1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 26, 2012

2013 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის



© geoastrolog (რამაზ გიგაური)

 ვერძი
2013 წელს აქტიურად დაიწყებთ და მთელი იანვარი და თებერვალი მოგიწევთ წინა წელს 
დაწყებული საქმეების დასრულება ან მათი სტაბილურ ფორმებში გადაყვანა. ამ პერიოდში წარმატებას ორიგინალური და არაორდინალური მიდგომით მიაღწევთ, ამიტომ, ნუ ჩაიციკლებით მოძველებულ მეთოდებსა თუ პრინციპებზე. დახმარებას მიიღებთ მეგობრებიდან და თანამოაზრეებიდან, მითუმეტეს, რომ მოსალოდნელია ახალი მოკავშირეები მოძებნოთ. საერთოდ 2013 წლის პირველი კვარტალი თქვენ ბევრ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, რამდენად სწორად მოქმედებთ და რამდენად გაქვთ წარმატების მიღწევის შანსი. თებერვალსა და მარტის პირველი დეკადაში თქვენი დახმარება სხვა ადამიანებს დასჭირდებათ. 12 მარტიდან დაიწყება თქვენთვის აქტიური პერიოდი და შეეცადეთ, სამსახურებრივი საკითხების მოგვარება ამ პერიოდიდან დაიწყოთ. აპრილის მესამე დეკადიდან თქვენი მოქმედებები უფრო ნელი, თუმცა გაცილებით მიზანსწრაფული და მეთოდური გახდება. მოსალოდნელია აპრილსა და მაისში წარმატებას მიაღწიოთ ფინანსურ საკითხებში. მაისის ბოლოს და ივნისში მოიმატებს თქვენი კომუნიკაბელურობა და ურთიერთობების ხარისხი. ამ პერიოდში გაიზრდება როგორც საქმიანი კავშირების დამყარების, ისე სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებისა და ქორწინების ალბათობა. ივლისის მეორე ნახევრიდან გააქტიურდება ოჯახური და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები _  სამსახურზე და კარიერაზე ზედმეტი ზრუნვის გამო მოსალოდნელია ოჯახის წევრები ყურადღების მიღმა დაგრჩეთ. ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დაიკლებს თქვენი ენერგეტიკა, ამიტომ, ამ დროს ნუ გადაიღლებით. კარგი იქნება თუ დაისვენებთ და ფიზიკურ ძალებს აღიდგენთ. შემოდგომა გაცილებით შემოქმედებითი და საინტერესო იქნება. მოიმატებს უცხოეთში მოგზაურობის, სწავლის დაწყების, საინტერესო ადამიანების გაცნობის, ახალი პარტნიორების შეძენის ალბათობა. ეს გასტანს ოქტომბრის მეორე ნახევრამდე. ოქტომბრის ბოლოდან თქვენ უფრო ყურადღებიანი და ამასთან კრიტიკული გახდებით, მოიმატებს დაპირისპირებების და კონფლიქტების ალბათობა, ამიტომ, ნუ აჰყვებით თქვენს წინააღმდეგ გავრცელებულ ჭორებსა და პროვოკაციებს. ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბერში მოერიდეთ რისკზე წასვლას, განსაკუთრებით ფინანსებში და ბიზნესში. დეკემბერში წარმატებას პარტნიორებთან ერთად მიაღწევთ, ამიტომ მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას და შეეცადეთ, მნიშვნელოვანი საკითხები სწორედ პარტნიორებთან ერთად მიიღოთ.

კურო
თქვენთვის 2013 წელი ადრე განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის პერიოდი იქნება. იანვრიდანვე ახალი მიმართულებებით ნაბიჯები გაბედულად გადადგით, გამოავლინეთ ინიციატივა, გამოამჟღავნეთ შემოქმედებითი პოტენციალი, აქტიურად და დამოუკიდებლად იმოქმედეთ. შეეცადეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება იანვარშივე შეძლოთ, მითუმეტეს, რომ ამ დროს წარმატების მიღწევის ალბათობა საკმაოდ მაღალი იქნება. თებერვალი შედარებით პასიური თვე იქნება. ამ დროს ურთიერთობებში ნუ იქნებით ჯიუტი და ხისტი, რათა კონფლიქტური სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. სასიკეთო აღმოჩნდება მარტის პირველი ნახევარი, ასევე წლის მეორე კვარტალი მთლიანად (გამონაკლისი აპრილის პირველი ნახევარი იქნება). ასე, რომ მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში მეტი ყურადღება და თავშეკავება გამოიჩინეთ, განსაკუთრებით ფინანსური ოპერაციების და კომერციული გარიგებების დროს. ასევე ყურადღება გმართებთ აპრილის ბოლოს, რადგან ეს თქვენთვის კარმული იქნება და მოსალოდნელია გააქტიურდეს წარსულში დაშვებული შეცდომები. მაისი და ივნისი შედარებით პოზიტიური იქნება, გააქტიურდება რემონტთან, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან, ასევე დასვენებასთან და მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხები. ივლისში მოსალოდნელია გააქტიურდეს ოჯახური საკითხები, თქვენი დახმარება დასჭირდებათ ოჯახის წევრებს, ნათესავებს და მეგობრებსაც კი, ამიტომ, ამ პერიოდში ყურადღებიანი და გულისხმიერი იყავით. თუ თქვენი გული თავისუფალია, ივლისის ბოლოს და აგვისტოში მოსალოდნელია რომანტიკულ ურთიერთობები გააბათ. თუმცა სასიყვარულო ურთიერთობებში ფრთხილად იმოქმედეთ და უკვე არსებულ კავშირებს ადვილად ნუ დაარღვევთ. აგვისტოს ბოლოს და სექტემბერში გაგიჩნდებათ ახალი ვალდებულებები და მოგიწევთ გარკვეული პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაც, რაც დაკავშირებული იქნება სწავლის გაგრძელებასთან, კვალიფიკაციის ამაღლებასთან და ახალ სამსახურთან. მოსალოდნელია ამ პერიოდში გავლენიანი ადამიანების დახმარება მიიღოთ. შემოდგომის პირველ ნახევარში ცხოვრებაში მეტი კომფორტის შექმნის სურვილი გაგიჩნდებათ, თუმცა ამის გამო ნუ გაზრდის ფინანსურ გასავლებს. ოქტომბერსა და ნოემბრის პირველ დეკადაში მოგიწევთ გარკვეულ უსამართლობასთან ბრძოლა და ამის გამო თქვენს საქმიან თუ პირად ურთიერთობებს გადახედოთ და მათში გარკვეული ცვლილებები შეიტანოთ. წლის ბოლოს შეეცადეთ, რომ კონცენტრირებული და ორგანიზებული იყოთ, რადგან ეს საქმიანი პერიოდი იქნება და რამდენად ეფექტურად გამოიყენებთ მას, იმდენად წარმატებულად დაიწყებთ 2014 წელს.

