დეკემბრის პირველი ნახევარში შეძლებთ ფინანსური და უძრავ ქონების საკითხები მოგვარდეს.

კურო - 2012 წელი სასიკეთოა მომავალი მოქმედებებისთვის მყარი საფუძვლის ჩასაყრელად. იანვრის მეორე ნახევარში, ვიდრე ახალ პროექტებს დაიწყებთ, ძველ გეგმებში ცვლილებები შეიტანეთ. თებერვალში გამოიჩინეთ ყურადღება სამსახურებრივი საკითხების მიმართ და მოერიდეთ რისკს. მარტში გაიზრდება ქორწინების ალბათობა. მარტის ბოლოს და აპრილის პირველი ნახევარში. გაუფრთხილდით ფინანსებს. მაისი თქვენი თვეა, ამიტომ, ამ პერიოდში გაგიადვილდებათ პრობლემური საკითხების მოგვარება. ივლისი შედარებით კრიზისული პერიოდია, ამიტომ მოერიდეთ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას და კონფლიქტურ სიტუაციებს, მანქანის მართვისას სიჩქარის გადაჭარბებას. სექტემბერში სამსახურებრივ საკითხებს პასუხისმგებლობით მოეკიდეთ, ოჯახის წევრების და მეგობრების მიმართ კი მზრუნველობა გამოიჩინეთ. ოქტომბერი დატვირთული იქნება ახალი ურთიერთობებით. შესაძლოა სწორედ ოქტომბერში დაიწყოს ახალი რომანტიკული ურთიერთობაც. ნოემბრის პირველ ნახევარში და შემდგომ უკვე დეკემბრის პირველ ნახევარში, მოერიდეთ პარტნიორებთან დაპირისპირებას და შეეცადეთ, ახალ წელს მშვიდად შეხვდეთ.

ტყუპი - 2012 წლის დასაწყისიდანვე მოიმატებს რომანტიკული ურთიერთობების დაწყების ალბათობა, თებერვალში ორიგინალური იდეებისა და გამოცდილების ხარჯზე შეძლებთ წარმატების მიღწევას. მარტი სასიკეთოა საქმიანი შეხვედრებისა და სამსახურებრივი საკითხების მოგვარებისთვის, მაისის პირველი ნახევარში ცვლილებებს ელოდეთ უძრავი ქონების საკითხებში, თუმცა მაისის მესამე დეკადაში მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს და დაპირისპირებებს (განსაკუთრებით სამსახურში). ეს ტენდენციები ივნისის პირველი ნახევრის ჩათვლით გაგრძელდება. ივნისის მეორე ნახევარში ყურადღება გამოიჩინეთ, იურისპრუდენციული საკითხების მიმართ. ივნისის ბოლო და ივლისი პირველი ნახევარი სასიკეთოა წარსულის ანალიზისთვის, დასვენებისა და ახალი შთაბეჭდილებების მიღებისთვის. აგვისტოში შესაძლოა, ბევრი საქმე გამოგიჩნდეთ, ამიტომ აქცენტი პრაქტიკულ მოქმედებაზე გააკეთეთ. პრაქტიკული და რაციონალური იყავით ოქტომბერში, მომგებიანად რომ გამოიყენოთ პერსპექტივა, რომელიც ამ პერიოდში შეგექმნებათ. ნოემბერში გაგიჩნდებათ შანსი შეიცვალოთ იმიჯი, განაახლოთ გარდერობი და გაიმყაროთ ჯანმრთელობა. ნოემბრის ბოლოს და დეკემბერში მოგიწევთ დიდი შრომა, დაწყებული საქმეები წარმატებით რომ დაასრულოთ.

კირჩხიბი - 2012 წელს შესაძლოა ჩაებათ ახალ პროცესებში, სადაც თქვენი წინსვლა გარკვეულწილად გარანტირებული იქნება. იანვრის ბოლოს და თებერვალში, მოიმატებს სასიყვარულო ურთიერთობის დაწყების ალბათობა, მოსალოდნელია ძველი, უკვე გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენაც. მარტის პირველი ნახევარი კარგი პერიოდია კომერციული გარიგებებისთვის აპრილში შეამცირეთ ფინანსური გასავლები. ზაფხულში თქვენ მიმართ მოიმატებს ინტრიგებისა და ჭორების გავრცელების ალბათობა. ამიტომ მოერიდეთ ფარულ მოქმედებას და სამსახურებრივ რომანს. დასვენებისთვის სასიკეთოა აგვისტოს მეორე ნახევარი და სექტემბრის დასაწყისი. სექტემბრის ბოლოს გაგიჩნდებათ კვალიფიკაციის ამაღლების ან სწავლის გაგრძელების პერსპექტივა, არ არის გამორიცხული, მოგიწიოთ უცხოეთში გამგზავრებამაც. სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის პირველ ნახევარში მოიმატებს თქვენი გასავლები, გექნებათ ახალი შენაძენი. ნოემბერში დაწყებული პირადი კავშირები და გაჩენილი პერსპექტივები უფრო მკაფიო ფორმას დეკემბერში მიიღებს და წარმატების მიღწევა უფრო გაგიიოლდებათ.



ლომი – ცვლილებების სურვილი გაიძულებთ, ახლებურად შეხედოთ შექმნილ პერსპექტივას და წლის პირველ კვარტალშივე მოგიწევთ ადრე დაწყებული საქმეების რეორგანიზაცია, აგრეთვე, ახალი ფინანსური წყაროების მოძიება. აპრილის მეორე ნახევრიდან შესაძლოა გარკვეული წინაღობების გადალახვა მოგიწიოთ. მაისში შეეცადეთ, პროვოკაციებს არ წამოეგოთ. თუმცა მოგეცემათ პროცესების სხვაგვარად წარმართვის შანსი. არ არის გამორიცხული, რომელიმე ორგანიზაციაში გაერთიანდეთ ან კოლექტიურ საქმიანობაში ჩაებათ. ივნისში ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება, შეიძენთ ახალ მეგობრებს და პარტნიორებს. ივნისის ბოლო და ივლისი ხელსაყრელი პერიოდია დასვენებისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისთვის და მოგზაურობისთვის. აგვისტოში ყურადღება მიაქციეთ უცხოელებთან ურთიერთობას. ამ პერიოდში, არ არის გამორიცხული, ახალი სასიყვარულო კავშირი. აგვისტოს ბოლო და სექტემბერში მოაწესრიგეთ ფინანსური საკითხები, მინიმუმამდე დაიყვანეთ რისკ-ფაქტორები, დაასრულეთ გადადებული საქმეები. ნოემბერი შედარებით მშვიდი იქნება, თუმცა მოერიდეთ რისკს. დეკემბერში მოიმატებს დაქორწინების და ოჯახში ახალი წევრის შემატების ალბათობა.

ქალწული – თქვენთვის 2012 წლის პირველი ნახევარი გაცილებით სასიკეთო და ნაყოფიერი იქნება, ვიდრე მეორე ნახევარი. წლის დასაწყისშივე აქტიურად დაიწყებთ მიზნებისთვის ბრძოლას და ეს აქტიურობა ივლისის დასაწყისამდე გასტანს. თებერვლის პირველ დეკადაში მოგიწევთ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. თებერვლის ბოლო და მარტი სასიკეთო პერიოდია საქმიანი ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემისთვის. აპრილის პირველ ნახევარში მოერიდეთ რისკს, და რადიკალური ცვლილებებს. მაისის პირველი ნახევარი პოზიტიური იქნება და ეს თქვენს კარიერაზეც აისახება. ივნისში კარგი იქნება, თუ დაისვენებთ, გაიმყარებთ ჯანმრთელობას და იმოგზაურებთ. ივლისში მოგიწევთ დაგროვილი საქმეების დასრულება აგვისტოში კი შესაძლოა შეხვდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ. სექტემბერში შესაძლოა, მოგიწიოთ სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა. ნოემბერში სიფრთხილე გამოიჩინეთ და შეეცადეთ, ისეთი არაფერი მოიმოქმედოთ, რომლის გამჟღავნებაც თქვენს რეპუტაციას საფრთხეს შეუქმნის. დეკემბერში გააქტიურდება უძრავ ქონებასა და ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საკითხები.

