1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 26, 2022

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

რამაზ გიგაური/

 

 ვერძი

თქვენთვის 2023 წლის პირველ ნახევარი შედარებით სასიკეთო იქნება. ეს განსაკუთრებით ადრე დაწყებული პროექტების წარმატებით გაგრძელებასა და დასრულებას ეხება. მაისის ბოლომდე მაღალი იქნება თქვენი მოტივაცია და მიზანსწრაფვა. ეს ბევრი პრობლემური საკითხის გადაჭრის ან ახალი პერსპექტივის განვითარების შესაძლებლობას მოგცემთ. ყურადღების გამოჩენა გმართებთ იანვრის ბოლოსა და თებერვლის პირველ დეკადაში. ამ პერიოდში ურთიერთობებში დიპლომატიურობა და ტაქტის გრძნობა გამოიჩინეთ. თებერვლის მესამე დეკადიდან აპრილის მეორე დეკადის ჩათვლით პოზიტიური პერიოდი იქნება. სამსახურში და საერთოდ, საქმიან სფეროში გამოიჩენთ ინიციატივებს, დაამყარებთ საინტერესო კავშირებს, შეიძენთ შემოქმედებით პარტნიორებსა  და მეგობრებს. გარდა ამისა, მოგიწევთ ახალ პროექტებში ჩართვა, რომელიც შესაძლოა კავშირში იყოს უცხოეთთან, მოგზაურობასთან, სწავლა-განათლებასთან ან ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემასთან (მათ შორის კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან ან ინტერნეტთან). ასევე მოიმატებს პირად ცხოვრებაში ახალი იმპულსების გაჩენის და ჰარმონიის მიღწევის ალბათობა. წლის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი გახდება ფინანსური სფერო და სწორედ ამ კუთხით მოგიწევთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. გაგიჩნდებათ ამბიციური მიზნების მიღწევის მძაფრი სურვილი. დაიწყებთ ახალი შემოსავლების წყაროების მოძიებას. ზაფხულის პირველ ნახევარში მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებების შანსი გაჩნდეს სამსახურის ან კარიერული წინსვლის კუთხით. ზაფხულის პირველ ნახევარში მოიმატებს მოგზაურობის და უცხოელებთან ურთიერთობების ალბათობა. ივლისის მეორე ნახევარში და ასევე აგვისტოს ბოლოს ყურადღება გამოიჩინეთ ჯანმრთელობის მიმართ. საერთოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში და შემოდგომაზე მოსალოდნელია დაიკისროთ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, მოიძიოთ დამატებითი სამსახური ან საერთოდ, მოძებნოთ ახალი სამუშაო ადგილი. სექტემბერი და ოქტომბრის პირველი ნახევარი სასიკეთოა ახალი საქმეების, ბიზნესის დაწყება-განვითარებისთვის, საქმიანი მოლაპარაკებებისთვის და გარიგებებისთვის. წლის ბოლოს ბედნიერად იგრძნობთ თავს, რაც დაკავშირებული იქნება ოჯახურ ცხოვრებასთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებთან.

 

კურო

თქვენთვის ახალი, 2023 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი გახდება, თუმცა ეს უფრო წლის მეორე ნახევრიდან არის მოსალოდნელი. წლის პირველი ნახევარი საშუალებას მოგიტანთ ბევრი რამ შეაჯამოთ და გამოიტანოთ შესაბამისი დასკვნები. ეს კარგი დროა საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის, რთულ კითხვებზე პასუხების მიღებისთვის, სულიერი ძიებისთვის და თვითგანვითარებისთვის. პირველი კვარტალში არ არის გამორიცხული გარკვეული საკითხების შემდგომ განვითარებაზე საერთოდ  უარი თქვათ და ახალი საქმე დაიწყოთ. ეს არ იქნება ძირეული გადაფასება, თუმცა თქვენი ხედვა და შეფასების კრიტერიუმები ნამდვილად შეიცვლება. ამ პერიოდში ნუ იქნებით უსამართლო და შეეცადეთ, დაპირისპირებებს და კონფლიქტებს მაქსიმალურად მოერიდოთ. იანვრის ბოლოდან მარტის პირველი ნახევრის ჩათვლით შეიქმნება ახალი შანსები, რომელიც მოსალოდნელია უცხოეთთან, სწავლასთან ან საქმიან კავშირებთან იყოს დაკავშირებული. მარტის მეორე ნახევარი და აპრილი მაქსიმალურად ყურადღებით გაიარეთ. ნუ იჩქარებთ და ნუ წახვალთ რისკზე. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსურ ოპერაციებთან, ბიზნესთან და საბუთებთან დაკავშირებით. მაისის მეორე დეკადიდან თქვენს ცხოვრებაში დაიწყება ახალი, თორმეტწლიანი ციკლი და შეეცადეთ, ეს პერიოდი მაქსიმალურად სწორად დაგეგმოთ. ნუ შეგეშინდებათ ბევრი რამის გადალაგების, განსაკუთრებით ეს გრძელვადიან პროექტებს ეხება. ივლისში და აგვისტოს პირველი ნახევარში გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს. შემოდგომის პირველი ნახევარში გააქტიურდებით და ახალ ინიციატივებს გამოავლენთ. სასიკეთო იქნება სამსახურებრივი ან კარიერული ცვლილებები (განსაკუთრებით, თუ თქვენი საქმიანობა უკავშირდება სპორტს, სამხედრო საქმეს და იურისპრუდენციას). გაძლიერდება თქვენი შარმი და მომხიბვლელობა, რად დადებითად იმოქმედებს პირად ცხოვრებაზე. ამ დროს მაღალია ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ან არსებულის დასტაბილურების ალბათობა. დეკემბრის პირველ და მეორე დეკადაში ნუ გარისკავთ. წლის ბოლოს ბევრი თქვენთვის მნიშვნელოვანი გარემოება სასიკეთოდ შეიცვლება.

 

ტყუპები

დამდეგი ახალი წელი თქვენთვის იოლი არ იქნება. შესაძლებელია თავი არც თუ მყარად და თავდაჯერებულად იგრძნოთ. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა წლის პირველ კვარტალში მოგიწევთ. ამ პერიოდში არ არის საჭირო საკუთარი თავისთვის გადაჭარბებული პასუხისმგებლობის დაკისრება. ნუ დაიწყებთ ახალ, სარისკო პროექტებს, რომელთა წარმატებით განვითარებაში დარწმუნებული არ იქნებით. მითუმეტეს, რომ მოგიწევთ იმ პრობლემების მოგვარება და იმ გამოწვევების გამკლავება, რომლებიც გასულ წელს ვერ მოახერხეთ. მარტის ბოლოსთვის იგრძნობთ შემოქმედებითი ენერგიის გაძლიერებას, მოიმატებს თქვენი მიზანსწრაფვაც, რაც ხელს შეგიწყობთ ქაოსური სიტუაციების და პრობლემური ურთიერთობების დალაგებაში. აპრილში თქვენი წარმატება უფრო მეტად უახლოეს გარემოცვაზე, კოლეგებზე, მეგობრებსა და თანამოაზრეებზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ, გადაწყვეტილების მიღებისას და მოქმედებებისას უპირატესობა გუნდურ საქმიანობას მიანიჭეთ. აპრილის ბოლოს და მაისში ნუ გადაიტვირთებით და შეეცადეთ დაძაბული სამუშაო რეჟიმი თქვენთვის მოქნილი და ნაკლებად სტრესული გახადოთ. წლის მეორე ნახევრისთვის ნელ-ნელა  პრიორიტეტული საკითხების წინ წამოწევასა და სიტუაციებზე კონტროლის დამყარებას მოახერხებთ. ზაფხულის პირველ ნახევარში მოგიწევთ ბევრი წვრილმანი საკითხის მოგვარება, მითუმეტეს, რომ ეს საკმაოდ ინტენსიური და დატვირთული პერიოდი იქნება. ზაფხულის მეორე ნახევარი და შემოდგომის დასაწყისი  კარგი დრო იქნება პირად ცხოვრებაში ცვლილებების შეტანისთვის, პრობლემური ურთიერთობის გარკვევისთვის და არასასურველი კავშირების გაწყვეტისთვის. გარდა ამისა, მოიმატებს რომანტიკული შეხვედრების, ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ალბათობაც. ამავე პერიოდში შესაძლებელი გახდება პიროვნული ზრდა, რაიმე საინტერესოს შესწავლა, ვარჯიშის თუ დიეტის დაწყება და ჯანმრთელობის გამყარებაზე ზრუნვა. სექტემბერი და საერთოდ, მეოთხე კვარტალი დაძაბული იქნება, ამიტომ გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას. მოგიწევთ ისწავლოთ „ცივი გონებით“ მოქმედება და პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღება. წლის ბოლო საინტერესო აღმოჩნდება შემოქმედებითი (განსაკუთრებით ხელოვნებასთან დაკავშირებული) პროექტების განვითარებისთვის.