ტყუპი
2013 წლის პირველი თქვენთვის მეტად სასიკეთო აღმოჩნდება, ამიტომ, შეეცადეთ, რომ ყველა თქვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენა სწორედ ამ დროს განახორციელოთ. დაიწყეთ წელი აქტიურად, თუმცა რეალური შედეგების მიღება უფრო თებერვალშია მოსალოდნელი. მანამდე კი წინა წლიდან "გადმოყოლილი" პრობლემების მოგვარება მოგიხდებათ, განსაკუთრებით ეს იქნება სამსახურთან, ფინანსურ შემოსავლებთან და ასევე ვალებთან დაკავშირებული საკითხები. თუ ამ ყველაფერს თავს იოლად გაართმევთ, მაშინ თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში უკვე წარმატების მიღწევა რეალური გახდება. მთლიანობაში მეტი პრაქტიკულობისა და პრაგმატულობის გამოჩენა გმართებთ, ამასთან, ნუ დაიწყებთ ბევრი საქმის ერთდროულად კეთებას, შეეცადეთ, რასაც დაიწყებთ ბოლომდე მიიყვანოთ. აპრილის მეორე ნახევრიდან თქვენ შედარებით გააქტიურდებით, ამ პერიოდში მოსალოდნელია ახალი იდეების გაჩენა, ახალი კავშირების დამყარება. არ არის გამორიცხული გააქტიურდეს სპორტთან, გასამხედროებულ ნაწილებთან ან იურისპრუდენციასთან დაკავშირებული საკითხები. ამ პერიოდში ნუ გასცემთ დაპირებებებს და ასევე მეტი ყურადღება გამოიჩინეთ საბუთების გაფორმებისას. საერთოდ პირველი კვარტლის დასასრული და მეორე კვარტლის დასასრული მსხვილი პროექტებისთვის დაწყებისთვის შედარებIთ ჰარმონიული პერიოდი იქნება. არ არის გამორიცხული აპრილში ან მაისში მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამაც. ამავე პერიოდში მოიმატებს თქვენი ოცნებებისთვის ხორცის შესხმის ალბათობა. ეს პოზიტიური პერიოდი ივნისის პირველი ნახევრის ჩათვლის გაგრძელდება. ივლისის მეორე ნახევარი და აგვისტო პოზიტიური იქნება განმარტოვებისთვის, საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის, დასვენებისთვის, განტვირთვისთვის და ასევე პიროვნული თვისებების თუ უნარების განვითარებისთვის. ზაფხულის პერიოდში თქვენში გაძლიერება შემოქმედებითობა, ეს კარგი დრო იქნება ხელოვნებაში მოღვაწეობისთვის, მოგზაურობისთვის და ახალი შთაბეჭდილებების მიღებისთვის. სექტემბრის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ახალი საქმიანი ურთიერთობების დაწყება და ახალი კონტაქტების დამყარება, რომელიც დადებითად აისახება თქვენს სამსახურებრივ საქმეებზე თუ ფინანსურ მდგომარეობაზე. სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში თქვენს გაგიჩნდებათ ცხოვრებაში ახალი ცვლილებების შეტანის შანსი, ამიტომ, აქტიურად იმოქმედეთ, რადგან ამ პერიოდში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები თქვენს ცხოვრებას დიდწილად უკეთესობისკენ შეცვლიან. მეოთხე კვარტალში შედარებით პოზიტიური დეკემბერი იქნება და ამ დროს შეძლებთ ნოემბერში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას და მოსალოდნელია საზოგადოებრივი ან პოლიტიკური მოღვაწეობის ამბიციაც კი გაგიჩნდეთ.

