1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ნუმეროლოგიური ჰოროსკოპი (პირადი ნუმეროლოგური მატრიცის გამოთვლა, ბედნიერი ციფრებისა და რიცხვების დადგენა, ორი ადამიანის ნუმეროლოგიური შეთავსება).
======================================================================================================
სწრაფად და იაფად: Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება ევროპული და ინდური მეთოდებით.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 26, 2012

2013 წელს პლანეტა იუპიტერის ზოგადი გავლენა

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

2013 წელს სოციალური გარდაქმნების, ცვლილებების, წარმატებისა და გამარჯვების მომტანი პლანეტა იუპიტერი ტყუპის და კირჩხიბის ნიშნებში იმოძრავებს.
იუპიტერი ტყუპის ზოდიაქოში 2013 წლის დასაწყისიდან 26 ივნისამდე იმოძრავებს და აქედან გამომდინარე ამ პერიოდში გამარჯვებას კომუნიკაბელურობა, სწრაფი აზროვნებისა და კოორდინაცის უნარი, ურთიერთობებში ინიციატივის გამოვლენა, ინფორმაციის სწრაფად მოპოვება, ეფექტურად დამუშავება და დროულად გადაცემა მოიტანს.
წლის პირველი ნახევრისთვის სასიკეთო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც იოლად შეუძლიათ ურთიერთობებში შესვლა და კავშირების დამყარება. ეს კარგი დროა ახალი პარტნიორების მოძიებისთვის, ადრე დაწყებულ პარტნიორობთან ურთიერთობებში ახალი იმპულსების შეთანისთვის. თუმცა საჭირო იქნება დაწყებული საქმეების დასრულება, რადგან მაღალი იქნება იმის ალბათობა, რომ ბევრი საქმის ერთდროულად დაწყება მოხდეს, თუმცა შემდგომში მათი ბოლომდე დასრულება კი შეფერხდეს, ამიტომ, სჯობს იმდენი საქმე იქნას დაწყებული, რომ მათი წარმატებით დასრულებისთვის ენერგია და რესურსები ყველას ეყოს.
26 ივნისს შემდგომ იუპიტერი კირჩხიბის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და 2013 წლის ბოლომდე იქ დარჩება. იუპიტერი კირჩხიბის ზოდიაქოში ეგზალტირებულ მდგომარეობაშია, ამიტომ მისი კოსმობიოლოგიური გამოვლენა საკმაოდ პოზიტიური იქნება. ამ დროს მოსალოდნელია საკმაოდ პოზიტიური ცვლილებები რაც უკავშირდება ქვეყანაში ტრადიციების აღდგენას, ტრადიციებთან დაკავშირებული კანონების მიღებას და მასთან დაკავშირებით პოზიტიური კუთხით სახელმწიფობრივ ჩარევას.
წლის მეორე ნახევარში მოიმატებს დაოჯახების ალბათობაც, რადგან როგორც წესი კირჩხიბის ზოდიაქო უკავშირდება ოჯახურ საკითხებსა და ურთიერთობებს. ეს პერიოდი ასევე პოზიტიური იქნება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. მათ შორის ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება-დაქირავება, დაგირავება-გაგირავება, რემონტი და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. პოზიტიური იქნება იპოტეკით დატვირთული და დაყადებული უძრავი ქონების `გამოხსნა~. მითუმეტეს, რომ 2013 წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია პოზიტიური ძვრები მოხდეს შეჩერებულ და პრობლემურ მშენებლობებთან დაკავშირებით.
ეს სასურველია მოხერხდეს 8 ნოემბრამდე, რადგან სწორედ ამ პერიოდში იუპიტერი ასტროლოგიური თვალსაზრისით რეტროგრადულად (უკან) დაიწყებს მოძრაობს და დროს მოხდება იუპიტერის ასტროლოგიური ფუნქციის კარმული გამოვლენა: ადამიანებს ზედმეტი ემოციები ხელს შეუშლის, ამიტომ, სასურველია ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას. საჭიროა მეტი გულისხმიერებისა და ურთიერთგაგების გამოჩენა ოჯახის წევრების მიმართ.
წლის პირველი ნახევარი შედარებით პოზიტიური იქნება ჰაერის სტიქიის ნიშნების _ ტყუპის (განსაკუთრებით), სასწორის და მერწყულის ნიშნით, ხოლო წლის მეორე ნახევარი კი წყლის სტიქიის ნიშნების - კირჩხიბის (განსაკუთრებით), მორიელის და თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის.

2013 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის



© geoastrolog (რამაზ გიგაური)