 

კირჩხიბი

 2023 წელი თქვენთვის საკმაოდ დინამიკური და საინტერესო აღმოჩნდება და ამას იანვარ-თებერვალშივე იგრძნობთ. ამ პერიოდში თქვენს ყურადღებას მოითხოვს სამსახურებრივი საკითხები, პროფესიული საქმიანობა და კარიერა. გააქტიურდება ის პროექტებიც, რომლებშიც გასულ წელს ჩაერთეთ ან სულაც, თქვენ წამოიწყეთ. მარტის ბოლოდან დაიწყება საკმაოდ აქტიური პერიოდი, რომელიც მაისის მეორე დეკადის ჩათვლის გაგრძელდება. არ არის გამორიცხული სწორედ ამ დროს სერიოზული ცვლილებების განხორციელება მოგიწიოთ. ყურადღება მიაქციეთ პარტნიორებისგან წამოსულ რჩევებს. უფრო მეტიც, ნუ მოგერიდებათ შესაბამისი დახმარება კონკრეტული კონსულტანტებისგანაც მიიღოთ. სხვა ადამიანები დაგეხმარებიან ობიექტურად შეაფასოთ თქვენი ყველა განცდილი მარცხი, შექმნილი პრობლემა თუ მიღწეული წარმატება. წლის მეორე ნახევარში გააქტიურდება თქვენი სოციალური ცხოვრება. გახდებით უფრო მეტად ინდივიდუალური და გაძლიერდება თქვენი თავდაჯერებულობა. ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის და თანამოაზრეებისთვის საჭირო ადამიანი გახდებით. წარმატებებს მიაღწევთ კოლექტიურ ურთიერთობებში,  თქვენი საქმიანობა სხვადასხვა კომპანიაში ან ორგანიზაციაში წარმატებული იქნება. ეს კარგი დროა მომავლის ფორმირებისთვის, საბუთებთან და მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის, ასევე უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის.  წინდახედული იყავით ივნისის პირველ და მეორე დეკადაში, ასევე აგვისტოს პირველი დეკადაშიც. ამ პერიოდში მაქსიმალურად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას (განსაკუთრებით ემოციურ სისტემას). ამ პერიოდში მოსალოდნელია თავი იჩინონ თქვენმა ძველმა შეცდომებმა და მათი გამოსწორება მოგიწიოთ. თავი შეიკავეთ დაპირისპირებისგან და მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. სიტუაციის დაბალანსება შესაძლებელი მხოლოდ ივლისის მეორე ნახევრიდან გახდება. ამ პერიოდიდან მოახერხებთ ბევრი თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხის თუ პრობლემური ურთიერთობის დარეგულირებას. ეს  სასიკეთო პერიოდი ფაქტობრივად წლის ბოლომდე გაგრძელდება. უბრალოდ, აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე რეკომენდებულია ნელა და ორგანიზებულად იმოქმედოთ, რათა ზედმეტი მონდომებისა და ემოციურ ნიადაგზე მიღებული გადაწყვეტილებების გამო შეცდომები არ დაუშვათ. წლის ბოლო შედარებით მშვიდი იქნება და  თქვენთვის მისაღები რეალობის ფორმირებას შეძლებთ.

 

ლომი

დამდეგი 2023 წელი თქვენთვის აქტიურად დაიწყება. იანვარ-თებერვალში მოგიწევთ ძველი პროექტების ახალი ენერგიით და აღმაფრენით გაგრძელება. თუმცა არ არის რეკომენდებული ყველა საქმის ერთად კეთება და საკუთარი თავისთვის გადამეტებული პასუხისმგებლობის დაკისრება. მოსალოდნელია ამ პერიოდში შემოგთავაზონ დამატებითი სამუშაო ან ფინანსური შემოსავლის გამო  ძველი სამსახურისთვის მეტი დროის დათმობა მოგიწიოთ. შეეცადეთ, გეგმები პრიორიტეტების მიხედვით დაალაგოთ და ისე იმოქმედოთ. მარტის მესამე დეკადიდან აპრილის ბოლომდე სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი სასიყვარულო და საქმიან პარტნიორობასთან დაკავშირებით. გაძლიერდება თქვენი შარმი და მიმზიდველობა, რაც საწინააღმდეგო სქესის ადამიანებში თქვენდამი ინტერესი მკვეთრად მოიმატებს. საერთოდ, მეორე კვარტლის ბოლოს და მესამე კვარტალში მაღალი იქნება პირადი ცხოვრების შეცვლის, სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებას ან სულაც დაოჯახების ალბათობა. მიუხედავად წლის პირველ ნახევარში გარკვეული იღბლიანობისა, აპრილის ბოლოსა და მაისში ნუ გადაიტვირთებით. ეს განსაკუთრებით სამუშაო რეჟიმსა და ჯანმრთელობას ეხება. წლის მეორე ნახევარში იღბლიანობა რამდენადმე დაიკლებს და მოგიწევთ ტემპის გარკვეულწილად შენელება. თუმცა ამის მიუხედავად, მაისის მესამე დეკადიდან ივლისის პირველი დეკადის ჩათვლით თქვენი მიზანსწრაფვა და მოტივაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. ეს ბრძოლის და კონკურენციის პერიოდია. იარეთ წინ, თუმცა მოერიდეთ კონფლიქტებს და ექსტრემალურ სიტუაციებს. მეორე კვარტლის ბოლო და მესამე კვარტალი მოსალოდნელია დაუკავშირდეს უცხოეთში ვიზიტს, მოგზაურობას ან სწავლასთან დაკავშირებულ საკითხებს. ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ოჯახის წევრებთან შეთანხმების შემდეგ მიიღეთ (განსაკუთრებით თუ საქმე ფინანსურ დაბანდებას ეხება). ამ პერიოდში შეეცადეთ სამსახურთან და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით წინდახედულად იმოქმედოთ და დაუგეგმავი ცვლილების განხორციელება არ იჩქაროთ. წლის ბოლოს შეეცადეთ ახალი, მასშტაბური პროექტის წამოწყების ნაცვლად, უკვე წამოწყებულის წარმატებით დასრულებაზე ან განვითარებაზე იზრუნოთ.

 