კირჩხიბი

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ შედარებით პოზიტიური 2013 წლის მეორე ნახევარი გამოდგება, თუმცა თუ წლის პირველ ნახევარში თავს ვერ გაართმევთ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობებს, მაშინ წარმატების იმედი ნაკლებად უნდა გქონდეთ. მთლიანობაში 2013 წელი თქვენთვის პროფესიული ზრდის, განვითარების და წინსვლის პერიოდი იქნება. თუ არ იქნებით შეზღუდული, დაკომპლექსებული, გაუბედავი, ამასთან თამამად იმოქმედებთ და საჭირო დროს გარისკავთ კიდეც, მაშინ მოსალოდნელია რომ პირველივე კვარტალში თქვენ საკუთარ ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების განხორციელების შანსი გაგიჩნდებათ. იანვარსა და თებერვალში ურთიერთობა მოგიწევთ სხვადასხვა პროფესიის, კულტურისა და მსოფლმხედველობის ადამიანებთან - ეს შეხვედრები უმეტეს შემთხვევაში სასარგებლო და სარფიანი აღმოჩნდება. თებერვლის მესამე დეკადიდან აპრილის ჩათვლით თქვენთვის პირველ ადგილზე სამუშაო იქნება. სხვა და სხვა მიმართულებით ბევრი იდეის განხორციელება მოგიწევთ და ეს სამუშაო პროცესები თქვენთვის არა მხოლოდ საინტერესო, არამედ ფინანსურად მომგებიანი აღმოჩნდება. მაისის დასაწყისში შექმნილ პრობლემებს მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისშივე იოლად გადაჭრით, განსაკუთრებით ეს ოჯახურ ცხოვრებას, უძრავ ქონებას, ფინანსურ გაუგებრობებს და ბიზნესს ეხება. ივნისის მეორე და მესამე დეკადაში მოსალოდნელია გააქტიურდეს საოჯახო პრობლემები, ყოფითი საკითხები თქვენგან ბევრ დროს, ენერგიას და რესურსებს მოითხოვენ, ეს კი გაგაღიაზიანებთ. საინტერესო პერიოდი აღმოჩნდება ზაფხულის მეორე ნახევარი, როდესაც არა მხოლოდ ძველი სასიყვარულო ურთიერთობების და საქმიანი კონტაქტების აღდგენის საშუალება მოგეცემათ, არამედ შეძლებთ სრულიად ახლებურად გაიაზროთ შექმნილი რეალობა და ახალი კავშირებიც დაამყაროთ. შემოდგომის დასაწყისში სიფრთხილის გამოჩენა მოგიწევთ, შეეცადეთ ჯანსაღად მიუდგეთ ყველა საეჭვო და სარისკო საკითხს, მნიშვნელოვანი ცვლილებები კი დიდი სიფრთხილით განახორციელოთ. კრიტიკულად გადახედოთ მიღწეულ შედეგებს და დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ. ეს დაგეხმარებათ წარსულის ნეგატიური გავლენისგან გათავისუფლებაში და განვითარების ახალ ეტაპზე ეფექტურად გასვლაში. დეკემბრის პირველი ნახევარი გარკვეულწილად კარმული იქნება, რადგან ეს პერიოდი გლობალურ ჭრილში დაგანახებთ 2013 წელს რამდენად სწორად გამოიყენეთ რესურსები და რამდენად მომგებიან პოზიციაში იმყოფებით.
  
ლომი
2013 წელს თქვენ წარმატებას მიაღწევთ, თუ გაიაზრებთ, რომ უფრო მომგებიანი პარტნიორებთან ერთად საქმის კეთება და კოლექტიური საქმიანობაა. ამის გაცნობიერების აუცილებლობა იანვრიდანვე დაგიდგებათ, ამიტომ, 2013 წელს საკუთარ თავს მისიად დააკისრეთ პარტნიორული ურთიერთობების აწყობა, ურთიერთობების განვითარება, თანამოაზრეებისა და თანამოკავშირეების მოძიება და მათთან საქმიანი თუ პირადი სახის ურთიერთობების აწყობა. წლის პირველ კვარტალში მოგიწევთ გვერდზე გადადოთ ის სწავლებები, მეთოდები თუ პრინციპები, რომლებმაც გასულ წელს წარმატება ვერ მოგიტანათ და მოგიწევთ ახალი მეთოდების მოძიება, ახალი ცოდნის შეძენა ან არსებულის გაღრმავება და დახვეწა. მხოლოდ ახალი ცოდნით შეიარაღებული შეძლებთ იმ გამოწვევებისთვის თავის გართმევას, რომელთა წინაშეც თქვენს ამ წელს დადგებით. აპრილის ბოლომდე შესაძლებლობა მოგეცემათ აქტიურად იმოქმედოთ, გადაჭრათ ის პრობლემები, რომელთა მოგვარება თქვენი დიდი ხნის ოცნება იყო, წაიწიოთ წინ და გაერკვეთ სადავო საკითხებში. მაისში და ივნისის პირველ ნახევარში საკუთარ საქმიანობაში გარკვეული ცვლილებების შეტანა მოგიწევთ, მოსალოდნელია ეს თქვენი პარტნიორების ან მეგობრების გამოც გააკეთოთ. მთლიანობაში წლის ნახევარში სერიოზული წარმატების მიღწევის შანსი გექნებათ. ზაფხული შედარებით პასიური პერიოდი იქნება, თუმცა ეს არ ეხება ივლისის ბოლოს და აგვისტოს პირველ ნახევარს, როდესაც თქვენში გაძლიერდება აქტიურობა, ამბიციურობა და მიზანსწრაფვა. დასვენებისთვის გამოიყენეთ ივნისი, ივლისის პირველი ნახევარი და აგვისტოს მეორე ნახევარი. შემოდგომით მოსალოდნელია ბევრი პროექტის წამოწყება მოგიწიოთ, რომელიც თქვენს საქმიანობას, სამსახურს, ბიზნესს ან ჰობის უკავშირდება. ეს განსაკუთრებით საგრძნობი გახდება ოქტომბრის პირველი დეკადიდან, როდესაც მიმდინარე პროცესებში თქვენი აქტიური ჩართვა აუცილებელი გახდება. შეეცადეთ, თამამად აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რადგან სწორედ ამ დროს მოსალოდნელია ახალი და საინტერესო პერსპექტივების გამოჩენა, პარტნიორული საქმიანობის დაწყება. თუ გამოიჩენთ ტაქტიანობასა და თანამშრომლობის ნიჭს, სერიოზულ წარმატებებს მიაღწევთ და გაიმყარებთ მატერიალურ მდგომარეობას. შემოდგომის ბოლო და ზამთრის დასაწყისი სასიკეთოა სასიყვარულო ურთიერთობების გარკვევა-დასტაბილურებისთვისა და ქორწინებისთვის, ასევე დარღვეული კავშირების აღდგენისთვის.