სასწორი – 2012 წელი საკმაოდ აქტიურად და ენერგიულად დაიწყებთ. იანვრის მეორე დეკადაში მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების იმპულსურად მიღებას და შეეცადეთ, ეს ინტუიციის კარნახით გააკეთოთ. თებერვლის პირველი ნახევარი სამსახურებრივი განვითარებისა და წინსვლისთვის ხელსაყრელი პერიოდია, განსაკუთრებით თუ თქვენი საქმიანობა კომერციას, პედაგოგიკას და ხელოვნებას უკავშირდება. აპრილში თქვენი ძირითადი საზრუნავი ურთიერთობების დარეგულირება იქნება. მაისსა და ივნისში საშუალება მოგეცემათ, გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები, განსაკუთრებით სასიყვარულო და ფინანსურ სფეროში. აგვისტო და სექტემბრის პირველი ნახევარი პოზიტიური პერიოდია როგორც ოჯახური საკითხების მოგვარებისთვის, ისე უცხოეთში ვიზიტისთვის. სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის პირველ დეკადაში მნიშვნელოვანი გახდება სამსახურებრივი საკითხები, ბიზნეს-პროექტები და კომერციული გარიგებები. ნოემბრის პირველი დეკადა სასიკეთოა საცხოვრებელი თუ სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის. ნოემბრის მეორე ნახევარში კარგი იქნება თუ – დააზღვევთ საკუთარ ჯანმრთელობას და ქონებას. ამ პერიოდში მაქსიმალურად მოერიდეთ რისკს. დეკემბრის პირველი ნახევარი კრიზისული პერიოდია, ამიტომ იმოქმედეთ ფრთხილად, განსაკუთრებით სასიყვარულო ურთიერთობებში დეკემბრის მეორე ნახევარში კი პროცესები თქვენთვის სასიკეთოდ წარიმართება.

მორიელი – 2012 წელი მორიელის ნიშნით დაბადებულთათვის ურთიერთობების მოგვარების პერიოდი იქნება. იანვარში მოერიდეთ რადიკალურ ცვლილებებს. თებერვალში შესაძლოა განაახლოთ ძველი პროექტები. მარტის პირველი და მეორე დეკადა სასიკეთოა ხელშეკრულებებისა და საბუთების გაფორმებისთვის, იურისპრუდენციული საკითხების მოგვარებისთვის. აპრილში მოერიდეთ ოჯახის წევრებთან და პარტნიორებთან დაპირისპირებას, მაისში კი _ ფიზიკურ გადაღლას. ივნისში საშუალება მოგეცემათ, ხელახლა მიუბრუნდეთ ადრე დაწყებულ პროექტებს, აღადგინოთ გაწყვეტილი ურთიერთობები და გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები. შედარებით სასიკეთო პერიოდი დაიწყება ივნისის ბოლოდან და ივლისშიც გაგრძელდება: მოიმატებს ქორწინების ალბათობა. აგვისტო კარგი პერიოდია დასვენებისთვის, თუმცა ეს არასასურველია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და სასიყვარულო ურთიერთობების გარკვევისთვის. ამ პერიოდში გაიზრდება ტრავმების ალბათობა, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ. ოქტომბერში გააქტიურდით და შეეცადეთ, მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყვიტოთ. ეს სასიკეთო ტენდენციები ნოემბერშიც გაგრძელდება და შეძლებთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. დეკემბერი შედარებით მშვიდი, თუმცა სიახლეებით დატვირთული თვე იქნება.

მშვილდოსანი – 2012 წელს შეძლებთ პოზიციების განმტკიცებას, თუმცა მოთმინებისა და მიზანმიმართული შრომის გარეშე წარმატების მიღწევა გაგიჭირდებათ. წლის პირველ ნახევარში სასიკეთო შედეგებს იმ პროექტებიდან მიიღებთ, რომლებიც გასულ წელს წამოიწყეთ. მარტში განვითარებული მოვლენები დაგეხმარებათ სასიყვარულო სფეროში წინსვლა გქონდეთ. აპრილში გააანალიზეთ განვლილი პერიოდი, რაც დაგეხმარებათ პროცესების სწორად შეფასებასა და მომავლის დაგეგმვაში. მაისში მოგიწევთ გარკვეულ დათმობებზე წასვლა. მაისის ბოლოს და ივნისში, დაქვეითდება თქვენი ტონუსი, ამიტომ, მოერიდეთ გადაღლას, შეეცადეთ, დაისვენოთ და განიტვირთოთ.. ივლისის ბოლოს და აგვისტოში კიდევ ერთხელ შეაფასეთ მიღწეული შედეგები და მომავალი გეგმების კორექცია მოახდინეთ. სექტემბერში მოგიწევთ ბევრი წვრილმანი და მოსაწყენი საქმის კეთება, თუმცა სწორედ ამ წვრილმანებზე იქნება დამოკიდებული თქვენი წარმატება. ამიტომ მოაგვარეთ ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხები. ოქტომბერში და ნოემბრის პირველი ნახევარში მეტი ყურადღება დაუთმეთ სამსახურებრივ საკითხებს. შეეცადეთ, გეგმები არ გაამჟღავნოთ. ნოემბრის ბოლოს და დეკემბერში გაგიჩნდებათ ფინანსური შემოსავლების მიღების შანსი, ხოლო უძრავ ქონების, დაოჯახებისა და სწავლის საკითხები თქვენთვის სასიკეთოდ გადაწყდება.

თხის რქა – 2012 წელი შედეგების მიღების პერიოდია და ეს შედეგი განსაკუთრებით წარმატებული იქნება, თუ 2011 წელს ნაყოფიერად იშრომეთ. იანვარში მოიმატებს გამართლების ალბათობა, ამიტომ, გაბედულად იმოქმედეთ, შეგიძლიათ გარისკოთ კიდეც. თებერვალში ხელსაყრელი იქნება ფულის დაბანდება, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. მარტში ყურადღება დაუთმეთ ოჯახის წევრებს, მარტი ასევე სასიკეთოა სასიყვარულო ურთიერთობებისა და ქორწინებისთვის. აპრილში მოგიწევთ, დაიცვათ თქვენი უფლებები სამსახურში, ივლისი შედარებით მშვიდი პერიოდია და შეეცადეთ ძალები აღიდგინოთ. აგვისტოს მეორე დეკადაში არ არის გამორიცხული, ახლობლებმა გაგანაწყენონ და ძველი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ. ამ პერიოდში გაუფრთხილდით ფინანსებს. სექტემბერში შესაძლოა, სამსახური შეიცვალოთ. ოქტომბრის მესამე დეკადასა და ნოემბრის პირველი ნახევარში შეეცადეთ შექმნილი პერსპექტივა სასიკეთოდ გამოიყენოთ. დეკემბრის პირველ ნახევარში ურთიერთობებში მოგიწევთ ტაქტისა და ლავირების გამოჩენა, დაპირისპირებებს თავი რომ აარიდოთ. დეკემბრის მეორე ნახევარში მოიმატებს თქვენი მომხიბვლელობა, სექსუალურობა და შესაბამისად, ქორწინების ალბათობაც.