ქალწული

2023 წელი აქტიური მოქმედების, ცვლილებების და ტრანსფორმაციის პერიოდი იქნება. წლის დასაწყისიდან აპრილის მეორე დეკადის ჩათვლით მოგიწევთ წარსულში შექმნილი რთული სიტუაციების დასტაბილურება და გადადებული პროექტების დასრულება. შეეცადეთ ეს ყოველივე იანვარ-თებერვალშივე მოახერხოთ. კრიზისული საკითხების მოგვარებისას ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა და პრაგმატულობა გამოიჩინეთ. ასე შედარებით იოლად გაუმკლავდებით გამოწვევებს. იანვრის ბოლო და თებერვლის პირველი დეკადა ყურადღებით გაიარეთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსების და ჯანმრთელობის მიმართ. მარტიდან ძალიან მნიშვნელოვანი გახდება საქმიანი კავშირები და პარტნიორული ურთიერთობები. წარმატებებს მიაღწევთ მოლაპარაკებების და შეთანხმებების მიღწევის კუთხით. ეს კარგია დროა სამსახურებრივი ცვლილებებისთვის, ბიზნესის დაწყება-განვითარებისთვის, ხელშეკრულებების გაფორმებისთვის, ასევე ვალების გადახდისთვის და ფინანსური ვალდებულებებისგან თავის დაღწევისთვის. თუმცა ამავე პერიოდში მოსალოდნელია მოიმატოს განხეთქილების ალბათობამაც. აქედან გამომდინარე, მეორე კვარტალში მაქსიმალურად მოერიდეთ კამათსა და დაპირისპირებას. არ არის გამორიცხული, რომ ეს ღია მტრობამდეც კი მივიდეს. ამ პერიოდში ყველაზე მეტად მოთმინება და დიპლომატიურობა გამოგადგებათ. ასეთი მიდგომა ურთიერთობებში წესრიგის დამყარების საშუალებას მოგცემთ. წლის მეორე ნახევარი განვითარების უფრო მეტ საშუალებას და წინსვლის პერსპექტივას მოიტანს. ამ ყველაფერს ივნისიდანვე იგრძნობთ, როდესაც საშუალება მოგეცემათ გააფართოვოთ თქვენი თვალსაწიერი და ჰორიზონტი.  გარდა ამისა, მიიღებთ ახალ დადებით ემოციებსა და შთაბეჭდილებებს. ამ პერიოდში მოიმატებს სწავლისა და ახალი ცოდნის შეძენის ალბათობა. ეს შეიძლება იყოს როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიღება (ტრენინგები, სემინარები და ა. შ.). ზაფხული სასიკეთო იქნება მოგზაურობისთვის, უცხოური მივლინებებისთვის ასევე უცხოეთთნ და ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნესის ან მსგავსი პერსპექტივების  განვითარებისთვის. მეოთხე კვარტალი მთლიანობაში პოზიტიური იქნება. ოქტომბრიდან დეკემბრის დასაწყისამდე მოგიწევთ ფინანსური შემოსავლების გაზრდაზე ზრუნვა და ეს გამოგივათ კიდეც. წლის ბოლოს კი პირიქით, ფინანსურ რისკზე წასვლისგან  და ფულის  სესხება-გასესხებისგან თავი შეიკავეთ.

 

სასწორი

2023 წლის პირველი ნახევარი ერთი შეხედვით წინააღმდეგობრივი, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი და მრავალმხრივ დატვირთული იქნება. ეს განსაკუთრებით სამსახურს, კარიერას და პარტნიორებთან არსებულ ურთიერთობებს ეხება. იანვარში და თებერვლის დასაწყისში შეეცადეთ, მართვის სადავეები ხელიდან არ გაგექცეთ. მშვიდად განავითარეთ ადრე დაწყებული პროექტები და მოაგვარეთ წარსულიდან გადმოყოლილი პრობლემები. ამ პერიოდში ნუ იჩქარებთ და მიზნისკენ სავალ გზაზე წინდახედულად იმოძრავეთ. თებერვლის მეორე ნახევარში და მარტის პირველ ნახევარში პირად ცხოვრებაში დაპირისპირებების ალბათობა  მოიმატებს, ამიტომ პარტნიორების მიმართ მომთმენი და გულისხმიერი იყავით. გაზაფხულის მეორე ნახევარში შეეცადეთ,  სადავო და იურიდიულ საკითხებს ყურადღებით მოეკიდოთ. დაუკვირდით წვრილმანებს, მცირე დეტალმა შესაძლოა მომავალში ბევრი რამ გაართულოს. ამ პერიოდში სამსახურის გარდა ყურადღებას თქვენი ჯანმრთელობაც იქცევს. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებაც არ დაგავიწყდეთ. წლის მეორე ნახევარი შედარებით მშვიდი და ნაკლებად პრობლემური იქნება. შესაძლოა გაგიჩნდეთ ვალების გასტუმრების, დივიდენდების მიღების, ფინანსური დაბანდების, უძრავი ქონების სარფიანად ყიდვა-გაყიდვის ან ბიზნესის დაწყების კარგი შანსი. ამ კუთხით წინსვლის საშუალება უკვე მაისის ბოლოდან გაგიჩნდებათ. ზაფხულის პირველ ნახევარში მოიმატებს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების ალბათობა. მოსალოდნელია გარკვეული კუთხით თქვენი ხედვაც შეიცვალოს. გახდებით უფრო მეტად კონკრეტული, რეალისტი და თავდაჯერებული. მიუხედავად დატვირთული სამუშ გრაფიკისა, ივლისში დასვენებაზე უარს ნუ იტყვით. ეს ფიზიკური ძალების აღდგენის საშუალებას მოგცემთ. აგვისტოს მეორე ნახევარში და სექტემბრის დასაწყისში თავი შეიკავეთ რისკზე წასვლისგან და სამსახურებრივი ცვლილებებისგან. ოქტომბრის მეორე ნახევრიდან შედარებით სასიკეთო პერიოდი დაიწყება და თითქმის წლის ბოლომდე გაგრძელდება. ეს კარგი დროა სოციალური სტატუსის შეცვლისთვის, კარიერული წინსვლისთვის და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. ამ პერიოდში იმოქმედეთ გაბედულად, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინ მიღებული ინფორმაცია გადაამოწმეთ ხოლმე.

 

 მორიელი

წლის პირველ ნახევარში თქვენგან ყველაზე მეტ ყურადღებას ოჯახთან, პირად ურთიერთობებთან და ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები მოითხოვს. ოჯახის წევრების მიმართ ყურადღებიანი და გულისხმიერი იყავით. ურთიერთობების კუთხით ასევე მნიშვნელოვანი იქნება ცხოველებთან, მცენარეებთან და საერთოდ, ბუნებასთან ურთიერთობები. ეს ყველაფერი 2023 წელს თქვენს ემოციურ სისტემას დაამშვიდებს და ჰარმონიულს გახდის. პირველი კვარტალი მთლიანობაში, საინტერესო გამოდგება შემოქმედებითი პროექტებისთვის, განსაკუთრებით თუ ის ხელოვნებას უკავშირდება. წინსვლის და წარმატების მიღწევის ალბათობა მარტის მეორე დეკადის ჩათვლით შენარჩუნდება, ამიტომ, ამ პერიოდში მაქსიმალური ძალისხმევა გამოავლინეთ. მარტის ბოლოდან აპრილის ბოლომდე გააქტიურდება უძრავ ქონებასთან, რემონტთან, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხებიც. ეს კარგი დროა სამსახურებრივი ცვლილებებისთვისაც, ვარჯიშის ან დიეტის დაწყებისთვის, მკურნალობისთვის და ჯანმრთელობის გამყარებისთვის. მაისში და ივნისის დასაწყისში მოერიდეთ დაპირისპირებებს. თუმცა ამავე პერიოდში არ არის გამორიცხული, რომ საკმაოდ საინტერესო გრძელვადიან პროექტშიც აღმოჩნდეთ ჩართული. წლის მეორე ნახევარში არ არის გამორიცხული გარკვეული წინაღობები გაჩნდეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საჭირო პასუხისმგებლობა არ დაიკისროთ და განვითარებაზე არ იზრუნოთ. ივნისიდან  აგვისტოს დასაწყისამდე აქტიურად იმოქმედეთ. ამ პერიოდში საშუალება მოგეცემათ წამოიწყოთ ახალი პროექტები და შეცვალოთ ის, რაც არ მოგწონთ. აგვისტოს პირველ და მეორე დეკადაში ურთიერთობებში ნუ იქნებით ჯიუტი და რადიკალური.  ამ პერიოდში კონფლიქტებისგან თავი მაქსიმალურად შეიკავეთ, რადგან ამ ყველაფერმა მოსალოდნელია მეტად არასასიამოვნო ფორმა მიიღოს. ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში სასიკეთო იქნება დასვენება და განტვირთვა. განმარტოვება და საკუთარ თავში ჩაღრმავება ბევრ კითხვაზე გაპოვნინებთ პასუხს. შემოდგომაზე ყველაზე წარმატებული პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევარი და ნოემბერი იქნება. ამ დროს მოსალოდნელია სამსახურთან, ფინანსებთან, ბიზნესთან დაკავშირებით სერიოზულ წარმატებებს მიაღწიოთ. წლის ბოლოს შესაძლებელია ახლობელი ადამიანებისგან სასიამოვნო სიურპრიზი მიიღოთ.