ქალწული
2013 წლის დასაწყისი თქვენთვის იმის ერთგვარი კატალიზატორი გახდება, თუ რამდენად მზად ხართ ახალი რეალობის აღქმისთვის და შემოთავაზებული ტემპისთვის ფეხის აწყობისთვის. თუ იგრძენით, რომ ყველაფერი კარგად მიდის, ეიფორიაში ნუ ჩავარდებით, რადგან 2013 წლის განმავლობაში მრავალი წინაღობის გადალახვა მოგიწევთ, რაც თქვენგან სერიოზულობას, გამჭრიახობას და "ჭკვიანურ გათვლებს" მოითხოვს. 2013 წლის განმავლობაში მოგიწევთ ბევრი "ღია" საკითხის დახურვა, გადადებული თუ დაუსრულებელი საქმეების დასრულება და მსგავსი საკითხებიც თქვენგან ბევრ დროსა და ენერგიას წაიღებენ. წლის პირველ კვარტალში მოსალოდნელია საინტერესო წინადადებები წამოვიდეს ასაკით ან თანამდებობით უფროსი ადამიანებისგან, მოსალოდნელია მოიპოვოთ მორალური ან ფინანსური მხარდაჭერაც. თებერვალსა და მარტში თავს საკუთარი წარსული შეგახსენებთ, არ არის გამორიცხული მოგიწიოთ დაშვებული შეცდომების გამოსწორება, თუ საჭირო გახდა ითხოვეთ პატიება და პირველმა გადადგით ნაბიჯი გართულებული ურთიერთობების დარეგულირებისკენ. წლის მეორე კვარტლის დასაწყისში, კონკრეტულად კი აპრილში თქვენ მოგიწევთ საკმაოდ სერიოზული წინაღობების გადალახვა, რაც დაკავშირებული იქნება სამსახურთან, ფინანსებთან და ბიზნესთან. აპრილსა და მაისში ნუ მიუდგებით საქმიან საკითხებს და ურთიერთობებს კრიტიკულად, პირიქით პარტნიორების, თანამშრომლების, კოლეგების თუ ოჯახის წევრების მიმართ მეტი გაგება და გულისხმიერება გამოიჩინეთ.  ივნისსა და ივლისის პირველი ნახევარში წარმატების მიღწევა რამდენადმე სათუო გახდება, ამიტომ, ეს პერიოდი დასვენებისთვის და ემოციური განტვირთვისთვის გამოიყენეთ, თუმცა სწორედ ამ დროს გაიზრდება ფლირტის, სასიყვარულო ურთიერთობებისა და ქორწინების ალბათობა. ზაფხულის მეორე ნახევარში შე    დარებით ენერგიული და აქტიური გახდებით, გამოავლეთ მეტ ინიციატივას, დაამყარებთ ახალ კავშირებს და ეს საშუალებ ას მოგცემთ სექტემბერი საკმაოდ მაჟორული ნოტით დაიწყოთ. შეეცადეთ მთელი შემოდგომა ორგანიზებული, კონცენტრირებული და შეუპოვარი იყოთ. შექმნილი წინაღობები და ყოფითი პრობლემები ნუ შეგაშინებთ. ნუ გადაუხვევთ საკუთარ გზას და შეეცადეთ ყოველდღე აკეთეთ ის საქმე, რომელიც გიყვართ და სიამოვნებას განიჭებთ. წლის ბოლოს მოერიდეთ ცხოვრებაში სერიოზულ ცვლილებების განხორციელებას და შეეცადეთ 2013 წელი მშვიდად და ზედმეტი გართულებების გარეშე დაასრულოთ.