 ვერძი
2013 წელს აქტიურად დაიწყებთ და მთელი იანვარი და თებერვალი მოგიწევთ წინა წელს 
დაწყებული საქმეების დასრულება ან მათი სტაბილურ ფორმებში გადაყვანა. ამ პერიოდში წარმატებას ორიგინალური და არაორდინალური მიდგომით მიაღწევთ, ამიტომ, ნუ ჩაიციკლებით მოძველებულ მეთოდებსა თუ პრინციპებზე. დახმარებას მიიღებთ მეგობრებიდან და თანამოაზრეებიდან, მითუმეტეს, რომ მოსალოდნელია ახალი მოკავშირეები მოძებნოთ. საერთოდ 2013 წლის პირველი კვარტალი თქვენ ბევრ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, რამდენად სწორად მოქმედებთ და რამდენად გაქვთ წარმატების მიღწევის შანსი. თებერვალსა და მარტის პირველი დეკადაში თქვენი დახმარება სხვა ადამიანებს დასჭირდებათ. 12 მარტიდან დაიწყება თქვენთვის აქტიური პერიოდი და შეეცადეთ, სამსახურებრივი საკითხების მოგვარება ამ პერიოდიდან დაიწყოთ. აპრილის მესამე დეკადიდან თქვენი მოქმედებები უფრო ნელი, თუმცა გაცილებით მიზანსწრაფული და მეთოდური გახდება. მოსალოდნელია აპრილსა და მაისში წარმატებას მიაღწიოთ ფინანსურ საკითხებში. მაისის ბოლოს და ივნისში მოიმატებს თქვენი კომუნიკაბელურობა და ურთიერთობების ხარისხი. ამ პერიოდში გაიზრდება როგორც საქმიანი კავშირების დამყარების, ისე სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებისა და ქორწინების ალბათობა. ივლისის მეორე ნახევრიდან გააქტიურდება ოჯახური და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები _  სამსახურზე და კარიერაზე ზედმეტი ზრუნვის გამო მოსალოდნელია ოჯახის წევრები ყურადღების მიღმა დაგრჩეთ. ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დაიკლებს თქვენი ენერგეტიკა, ამიტომ, ამ დროს ნუ გადაიღლებით. კარგი იქნება თუ დაისვენებთ და ფიზიკურ ძალებს აღიდგენთ. შემოდგომა გაცილებით შემოქმედებითი და საინტერესო იქნება. მოიმატებს უცხოეთში მოგზაურობის, სწავლის დაწყების, საინტერესო ადამიანების გაცნობის, ახალი პარტნიორების შეძენის ალბათობა. ეს გასტანს ოქტომბრის მეორე ნახევრამდე. ოქტომბრის ბოლოდან თქვენ უფრო ყურადღებიანი და ამასთან კრიტიკული გახდებით, მოიმატებს დაპირისპირებების და კონფლიქტების ალბათობა, ამიტომ, ნუ აჰყვებით თქვენს წინააღმდეგ გავრცელებულ ჭორებსა და პროვოკაციებს. ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბერში მოერიდეთ რისკზე წასვლას, განსაკუთრებით ფინანსებში და ბიზნესში. დეკემბერში წარმატებას პარტნიორებთან ერთად მიაღწევთ, ამიტომ მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას და შეეცადეთ, მნიშვნელოვანი საკითხები სწორედ პარტნიორებთან ერთად მიიღოთ.

კურო
თქვენთვის 2013 წელი ადრე განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის პერიოდი იქნება. იანვრიდანვე ახალი მიმართულებებით ნაბიჯები გაბედულად გადადგით, გამოავლინეთ ინიციატივა, გამოამჟღავნეთ შემოქმედებითი პოტენციალი, აქტიურად და დამოუკიდებლად იმოქმედეთ. შეეცადეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება იანვარშივე შეძლოთ, მითუმეტეს, რომ ამ დროს წარმატების მიღწევის ალბათობა საკმაოდ მაღალი იქნება. თებერვალი შედარებით პასიური თვე იქნება. ამ დროს ურთიერთობებში ნუ იქნებით ჯიუტი და ხისტი, რათა კონფლიქტური სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. სასიკეთო აღმოჩნდება მარტის პირველი ნახევარი, ასევე წლის მეორე კვარტალი მთლიანად (გამონაკლისი აპრილის პირველი ნახევარი იქნება). ასე, რომ მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში მეტი ყურადღება და თავშეკავება გამოიჩინეთ, განსაკუთრებით ფინანსური ოპერაციების და კომერციული გარიგებების დროს. ასევე ყურადღება გმართებთ აპრილის ბოლოს, რადგან ეს თქვენთვის კარმული იქნება და მოსალოდნელია გააქტიურდეს წარსულში დაშვებული შეცდომები. მაისი და ივნისი შედარებით პოზიტიური იქნება, გააქტიურდება რემონტთან, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან, ასევე დასვენებასთან და მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხები. ივლისში მოსალოდნელია გააქტიურდეს ოჯახური საკითხები, თქვენი დახმარება დასჭირდებათ ოჯახის წევრებს, ნათესავებს და მეგობრებსაც კი, ამიტომ, ამ პერიოდში ყურადღებიანი და გულისხმიერი იყავით. თუ თქვენი გული თავისუფალია, ივლისის ბოლოს და აგვისტოში მოსალოდნელია რომანტიკულ ურთიერთობები გააბათ. თუმცა სასიყვარულო ურთიერთობებში ფრთხილად იმოქმედეთ და უკვე არსებულ კავშირებს ადვილად ნუ დაარღვევთ. აგვისტოს ბოლოს და სექტემბერში გაგიჩნდებათ ახალი ვალდებულებები და მოგიწევთ გარკვეული პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაც, რაც დაკავშირებული იქნება სწავლის გაგრძელებასთან, კვალიფიკაციის ამაღლებასთან და ახალ სამსახურთან. მოსალოდნელია ამ პერიოდში გავლენიანი ადამიანების დახმარება მიიღოთ. შემოდგომის პირველ ნახევარში ცხოვრებაში მეტი კომფორტის შექმნის სურვილი გაგიჩნდებათ, თუმცა ამის გამო ნუ გაზრდის ფინანსურ გასავლებს. ოქტომბერსა და ნოემბრის პირველ დეკადაში მოგიწევთ გარკვეულ უსამართლობასთან ბრძოლა და ამის გამო თქვენს საქმიან თუ პირად ურთიერთობებს გადახედოთ და მათში გარკვეული ცვლილებები შეიტანოთ. წლის ბოლოს შეეცადეთ, რომ კონცენტრირებული და ორგანიზებული იყოთ, რადგან ეს საქმიანი პერიოდი იქნება და რამდენად ეფექტურად გამოიყენებთ მას, იმდენად წარმატებულად დაიწყებთ 2014 წელს.