 

მშვილდოსანი

ახალი, 2023 წელი ბევრის რამის შეცვლის, ახლებურად გაკეთების ან საერთოდ, რაღაც ახლის დაწყების საშუალებას მოგიტანთ. წლის დასაწყისში  მოგიწევთ მცირე ხნით შესვენება, რათა ძველი პასუხისმგებლობებისგან და ვალდებულებებისგან ცოტა ამოისუნთქოთ. იანვრის მეორე დეკადიდან თებერვლის მეორე დეკადამდე აქტიური პერიოდი იქნება. ორიგინალური და არასტანდარტული ხედვა დაგეხმარებათ განსხვავებული კუთხიდან შეხედოთ როგორც პრობლემებს, ისე მომავალ პერსპექტივებს. თებერვლის ბოლოდან აპრილის მეორე დეკადამდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ფინანსები იქნება. ამ კუთხით მოსალოდნელია მოგიწიოთ დამატებითი სამუშაოს შესრულება ან რაიმე დამატებითი შემოსავლების წყაროს მოძიება. მაისსა და ივნისში პერიოდში ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ტონუსს. შექმნილი წინაღობების გამო ნუ დაკარგავთ მოტივაციას. პირიქით, მოუმატეთ მიზანსწრაფვას და იმოქმედეთ გაბედულად. ამასთანავე, დაიწყეთ ვარჯიში, ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი პროცედურები და განაახლეთ თქვენი გარდერობიც. წლის მეორე ნახევარი უფრო მეტად საქმიანი იქნება. ეს კარგი დროა სამსახურებრივი განვითარებისთვის, სამუშაო ადგილის შეცვლისთვის, კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, საქმიანი მივლინებებისთვის, ახალი საქმიანი კავშირების დამყარებისთვის, მოლაპარაკებებისთვის და შეთანხმებების მიღწევისთვის. მესამე კვარტალი, განსაკუთრებით აგვისტოს მეორე დეკადამდე პერიოდში მოგიწევთ გადახედოთ მიღწეულ შედეგებს, დაისვენოთ და ყველა იმ გეგმაზე, რომლებმაც წლის პირველ ნახევარში უბრალოდ, არ იმუშავა, უარი თქვათ. ამ პერიოდში ნუ იტყვით უარს ოჯახის წევრების და მეგობრების შემოთავაზებულ დახმარებაზე. სექტემბრის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის ბოლომდე პერიოდში შეეცდებით ახალი ძალებით შეუტიოთ და კარიერის კუთხით მოსალოდნელია რისკზე წასვლაც მოგიწიოთ. თუმცა ეს გაამართლებს და სასიკეთო შედეგების მიღებას შეძლებთ. ნოემბერი და დეკემბერი უფრო მეტად აქტიური იქნება და რეალური შანსები გაგიჩნდებათ, განვითარების ახალ სიმაღლეზე ახვიდეთ. წლის ბოლო  გამოიყენეთ ოჯახური ურთიერთობების დასტაბილურებისთვის და უძრავი ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის. 

 

თხის რქა

თქვენთვის 2023 წელი ერთი ციკლის დასრულების და მეორეს დაწყების პერიოდი გახდება. თუ გასულმა წელმა გარკვეულ სიმყარეს მიგაღწევინათ და შეძელით თქვენთვის სასურველი მიმართულებით სასურველი ფუნდამენტის შექმნა, მიმდინარე წელი უკვე „შენების“ საშუალებას მოგიტანთ. იანვრში და თებერვლის პირველ ნახევარში მეტი იფიქრეთ ძველი პრობლემების მოგვარებაზე და პერსპექტივების განვითარებაზე, იზრუნეთ ჯანმრთელობის გამყარებაზე. თებერვლის მეორე ნახევრიდან გაცილებით საინტერესო პერიოდი დაიწყება. იგრძნობთ შინაგან რწმენასა და თავდაჯერებულობას, რაც საშუალებას მოგცემთ დაიწყოთ იმ გეგმების რეალიზაცია, რომლებსაც ადრე ვერ ახერხებდით. ყველა მიმართულებით გამოავლენთ ლიდერისთვის დამახასიათებელ თვისებებს და შემოქმედებით აღმაფრენასაც იგრძნობთ. აპრილის ბოლოდან მაისის ჩათვლით მოსალოდნელია შეძლოთ ახალი პროექტების დაწყება, სასიკეთო ცვლილებები გელით როგორც სამსახურში, ისე ოჯახში. პარტნიორების, მეგობრების ან ხელმძღვანელობის მხრიდან მიიღებთ როგორც მორალურ, ისე მატერიალურ დახმარებას. სამსახურში მოგეცემათ საშუალება, უფრო მეტად გააქტიურდეთ, მოითხოვოთ დაწინაურება, ხელფასის მომატება ან სულაც ახალი თანამდებობა. წლის მეორე ნახევარში საერთო მდგომარეობა კიდევ უფრო სტაბილური გახდება. მაისის მეორე ნახევრიდან უკვე შესაძლებელი გახდება ახალ სიმაღლეზე ასვლა და დადებითი ცვლილებების განხორციელება ფინანსური შემოსავლების მიმართულებით. ამ პერიოდში მოიმატებს მოგზაურობის ალბათობაც. მესამე კვარტალი დადებითი იქნება  შემოქმედებით პროფესიებში გააქტიურებისთვის, ხელოვნებასთან დაკავშირებული თემების გააქტიურებისთვის, ასევე დასვენებისთვის და ახალი შთაბეჭდილებების მიღებისთვის. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული სპორტით, ვარჯიშით, იოგით, ფსიქოლოგიით, რელიგიით ან სულაც საკუთარი თავის შემეცნებით დაკავდეთ. ყურადღება გამოიჩინეთ ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის პირველ ნახევარში. არ იჩქაროთ და რისკზე არ წახვიდეთ. ამ პერიოდში გაუფრთხულდით ჯანმრთელობას და მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს. წლის ბოლოს იგრძნობთ ძალების მოზღვავებას. ეს კარგი დრო იქნება საკუთარ თავზე მუშაობისთვის და ახალი უნარების განვითარებისთვის.

 

მერწყული

2023 წელი თქვენთვის დინამიკური, წინააღმდეგობრივი, თუმცა საბოლოო ჯამში დადებითი იქნება. მარტის პირველ დეკადამდე პერიოდში იმ სამწლიან ციკლს დაასრულებთ, რომელიც მოსვენებას არ გაძლევდათ. შესაძლებელი გახდება შინაგანი განახლება, ბევრი რამის სხვანაირად დანახვა და გარკვეული „გადატვირთვაც“ კი. მარტის მეორე ნახევრიდან მოიმატებს თქვენი თავდაჯერებულობა და რეალიზმის განცდა. რაც ბუნებრივია, გაზრდის წარმატებების მიღწევის ალბათობას. საერთოდ, გაზაფხულის მეორე ნახევარი ძიების, დაგეგმვის და ახალი პროექტების დაწყების პერიოდი იქნება. გაგიჩნდებათ გააქტიურების, ახალი ინიციატივების გამოვლენის, იმიჯის შეცვლის და მეტი თავისუფლების მიღების მძაფრი სურვილი. თუმცა შეეცადეთ, რომ აპრილის ბოლოსა და მაისში მოერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს და დაპირისპირებებს. ეს თქვენს სამომავლო წარმატებებს ხელს ნამდვილად არ შეუწყობს. თუ ამ პერიოდში ურთიერთობების გაუარესებას თავს აარიდებთ, მაშინ წლის მეორე ნახევარში როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში დამსახურებულ ჯილდოს მიიღებთ. ეს შეიძლება იყოს ბევრი გადაადგილება, მოგზაურობა, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და ფინანსური შემოსავლების ზრდა. ზაფხულის პირველი ნახევარი გამორჩეული იქნება ახალი, საინტერესო ადამიანებითა და შეხვედრებით. მოიმატებს თქვენი მიმზიდველობა და სექსუალურობა, რაც დადებითად იმოქმედებს პირად ცხოვრებაზე. ზაფხულის მეორე ნახევარში  მნიშვნელოვანი გახდება თქვენი ფსიქოემოციური ჰარმონია, თუმცა ეს მიბმული იქნება სამსახურებრივ წინსვლასა და მყარ ფინანსურ მდგომარეობაზე. ამიტომ, ზაფხულის ბოლოდან შემოდგომის პირველი ნახევრის ჩათვლით მოგიწევთ ახალ სამსახურის მოძებნა ან დამატებითი სამუშაოს მოძიება, რათა თქვენი შემოსავლები გაზარდოთ. ამ პერიოდში მეგობრების, თანამოაზრეების ან კოლეგების მხრიდან წამოსულ წინადადებებს ყურადღებით მოეკიდეთ. დიდი ალბათობით სწორად აქ იქნება თქვენი წინსვლის შანსი. წლის ბოლოს მოსალოდნელია იმ პრობლემების მოგვარება შეძლოთ, რომლებიც ჯერ კიდევ წლის პირველი ნახევრიდან მოგყვებათ.