მერწყული – 2012 წლის იანვრის პირველ ნახევარში შეეცადეთ, იაქტიუროთ და პასუხისმგებლობა დაიკისროთ. თებერვლის დასაწყისში ყურადღება მიაქციეთ საქმიან და პირად ურთიერთობებს. თუ მარტში მოახერხებთ საკუთარი ძალების რწმენის შენარჩუნებას, იოლად შეძლებთ ადრე დაწყებული საქმეების დასრულებას, აპრილში შესაძლოა მოგიწიოთ დაშვებული შეცდომების გამოსწორება და ყოფითი საკითხების გადაჭრა. ამ პერიოდში განსაკუთრებით მოერიდეთ გარშემომყოფების კრიტიკას. მაისში, არ არის გამორიცხული, შეიცვალოთ სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი. ივნისი სასიკეთო თვეა კარიერაში წინსვლისთვის, ივლისში კი შეძლებთ პოზიციების გამყარებას, შესაძლოა, გაგიჩნდეთ ფინანსური შემოსავლის ახალი წყაროც. აგვისტოში შეეცადეთ, დაისვენოთ. სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბერში მოსალოდნელია როგორც სამსახურში დაწინაურება, ისე დაქვეითება. ამიტომ, ფრთხილად იმოქმედეთ. ნოემბრის პირველი ნახევარი კრიზისული პერიოდია, ამიტომ შეზღუდეთ ფინანსური გასავლები და ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. დეკემბერში შეძლებთ ყველა ხელისშემშლელი საკითხის მოგვარებას, რაც მიზნის მიღწევას გაგიიოლებთ.

თევზები – 2012 წელში მოგეცემათ, წინა წლებში დაწყებული საქმეების დასრულების საშუალება. თებერვლის პირველ და მეორე დეკადაში შეეცადეთ, საქმიან თუ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები გაასაიდუმლოოთ, რადგან მათი გამჟღავნება მოშურნეებს გაგიჩენთ. სასიკეთო პერიოდი დაიწყება თებერვლის მესამე დეკადიდან და მარტშიც გაგრძელდება. ამ პერიოდში შეძლებთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. აპრილში მოგიწევთ გადალახოთ შექმნილი წინაღობები და მოაგვაროთ კრიზისული სიტუაციები, შეეცადეთ, გარშემო მყოფთა მიმართ მომთმენი იყოთ. მაისის პირველ ნახევარში დასახული მიზნების მისაღწევად გაბედულად იმოქმედეთ. ივნისში შესაძლოა, მოგიწიოთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ივლისი სასიკეთო თვეა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და მოგზაურობისთვის, სექტემბერში კი გელით საქმიანი შეხვედრები და ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, თუმცა შედეგის მიღება დამოკიდებული იქნება თქვენს მოქმედებებზე. ოქტომბერში შესაძლოა გააქტიურდეს სამსახურთან დაკავშირებული საკითხები. ნოემბერში შესაძლებლობა მიეცემათ, აიმაღლოთ კვალიფიკაცია, დეკემბერში კი ადრე დაწყებულ საქმეებს წარმატებით დაასრულებთ.

Dec 22, 2011

2012 წლის ასტროლოგიური დახასიათება

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2012 წელი დრაკონის წელია და ის 2012 წლის 23 იანვარს (11:40 საათზე) დადგება.

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

დრაკონის წლის წლის ზოგადი დახასიათება
(ენერგიულობა, შეუპოვრობა, სიჯიუტე)

2012 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით დრაკონის წელია. დრაკონის წლისთვის დამახასიათებელია აქტიურობა, ენერგიულობა, ძალა, ერთგულება, ასევე სიჯიუტე და გულუბრყვილობა. ამ წელს საჭირო იქნება თავშეკავებისა და დიპლომატიის უნარის გაძლიერება, რათა მოსალოდნელი შეცდომები გამოირიცხოს.

რას უნდა ველოდოთ 2012 (შავი) დრაკონის წელს

დრაკონი (1916, 1928, 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012) – აღმოსავლური მითოლოგიის მნიშვნელოვანია პერსონაჟია, ის ჩინურ ნატურფილოსოფიაში ზეციური ენერგიის სიმბოლოდაა მიჩნეული. იგი ასევე ასოცირდება ადამიანებზე კოსმიური კანონების გავლენასთან. ეს ერთადერთი ნიშანია აღმოსავლურ `ზოდიაქოში~, რომელიც `შინაურ~ ცხოველებს არ მიეკუთვნება. ეს იმიტომ, რომ სხვა ნიშნების სიმბოლოები ადამიანის ცნობიერებისთვის სრულიად გასაგებია. ცხოველთა ხასიათი და ჩვევები იოლი შესაცნობია, რადგანაც ისინი ადამიანთა გვერდით არსებობენ. დრაკონი კი უხილავი პერსონაჟია, იგი არამიწიერი არსებაა და აღწერასაც ძნელად ექვემდებარება. მისი ასტრალური ვიბრაციები და ხასიათი იმის მიხედვით შეგვიძლია აღვიქვათ, თუ რა მოვლენები ხდება მის (დრაკონის წელში) და რა ფარულ გავლენას ახდენდა დრაკონის წელი ადამიანებზე.
როგორც წესი დრაკონი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებების მაცნეა და ასევე ცვლილებები შემოაქვს ადამიანთა ცხოვრებასა და მსოფლმხედველობაში.
ეს წელი ჩინეთში ძალაუფლების, სიძლიერის და სიბრძნის სიმბოლოა. დრაკონი განასახიერებს იმპერატორს და ასევე იმ მამაკაცს, რომელსაც ფართო მასებზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
დრაკონის წლის ენერგიები ხელს უწყობენ სულიერ ზრდას, წარსული ნეგატიური გავლენებისგან გათავისუფლებას და განვითარების უფრო მაღალ; საფეხურზე გადასვლას.
გარკვეულ წილად დრაკონის წელი ადამიანებს ეხმარება სულიერების გაძლიერებაში და მატერიალურ სამყაროზე ამაღლებაზე. ადამიანების ცხოვრება დრაკონის წელში აუცილებლად იცვლება. ცხოვრება ივსება განსხვავებული `ფერებით~, მოვლენებითა თუ სიტუაციებით. ცხოვრება უფრო მრავალწახნაგოვანი, მრავალფეროვანი და დინამიკური ხდება. ადამიანს ახალი, უკეთესი ცხოვრების რწმენა უძლიერდებათ და აქტიურ მოქმედებებში ვლინდება.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებში ექსცენტრიკულობა და თვითკმაყოფილება მნიშვნელოვნად იმატებს, ეს წელი პოზიტიურ ცვლილებებს ნამდვილად მოიტანს. საკმაოდ ხშირად სწორედ დრაკონის წელში ტოვებენ აქტიური პოლიტიკოსები თუ ბიზნესმენები აქტიურ სარბიელს. ხოლო მათ ნაცვლად ასპარეზზე გამოდიან უფრო პროგრესული პიროვნებები. სწორედ ამიტომ, დრაკონის წელი არასდროს არ არის უინტერესო, დუნე და უბრალო. მაღალია იმის ალბათობაც, სწორედ ეს წელი იქონიებს გავლენას საზოგადოებაზე და ადამიანთა ფართო მასებზე. ახალ ეტაპზე გადავალ თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა.
აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით დრაკონს განრისხებაც შეუძლია. ლეგენდის მიხედვით ხშირად დრაკონი გულში ინახავს წყენას, თუმცა ამას გარეგნულად არ ამჟღავნებს და კარგი მანერების ნიღბავს და ელოდება საჭირო დროს, რათა საკუთარი გულში ნადები გადმოაფრქვიოს. მსგავსი ტენდენციები დრაკონის წელში გარკვეულწილად ხელისშემშლელი იქნება და ეს მოულოდნელია გაუარესება ბევრ ადამიანს ხელს შეუშლის, ამიტომ, საჭიროა წინდახედულობისა და სიფრთხილის გამოჩენა. ასევე გააქტიურდება შურისძიების სურვილი, პრეტენზიულობა, გადამეტებული ამბიციურობა და თავისუფლების (რაიმესგან გათავისუფლების) მძაფრი სურვილი. ამ ნეგატიური ტენდენციებისგან თავის არიდება შესაძლებელია იქნება აღებული ვალდებულებების შესრულებით და საერთო, კოლექტიური წესების დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაშია მოსალოდნელია ცვლილებებმა მეტად რადიკალური და საშიში ფორმებიც კი მიიღონ.
ცვლილებებია მოსალოდნელია სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით, პარტნიორულ ურთიერთობებში, ამ მხრივ მოსალოდნელია მოულოდნელი სირთულეების გამოჩენა, ინტრიგები და გაურკვეველი სიტუაციები. ასევე საყურადღებოა, რომ დრაკონის წელში ის დასახული გეგმები, რომლებიც მომწიფებული არ არის და ამასთან ზედაპირულია, სავარაუდოდ ვერ განხორციელდება, ამიტომ, ყველა გეგმას კარგად უნდა მოფიქრება და დამუშავება, ყველა რისკ-ფაქტორის გათვლა, რათა შესრულების მაღალი ალბათობა გაჩნდეს.
ასევე გაუძნელდებათ მიზნების მიღწევა იმპულსურ ადამიანებს და ასევე მათ, ვინც მზად არ იქნებიან წარმატების მოპოვებისთვის ბოლომდე, მიზნის მიღწევამდე ჯიუტად იშრომონ.
ბევრ ადამიანს შეეცვლება ძველი შეხედულებები, მოსალოდნელია შექმნილი წინაღობების გამო ბევრმა გამბედაობა და სიმტკიცე დაკარგოს, რაც არც თუ სასიკეთოდ აისახება პირად ცხოვრებაზე. ასე, რომ მარცხი რომ თავიდან იქნას არიდებული, ამასთან საჭირო იქნება მაღალი იდეალებისთვის და მიზნებისთვის სერიოზული შრომა.
დრაკონის წელში ემოციური სამყარო და პირადი ურთიერთობები შედარებით არასტაბილური იქნება. ზედაპირული მიდგომით და მხოლოდ საკუთარ სურვილებზე კონცენტრაციით ჰარმონია ვერ მიიღწევა, საჭირო იქნება პარტნიორთა შინაგანი სამყაროში მეტად ჩაწვდომა და მათი სურვილების გათავისება. მნიშვნელოვანი იქნება პარტნიორების რჩევების და რიგ შემთხვევებში კრიტიკის მოსმენაც.
დრაკონის წელი ადამიანს ადამიანებს მრავალ ცვლილებებს ჰპირდებათ, ხოლო წარმატებას უპირველესად ე. წ. `მამრული~ ნიშნები მიაღწევენ და ესენი იქნებიან ვირთხის, ვეფხვის, ცხენის, მაიმუნის, ძაღლის და რაღა თქმა დრაკონის წელში დაბადებული ადამიანები.
დრაკონის ცეცხლოვანი ენერგია ადამიანს უბიძგებს ახალი ამოცანების დასახვისკენ და რისკიანი მოქმედებებისკენ, მითუმეტეს, რომ დრაკონი მფარველობს იმ ადამიანებს, ვისაც ცვლილებების და განახლების უნარი გააჩნია. თუმცა დრაკონის წელში მნიშვნელოვანი იქნება ასევე "შინაგანი ხმის" ფაქტორი, ამიტომ, ინტუიცია დრაკონის წელში მეტად საჭირო ინსტრუმენტი იქნება.
დრაკონის წელში გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელია შემდეგი თვისებების გამოვლენა: ამბიციურობა, მიზანსწრაფვა, ენერგიულობა, თავდაჯერებულობა, საკუთარი ძალების რწმენა.
2012 წელს კრიზისული პერიოდი დაიწყება აპრილიდან და გაგრძელდება ნოემბრის ჩათვლით.
2012 წლის პირველი ნახევარი შედარებით პოზიტიური იქნება მიწის სტიქიით, ანუ კუროს, ქალწულის და თხის რქის, ხოლო წლის მეორე ნახევარი კი ჰაერის სტიქიით, ანუ ტყუპის, სასწორის, მერწყულის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის.
2012 წელს მზის ორი დაბნელება დაფიქსირდება: 20 მაისს იქნება მზის რგოლური, ხოლო 13 ნოემბერს კი მზის სრული დაბნელება რაც შეეხება მთვარის დაბნელებას, ისიც ორი იქნება - 4 ივნისს და 28 ნოემბერს.