ტყუპი
2013 წლის პირველი თქვენთვის მეტად სასიკეთო აღმოჩნდება, ამიტომ, შეეცადეთ, რომ ყველა თქვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენა სწორედ ამ დროს განახორციელოთ. დაიწყეთ წელი აქტიურად, თუმცა რეალური შედეგების მიღება უფრო თებერვალშია მოსალოდნელი. მანამდე კი წინა წლიდან "გადმოყოლილი" პრობლემების მოგვარება მოგიხდებათ, განსაკუთრებით ეს იქნება სამსახურთან, ფინანსურ შემოსავლებთან და ასევე ვალებთან დაკავშირებული საკითხები. თუ ამ ყველაფერს თავს იოლად გაართმევთ, მაშინ თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში უკვე წარმატების მიღწევა რეალური გახდება. მთლიანობაში მეტი პრაქტიკულობისა და პრაგმატულობის გამოჩენა გმართებთ, ამასთან, ნუ დაიწყებთ ბევრი საქმის ერთდროულად კეთებას, შეეცადეთ, რასაც დაიწყებთ ბოლომდე მიიყვანოთ. აპრილის მეორე ნახევრიდან თქვენ შედარებით გააქტიურდებით, ამ პერიოდში მოსალოდნელია ახალი იდეების გაჩენა, ახალი კავშირების დამყარება. არ არის გამორიცხული გააქტიურდეს სპორტთან, გასამხედროებულ ნაწილებთან ან იურისპრუდენციასთან დაკავშირებული საკითხები. ამ პერიოდში ნუ გასცემთ დაპირებებებს და ასევე მეტი ყურადღება გამოიჩინეთ საბუთების გაფორმებისას. საერთოდ პირველი კვარტლის დასასრული და მეორე კვარტლის დასასრული მსხვილი პროექტებისთვის დაწყებისთვის შედარებIთ ჰარმონიული პერიოდი იქნება. არ არის გამორიცხული აპრილში ან მაისში მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამაც. ამავე პერიოდში მოიმატებს თქვენი ოცნებებისთვის ხორცის შესხმის ალბათობა. ეს პოზიტიური პერიოდი ივნისის პირველი ნახევრის ჩათვლის გაგრძელდება. ივლისის მეორე ნახევარი და აგვისტო პოზიტიური იქნება განმარტოვებისთვის, საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის, დასვენებისთვის, განტვირთვისთვის და ასევე პიროვნული თვისებების თუ უნარების განვითარებისთვის. ზაფხულის პერიოდში თქვენში გაძლიერება შემოქმედებითობა, ეს კარგი დრო იქნება ხელოვნებაში მოღვაწეობისთვის, მოგზაურობისთვის და ახალი შთაბეჭდილებების მიღებისთვის. სექტემბრის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ახალი საქმიანი ურთიერთობების დაწყება და ახალი კონტაქტების დამყარება, რომელიც დადებითად აისახება თქვენს სამსახურებრივ საქმეებზე თუ ფინანსურ მდგომარეობაზე. სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში თქვენს გაგიჩნდებათ ცხოვრებაში ახალი ცვლილებების შეტანის შანსი, ამიტომ, აქტიურად იმოქმედეთ, რადგან ამ პერიოდში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები თქვენს ცხოვრებას დიდწილად უკეთესობისკენ შეცვლიან. მეოთხე კვარტალში შედარებით პოზიტიური დეკემბერი იქნება და ამ დროს შეძლებთ ნოემბერში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას და მოსალოდნელია საზოგადოებრივი ან პოლიტიკური მოღვაწეობის ამბიციაც კი გაგიჩნდეთ.