 

თევზები

 

2023 წლის პირველივე კვარტლიდან დაიწყება 2,5 წლიანი  ციკლი, რომელიც თქვენს მიერ უკვე მიღწეულ შედეგებს, მიზნებს, გეგმებს, ურთიერთობებს, ფასეულობებს და საერთოდ, ბევრ რამეს „გამოცდის“. შეიძლება ითქვას, რომ ეს შინაგანი გადაწყობის პერიოდია. წლის პირველივე ნახევარში საკუთარ თავს დაუსვამთ კითხვებს: „რას მივაღწიე?“ „საით მივდივარ“, „რა მიზნები (და გეგმები) გამაჩნია“. სწორედ ამ პერიოდში მიხვდებით, რომ ყოველგვარი შინაგანი ქაოსი უნდა მოწესრიგდეს, ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. თებერვლიდან აპრილის პირველი ნახევრის ჩათვლით მოგიწევთ ვალების გადახდა, ძველი საქმეების დასრულება ან მათზე საერთოდ უარის თქმა. თუმცა ამავე პერიოდში დასახავთ ახალ მიზნებს და შეიძენთ ახალ მეგობრებს და პარტნიორებს. აპრილის მეორე ნახევრიდან თითქმის მაისის ბოლომდე გაგიჩნდებათ შესაძლებლობა, რომ წინ წახვიდეთ, განვითარდეთ, მასშტაბური ცვლილებები განახორციელოთ სამსახურთან და კარიერასთან დაკავშირებით. ეს კარგი დროა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის, შეთანხმებისთვის, კონტრაქტების გაფორმებისთვის, ასევე სპორტთან, ჯანმრთელობის გამყარებასთან და დიეტის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის. საერთოდ, მეორე კვარტალი წლის ყველაზე სასიკეთო პერიოდი იქნება.  წლის მეორე ნახევარი გარკვეულწილად ასევე საინტერესო იქნება. თქვენ არა მხოლოდ გააცნობიერებთ ახალ რეალობას, არამედ იგრძნობთ მოტივაციას და უფრო მეტად დისციპლინირებულიგახდებით. ეს კი საშუალებას მოგცემთ პოზიტიური ცვლილებები განახორციელოთ სამსახურთან, პროფესიულ წინსვლასთან და ფინანსური შემოსავლების ზრდასთან დაკავშირებით. მესამე კვარტალში და განსაკუთრებით სექტემბერში წარმატებით გამოიყენებთ დაგროვილ გამოცდილებას, ასევე მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებას, რათა სამსახურთან მიმართებაში ბევრი რამ პოზიტიურად შეცვალოთ. ეს კარგია დროა კარიერული ზრდის კუთიხათაც. შემოდგომის მეორე ნახევარში სასურველია გათავისუფლდეთ არასასურველი კავშირებისგან და მოიცილოთ „ტოქსიკური“ ადამიანები. წლის ბოლოს შეძლებთ ქაოსური სიტუაციების მოწესრიგებას, ეს თქვენს ემოციურ სისტემაზე დადებითად აისახება. 

  2023 წლის პოლიტიკურ-ეკონომიკური პროგნოზი

  ასტროლოგი რამაზ გიგაური/

 

 I ნაწილი

 

 2023 წლის განმავლობაში აღარ იქნება აქტიური სატურნისა და ურანის ის კვადრატული კავშირი, რომელიც 2021-22 წლების დომინანტური ასპექტი იყო. ასტროლოგიური თვალსაზრისით, სწორედ ეს ქმნიდა ფონს, რომელიც უკავშირდებოდა „ძველისა“ და „ახლის“ დაპირისპირებას, ცვლილებების აუცილებლობა (სატურნი - სისტემა, ძალაუფლება, წინაღობები, პრობლემები, ურანი - ცვლილება, რეფორმა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, რევოლუცია). აქედან გამომდინარე, ის იდეური თუ ფიზიკური დაპირისპირება, რომლებიც გასული ორი წლის განმავლობაში ყველა რგოლში საგრძნობი იყო, 2023 წელს ნელ-ნელა დასრულებისკენ წავა. თუმცა ეს ერთი შეხედვით, რადგან ასტროლოგიური კუთხით, გლობალური პროცესები მომენტალურად არ მუხრუჭდება და მათი გავლენა დიდწილად გრძელდება (მსგავსად მანქანის დამუხრუჭებისა, რომელიც ინერციით მაინც აგრძელებს სვლას და შეიძლება შეჯახებაც კი მოხდეს).

 2023 წლის დომინანტური ასპექტი იქნება იუპიტერი-პლუტონის და ასევე პლუტონ-მთვარის კვანძების კვადრატული კავშირი. პირველი მათგანი 20 აპრილიდან - 10 ივნისამდე გასტანს. მეორის გავლენა კი თითქმის მთელი 2023 წლის განმავლობაში გაგრძელდება. ეს ყოველივე მიანიშნებს, რომ ყველა ის გლობალური პროცესები, რომლებსაც გასულ წელს დაედო სათავე, ამ პერიოდში „ჩამოშლის“ წინაშე დადგება. ეს იქნება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. ბუნებრივია, აქ რუსეთ-უკრაინის ომიც იგულისხმება. აქედან გამომდინარე, 20 აპრილიდან - 10 ივნისამდე მოსალოდნელია ომის აქტიური ფაზა გაჩერდეს ან დასრულდეს პირველი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ციკლი (თუმცა ამის აშკარა ნიშნები უკვე 2023 წლის იანვრის ბოლოდან გაჩნდება). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შექმნილი რეალობა რუსეთისთვის სასიკეთო არაფრით არ იქნება.

  


2023 წლის ძირითადი ასტროლოგიური ტენდენციები:

 პლუტონის ინგრესია მერწყულის ზოდიაქოში

 ასტროლოგიაში პლუტონი „უნივერსალურ“ (ეპოქალურ) პლანეტათა ჯგუფს მიეკუთვნება. მისი ციკლი საკმაოდ ხანგრძლივია და გრძელდება 20-30 წლიდან - 250 წლამდე. ბოლოს, პლუტონმა ზოდიაქოს ნიშანი 2008 წელს შეიცვალა (ის მშვილდოსნიდან - თხის რქაში გადავიდა) და თუ გავიხსენებთ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით რა პროცესებს დაედო საფუძველი, არ გაგვიჭირდება გავიაზროთ, თუ რა ტენდენციების განვითარება შეიძლება დაიწყოს 2023-24 წლებიდან.

2023 წელს პლუტონი მცირე ხნით შეიცვლის ნიშანს, როგორც უკვე ვთქვით, ის თხის რქიდან მერწყულში გადაინაცვლებს. ეს მოხდება 24 მარტს და შემდგომ რეტროგრადული მოძრაობით 10 ივნისს ისევ თხის რქაში დაბრუნდება. პლუტონი მერწყულში ხელახლა და ახლა უკვე საკმაოდ დიდი ხნით მხოლოდ 2024 წლის იანვარში გადავა. ასე რომ, 2023 წლის 24 მარტიდან - 10 ივნისის შუალედში დაიწყება ახალი მსოფლიო პოლიტიკურ-ეკონომიკური რეალობის ფორმირება. ეს იქნება ძველი ფორმების მტკივნეული ნგრევის დასაწყისი, რომელიც 2024-26 წლამდე გაგრძელდება. თუმცა 2023 წლის გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი იქნება იმ ნიშნების გამოჩენა, თუ რისი ტრანსფორმაცია მოხდება შემოდგომ მინიმუმ, სამწლიანი ციკლის დროს.

ეს იქნება მსოფლიოს გეოპოლიტიკური  გადაწყობა და უპირველესად, ეს შეეხება ისეთ ქვეყნებს, რომლებიც პოლიტიკურად მყიფე მდგომარეობაში იმყოფებიან (იგივე, რუსეთი). 2023 წელს მთელ რიგ ქვეყნებში დაიწყება ახალი „თვითგამორკვევის“ ტალღა, რომელიც ბევრ ძველ ფორმას დაარღვევს და გარდაქმნის.