Nov 16, 2011

რას მოიტანს მერწყულის ეპოქა

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

დღეს ბევრს საუბრობენ მერწყულის ეპოქის დადგომაზე, ზოგიერთი ასტროლოგი ამტკიცებს, რომ ის უკვე დაიწყო, ზოგი ამბობს, რომ მალე დაიწყება, არიან ისეთებიც, რომ რომლებიც წერენ, რომ მერწყულის ეპოქა (ერა) ჯერ კიდევ XX საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს დაიწყო, ანუ ამას მეორე მსოფლიო ომის დაწყებას უკავშირებდნენ. ასეა თუ ისე, დედამიწა ახალი გლობალური ცვლილებების ზღურბლზეა.
რა არის, რას ნიშნავს მერწყულის ეპოქა და რამდენ ხანს გრძელდება ესა თუ ის ეპოქა?! ამის გასაგებად ცოტა უკან უნდა დავიხიოთ. როგორც ცნობილია, დედამიწიდან დაკვირვებისას, მზე გარს უვლის დედამიწას (სინამდვილეში პირიქითაა, დედამიწა უვლის გარს მზეს). მზე მოძრაობს ვიწრო სარტყელზე, რომელსაც ეკლიპტიკა ეწოდება. უძველესი დროიდან სწავლულები დააკვირდნენ, რომ ეკლიპტიკზე თორმეტი თანავარსკვლავედი იყო განთავსებული. ძველ ბაბილონში, სადაც ასტროლოგიის საფუძვლები შეიქმნა, მეცნიერებმა "მზის გზა" თორმეტ ტოლ ნაწილად დაჰყვეს და თითოეულ მათგანს თანავარსკვლავედის სახელი უწოდეს. ასე შეიქმნა თორმეტი ზოდიაქოს ნიშანი.
უძველესმა ვარსკვლავთმრიცხველებმა შეამჩნიეს, რომ რომ მზე ვერძის თანავარსკვლავედს ჰკვეთდა, ხოლო შემოდგომით მზე სასწორის თანავარსკვლავედს გადაჰკვეთა ხოლმე.
ასტროლოგიური ახალი დასაწყისი ეს გაზაფხულის ბუნიობა იყო ხოლმე. სწორედ ამ დროს მზე გადაკვეთა ხოლმე ზეციურ ეკვატორს და ამ დროს დღე-ღამე თანაბარი იყო. გაზაფხულის ბუნიობა გაზაფხულის დასაწყისი იყო, ხოლო შემოდგომის ბუნიობა კი შემოდგომის დასაწყისი. გაზაფხულის ბუნიობა, ანუ დღე-ღამ ტოლობა ემთხვეოდა მზის პირველ ასტროლოგიურ ნიშანში, ვერძის ზოდიაქოში შესვლას, შესაბამისად, შემოდგომის ბუნიობა, ანუ დღე-ღამ ტოლობა ემთხვეოდა მზის მეშვიდე ასტროლოგიურ ნიშანში, სასწორის ზოდიაქოში შესვლას.
მაშინ ჩამოყალიბდა აზრი, რომ გაზაფხულის ბუნიობა თავისთავად ნიშნავდა მზის ვერძის თანავარსკვლავედში (ეკლიპტკიზე განთავსებული ვარსკვლავთა ჯგუფი) და ასევე ვერძის ზოდიაქოში (ეკლიპტიკის ნაწილი) მზის შესვლას. ეს ორი სხვა და სხვა ცნება მაშინ იდენტური იყო.
მეორე საუკუნეში ჩვ. წ. აღ-ით ბერძენმა ასტრონომმა ჰიპარქემ განსაზღვრა, რომ გაზაფხულის ბუნიობის წერტილი გადაადგილდებოდა გარკვეული სიჩქარით (ამას პრეცესია ეწოდა). ეს წერტილი მოძრაობდა ძალიან ნელა და ერთი გრადუსის გავლას 71,5 ტროპიკული წელი უნდებოდა. ხოლო 30 გრადუსის, ანუ ერთი თავარსკვლავედის გავლას კი 2150 წელი. ამას პერიოდს ეპოქა ეწოდა.
ქრისტეს დაბადებისას გაზაფხულის ბუნიობის წერტილი უკვე თევზების თანავარსკვლავედის 30-ე გრადუსში შედიოდა (ეს წერტილი მოძრაობს საათის ისრის მიმართულებით, ანუ ზოდიაქოს საპირისპიროდ) - თევზების ეპოქის დასაწყისი დაემთხვა ქრისტეს დაბადებას და მომავალში თევზი იქცა კიდეც ქრისტეს და ქრისტიანობის სიმბოლოდ.
ქრისტეს აქეთ 2000 წელი კაცობრიობამ თევზების ეპოქაში იცხოვრა და ნელ-ნელა შევდივართ მერწყულის ეპოქაში და იქიდან გამომდინარე, რომ საუბარია დროის ძალიან დიდ ინტერვალზე, ძნელია განისაზღვროს, ეს ზუსტად როდის ხდება.
ყველა ეპოქა ხასიათდება თავისი შესაბამისი ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისად. დედამიწა დააახლოებით 4,6 მილიარდ წელს ითვლის, მაგრამ ასტროლოგები საზღვრავენ, რომ კაცობრიობამ თავისი ისტორია რეალურად ლომის ეპოქიდან დაიწყო.