კირჩხიბი

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ შედარებით პოზიტიური 2013 წლის მეორე ნახევარი გამოდგება, თუმცა თუ წლის პირველ ნახევარში თავს ვერ გაართმევთ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობებს, მაშინ წარმატების იმედი ნაკლებად უნდა გქონდეთ. მთლიანობაში 2013 წელი თქვენთვის პროფესიული ზრდის, განვითარების და წინსვლის პერიოდი იქნება. თუ არ იქნებით შეზღუდული, დაკომპლექსებული, გაუბედავი, ამასთან თამამად იმოქმედებთ და საჭირო დროს გარისკავთ კიდეც, მაშინ მოსალოდნელია რომ პირველივე კვარტალში თქვენ საკუთარ ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების განხორციელების შანსი გაგიჩნდებათ. იანვარსა და თებერვალში ურთიერთობა მოგიწევთ სხვადასხვა პროფესიის, კულტურისა და მსოფლმხედველობის ადამიანებთან - ეს შეხვედრები უმეტეს შემთხვევაში სასარგებლო და სარფიანი აღმოჩნდება. თებერვლის მესამე დეკადიდან აპრილის ჩათვლით თქვენთვის პირველ ადგილზე სამუშაო იქნება. სხვა და სხვა მიმართულებით ბევრი იდეის განხორციელება მოგიწევთ და ეს სამუშაო პროცესები თქვენთვის არა მხოლოდ საინტერესო, არამედ ფინანსურად მომგებიანი აღმოჩნდება. მაისის დასაწყისში შექმნილ პრობლემებს მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისშივე იოლად გადაჭრით, განსაკუთრებით ეს ოჯახურ ცხოვრებას, უძრავ ქონებას, ფინანსურ გაუგებრობებს და ბიზნესს ეხება. ივნისის მეორე და მესამე დეკადაში მოსალოდნელია გააქტიურდეს საოჯახო პრობლემები, ყოფითი საკითხები თქვენგან ბევრ დროს, ენერგიას და რესურსებს მოითხოვენ, ეს კი გაგაღიაზიანებთ. საინტერესო პერიოდი აღმოჩნდება ზაფხულის მეორე ნახევარი, როდესაც არა მხოლოდ ძველი სასიყვარულო ურთიერთობების და საქმიანი კონტაქტების აღდგენის საშუალება მოგეცემათ, არამედ შეძლებთ სრულიად ახლებურად გაიაზროთ შექმნილი რეალობა და ახალი კავშირებიც დაამყაროთ. შემოდგომის დასაწყისში სიფრთხილის გამოჩენა მოგიწევთ, შეეცადეთ ჯანსაღად მიუდგეთ ყველა საეჭვო და სარისკო საკითხს, მნიშვნელოვანი ცვლილებები კი დიდი სიფრთხილით განახორციელოთ. კრიტიკულად გადახედოთ მიღწეულ შედეგებს და დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ. ეს დაგეხმარებათ წარსულის ნეგატიური გავლენისგან გათავისუფლებაში და განვითარების ახალ ეტაპზე ეფექტურად გასვლაში. დეკემბრის პირველი ნახევარი გარკვეულწილად კარმული იქნება, რადგან ეს პერიოდი გლობალურ ჭრილში დაგანახებთ 2013 წელს რამდენად სწორად გამოიყენეთ რესურსები და რამდენად მომგებიან პოზიციაში იმყოფებით.
  
ლომი
2013 წელს თქვენ წარმატებას მიაღწევთ, თუ გაიაზრებთ, რომ უფრო მომგებიანი პარტნიორებთან ერთად საქმის კეთება და კოლექტიური საქმიანობაა. ამის გაცნობიერების აუცილებლობა იანვრიდანვე დაგიდგებათ, ამიტომ, 2013 წელს საკუთარ თავს მისიად დააკისრეთ პარტნიორული ურთიერთობების აწყობა, ურთიერთობების განვითარება, თანამოაზრეებისა და თანამოკავშირეების მოძიება და მათთან საქმიანი თუ პირადი სახის ურთიერთობების აწყობა. წლის პირველ კვარტალში მოგიწევთ გვერდზე გადადოთ ის სწავლებები, მეთოდები თუ პრინციპები, რომლებმაც გასულ წელს წარმატება ვერ მოგიტანათ და მოგიწევთ ახალი მეთოდების მოძიება, ახალი ცოდნის შეძენა ან არსებულის გაღრმავება და დახვეწა. მხოლოდ ახალი ცოდნით შეიარაღებული შეძლებთ იმ გამოწვევებისთვის თავის გართმევას, რომელთა წინაშეც თქვენს ამ წელს დადგებით. აპრილის ბოლომდე შესაძლებლობა მოგეცემათ აქტიურად იმოქმედოთ, გადაჭრათ ის პრობლემები, რომელთა მოგვარება თქვენი დიდი ხნის ოცნება იყო, წაიწიოთ წინ და გაერკვეთ სადავო საკითხებში. მაისში და ივნისის პირველ ნახევარში საკუთარ საქმიანობაში გარკვეული ცვლილებების შეტანა მოგიწევთ, მოსალოდნელია ეს თქვენი პარტნიორების ან მეგობრების გამოც გააკეთოთ. მთლიანობაში წლის ნახევარში სერიოზული წარმატების მიღწევის შანსი გექნებათ. ზაფხული შედარებით პასიური პერიოდი იქნება, თუმცა ეს არ ეხება ივლისის ბოლოს და აგვისტოს პირველ ნახევარს, როდესაც თქვენში გაძლიერდება აქტიურობა, ამბიციურობა და მიზანსწრაფვა. დასვენებისთვის გამოიყენეთ ივნისი, ივლისის პირველი ნახევარი და აგვისტოს მეორე ნახევარი. შემოდგომით მოსალოდნელია ბევრი პროექტის წამოწყება მოგიწიოთ, რომელიც თქვენს საქმიანობას, სამსახურს, ბიზნესს ან ჰობის უკავშირდება. ეს განსაკუთრებით საგრძნობი გახდება ოქტომბრის პირველი დეკადიდან, როდესაც მიმდინარე პროცესებში თქვენი აქტიური ჩართვა აუცილებელი გახდება. შეეცადეთ, თამამად აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რადგან სწორედ ამ დროს მოსალოდნელია ახალი და საინტერესო პერსპექტივების გამოჩენა, პარტნიორული საქმიანობის დაწყება. თუ გამოიჩენთ ტაქტიანობასა და თანამშრომლობის ნიჭს, სერიოზულ წარმატებებს მიაღწევთ და გაიმყარებთ მატერიალურ მდგომარეობას. შემოდგომის ბოლო და ზამთრის დასაწყისი სასიკეთოა სასიყვარულო ურთიერთობების გარკვევა-დასტაბილურებისთვისა და ქორწინებისთვის, ასევე დარღვეული კავშირების აღდგენისთვის.