სასწორი
2013 წელი თქვენთვის ახალი ეტაპის დასაწყისი გახდება. თქვენ გათავისუფლდებით   მომაბეზრებელი ვალდებულებებისგან თუ არაფრისმომტანი ურთიერთობებისგან, ეს მომავალი წარმატებული მოქმედებების დაწყების ძლიერი იმპულსი გახდება. იანვარში მოგიხდებათ პირადი თუ საქმიანი ურთიერთობების გარკვევა, რაც თქვენს გეგმებს პოზიტიურად წაადგება. თებერვლის პირველი ნახევარში მოიმატებს თქვენი აქტიურობა და მიზანსწრაფვა, რაც ბევრი საქმის შესრულების საშუალებას მოგცემთ. მარტსა და აპრილის დასაწყისში განვითარებული მოვლენები ახალი ცოდნის, გამოცდილების შეძენაში დაგეხმარებათ. საერთოდ მეორე კვარტალი სასიკეთო იქნება მფარველებთან, მეცენატებთან, სპონსორებთან ურთიერთობების, მორალური თუ მატერიალური მხარდაჭერის მოპოვებისთვის, პროტექციის მიღებისთვის. ამიტომ, მაქსიმალურად დაიხარჯეთ და შეეცადეთ, ყველა თქვენს მიზანს ბოლომდე მიჰყვეთ და დაწყებული საქმეები შუა გზაზე არ მიატოვოთ. თუ აპრილის ბოლოსა და მაისში დროის უკმარისობას იგრძნობთ, შეეცადეთ, შესასრულებელი საქმეები პრიორიტეტების მიხედვით დაალაგოთ და მათზე დრო მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე გამოჰყოთ. მაისში მოიმატებს თქვენი მომხიბვლელობა, შარმი, რაც თავის მხრივ გაზრდის ფლირტის, სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების, რომანტიკული საღამოების და ქორწინების ალბათობას. არ არის გამორიცხული ამ პერიოდში გაიცნოთ საინტერესო ადამიანი, რომელიც თქვენი კარგი მეგობარი გახდება. ზაფხულის პირველი ნახევარი შედარებით პასიური იქნება, თქვენთვის საჭირო გახდება მეტი კომფორტის და სიამოვნების მიღება, ამიტომ, ეს პერიოდი კარგი იქნება დასვენებისთვის და დროის მყუდროდ გატარებისთვის. თუმცა ზაფხულის მეორე ნახევარი უფრო შემოქმედებითად იქნება დატვირთული, რაც საშუალებას მოგცემთ საინტერესო და ორიგინალური იდეა მოიფიქროთ, თანამოაზრეებთან ერთად ახალ, საინტერესო პროექტებში ჩაებათ ან მომავლისთვის სამოქმედო გეგმები დასახოთ. ეს კარგი დროა საქმიანი შეხვედრებისთვის და მოლაპარაკებებისთვისაც. შემოდგომაზე ახალი ძალით დაიწყება პერსპექტიული პერიოდი, რომლის სასიკეთო გავლენას ჯერ კიდევ ზაფხულში იგრძნობთ. შემოდგომის მეორე ნახევარში მოსალოდნელია თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები დაიწყოს და ეს დაუკავშირდება სამსახურებრივ წინსვლას, ფინანსური შემოსავლების ზრდას, ოჯახური საკითხებში და საერთოდ ცხოვრებაში ჰარმონიის მიღწევას. ნოემბრის ბოლოსა და დეკემბერში მოსალოდნელია ახალი შემოთავაზებები მიიღოთ, თუმცა დათანხმების შემთხვევაში მუხლჩაუხრელი შრომა მოგიწევთ, რათა დასახულ მიზნებს მიაღწიოთ, ამის მიუხედავად შემოთავაზებულ წინადადებებსა თუ დახმარებებზე უარს ნუ იტყვით.