ლომის ეპოქა (დაახლოებით 10 000 - 8 000 წელი ჩვ. წ. აღ-მდე)
ამ ეპოქაში ადამიანი ენერგიულია. ის გაბედულად მოიპოვებს საკუთარ სარჩოს. რთულ და ხშირად მისადამი მტრულად განწყობილ სამყაროში ის ხდებიან ლიდერი, ბრძანებელი. ადამიანი ქმნის ბასრ იარაღებს. ამ პერიოდში ადამიანი ხდება შემოქმედი, ბევრი გამოქვაბულის მხატვრობა სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება. ადამიანის ღმერთი ხდება მზე (ლომის ზოდიაქოს მართველი) - ცეცხლის, სინათლის და სითბოს მომცემი

კირჩხიბის ეპოქა (დაახლოებით 8 000 - 6 000 წელი ჩვ. წ. აღ-მდე)
ამ პერიოდში ადამიანი სწავლობს მიწის ზედაპირზე სახლის მშენებლობას, სწავლობს სელისგან და სხვა მცენარეების ნაჭრის დამზადებას, თოკების დაწვნას, იწყება სამეურნეო სამუშაოები, ადამიანი აქტიურად იშინაურებს სხვა და სხვა ტიპის ცხოველებს. ადამიანის ღმერთი ხდება მთვარე (კირჩხიბის ზოდიაქოს მართველი) - წინა პლანზე იწევს ნაყოფიერების მომენტი, რომელთანაც მთვარე სიმბოლურად არის დაკავშირებული.

ტყუპის ეპოქა (დაახლოებით 6 000 - 4 000 წელი ჩვ. წ. აღ-მდე)
ადამიანი სწავლობს წერას, ქმნის სისტემურ ანბანს. იწყება ინტელექტუალური გაცვლა-გამოცვლა, ვაჭრობა, ადამიანი ხმელეთით თუ ზღვით იწყებს შორ მანძილზე გადაადგილებას. იწერება და ინახება ინფორმაცია. იქმნება ბორბალი. სწორედ ამ ყველაფერს მართავს მერკური _ ტყუპის მართველი პლანეტა. წინა პლანზე მოდიან ღმერთები, რომლებიც მფარველობენ ურთიერთობებს, ვაჭრობას, მოგზაურობას, ინფორმაციას, ცოდნას.

კუროს ეპოქა (დაახლოებით 4 000 - 2 000 წელი ჩვ. წ. აღ-მდე)
ეს არის ძველეგვიპტური ვიცილიზაცია და ეს არის მონოლითური მშენებლობის ზეობის პერიოდი. ეს კუროს სფეროა. წინა პლანზე მოდის ესტეთიკური ხელოვნება - ხელოვნება და არქიტექტურა ადის განვითარების უმაღლეს დონეზე. ძველეგვიპტეში იქმნება აპისის კულტი _ ღმერთი ოქროს ხბოს ფორმით.

ვერძის ეპოქა (დაახლოებით 2 000 ჩვ. წ. აღ-მდე - ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისი)
ეს არის რკინის საუკუნე. ადამიანი იმორჩილებს რკინას (ვერძის ლითონი). სწავლობს რკინისგან სამუშაო და საბრძოლო იარაღის დამზადებას. ეს არის ასურეთის, სპარსეთის, ანტიკური საბერძნეთის ზეობის პერიოდი. ეს არის ომების ეპოქა - სხვა და სხვა იმპერიები ებრძვენია ერთმანეთს - მაკედონია, სპარსეთი, კართაგენი, ძველი რომი, გალები, ვიკინგები. კოლხეთში ხდება ოქროს ვერძის კულტის ჩამოყალიბება.

თევზების ეპოქა (დაახლოებით ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისი - 2 000 წელი)
თევზების ზოდიაქო ეს სულიერი ცოდნის სიმბოლოა, ამიტომ, თევზების ეპოქა ეს ქრისტიანობის ეპოქაა. ქრისტეს პირველი მოციქულთა უმეტესობა მეთევზე იყო. ეს ეპოქა ერთდროულად იქცა მსხვერპლადშეწირვისა და სულიერი ბრძოლების საუკუნედ (თევზების ზოდიაქოს სიმბოლური გამოხატულება). თევზი ასევე იქცა ქრისტეს სიმბოლოდ - ბერძნული სიტყვა იხთუს (თევზი) - "იესო ქრისტე, მაცხოვარი, ძე ღმერთისა".

როგორ იქნება მერწყულის ეპოქა (დაახლოებით 2 000 - 4 000 წელი)
მერწყულისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა და თავისუფლება და თუ გადავხედავთ ბოლო პერიოდში ერთიმანეთის მიყოლებით ემხობა დიქტატორული მართველობები. ამ პერიოდში გაჩნდება ახალი გაერთიანებები, კავშირები ან მოხდება ძველი გაერთიანებების რეორგანიზაციები. წინა პლანზე კიდევ უფრო წამოიწევს მეცნიერება და კომპიუტერული ტექნოლოგიები. მერწყულის ზოდიაქო უკავშირდება გამოგონებებს და აღმოჩენებს, ამიტომ, ამ პერიოდში მოხდება ბევრი რამის გამოგონება და აღმოჩენა. ცხოვრების ყველა სფეროში გაჩნდება ახალი ნანო-ტექნოლოგიები. ადამიანები აითვისებენ კოსმოსს, როგორც მზის სისტემას, ისე სხვა გალაკტიკებსაც. მოსალოდნელია სიცოცხლის სხვა პლანეტაზე გადატანა.