ქალწული
2013 წლის დასაწყისი თქვენთვის იმის ერთგვარი კატალიზატორი გახდება, თუ რამდენად მზად ხართ ახალი რეალობის აღქმისთვის და შემოთავაზებული ტემპისთვის ფეხის აწყობისთვის. თუ იგრძენით, რომ ყველაფერი კარგად მიდის, ეიფორიაში ნუ ჩავარდებით, რადგან 2013 წლის განმავლობაში მრავალი წინაღობის გადალახვა მოგიწევთ, რაც თქვენგან სერიოზულობას, გამჭრიახობას და "ჭკვიანურ გათვლებს" მოითხოვს. 2013 წლის განმავლობაში მოგიწევთ ბევრი "ღია" საკითხის დახურვა, გადადებული თუ დაუსრულებელი საქმეების დასრულება და მსგავსი საკითხებიც თქვენგან ბევრ დროსა და ენერგიას წაიღებენ. წლის პირველ კვარტალში მოსალოდნელია საინტერესო წინადადებები წამოვიდეს ასაკით ან თანამდებობით უფროსი ადამიანებისგან, მოსალოდნელია მოიპოვოთ მორალური ან ფინანსური მხარდაჭერაც. თებერვალსა და მარტში თავს საკუთარი წარსული შეგახსენებთ, არ არის გამორიცხული მოგიწიოთ დაშვებული შეცდომების გამოსწორება, თუ საჭირო გახდა ითხოვეთ პატიება და პირველმა გადადგით ნაბიჯი გართულებული ურთიერთობების დარეგულირებისკენ. წლის მეორე კვარტლის დასაწყისში, კონკრეტულად კი აპრილში თქვენ მოგიწევთ საკმაოდ სერიოზული წინაღობების გადალახვა, რაც დაკავშირებული იქნება სამსახურთან, ფინანსებთან და ბიზნესთან. აპრილსა და მაისში ნუ მიუდგებით საქმიან საკითხებს და ურთიერთობებს კრიტიკულად, პირიქით პარტნიორების, თანამშრომლების, კოლეგების თუ ოჯახის წევრების მიმართ მეტი გაგება და გულისხმიერება გამოიჩინეთ.  ივნისსა და ივლისის პირველი ნახევარში წარმატების მიღწევა რამდენადმე სათუო გახდება, ამიტომ, ეს პერიოდი დასვენებისთვის და ემოციური განტვირთვისთვის გამოიყენეთ, თუმცა სწორედ ამ დროს გაიზრდება ფლირტის, სასიყვარულო ურთიერთობებისა და ქორწინების ალბათობა. ზაფხულის მეორე ნახევარში შე    დარებით ენერგიული და აქტიური გახდებით, გამოავლეთ მეტ ინიციატივას, დაამყარებთ ახალ კავშირებს და ეს საშუალებ ას მოგცემთ სექტემბერი საკმაოდ მაჟორული ნოტით დაიწყოთ. შეეცადეთ მთელი შემოდგომა ორგანიზებული, კონცენტრირებული და შეუპოვარი იყოთ. შექმნილი წინაღობები და ყოფითი პრობლემები ნუ შეგაშინებთ. ნუ გადაუხვევთ საკუთარ გზას და შეეცადეთ ყოველდღე აკეთეთ ის საქმე, რომელიც გიყვართ და სიამოვნებას განიჭებთ. წლის ბოლოს მოერიდეთ ცხოვრებაში სერიოზულ ცვლილებების განხორციელებას და შეეცადეთ 2013 წელი მშვიდად და ზედმეტი გართულებების გარეშე დაასრულოთ.