მორიელი
თუ თქვენ მზად ხართ საკუთარ თავში თუ ცხოვრებაში ბევრი რამის ფუნდამენტალურად
შეცვლისათვის, მაშინ 2013 წელი ამის საშუალებას მოგცემთ. ეს წელი დაგეხმარებათ რეალურად ბევრი რამ დაინახოთ, გაიაზროთ და გააცნობიეროთ.  ნუ დაუხრით ამ წელს თავს და შექმნილი წინაღობების გამო ხელებს ნუ ჩამოუშვებთ, იყავით ენერგიული, სიცოცხლის მოყვარული და პოზიტიური. სწორედ ასე უნდა დაიწყოთ 2013 წელი. წლის პირველი კვარტალი დაგეხმარებათ "ახალ რელსებზე" გადაეწყოთ, მოქმედებების ახალი გეგმები დასახოთ და არ არის გამორიცხული ახალი მოკავშირეებიც კი შეიძინოთ. იანვარ-თებერვალში უნდა შეძლოთ წინა წელს შექმნილი პრობლემების დარეგულირება, რათა წლის მეორე კვარტალში შექმნილ სასიკეთო პერსპექტივებს სრულიად მომზადებული შეხვდეთ. აპრილსა და მაისში გაწეული ძალისხმევა სასიკეთო შედეგებს წლის მეორე ნახევარში მოიტანს, ამიტომ, ნუ იგრძნობთ უკმაყოფილებას, თუ შედეგებს მაშინვე ვერ დაინახავთ. მაისის ბოლოს და ივნისში საშუალება მოგეცემათ საკუთარ საქმიანობაში ზოგიერთი რამ შეცვალოთ და კორექტირება შეიტანოთ, თუმცა ამ ცვლილებების დროს ნუ იქნებით ხისტი და ჯიუტი, მოუხმეთ დიპლომატიას და უფრო მეტს და რაც მთავარია იოლად მიაღწევთ.  ივნისის ბოლოსა და ივლისში იგრძნობთ ძალების მოზღვავებას, ამიტომ, კარგი იქნება თუ ამ დროს ენერგიას კონკრეტული პროექტებისკენ წარმართავთ, ეს ეხება ახალი ცოდნის შეძენას, საცხოვრებელი თუ სამუშაო ადგილის შეცვლას, იურიდიული საკითხების მოგვარებას და გრძელვადიანი პარტნიორული კავშირების დამყარებას. ზაფხულის ბოლოს გააქტიურდება საკმაოდ პერსპექტიული ტენდენციები, სადაც თქვენი პირდაპირი ჩართვა გახდება საჭირო. ამიტომ, შემოდგომიდან უკვე ბევრ საკითხზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და ინიციატივის გამოვლენა მოგიწევთ. მითუმეტეს, რომ სექტემბრის ბოლოდან თქვენს ცხოვრებაში კიდევ უფრო გააქტიურდება საქმიანი სფერო, სამსახურთან, საქმიან მოგზაურობასთან, მივლინებასთან, შეხვედრებთან და მოლაპარაკებებთან დაკავშირებული საკითხები. ოქტომბრის პირველი ნახევარი შედარებით პასიური იქნება, თუმცა ოქტომბრის ბოლოდან წლის ბოლომდე როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში მოვლენები საკმაოდ დინამიკურად განვითარდება და წარმატების მიღწევის მაღალი შანსი გექნებათ.

მშვილდოსანი
მთლიანობაში 2013 წელს და განსაკუთრებით მის პირველ ნახევარს მაინცა და მაინც პოზიტიურს ვერ დავარქმევთ, თუმცა თუ გონიერებას გამოიჩინეთ, ამასთან წარსულში დაშვებულ შეცდომებს გაითვალისწინებთ და მათი მომავალი განმეორებისგან გარკვეულწილად თავს დაიზღვევთ, მაშინ წლის პირველ კვარტალში 2012 წელთან შედარებით თქვენს მდგომარეობას შესამჩნევად გამოასწორებთ. იანვრიდანვე მოგიწევთ ყველა იმ საკითხზე ფიქრი და ზრუნვა, რომლებიც თქვენთვის გასული წლის ბოლოს აქტუალური იყოს - უპირველესად კი ეს იქნება ფინანსური მხარე. წლის პირველ კვარტალში თქვენს მცდელობებს გაზარდოს ფინანსური შემოსავლები, შესაძლოა პოზიტიური შედეგი მოჰყვეს, განსაკუთრებით თუ პარტნიორების და მეგობრების მხარდაჭერას მოიპოვებთ. მარის ბოლოს და აპრილის დასაწყისში თქვენი ენერგიულობა მკვეთრად მოიმატებს, ეს კი სასიკეთოდ აისახება როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაზე. გაგიჩნდებათ ახალი ინტერესები, იდეები, მისწრაფებები და შანსები. გააქტიურდება უძრავ ქონების ყიდვა-გაყიდვასთან, რემონტთან და ასევე მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე ახალი შანსები გაგიჩნდებათ მაისსა და ივნისში, თუმცა ეს უფრო ადრე წარმოშობილი პრობლემების მოგვარების პერსპექტივები იქნება. შეეცადეთ ამ პერიოდში წლის პირველ ნახევარში დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ და პრობლემური ურთიერთობები დაარეგულიროთ. მესამე კვარტლის დასაწყისში, კონკრეტულად კი ივლისში მნიშვნელოვანი გახდება საქმიან ინფორმაციის მიღება, მისი დამუშავება და გამოყენება. მოლაპარაკებების დროს ნუ იქნებით ხისტი და არადიპლომატიური, ეს ბევრ შანსს გაგაშვებინებთ ხელიდან. აგვისტო დასვენებისთვის გამოიყენეთ, ოღონდ ეს ნამდვილი დასვენება უნდა იყოს და არა ქალაქგარეთ ერთდღიანი გასეირნება. განიტვირთეთ და ამასთან შემოდგომაზე განსახორციელებელი გეგმებიც დასახეთ. შემოდგომის დასაწყისში გააქტიურდება სამსახურებრივი საკითხები და მოსალოდნელია გაგიჩნდეთ დაწინაურების, სარფიანი გარიგების ან ხელსაყრელი შეთანხმების შანსი. სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის ბოლოს ფინანსურ სფეროში ეკონომიურობის, ხოლო ურთიერთობების მოქნილების, ტაქტის და დიპლომატიურობის გამოჩენა მოგიწევთ, რათა პრობლემებს ფინანსებში და ურთიერთობებში თავი აარიდოთ. წლის ბოლოს კი მოსალოდნელია ბევრი რამისთვის სხვა თვალით შეხედვამ მოგიწიოთ. მიუხედავად თქვენს ცხოვრებაში შექმნილი რეალობისა, მზად უნდა იყოთ მისი მიღებისთვის და შექმნილ გარემოებებზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებისთვის.