Jul 31, 2011

მეტეოროლოგიური ასტროლოგია

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ასტრომეტეოროლოგიით, ანუ მეტეოროლოგიური ასტროლოგიით უძველესი დროიდან იყვნენ დაინტერესებულები, თუმცა ასტროლოგიის ამ მიმართულებამ განსაკუთრებული პოპულარობა ანტიკურ საბერძნეთში მოიპოვა.
ძველი ბერძნები ამინდის წინასწარ გაგებისთვის იყენებდნენ როგორც მუნდანურ (გეოგრაფიულ) ასტროლოგიას, ისე ე. წ. "ბაბილონურ ასტროლოგიურ ცხრილებს", რომელიც ჩვ. წ. აღ-მდე 1500 წელს იყო პლანეტა ვენერას ციკლების მიხედვით იყო შედგენილი (საინტერესოა, რომ აფრიკაში, დოგონების ცივილიზაციას, რომლებიც საკუთარი წარმოშობის ადგილად... ვარსკვლავ სირიუსს ასახელებენ, საკუთარი კალენდრისთვის სწორედ ვენერას ციკლებს იყენებდნენ).
"ბაბილონურ ცხრილებში" მსგავს ჩანაწერებს ვხვდებით: "თუ შაბატუს თვის მეთხუთმეტე დღეს იშტარი [ვენერა] დასავლეთით ჩაიკარგება და ცაზე სამი დღე არ გამოჩნდება და მეთვრამეტე დღეს აღმოსავლეთით გამოჩნდება, მეფეებს საშინელება ელით _ ადადი [ამინდის ღმერთი] წვიმას მოიტანს, ხოლო ეა [მდინარის ღმერთი] – მიწისქვეშა წყლებს".
თუმცა ამ უძველესი, მაგრამ ბუნდოვანი ტექსტების გვერდით ანტიკურ საბერძნეთში იქმნებოდა სხვა ტექსტებიც. მაგალითად, ცნობილი ბერძენი ასტრონომი, ასტროლოგი, გეოგრაფი და მათემატიკოსი კლუდიუს პტოლემეოსი თავის ოთხტომიან ასტროლოგიურ ტრაქტატში "ტეტრაბიბლოსი" წერს: "ვერძის ზოდიაქოს ახასიათებს ჭექა-ქუხილი. მისი საწყისი გრადუსები მიუთითებს - ქარსა და წვიმაზე, შუა ნაწილი - შედარებით მშვიდ ამინდზე, ხოლო ბოლო გრადუსები - შემაწუხებელ სიცხეზე".
ასტრომეტეოროლოგიაში ბერძნებმა აქტიურად დაიწყეს მთვარის ფაზების გამოყენება და უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებით გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს.
ასტროლოგიური მეტეოროლოგიის კვლევისთვის ბერძნების შემდეგ საკმაოდ დიდი შრომა გასწიეს არაბებმა. მათ მიერ შექმნილი შრომებიდან გამოირჩევა არაბი ასტროლოგის მაშაალაჰის ნაშრომი "წიგნი წვიმების და ქარების შესახებ".
ინგლისელმა ასტროლოგმა ჯონ გოუდიმ (1616-1689) ოცდაათწლიანი შრომა გასწია მეტეოროლოგიური ასტროლოგიის კვლევისთვის და ბოლოს შექმნა ფუნდამენტური ნაშრომი "ასტრო-მეტეოროლოგიკა". ან ნაშრომში გოუდი აღწერდა მზის, მთვარის, პლანეტების და მათი ციკლების გავლენას მეტეოლოგიურ მოვლენებზე. იგი იყო ერთ-ერთი პირველი ასტროლოგი, რომელიც საკუთარი შრომების დამტკიცებისთვის სტატისტიკურ გამოთვლებს აწარმოებდა.
XX საუკუნის ცნობილი ამერიკელი ასტრონომი და ასტროლოგი ჯორჯ მაკ-კორმაკი (1887 _ 1974) ასტრომეტეროლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპეციალისტი იყო. მან 1946 წლის აპრილში თავისი ასტროლოგიური მეთოდებით განსაზღვრა, რომ ზამთარი უხვთოვლიანი და ძალიან ცივი იქნებოდა. მანვე განსაზღვრა ძლიერი შტორმის ზუსტი დრო (1947 წლის 26 დეკემბერი). თუმცა მის პროგნოზებს ყურადღება მხოლოდ შტორმის და საკმაოდ დიდი მსხვერპლის შემდეგ მიაქციეს. ამ შტორმა და ყინვამ ნიუ-იორკის პარალიზება გამოიწვია. სწორედ ამ პროგნოზის შემდეგ მაკ-კორმაკი მთელს ამერიკაში პოპულარული გახდა, გაზეთებმა და რადიოებმა მისი პროგნოზების გაშვება დაიწყეს. თუმცა ამერიკის მეტეოსამსახურებმა მისი პროგნოზების გამოყენებაზე და მაკ-კორმაკთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს და მხოლოდ კონგრესმენების აქტიური ჩარევის შემდეგ მაკ-კორმაკს ნება დართეს ჩაეტარებინა სპეციალური სემინარები. მისი პროგნოზი ზეზუსტი იყო და ის 17 პროცენტით უფრო ზუსტი იყო, ვიდრე ოფიციალური მეტეოსამსახურების პროგნოზები.
მან ზუსტად განსაზღრა, რომ 1962 წელს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ძალიან მკაცრი ზამთარი იქნებოდა, იმიტომ, რომ პლანეტების აბსოლუტური უმეტესობა ეკლიპტიკის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდნენ.
მაკ-კორმაკი იმედოვნებდა, რომ მისი შრომები სასარგებლო იქნებოდა ადამიანებისთვის, ხოლო მისი ასტრონომიულ-ასტროლოგიური მეთოდების მიხედვით ამინდის გრძელვადიანი პროგნოზირება ამერიკის უნივერსიტეტებში შეისწავლებოდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით მისი ოცნება აუსრულებელია.

Jun 9, 2011

ქვეყნებს და ქალაქებს საკუთარი ზოდიაქოს ნიშანი გააჩნია

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ქვეყნების და ქალაქების ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით დაყოფას ფესვები შორეულ წარსულში უდევს და ამასზე ჯერ კიდევ ცნობილი ბერძენი ასტრონომი, ასტროლოგი, მათემატიკოსი და გეოგრაფი კლაუდუს პტოლემოსი წერდა. შემდგომ ამას თავისი წვლილი დასდეს არაბებმა, ხოლო შუასაკუნებში უკვე არსებობდა გეოგრაფიული ასტროლოგია, რომელიც გეოგრაფიულ ერთეულებს, მხარებს, ქვეყნებს თუ ქალაქებს ზოდიაქოს ნიშანს შეუსაბამებდა.

გეოგრაფიულ ასტროლოგიაში საკმაოდ ბევრი ნაშრომი აქვს ცნობილ ინგლისელ ასტროლოგს უილიამ ლილის (XVII საუკუნის ასტროლოგი, რომელმაც იწინასწარმეტყველა 1666 წლის ლონდონის უდიდესი ხანძარი), რომელმაც მაშინდელი ცივილიზებული მსოფლიო - როგორც ქვეყნები, ისე ქალაქები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით დაალაგა და ამაში გამოიყენა როგორც ზემოთ ხსენებული პტოლემეის ნაშრომები, ისე საკუთარი ცოდნა და გამოცდილება.
რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია როდესაც ადამიანმა იცის ესა თუ ის ქვეყანა თუ ქალაქი რომელ ზოდიაქოს შეესაბამება და ამის გადაკვეთა საკუთარი ზოდიაქოს ნიშანთან სასიკეთო შედეგებს იძლევა. როდესაც ადამიანი მიდის იმ ქვეყანასა თუ ქალაქში საცხოვრებლად თუ სამუშაოდ, რომელიც მის ზოდიაქოს ნიშანს შეესაბამება, ცხადია, ეს მის გუნება-განწყობაზე, ემოციურ რეაქციებსა თუ მატერიალურ მხარზე სასიკეთოდ მოქმედებს.
მაგალითად, ქართველები ძალიან კარგად გრძნობენ თავს საფრანგეთში და ეს ასტროლოგიური თვალსაზრისით გასაგებია, რადგან საქართველოც და საფრანგეთიც ლომის ნიშანს შეესაბამება. ასე, რომ გასაკვირი სულაც არ არის, როდესაც საქართველოს პირველმა დემოკრატიული რესპუბლიკის ლტოლვილი მთავრობა სწორედ საფრანგეთში და კერძოდ ლევილში დასახლდა.
ძალიან საინტერესოა, რომ გეოგრაფიული ასტროლოგიის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ძველ საქართველოში არსებობდა. მაგალითად, XI საუკუნის ქართულ ასტროლოგიურ ტრაქტატში (ხელნაწერი A-65) "ეტლთა და შვიდთა მნათობთათვის" სხვა და სხვა ასტროლოგიურ ინფორმაციასთან ერთად, ვხვდებით ცნობებს მუნდანური ასტროლოგიის შესახებ.
ამ ხელნაწერში მართალია არასრული სახით (ზოგან საერთოდ ზოდიაქოს ნიშანია გამორჩენილი, ზოგი კი ნაწილობრივ არის აღწერილი), მაგრამ მაინც ვხვდებით იმდროინდელი ახლო აღმოსავლეთის ქალაქების ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით დაყოფას.