სასწორი
2013 წელი თქვენთვის ახალი ეტაპის დასაწყისი გახდება. თქვენ გათავისუფლდებით   მომაბეზრებელი ვალდებულებებისგან თუ არაფრისმომტანი ურთიერთობებისგან, ეს მომავალი წარმატებული მოქმედებების დაწყების ძლიერი იმპულსი გახდება. იანვარში მოგიხდებათ პირადი თუ საქმიანი ურთიერთობების გარკვევა, რაც თქვენს გეგმებს პოზიტიურად წაადგება. თებერვლის პირველი ნახევარში მოიმატებს თქვენი აქტიურობა და მიზანსწრაფვა, რაც ბევრი საქმის შესრულების საშუალებას მოგცემთ. მარტსა და აპრილის დასაწყისში განვითარებული მოვლენები ახალი ცოდნის, გამოცდილების შეძენაში დაგეხმარებათ. საერთოდ მეორე კვარტალი სასიკეთო იქნება მფარველებთან, მეცენატებთან, სპონსორებთან ურთიერთობების, მორალური თუ მატერიალური მხარდაჭერის მოპოვებისთვის, პროტექციის მიღებისთვის. ამიტომ, მაქსიმალურად დაიხარჯეთ და შეეცადეთ, ყველა თქვენს მიზანს ბოლომდე მიჰყვეთ და დაწყებული საქმეები შუა გზაზე არ მიატოვოთ. თუ აპრილის ბოლოსა და მაისში დროის უკმარისობას იგრძნობთ, შეეცადეთ, შესასრულებელი საქმეები პრიორიტეტების მიხედვით დაალაგოთ და მათზე დრო მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე გამოჰყოთ. მაისში მოიმატებს თქვენი მომხიბვლელობა, შარმი, რაც თავის მხრივ გაზრდის ფლირტის, სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების, რომანტიკული საღამოების და ქორწინების ალბათობას. არ არის გამორიცხული ამ პერიოდში გაიცნოთ საინტერესო ადამიანი, რომელიც თქვენი კარგი მეგობარი გახდება. ზაფხულის პირველი ნახევარი შედარებით პასიური იქნება, თქვენთვის საჭირო გახდება მეტი კომფორტის და სიამოვნების მიღება, ამიტომ, ეს პერიოდი კარგი იქნება დასვენებისთვის და დროის მყუდროდ გატარებისთვის. თუმცა ზაფხულის მეორე ნახევარი უფრო შემოქმედებითად იქნება დატვირთული, რაც საშუალებას მოგცემთ საინტერესო და ორიგინალური იდეა მოიფიქროთ, თანამოაზრეებთან ერთად ახალ, საინტერესო პროექტებში ჩაებათ ან მომავლისთვის სამოქმედო გეგმები დასახოთ. ეს კარგი დროა საქმიანი შეხვედრებისთვის და მოლაპარაკებებისთვისაც. შემოდგომაზე ახალი ძალით დაიწყება პერსპექტიული პერიოდი, რომლის სასიკეთო გავლენას ჯერ კიდევ ზაფხულში იგრძნობთ. შემოდგომის მეორე ნახევარში მოსალოდნელია თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები დაიწყოს და ეს დაუკავშირდება სამსახურებრივ წინსვლას, ფინანსური შემოსავლების ზრდას, ოჯახური საკითხებში და საერთოდ ცხოვრებაში ჰარმონიის მიღწევას. ნოემბრის ბოლოსა და დეკემბერში მოსალოდნელია ახალი შემოთავაზებები მიიღოთ, თუმცა დათანხმების შემთხვევაში მუხლჩაუხრელი შრომა მოგიწევთ, რათა დასახულ მიზნებს მიაღწიოთ, ამის მიუხედავად შემოთავაზებულ წინადადებებსა თუ დახმარებებზე უარს ნუ იტყვით.

მორიელი
თუ თქვენ მზად ხართ საკუთარ თავში თუ ცხოვრებაში ბევრი რამის ფუნდამენტალურად
შეცვლისათვის, მაშინ 2013 წელი ამის საშუალებას მოგცემთ. ეს წელი დაგეხმარებათ რეალურად ბევრი რამ დაინახოთ, გაიაზროთ და გააცნობიეროთ.  ნუ დაუხრით ამ წელს თავს და შექმნილი წინაღობების გამო ხელებს ნუ ჩამოუშვებთ, იყავით ენერგიული, სიცოცხლის მოყვარული და პოზიტიური. სწორედ ასე უნდა დაიწყოთ 2013 წელი. წლის პირველი კვარტალი დაგეხმარებათ "ახალ რელსებზე" გადაეწყოთ, მოქმედებების ახალი გეგმები დასახოთ და არ არის გამორიცხული ახალი მოკავშირეებიც კი შეიძინოთ. იანვარ-თებერვალში უნდა შეძლოთ წინა წელს შექმნილი პრობლემების დარეგულირება, რათა წლის მეორე კვარტალში შექმნილ სასიკეთო პერსპექტივებს სრულიად მომზადებული შეხვდეთ. აპრილსა და მაისში გაწეული ძალისხმევა სასიკეთო შედეგებს წლის მეორე ნახევარში მოიტანს, ამიტომ, ნუ იგრძნობთ უკმაყოფილებას, თუ შედეგებს მაშინვე ვერ დაინახავთ. მაისის ბოლოს და ივნისში საშუალება მოგეცემათ საკუთარ საქმიანობაში ზოგიერთი რამ შეცვალოთ და კორექტირება შეიტანოთ, თუმცა ამ ცვლილებების დროს ნუ იქნებით ხისტი და ჯიუტი, მოუხმეთ დიპლომატიას და უფრო მეტს და რაც მთავარია იოლად მიაღწევთ.  ივნისის ბოლოსა და ივლისში იგრძნობთ ძალების მოზღვავებას, ამიტომ, კარგი იქნება თუ ამ დროს ენერგიას კონკრეტული პროექტებისკენ წარმართავთ, ეს ეხება ახალი ცოდნის შეძენას, საცხოვრებელი თუ სამუშაო ადგილის შეცვლას, იურიდიული საკითხების მოგვარებას და გრძელვადიანი პარტნიორული კავშირების დამყარებას. ზაფხულის ბოლოს გააქტიურდება საკმაოდ პერსპექტიული ტენდენციები, სადაც თქვენი პირდაპირი ჩართვა გახდება საჭირო. ამიტომ, შემოდგომიდან უკვე ბევრ საკითხზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და ინიციატივის გამოვლენა მოგიწევთ. მითუმეტეს, რომ სექტემბრის ბოლოდან თქვენს ცხოვრებაში კიდევ უფრო გააქტიურდება საქმიანი სფერო, სამსახურთან, საქმიან მოგზაურობასთან, მივლინებასთან, შეხვედრებთან და მოლაპარაკებებთან დაკავშირებული საკითხები. ოქტომბრის პირველი ნახევარი შედარებით პასიური იქნება, თუმცა ოქტომბრის ბოლოდან წლის ბოლომდე როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში მოვლენები საკმაოდ დინამიკურად განვითარდება და წარმატების მიღწევის მაღალი შანსი გექნებათ.