 

    მარსი

2023 წელს ყურადღებას ითხოვს მარსის ჯერ ლომის და შემდეგ უკვე მორიელის ნიშანში მოძრაობის პერიოდი. პირველი მათგანი იქნება 20 მაისიდან - 10 ივლისამდე და შემდეგ უკვე 12 ოქტომბრიდან - 24 ნოემბრამდე. ამ პერიოდებში ადამიანებში გაძლიერდება ენერგია, მიზანსწრაფვა და დინამიკა. ეს ერთი მხრივ, ბევრი ქვეყნის მხრიდან ახალი, ენერგიული ინიციატივების გამოვლენის და ახალი პროექტების დაწყების ძლიერი იმპულსი გახდება. თუმცა მეორე მხრივ, შექმნის დაძაბულ სიტუაციებს, რაც მოსალოდნელია გარკვეულ დაპირისპირებებში გადაიზარდოს. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს შემოდგომა (12 ოქტომბერი - 24 ნოემბერი). ბევრ ქვეყანაში 2023 წლის შემოდგომაზე მოსალოდნელია ვიხილოთ პოლიტიკური დაპირისპირებები, გაფიცვები, საპროტესტო გამოსვლები, სახელმწიფო გადატრიალებები და აჯანყებებიც კი. თუმცა 2023 წელი - წინა წელთან შედარებით ნაკლებად სახიფათო იქნება. უფრო მეტიც, შესაძლებელი გახდება 2022 წლის დაპირისპირებების შემცირება და შესაძლოა, სრულად შეწყვეტაც.

 

    იუპიტერი

გამარჯვების პლანეტა იუპიტერი 2023 წლის 16 მაისამდე ვერძის ზოდიაქოში იმოძრავებს. ამ დროს წარმატებას მოიტანს გაბედულების, ინიციატივის, მიზანსწრაფვის, აქტიურობის, ინდივიდუალიზმის და ლიდერული თვისებების გამოვლენა. 16 მაისს იუპიტერი კუროს ნიშანში გადაინაცვლებს და იქ წლის ბოლომდე დარჩება. ამ პერიოდში სასიკეთო იქნება პრაქტიციზმისა და რეალიზმის გამოჩენა. თუ 16 მაისამდე აჩქარებულობა და მაღალი დინამიკა სასიკეთოა, 16 მაისის შემდგომ რეკომენდებულია მოვლენები დაბალ ტემპში, ოღონდ მაქსიმალური ორგანიზებით განვითარდეს. თუ წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური მდგომარეობა მერყევი და არასტაბილური იქნება, წლის მეორე ნახევარში მაღალი ალბათობით შედარებით დასტაბილურდება.

 

    სატურნი

2023 ლს პლანეტა სატურნი შეიცვლის ზოდიაქოს ნიშანს და 7 მარტს მერწყულიდან თევზების ნიშანში გადაინაცვლებს და იქ ორ წელზე ცოტა მეტი დროით დარჩება. სატურნის ეს ინგრესია ბევრი მიმართულებით გამოიწვევს ე. წ. „კარმული ვალების“ დაბრუნებას, რაც გულისხმობს წარსულში დაშვებული შეცდომებისა და განცდილი წარუმატებლობის სწორედ ამ პერიოდში გააქტიურებას. მარტიდან წარსულის ნეგატიური გავლენა საგრძნობი გახდება, რაც არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ დონეზეც გაართულებს საერთო სიტუაციას. გაჭირდება რეალობის ობიექტურად შეფასება, გაძლიერდება ილუზიის და საკუთარი თავის შეცდომაში შეყვანის ალბათობა. ამიტომ ყველა ადამიანმა, რომელიც ისედაც მსგავსი ტენდენციებისკენ არის მიდრეკილი, საკუთარ თავში უნდა გააძლიეროს რეალობის განცდა და პრაგმატიზმი. თუმცა სატურნის თევზებში გადასვლა სასიკეთოდ იმოქმედებს საქველმოქმედო ფონდების მუშაობაზე, ასევე იმ ადამიანების ცხოვრებაზე, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ფსიქოლოგია-ფსიქიატრიასთან, რელიგიასთან, ეზოთერიზმთან, ანთროპოლოგიასთან, არქეოლოგიასთან. ამ პერიოდში საინტერესო სიახლეები ელით იმ ადამიანებსაც, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ალკოჰოლურ ან უალკოჰოლო სასმელების ბიზნესთან. მათ გაწეული შრომა, სწორად გადადგმული ნაბიჯები და თავისი საქმისადმი პრაქტიკულ-რეალისტური მიდგომები დაუფასდებათ.

 

    შავი მთვარე (ლილიტი)

რაც შეეხება შავი მთვარის (ლილიტის) გავლენას, ის 1-8 იანვრის შუალედში კირჩხიბის ზოდიაქოში იმოძრავებს, თუმცა 9 იანვრიდან ლომის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და 3 ოქტომბრამდე დარჩება. 4 ოქტომბრიდან წლის ბოლომდე კი შავი მთვარე უკვე ქალწულში იქნება განთავსებული. აქედან გამომდინარე, 2023 წლის დასაწყისი რთული იქნება კირჩხიბის, 9 იანვრიდან - 3 ოქტომბრამდე შესაბამისად, ლომის და 4 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. 2023 წელს ლილიტის მოძრაობა ძირითადად ნეგატიურ გავლენას მოახდენს არაკანონიერ და საეჭვო სასიყვარულო ურთიერთობებზე, ამიტომ მსგავს კავშირებს მოსალოდნელია მოჰყვეს მომენტალური ნეგატიური რეაქცია და ამან ოჯახურ სტაბილურობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. გარდა ამისა, ეს იქნება ლუდომანიის საკმაოდ ნეგატიური გავლენაც. ამიტომ ვინც აზარტული თამაშებისკენ არის მიდრეკილი, უდიდესი სიფრთხილე და წინდახედულობა მართებს, რათა ფატალური შეცდომები არ დაუშვას.

 

მზისა და მთვარის დაბნელებები

2023 წელს მზის ორი დაბნელება დაფიქსირდება: 20 აპრილს (სრული) და 14 ოქტომბერს (რგოლური). რაც შეეხება მთვარის დაბნელებას, ისიც ორი იქნება: 5 მაისს (ნახევრად ჩრდილური) და 28 ოქტომბერს (ნაწილობრივი). ასე რომ, 2023 წელს დაბნელების ორ . . დერეფანს გავივლით 20 აპრილიდან - 5 მაისამდე და 14 ოქტომბრიდან - 28 ოქტომბრამდე. ეს პერიოდები საკმაოდ არასტაბილური და რთული იქნება.

 

მერკურის რეტროგრადული მოძრაობა

2022 წელს მერკური ოთხჯერ იმოძრავებს რეტროგრადულად:

* 1 იანვრიდან - 18 იანვრამდე;

* 21 აპრილიდან - 15 მაისამდე;

* 23 აგვისტოდან - 15  სექტემბრმდე;

* 13 დეკემბრიდან - 31 დეკემბრამდე.

ამ დღეებში მოსალოდნელია სერიოზული პრობლემები შეიქმნას შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებების, შეთანხმებების, ინფორმაციის მიღება-გადაცემის კუთხით. ნებისმიერი ინფორმაცია საჭიროა გადამოწმდეს და მერე იქნას გამოყენებული (ამ დროს ინფორმაციის გაგება და გაცნობიერება თითქოს მუხრუჭდება). საბუთები გაფორმების წინ აუცილებლად უნდა შემოწმდეს. ასევე ყურადღებას ითხოვს იურიდიული საკითხებიც. თუმცა ეს დღეები სასიკეთო იქნება ძველი ურთიერთობების განახებისთვის, გადადებული საქმეების ბოლომდე მიყვანისთვის, ასევე შეწყვეტილი სწავლის ან თუნდაც ძველი მოლაპარაკების განახლებისთვის.