ასე მაგალითად, ამ ძველქართული ასტროლოგიური ტრაქტატის მიხედვით ვიგებთ, რომ კუროს ნიშანს ქვეყნებიდან ქურთეთი, ჰურა, კილიკია და კავკასიის მთიანეთი, ხოლო ქალაქებიდან ჰამადანი, ალექსანდრია და ტარსუ შეესაბამება.
ტყუპებს ქვეყნებიდან ელამი, გურგანი, ხვარაზმი, სომხეთი და ეგვიპტე შეესაბამება, ხოლო ქალაქებიდან ტყუპს ეკუთვნის ყაზვინი, ყუმი და მუყანი.
კირჩხიბს ქვეყნებიდან ერაყი, გარე საბერძნეთი და მცირე სომხეთი, ხოლო ქალაქებიდან ტფილისი (თბილისი) ეკუთვნის.
ლომს ქვეყნებიდან თურქეთი, ხოლო ქალაქებიდან ტუსი, ნიშაბური, თარმიდი, ხორასანი, იერუსალიმი, ასკალონი, ნისიბინი და მილეთი შესააბამება,
"ეტლთა და შვიდთა მნათობთათვის" მიხედვით ქალწულის ქვეყანა ასურეთი, ფარსი, თაქრითი, ხოლო ქალაქებიდან დამასკო, მოსული, შირაზი, ასტრაბადი და სარი ეკუთვნის.
სასწორს ქვეყნებიდან საბერძნეთი და ეთიოპია, ქალაქებიდან ბასრა, ანტიოქია, ბალხი, ქაბული და ქაშმირი შეესაბამება.
მორიელის ქალაქები არაბეთის ბედია, რეი, ნეჰავენდი, არდებილი და კუმისი შედიან.
მშვილდოსანს ქვეყნებიდან - რუსეთი, ხოლო ქვეყნებიდან ბაღდადი და ისპაჰანი შეესაბამება.
თხის რქას ქვეყნებიდან ინდოეთი, სინდეთი, ჩინეთი, ოკეანე (?!), ხოლო ქალაქებიდან - აჰვაზი და ქაბული ეკუთვნის (ქაბული მოხსენიებულია ასევე სასწორის ნიშანში).
მერწყულს, ანუ წყლის საქანელს ქვეყნებიდან კოპტების ქვეყანა(?) და ედემი (???) ეკუთვნის, ხოლო ქალაქებიდან ქუფი და ქერმანი.
თევზების ქალაქი ალექსანდრია (რომელიც ასევე მოხსენიებულია კუროს ნიშანში), ბუხარა, შავთა და ხუნძთა ქალაქები, აგრთვე საბერძნეთის კუნძულები.
ცხადია ეს არასრულია ჩამონათვალია და ჩამოთვლილი ქვეყნები თუ ქალაქები ძირითადად ახლო აღმოსავლეთს და აზიას ეკუთვნის, თუმცა ის ფაქტი, რომ XI საუკუნეში საქართველოს მონასტრებში წერდნენ ასტროლოგიურ ტრაქტატებს გეოგრაფიული ასტროლოგიის შესახებ, მართლაც მრავლისმეტყველია.
ახლა კი გთავაზობთ, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ჩამონათვალს ზოდიაქოს ნიშნებისა და ქალაქების შესახებ:
ვერძი - ბერლინი, მოსკოვი, ბირმინჰემი, ვერონა, კრაკოვი, მარსელი
კურო - ნეაპოლი, დუბლინი, სარაგოსა, უტრეხტი, ფლორენცია, პალერმო, პადუია
ტყუპი - ლეიპციგი, ნანტი, პარმა, ციურიხი, ტრიპოლი
კირჩხიბი - ამსტერდამი, ლონდონი, სან-ფრანცისკო, მილანი, მანჩესტერი, მეცი
ლომი - ბუმბაი (ბომბეი), მადრიდი, ბრისტოლი, პრაღა, რავენა, რომი, ფილადელფია, ჩიკაგო, სტამბული, ლოს-ანჟელესი, დამასკო, პორტსმუთი
ქალწული - ათენი, პარიზი, ბაღდადი, ბაზელი, ბოსტონი, ვროცლავი, ჰაიდებურგი, იურუსალიმი, ლიონი, მავარა, ნიცა, სტრასბურგი, ბოსტონი
სასწორი - ანტვერპენი, ვენა, ფრაიბურგი, ფრანკფურტი, ლისაბონი
მორიელი - გენტი, ლივერპული, მესინა, პომპეი, ტოკიო, ფრანკფურტი ოდერზე, ნიუ-ორლეანი, ვაშინგტონი, ლივერპული, ჟენევა
მშვილდოსანი - ავინიონი, კოლკატა (კალკუტა), კიოლნი, ნოტინგენი, პეკინი, შეფილდი, შტუტგარტი
თხის რქა - დელი, მეხიკო, ბუდაპეშტი, ბრიუსელი, კონსტანცა, ოქსფორდი, პორტ-საიდი, ტორონტო, გენტი
მერწყული - ბრაიტონი, ბრემენი, ჰამბურგი, ზალცბურგი, სიდნეი, ჰელსინკი, ბრიუსელი, სანკტ-პეტერბურგი
თევზები - ალექსანდრია, ბორმსი, ლანკესტერი, რუანი, სევილია, ვარშავა

P. შ. ცხადია ეს ზოგადი დახასიათებაა და როდესაც კონკრეტულ ადამიანს და კონკრეტული ადამიანის პირად ჰოროსკოპზეა საუბარი, მაშინ რომ გავარკვიოთ ეს კონკრეტული ადამიანი როგორ გამოავლენს საკუთარ პოტენციალს ამა თუ ქალაქში, მისთვის დგება ე. წ. რელოკაციური ჰოროსკოპი. სწორედ რელოკაციური ჰოროსკოპი იძლევა პასუხს კონკრეტული ადამიანის სხვა ქალაქში საცხოვრებლად თუ სამუშაოდ გადასვლის მოსალოდნელ სასიკეთო თუ არასასიკეთო ტენდენციებზე.
ასევე არსებობს გეოგრაფიული ასტროლოგიის საკმაოდ საინტერესო მეთოდი ასტროკატროგრაფია, რომელიც ამერიკელმა ასტროლოგმა ჯიმ ლუისმა შექმნა, ხოლო ამერიკელმა ასტროლოგმა დევიდ მედოუზმა ის კიდევ უფრო განავითარა და დახვეწა. კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული მეთოდებით დგინდება რამდენად წარმატებული თუ წარუმატებელი იქნება ადამიანის ქალაქის თუ ქვეყნის შეცვლისას.

Feb 27, 2011

სიტყვიდან – პირდაპირ საქმეზე, ანუ იმოქმედეთ!