თხის რქა

თქვენთვის წლის 2013 წელი არ იქნება ისეთივე პოზიტიური და სასიკეთო, როგორც გასული წელი, ეს განსაკუთრებით მის მეორე ნახევარზე შეიძლება ითქვას, ამიტომ, პირველი და მეორე კვარტალი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ, რომ წლის მეორე ნახევარში რისკზე წასვლა და იძულებითი ცვლილებების განხორციელებამ არ მოგიწიოთ. იანვარსა და თებერვალში მნიშვნელოვანი იქნება ოჯახური საკითხები და ამიტომ, შეეცადეთ, რომ ოჯახის წევრების და ასევე ასევე მეგობრების და პარტნიორების მიმართ გულისხმიერი და თბილი იყოთ. წლის პირველ კვარტალში არა მხოლოდ თქვენ დაეხმარებით სხვებს, არამედ მათი დახმარებაც დაგჭირდებათ, ამიტომ, უახლოესი ადამიანების რჩევებს და დარიგებებს ყურადღებით მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ. მარტის ბოლოს და აპრილში ცხადი გახდება, თუ რამდენად რეალურ გეგმები გაგაჩნიათ და რამდენად კონკრეტულ პროექტები გაქვთ წამოწყებული, ამიტომ, ამ პერიოდში შექმნილ კრიზისების საფუძვლიანი ანალიზი მოახდინეთ. მაისში საერთო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოსწორდება და გაგიჩნდებათ პოზიტიური ცვლილებების შანსი როგორც ფინანსებში, ისე სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობებში. ივნისი და ივლისის მეორე ნახევარი შედარებით მეტ ყურადღებას ითხოვს, ამ პერიოდში დაქვეითდება თქვენი ტონუსი და დაბლა დაიწევს თქვენი ენერგეტიკა, ამიტომ, ნუ გადაიღლებით, ნუ წამოიწყებთ საეჭვო და ავანტიურისტულ მოქმედებს, ნუ მოაწერთ ხელს იმ საბუთებს, რომლებიც ფიზიკურ-მატერიალურ პლანში არაფერს გაძლევენ. გამოიყენეთ ეს დრო დასვენებისთვის. აგვისტოს ბოლოს და სექტემბერში გააქტიურდებით და საშუალება მოგეცემათ ახალი საქმეები წამოიწყოთ ან ძველ საქმიანობაში პოზიტიური ცვლილებები განახორციელოთ, თუმცა ყველა ცვლილება თქვენგან უდიდეს შრომისმოყვარეობას, ორგანიზებულობასა და წინაღობების გეგმაზომიერად გადალახვის უნარს მოითხოვს. სექტემბრის ბოლოს და ოქტომბერში მოსალოდნელია მიაღწიოთ სასურველ შეთანხმებებს, გააფორმოთ ხელშეკრულება ან გაემგზავროთ უცხოეთში. თუმცა ამ პერიოდში მოერიდეთ ფულის სესხება-გასესხებას, ხოლო კომერციული გარიგებების დროს ყველა საკითხი იურისტთან შეათანხმეთ, რადგან გაზრდილი იქნება შეცდომების დაშვების ალბათობა. შედარებით პოზიტიური იქნება ნოემბრის პირველი ნახევარი და ასევე დეკემბრის მეორე ნახევარი, ამიტომ, თქვენთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები სწორედ ამ დროს დაგეგმეთ.

მერწყული

2013 წელი მთლიანობაში თქვენ საშუალებას მოგცემთ განსხვავებულად და რაც მთავარია უფრო ეფექტურად წარმოაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები. წლის პირველი ნახევარში გაგიჩნდებათ იმ ყველაფრის მთლიანად ან ნაწილობრივ შეცლის შანსი, რაც თქვენს უკმაყოფილებას იწვევს. თუ თქვენ იანვრიდანვე მტკიცედ და ორგანიზებულად დაიწყებთ იმ საკითხებზე და ამოცანებზე მუშაობას, რომლის გადაჭრასაც 2013 წელს აპირებთ, მაშინ უკვე თებერვლის ბოლოს და მარტის პირველ ნახევარში პირველ შედეგებს დაინახავთ. მარტის ბოლოს და აპრილის პირველ დეკადაში წინდახედულება და სიფრთხილე გამოიჩინეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას. აპრილის ბოლოსა და მაისის პირველი ნახევარში ყურადღება გაამახვილეთ უახლოესი ადამიანებისგან წამოსულ საქმიან წინადადებასა და შემოთავაზებაზე. მითუმეტეს, რომ მოსალოდნელია ამ ყველაფერზე წინასწარ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ, ეს კი სასურველი ცვლილების განხორციელების შანსს ერთი-ორად გაზრდის. მაისის მესამე დეკადაში მომხდარ ცვლილებებს ძალიან მნიშვნელობა ექნება, რადგან დიდ წილად მათზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება წლის მეორე ნახევარში მოვლენები, ამიტომ, წინდახედულად იმოქმედეთ. ივნისში გააქტიურდება სამსახურებრივი და კარიერული საკითხები, შესაძლოა, მოგიხდეთ საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები, რომლებიც ისევ და ისევ სამსახურებრივ საკითხებთან იქნება დაკავშირებული. ივლისში კარგი იქნება დასვენება, ამიტომ, შეეცადეთ, რომ მცირე ხნით საქმეები გვერდზე გადადოთ და დრო საკუთარ თავს მიუძღვნათ. აგვისტოს პირველი შედარებით პასიური იქნება, თუმცა აგვისტოს ბოლოს სიფრთხილე გამოიჩინეთ, განსაკუთრებით მგზავრობის დროს, გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას. სექტემბერში მოგიწევთ საქმიანი ურთიერთობების და კავშირების გადასინჯვა, მოსალოდნელია მოგიწიოთ საქმიანი შეთანხმებები ან ხელშეკრულებების გაფორმება. სექტემბრის ბოლოს და ოქტომბერში განვითარებული მოვლენები თქვენი მხრიდან სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვენ, რათა არა მხოლოდ გადალახოთ შექმნილი სამსახურებრივი წინაღობები და მოაგვაროთ მოულოდნელად გაჩენილი პრობლემები, არამედ შეინარჩუნოთ ემოციური სიმშვიდე და ამას მტკიცე ნერვების ხარჯზე მიაღწევთ. ნოემბერი მიუძღვენით წვრილმანი საკითხების მოგვარებას, ერთი შეხედვით უმნიშვნელო პრობლემების გადაჭრას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა წლის ბოლოს მოსალოდნელ პოზიტიურ ცვლილებებს ზედმეტი წვრილმანებისგან თავისუფალი შეხვდეთ. 