მშვილდოსანი
მთლიანობაში 2013 წელს და განსაკუთრებით მის პირველ ნახევარს მაინცა და მაინც პოზიტიურს ვერ დავარქმევთ, თუმცა თუ გონიერებას გამოიჩინეთ, ამასთან წარსულში დაშვებულ შეცდომებს გაითვალისწინებთ და მათი მომავალი განმეორებისგან გარკვეულწილად თავს დაიზღვევთ, მაშინ წლის პირველ კვარტალში 2012 წელთან შედარებით თქვენს მდგომარეობას შესამჩნევად გამოასწორებთ. იანვრიდანვე მოგიწევთ ყველა იმ საკითხზე ფიქრი და ზრუნვა, რომლებიც თქვენთვის გასული წლის ბოლოს აქტუალური იყოს - უპირველესად კი ეს იქნება ფინანსური მხარე. წლის პირველ კვარტალში თქვენს მცდელობებს გაზარდოს ფინანსური შემოსავლები, შესაძლოა პოზიტიური შედეგი მოჰყვეს, განსაკუთრებით თუ პარტნიორების და მეგობრების მხარდაჭერას მოიპოვებთ. მარის ბოლოს და აპრილის დასაწყისში თქვენი ენერგიულობა მკვეთრად მოიმატებს, ეს კი სასიკეთოდ აისახება როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაზე. გაგიჩნდებათ ახალი ინტერესები, იდეები, მისწრაფებები და შანსები. გააქტიურდება უძრავ ქონების ყიდვა-გაყიდვასთან, რემონტთან და ასევე მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე ახალი შანსები გაგიჩნდებათ მაისსა და ივნისში, თუმცა ეს უფრო ადრე წარმოშობილი პრობლემების მოგვარების პერსპექტივები იქნება. შეეცადეთ ამ პერიოდში წლის პირველ ნახევარში დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ და პრობლემური ურთიერთობები დაარეგულიროთ. მესამე კვარტლის დასაწყისში, კონკრეტულად კი ივლისში მნიშვნელოვანი გახდება საქმიან ინფორმაციის მიღება, მისი დამუშავება და გამოყენება. მოლაპარაკებების დროს ნუ იქნებით ხისტი და არადიპლომატიური, ეს ბევრ შანსს გაგაშვებინებთ ხელიდან. აგვისტო დასვენებისთვის გამოიყენეთ, ოღონდ ეს ნამდვილი დასვენება უნდა იყოს და არა ქალაქგარეთ ერთდღიანი გასეირნება. განიტვირთეთ და ამასთან შემოდგომაზე განსახორციელებელი გეგმებიც დასახეთ. შემოდგომის დასაწყისში გააქტიურდება სამსახურებრივი საკითხები და მოსალოდნელია გაგიჩნდეთ დაწინაურების, სარფიანი გარიგების ან ხელსაყრელი შეთანხმების შანსი. სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის ბოლოს ფინანსურ სფეროში ეკონომიურობის, ხოლო ურთიერთობების მოქნილების, ტაქტის და დიპლომატიურობის გამოჩენა მოგიწევთ, რათა პრობლემებს ფინანსებში და ურთიერთობებში თავი აარიდოთ. წლის ბოლოს კი მოსალოდნელია ბევრი რამისთვის სხვა თვალით შეხედვამ მოგიწიოთ. მიუხედავად თქვენს ცხოვრებაში შექმნილი რეალობისა, მზად უნდა იყოთ მისი მიღებისთვის და შექმნილ გარემოებებზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებისთვის.