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ადამიანები ხშირად ამართლებენ საკუთარ წარუმატებლობას და უმოქმედობას და ცდილობენ ამ ყველაფერში დამნაშავე სხვა ადამიანები თუ გარემოებები გამოიყვანონ. ზოგჯერ ადამიანები მოქმედების დაწყებისთვის არაფერს აკეთებენ და ამბობენ: "არ შემიძლია...", "ჩემს დროს ველოდები...", "ფული რომ მქონდეს...", "ვინმე რომ დამეხმარებოდეს...", "სამუშაო რომ მქონდეს...", "ადამიანები რომ მიგებდნენ...", "რომ მაფასებდნენ...", "უფრო ახალგაზრდა (ლამაზი, ჯანმრთელი) რომ ვიყო...", "უცხოეთში რომ ვცხოვრობდე...". უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი ადამიანებისთვის "მათი დრო" არასდროს დგება. მათ არ მოსწონთ არცერთი დრო, სივრცე და გარემოება. როგორ შეიძლება განვიკურნოთ ამ "ვირუსისგან" და როგორ შეიძლება გადავიდეთ სიტყვიდან პირდაპირ საქმეზე?!

დაიწყეთ ახლავე. როგორ? ჩვეულებრივად! დაიწყეთ იმ დროში და იმ სივრცეში, სადაც ხართ. იაპონური ანდაზის მიხედვით: "ყველაზე საუკეთესოეს დღევანდელი დღეა!" ამიტომ, გადადების გარეშე დაიწყეთ საქმე. იმოქმედეთ! თუ გეზარებათ რაიმეს დაწყება, საქმის გაკეთება ან საქმის გადადება გსურთ, საკუთარ თავს ხმამაღლა, მტკიცედ და თუ საჭიროა ყვირილითაც კი უთხარით ამერიკელი მილიარდერის დონალდ ტრამპის სიტყვები: "შენ ცეცხლი გიკიდია!"


დრო არ გელოდებათ. თქვენ რომ თქვენი საქმე გუშინ დაგეწყოთ, დღეს სულ სხვა შედეგები გექნებოდათ. თუ თქვენ დაიწყებთ საქმეს დღეს, მაშინ შედეგს ხვალ მიიღებთ, ხოლო თუ საქმეს ხვალ დაიწყებთ, მაშინ შედეგიც შესაბამისად გადაიწევს. გიმეორებთ იაპონურ ანდაზას: "ყველაზე კარგი დღევანდელი დღეა". მტკიცედ გწამდეთ, რომ თქვენი საქმე წარმატებით დასრულდება და წარმოიდგინეთ ის სასიკეთო შედეგი, რომელსაც ამ საქმის დასრულების შემდეგ მიიღებთ, რომ ასე რომ, იმოქმედეთ!


გაბრაზდით და კიდევ ერთხელ გაბრაზდით. როდესაც რაიმეს ვერ აკეთებთ და გრძნობთ რაიმეს დაწყების უნარი არ გაგაჩნიათგაბრაზდით. დიახ, გაბრაზდით მსგავსად მარათონელისა, რომელსაც ფინიშის წინ გადაუსწრეს და ოქროს მედალი ცხვირწინ ააცალეს. გახსოვდეთ, არ არსებობს წარუმატებელი ადამიანი! არ არსებობს ადამიანი, რომელსაც წარმატების მიღწევის შანსი არ გააჩნია. ნუ დაიწყებთ ამაო ფაციფუცს, არამედ მოიკრიფეთ მთელი ენერგია და ეს ენერგია მიმართეთ თქვენი გასაკეთებელი საქმისკენ. ჩათვალეთ, რომ სწორედ ამ საქმის დაწყებაზეა თქვენი მომავალი დამოკიდებული (და ეს ხომ მართლაც ასეა).


ნაკლებად იფიქრეთ, მეტი გააკეთეთ. ზოგი ადამიანი მიდრეკილია მუდმივი განსჯისკენ და ამის გამო მუდმივ წინააღმდეგობებშია. ასეთი ადამიანის საყვარელი ფრაზაა: "ერთის მხრივ... და მეორეს მხრივ". ის მოგვაგონებს სასწორს, რომელიც მუდმივად ირყევა, თითქოს ეშინია გაწონასწორების და ერთ პოზიციაზე გაჩერების, რადგან ამ მომენტში მას... მოქმედების დაწყება მოუწევს. დაიწყეთ მოქმედება და თქვენ გზა-გზა გაიზრდებით, ისწავლით უფრო მეტს, გაიცნობთ უფრო მეტ ადამიანს, გამონახავთ უფრო მეტ პერსპექტივას.


სიტყვები, რომლებიც ადამიანს ავირუსებენ. აბა როგორ დავიწყო? საიდან დავიწყო? არ შემიძლია! ვერ გავაკეთებ! ჩემს დროს ველოდები! ფული რომ მქონდეს! ვინმე რომ დამეხმარებოდეს! სამუშაო რომ მქონდეს! ადამიანები რომ მიგებდნენ! რომ მაფასებდნენ! უფრო ახალგაზრდა (ლამაზი, ჯანმრთელი) რომ ვიყო! უცხოეთში რომ ვცხოვრობდე! არ გამიმართლებს! ეს ჩემთვის არ არის! სხვა დროში რომ ვცხოვრობდე და . .

ეს სიტყვები-ვირუსები შეიძლება განუსაზღვრელი რაოდენობით და ნაირ-ნაირი ვარიაცებით იყოს. მოიცილეთ მსგავსი აზრები და სიტყვები. ეს სისუსტის გამოვლენის ნიშანია. ადამიანს თუ სურს, მაშინ გამოიგონებს უამრავ თავის გასამართლებელ საშუალებას, რომ მოქმედება არ დაიწყოს. არსებობს პატარა იგავი ორი ბაყაყის შესახებ, რომლებიც რძეში ჩაცვივდნენ. ერთი ბაყაყი "მიხვდა", რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა და "მშვიდად" ჩაიძირა და დაიხრჩო. ხოლო მეორე ბაყაყი გამწარებული იქნევდა ფეხებს და ამ ფეხების ქნევაში რძე შეიდღვიბა, რძე კარაქად გადაიქცა და მეორე ბაყაყი დახრჩობას გადაურჩა.


აქციეთ მნიშვნელოვანი სასწრაფოდ. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ იწყებს მნიშვნელოვან საქმეს, რადგან სასწრაფო საქმეების გამო ვერ ახერხებს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებას. სასწრაფო საქმეებად შეიძლება იყოს სამსახური, ყოველდღიური და ამასთან რუტინული საქმეები. რა თქმა უნდა ასეთ საქმეებს ბევრი დრო და ენერგია მიაქვთ. ამიტომ, მნიშვნელოვანი საქმეები უნდა გადავიდეს სასწრაფო საქმეების "განყოფილებაში" და მათ ისეთივე პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს, როგორიც ყოველდღიურ საქმეებს. ნუ დაიწყებთ მსჯელობას, რომ "ჯერ სხვა საქმეები გაქვთ გასაკეთებელი". იმოქმედეთ. ჩათვალეთ, რომ მნიშვნელოვანი საქმე ისეთივე სასწრაფოა, როგორც სამსახური, კვება, ძილი და . .


დაიჭირეთ წამი. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ არავინ გითხრათ როდის უნდა დაიწყოთ ესა თუ ის საქმე. თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ გარშემომყოფებმა უბრალოდ არ იცოდნენ თქვენი მიზნების შესახებ. ნუ დაელოდებით "ზეციურ მინიშნებას", რადგან ეს თქვენ თვითონ უნდა გააკეთოთ. თქვენმა გულმა და ქვეცნობიერმა უნდა გიპასუხოთ, რომ სწორედ ახლა მოქმედების დროა.


და ბოლოს. ზუსტად უნდა იცოდეთ, რა საქმის დაწყებას აპირებთ. ამერიკელი მსახიობის და მწერლის ბენ სტეინის სიტყვებით რომ ვთქვათ: "ცხოვრებისგან რომ მიიღოთ ის რაც გსურთ, პირველ რიგში აუცილებელია განსაზღვროთ ის... რა გსურთ".