თევზები
2013 წელი პერსპექტივების და ცვლილებების კუთხით შეიძლება ითქვას, ორ ნაწილად
იქნება გაყოფილი - წლის პირველი ნახევარი უფრო პოზიტიური იქნება ოჯახთან, ოჯახურ საკითხებთან, ოჯახის შექმნასთან, ბავშვებთან, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის. წლის მეორე ნახევარი კი უფრო ხელსაყრელი სამსახურებრივი წინსვლისთვის, სამსახურში და კარიერაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებისთვის, ბიზნესისთვის, ფინანსური შემოსავლების გაზრდისთვის და მსგავსი საკითხების გადაწყვეტისთვის იქნება ხელსაყრელი. იანვრიდან მარტის ჩათვლით მოსალოდნელია შეიცვალოთ სოციალური სტატუსი, წამოიწყოთ სახლში რემონტი, გქონდეთ ახალი შენაძენები, მოკლედ შეიტანოთ საინტერესო სიახლეები თქვენს პირად და ოჯახურ ცხოვრებაში. ეს თქვენს ცხოვრების უფრო მრავალფეროვანს, პოზიტიურს და ხალისიანს გახდის. აპრილის მეორე ნახევარში და მაისის პირველ ნახევარში თქვენი გამოუცნობი ხასიათი და ჰუმანიზმი მაგნიტივით მიიზიდავს საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს, ამიტომ, ამ დროს მოიმატებს ფლირტის, სასიყვარულო ურთიერთობების და ქორწინების ალბათობა. ეს პერიოდი ასევე პოზიტიური იქნება მცირე ხნით დასვენებისთვის, დაძაბული სამუშაო რეჟიმიდან მცირე ხნით გათავისუფლებისთვის და რელაქსაციისთვის. ეს არა მხოლოდ დასვენების საშუალებას მოგცემთ, არამედ თქვენს გონებრივ მონაცემებზე და წარმოსახვაზე სასიკეთოდ იმოქმედებს, ეს კი მომავლის უკეთესად დაგეგმარებაში და საჭირო ცვლილებების განხორციელებაში დაგეხმარებათ. ივნისი და ივლისი საკმაოდ კარგი პერიოდია ახალი საქმეების, მათ შორის ბიზნესის წამოწყებისთვის, ასევე ახალი შემოქმედებითი გაერთიანების შექმნისთვის, სამსახურში ცვლილებების განხორციელებისთვის. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ წარმატებების მოპოვებისთვის საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების ზუსტი შესრულება მოგეთხოვებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში აგვისტოს მეორე ნახევარში და სექტემბრის პირველი ნახევარში სასიკეთო მომენტები შესაძლოა, უსიამოვნო მოვლენებმა, კრიზისებმა და საქმიანი ურთიერთობების მოულოდნელმა გაწყვეტამაც კი შეცვალოს. დასვენებისთვის შეგიძლიათ სწორედ აგვისტო და სექტემბრის პირველი ნახევარი გამოიყენოთ. ოქტომბერში და ნოემბრის პირველ დეკადაში მოიმატებს მოგზაურობის ალბათობა, მოსალოდნელია პირადი თუ საქმიანი ცხოვრების გამო ესტუმროთ თქვენთვის საინტერესო ადგილებს. ნოემბრის ბოლო და დეკემბრის პირველი ნახევარი ხელსაყრელი იქნება სხვა და სხვა ტიპის გადანაცვლებებისთვის, ურთიერთობებში თუ პროექტებში ახალი იმპულსების შეტანისთვის და სამსახურებრივი ცვლილებისთვის.

2 comments:

  1. gmadlob tevebis tendenciebis gaziarbistavis :)
    imedia martla iseti kargi celi ikneba rogorc cer :)

    ReplyDelete
  2. 2014 is horoscopebs velodebi moutmenlad:)

    ReplyDelete