 

ვენერას რეტროგრადული მოძრაობა

2023 წელს ვენერა რეტროგრადულად იმოძრავებს  23 ივლისიდან - 4 სექტემბრამდე. ეს პერიოდი დახასიათდება სასიყვარულო ურთიერთობებში, პირად ცხოვრებაში გარკვეული დამუხრუჭებით. არ არის გამორიცხული ამ კუთხით გარკვეული წინაღობებისა და გართულებების შექმნა. ეს პერიოდი არ არის სასიკეთო გრძელვადიანი სასიყვარულო ურთიერთბის დაწყებისთვის, თუმცა პოზიტიური იქნება ნაწყენ პარტნიორთან შერიგებისთვის, გაწყვეტილი კავშირების აღდგენისთვის და წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის. ამ პერიოდში ასევე არასასურველია ფულის სესხება-გასესხება. ასევე ყურადღებას ითხოვს ხელოვნებასთან დაკავშირებული პროექტები, ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვ, ძვირფასეულობის, სამოსის და ფეხსაცმლის ყიდვაც კი. ზემოთ აღნიშნულ პერიოდში ამ კუთხით მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა იქნება საჭირო

 

მარსის რეტროგრადული მოძრაობა

2023 წელს მარსი რეტროგრადულად იმოძრავებს წლის დასაწყისში, კონკრეტულად კი 1-13 იანვრის შუალედში. სწორედ ამ პერიოდის დასრულების შემდეგ გაჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა საკუთარი ვალდებულებები გააცნობიერონ და ყველა ის საქმე თუ პროექტი, რომელიც 2022 წელს ვერ დაასრულეს, 2023 წლის იანვრის პირველ ნახევარში დაასრულონ ან დაასტაბილურონ მაინც. 1-14 იანვარში არ არის რეკომენდებული მანქანის ყიდვა, ასევე გეგმიური ქირურგიული ოპერაციები (გარდა გადაუდებელი შემთხვევისა). მაქსიმალურ ყურადღებას ითხოვს ცეცხლსასროლ იარაღთან და ბიზნესთან დაკავშირებული საკითხები. 1-14 იანვრის შუალედში დაწყებული საქმის ყველა წვრილმანი კარგად უნდა გაირკვე, რათა შემდგომ მოულოდნელი დამუხრუჭება არ მოხდეს და პრობლემები არ შეიქმნას.

 

2023 წელს რთული და სახიფათო პერიოდები იქნება:

* 11-24 მარტი;

* 10-25 მაისი;

* 18-30 ივნისი;

* 4-15 ოქტომბერი;

* 12-25 დეკემბერი;

ეს პერიოდები ითხოვენ მაქსიმალურ წინდახედულებას და სიფრთხილეს!!!

ამ დროს მოიმატებს ინდივიდუალურ დონეზე: ავარიული სიტუაციები, კონფლიქტების, დაპირისპირების, ხიფათის და სიტუაციის მოულოდნელად გაუარესების ალბათობა.

გლობალურ დონეზე: მასობრივი კონფლიქტების, შეიარაღებული შეტაკებების, ტერაქტების, ტექნიკური ავარიების და კატაკლიზმების ალბათობა.

 

I I ნაწილი

 


მსოფლიო

2023 წელი ცალსახად არ არის იმავე მასშტაბით კრიზისული და სახიფათო წელი, როგორიც 2022 წელი იყო. უფრო მეტიც, მცირე ნაბიჯებით, მაგრამ მაინც შესაძლებელი გახდება არსებული საერთო სიტუაციის მეტ-ნაკლებად გამოსწორება და არ არის გამორიცხული განვითარების დაწყებაც კი. მიუხედავად იმისა, რომ . . გუშონ-ბარბოს“ ციკლების მიხედვით კრიზისული პერიოდის აღმოფხვრა მხოლოდ 2024 წლიდან დაიწყება, მიმდინარე წლიდან მაინც შესაძლებელი იქნება გარკვეული გარდატეხის შეტანა. ამ ციკლების მიხედვით 2019-23 წლები გასული ოცდაათწლიანი პერიოდის ქვედა ზღვარის რიგით მესამე მინიმალური წერტილი (პირველი 1990-98 წლებ, მეორე კი 2008-10 წლებ იყო). 2023 წელი უფრო მეტად 2024 წლის გავლენას „ებმის“, ვიდრე 2020-22 წლებს. აქედან გამომდინარე, სწორედ 2023 წლიდან უნდა დაიწყოს იმ საერთო მდგომარეობის დასტაბილურება, რომელიც 2020-22 წლებში შეიქმნა.

2023 წელი გამორჩეული იქნება ორი ასტროლოგიური მოვლენით (ინგრესიით) - ეს არის პლუტონისა და სატურნის მიერ ზოდიაქოს ნიშნის შეცვლა. ამიტომ 2023 წელი მიუხედავად იმისა, რომ გააჩენს რთული სიტუაციების დაბალანსების და დასტაბილურების შესაძლებლობას,  ახალ რეალობის ფორმირება სამწუხაროდ, არ დასრულდება 2023 წელს (ის მინიმუმ, 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდება).

ბუნებრივია, აქ ჩვენი და საერთოდ, მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია რუსეთ-უკრაინის ომისკენ, რადგან მსოფლიოს საერთო პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა პირდაპირ ან ირიბად, სწორედ ამ ომთან არის მიბმული.

ამ კუთხით, 2023 წლის პირველი კვარტალი გადამწყვეტი იქნება. იანვრის ბოლოდან (უფრო 25-26 რიცხვებიდან) დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანი ციკლი და მარტის ბოლომდე გაგრძელდება (მაქსიმუმ, აპრილის პირველი ნახევრის ჩათვლით). ამ ციკლის პიკი იქნება: თებერვალი. ეს ციკლი გადამწყვეტი იქნება ამ ომისთვის. ამ პერიოდში შეიძლება დასრულდეს ერთი ციკლი. უფრო სწორად კი ამ პერიოდს თამამად შეიძლება დავარქვათ დასასრულის დასაწყისი. სწორედ იანვრის ბოლოდან მაქსიმუმ აპრილის პირველი ნახევრის ჩათვლით (პიკი: თებერვალი) რუსეთ-უკრაინის ომში დასასრულის პირველი ნიშნები გაჩნდება და მოსალოდნელია დასრულდეს კიდეც.

ბუნებრივია, სიტყვა „დასრულება“ ბევრნაირად შეიძლება გავშიფროთ და წარმოვიდგინოთ, თუმცა ამ შემთხვევაში იგულისხმება იმ პროცესების შეცვლა და სხვა სიხშირეზე გადასვლა, რაც 2022 წლის 24 თებერვლიდან დაიწყო. აქ რამდენიმე სცენარი შეიძლება მოგვეხაზა, თუმცა ყველა სცენარი გულისხმობს, რუსეთის, როგორც  იმპერიული იდეოლოგიის მატარებელი სახელმწიფოს ფორმა-ცვლილებას.

ბუნებრივია, ადამიანებს გააჩნიათ იმის განცდა, რომ არსებობს ბირთვული საფრთხის და მესამე ომის საშიშროების ალბათობა. ბუნებრივია, ამ ვერსიას ყოველგვარი ასტროლოგიური პროგნოზირების გარეშეც აქვს არსებობის უფლება, თუმცა ასტროლოგიურად ამას შეიძლება დავარქვათ „კარის გაჯახუნება“, რაც გამოიხატება ვლადიმირ პუტინის ძალაუფლების დაკარგვის კოდის ჩართვაში და ამის ნიადაგზე რაღაც რთული პროცესების პროვოცირებაში.

ამ ყველაფრის რეალიზაციის ალბათობა 90 % 2023 წლის პირველი ნახევარშივე იქნება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პლანეტარული ციკლები ერთდღიანი ან თუნდაც ერთთვიანი არ არის, მათ განგრძობითი ფორმა ექნებათ.

2023 წელი ცალსახად მსოფლიოს ეკონომიკურ ცხოვრებაში შედარებით დასტაბილურების პერიოდი იქნება. ის რყევები, რომლებიც 2022 წელს ახლდა, 2023 წელს უკვე განვითარების ახალ ვექტორებს მოძებნის და დაიწყებს განვითარებას. საერთო ეკონომიკური მდგომარეობა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის უფრო დადებითი იქნება (რასაც ბუნებრივია, ვერ ვიტყვით რუსეთზე).

ყველა ის ეკონომიკური პროცესი, რომელიც 2020-21 წლებში დაიშალა და 2022 წელს ახალი ფორმა მიიღო, 2023 წლიდან განვითარებას დაიწყებს. იგივე ტენდენცია იქნება

პოლიტიკაში, სადაც პოლიტიკურ პარტიებს მოუწევთ ახალი რეალობის გაცნობიერება და გარკვეული გადატვირთვა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელი ერთი შეხედვით „მშვიდობიანი“ წელია, ის არის გარკვეული „საზღვარი“ 2022 („ნგრევა“) და 2024 („აღდგენა“) წლებს შორის. აქედან გამომდინარე, 2023 წელი უფრო შუალედურ წერტილად უნდა მივიჩნიოთ, სადაც ქვეყანამ, კომპანიამ თუ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, საით მიდის მისი განვითარების (ცხოვრების) გზა. 2023 წელი - ეს არის გზაგასაყარი, გზაჯვარედინი. ასე ვთქვათ, არჩევანის გაკეთების წელია.

ასტრონუმეროლოგიური თვალსაზრისით 2023 წელი დაკავშირებულია ციფრებთან 2 და 3. ეს არის ემოციური და წარსულთან დაკავშრებული რყევების იმ ზომამდე მიყვანა, სადაც ხდება დაშლა და განვითარების  გზის დაწყება. 2022 წლის ასტრონუმეროლოგიური ჯამი გვაძლევს 7-, რაც ერთი მხრივ ეს არის ძველი იდეოლოგიების გადალაგება-გადაფასება. ეს შეეხება არა მხოლოდ პოლიტიკურ იდეოლოგიას, არამედ გარკვეულწილად რელიგიურ ასპექტსაც. მთ რიგ ქვეყნებში შეიძლება ეს იყოს გარკვეული ილუზიური იდეოლოგიებისგან გამორკვევა, მათი გავლენისგან გათავისუფლებისა და თავის დაღწევის მცდელობა. ამით 2023 წელი გარკვეულწილად გააგრძელებს 2022 წლის გავლენას, როდესაც ამ იდეოლოგიების მტკივნეული ჩამოშლა დაიწყო.

 


საქართველო

როგორც წინა წლის პროგნოზში ვწერდით, საქართველოს უახლოეს წარსულში გადამწყვეტი 2020 წლის შემოდგომიდან - 2022 წლის შემოდგომამდე პერიოდი იქნებოდა (პიკი: 2021 წლის შემოდგომა). სწორედ ეს პერიოდი იყო გადამწყვეტი ორ პოლიტიკურ ძალას, უფრო სწორედ კი ორ პოლიტიკურ ლიდერს - მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდის პიკი 2021 წლის შემოდგომა ასტროლოგიური თვალსაზრისით გარკვეულწილად ჰგავს 1993 წლის შემოდგომას. ამ ორ პერიოდს შორის ზუსტად 28 წელია. ეს არის მზის 28 წლიანი ციკლი, როდესაც გარკვეული მოვლენები მეორდება, ცხადია, სხვა ფორმით, მაგრამ არსობრივად იგივე მნიშვნელობით.

საინტერესოა, რომ მზის ეს 28 წლიანი ციკლი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთმანეთს უკავშირებ ორ მოვლენას, რომელიც ერთი შეხედვით თითქმის არაფრით ჰგავს ერთმანეთს, თუმცა არსობრივად იდენტურია. 1993 წლის სექტემბრის ბოლოს საქართველოს პირველი (დევნილი) პრეზიდენტი ზვიდ გამსახურდია დაბრუნდა საქართველოში, რასაც მისი ფიზიკური ლიკვიდაცია მოჰყვა. ამ ამბიდან ზუსტად 28 წლის შემდეგ, 2021 წლის სექტემბრის ბოლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში. ის დააკავეს და მოცემულ პერიოდში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აქ არ იქნება სწორი, რომ გვერდი ავუაროთ  პროგნოზს საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ. მიხეილ სააკაშვილის პირადი ჰოროსკოპის მიხედვით (ყოველი შემთხვევისთვის, იმ მონაცემებით, რომელიც გამაჩნია). აქ არსებობს ორი სცენარი.

1. 2023 წლის იანვრის მეორე ნახევრიდან - 2023 წლის მაისის პირველი ნახევრის ჩათვლით საერთაშორისო დონეზე ისე განვითარდეს მოვლენები, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას იძულებულს გახდის, სააკაშვილი გაათავისუფლონ, სამკურნალოდ უცხოეთში გადაიყვანონ ან მას რაიმე სხვა ტიპის შეღავათი დაუწესონ, რაც მის სიცოცხლეს გადაარჩენს და საერთო მდგომარეობას მკვეთრად გააუმჯობესებს. თუ მაისის პირველის ნახევრის ჩათვლით ის არ გათავისუფლდა, მაშინ:

2. 2023 წლის ზაფხულის მეორე ნახევრიდან (მაქსიმუმ, შემოდგომის დასაწყისიდან) მიხეილ სააკაშვილის ცხოვრებაში დაიწყება ორწლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაში მოსალოდნელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო მკვეთრად გაუარესდეს და მისთვის პატიმრობა ლეტალურად დასრულდეს.

 რაც შეეხება საქართველოს ტრანზიტულ ჰოროსკოპს.

აქ შეიძლება ორი ეტაპი გამოვყოთ, რომლიც მთლიანობაში დაახლოებით 2-2,5 წელი, დაახლოებით 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება. აქედან განსაკუთრებულად რთული მეორე ეტაპი იქნება ( 2023 წლის აგვისტოდან - 2024 წლის შემოდგომამდე).

 

პირველი ეტაპი („შეთანხმება“):

2023 წლის იანვარი - 2023 წლის ივლისი

საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით გარკვეულწილად რთული იქნება და შენარჩუნდება 2022 წლის ტენდენციები. თუმცა აუცილებლად დადგება გარკვეული მოლაპარაკებების საკითხი. 2023 წლის მაისამდე პერიოდი ამით იქნება გამორჩეული 2022 წლისგან. ეს მოლაპარაკებები იქნება როგორც ქვეყნის შიგნით (ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ძალებს შორის), ისე ქვეყნის გარეთ (საქართველოსა და ამერიკა-ევროკავშირს შორის). არ არის გამორიცხული, გაჩნდეს დიალოგის გარკვეული ნიშნები საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აფხაზეთ-სამაჩაბლოს რეგიონებს შორის. 2023 წლის მაისამდე პერიოდი ცალსახად იქნება იმის შანსი, რომ ბევრი მიმართულებით დაძაბულობის ხარისხმა დაიკლოს და საპირისპირო პოლუსებს შორის საერთო გადაკვეთის წერტილები მოიძებნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე ეტაპზე ეს ბევრად საშიშ ტენდენციებში გადავა.

მსუბუქად რომ ვთქვათ, მიუხედავად, ეკონომიკური არასახარბიელო მდგომარეობისა, 2023 წლის პირველ ნახევარში პოლიტიკური ბალანსის მიღწევის საკმაოდ მაღალი ალბათობა არსებობს.

 

მეორე ეტაპი („დაპირისპირება“, „ხიფათი“):


2023 წლის ივლისი - 2024 წლის მაისი

ამ პერიოდში დაპირისპირებებულ მხარეებს შეთანხმებების, მშვიდობის ძიებისა და საერთო სიტუაციის დაბალანსების ალბათობა მაქსიმუმ, ივლისის ბოლომდე შენარჩუნდება. უკვე აგვისტოს დასაწყისიდან დაიწყება დაპირისპირებების ახალი ტალღა, რომელიც 1,5 წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ეს განსაკუთრებულად გამოვლინდება 2023 წლის შემოდგომაზე და 2024 წლის გაზაფხულზე. ეს იქნება ფეთქებადსაშიში სიტუაცია და არ გამოირიცხება ეს დაპირისპირებამდე და სერიოზულ შეტაკებამდეც კი მივიდეს. თუ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა შეთანხმება ვერ მოხერხდა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასა და ოპოზიციას (ასევე მოკავშირე-პარტნიორებს შორის) ეს ყველაფერი კიდევ უფრო მტკივნეულად გამოვლინდება 2023 წლის ზაფხულის ბოლოდან 2024 წლის ბოლომდე.