თხის რქა

თქვენთვის წლის 2013 წელი არ იქნება ისეთივე პოზიტიური და სასიკეთო, როგორც გასული წელი, ეს განსაკუთრებით მის მეორე ნახევარზე შეიძლება ითქვას, ამიტომ, პირველი და მეორე კვარტალი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ, რომ წლის მეორე ნახევარში რისკზე წასვლა და იძულებითი ცვლილებების განხორციელებამ არ მოგიწიოთ. იანვარსა და თებერვალში მნიშვნელოვანი იქნება ოჯახური საკითხები და ამიტომ, შეეცადეთ, რომ ოჯახის წევრების და ასევე ასევე მეგობრების და პარტნიორების მიმართ გულისხმიერი და თბილი იყოთ. წლის პირველ კვარტალში არა მხოლოდ თქვენ დაეხმარებით სხვებს, არამედ მათი დახმარებაც დაგჭირდებათ, ამიტომ, უახლოესი ადამიანების რჩევებს და დარიგებებს ყურადღებით მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ. მარტის ბოლოს და აპრილში ცხადი გახდება, თუ რამდენად რეალურ გეგმები გაგაჩნიათ და რამდენად კონკრეტულ პროექტები გაქვთ წამოწყებული, ამიტომ, ამ პერიოდში შექმნილ კრიზისების საფუძვლიანი ანალიზი მოახდინეთ. მაისში საერთო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოსწორდება და გაგიჩნდებათ პოზიტიური ცვლილებების შანსი როგორც ფინანსებში, ისე სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობებში. ივნისი და ივლისის მეორე ნახევარი შედარებით მეტ ყურადღებას ითხოვს, ამ პერიოდში დაქვეითდება თქვენი ტონუსი და დაბლა დაიწევს თქვენი ენერგეტიკა, ამიტომ, ნუ გადაიღლებით, ნუ წამოიწყებთ საეჭვო და ავანტიურისტულ მოქმედებს, ნუ მოაწერთ ხელს იმ საბუთებს, რომლებიც ფიზიკურ-მატერიალურ პლანში არაფერს გაძლევენ. გამოიყენეთ ეს დრო დასვენებისთვის. აგვისტოს ბოლოს და სექტემბერში გააქტიურდებით და საშუალება მოგეცემათ ახალი საქმეები წამოიწყოთ ან ძველ საქმიანობაში პოზიტიური ცვლილებები განახორციელოთ, თუმცა ყველა ცვლილება თქვენგან უდიდეს შრომისმოყვარეობას, ორგანიზებულობასა და წინაღობების გეგმაზომიერად გადალახვის უნარს მოითხოვს. სექტემბრის ბოლოს და ოქტომბერში მოსალოდნელია მიაღწიოთ სასურველ შეთანხმებებს, გააფორმოთ ხელშეკრულება ან გაემგზავროთ უცხოეთში. თუმცა ამ პერიოდში მოერიდეთ ფულის სესხება-გასესხებას, ხოლო კომერციული გარიგებების დროს ყველა საკითხი იურისტთან შეათანხმეთ, რადგან გაზრდილი იქნება შეცდომების დაშვების ალბათობა. შედარებით პოზიტიური იქნება ნოემბრის პირველი ნახევარი და ასევე დეკემბრის მეორე ნახევარი, ამიტომ, თქვენთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები სწორედ ამ დროს დაგეგმეთ.

მერწყული

2013 წელი მთლიანობაში თქვენ საშუალებას მოგცემთ განსხვავებულად და რაც მთავარია უფრო ეფექტურად წარმოაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები. წლის პირველი ნახევარში გაგიჩნდებათ იმ ყველაფრის მთლიანად ან ნაწილობრივ შეცლის შანსი, რაც თქვენს უკმაყოფილებას იწვევს. თუ თქვენ იანვრიდანვე მტკიცედ და ორგანიზებულად დაიწყებთ იმ საკითხებზე და ამოცანებზე მუშაობას, რომლის გადაჭრასაც 2013 წელს აპირებთ, მაშინ უკვე თებერვლის ბოლოს და მარტის პირველ ნახევარში პირველ შედეგებს დაინახავთ. მარტის ბოლოს და აპრილის პირველ დეკადაში წინდახედულება და სიფრთხილე გამოიჩინეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას. აპრილის ბოლოსა და მაისის პირველი ნახევარში ყურადღება გაამახვილეთ უახლოესი ადამიანებისგან წამოსულ საქმიან წინადადებასა და შემოთავაზებაზე. მითუმეტეს, რომ მოსალოდნელია ამ ყველაფერზე წინასწარ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ, ეს კი სასურველი ცვლილების განხორციელების შანსს ერთი-ორად გაზრდის. მაისის მესამე დეკადაში მომხდარ ცვლილებებს ძალიან მნიშვნელობა ექნება, რადგან დიდ წილად მათზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება წლის მეორე ნახევარში მოვლენები, ამიტომ, წინდახედულად იმოქმედეთ. ივნისში გააქტიურდება სამსახურებრივი და კარიერული საკითხები, შესაძლოა, მოგიხდეთ საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები, რომლებიც ისევ და ისევ სამსახურებრივ საკითხებთან იქნება დაკავშირებული. ივლისში კარგი იქნება დასვენება, ამიტომ, შეეცადეთ, რომ მცირე ხნით საქმეები გვერდზე გადადოთ და დრო საკუთარ თავს მიუძღვნათ. აგვისტოს პირველი შედარებით პასიური იქნება, თუმცა აგვისტოს ბოლოს სიფრთხილე გამოიჩინეთ, განსაკუთრებით მგზავრობის დროს, გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას. სექტემბერში მოგიწევთ საქმიანი ურთიერთობების და კავშირების გადასინჯვა, მოსალოდნელია მოგიწიოთ საქმიანი შეთანხმებები ან ხელშეკრულებების გაფორმება. სექტემბრის ბოლოს და ოქტომბერში განვითარებული მოვლენები თქვენი მხრიდან სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვენ, რათა არა მხოლოდ გადალახოთ შექმნილი სამსახურებრივი წინაღობები და მოაგვაროთ მოულოდნელად გაჩენილი პრობლემები, არამედ შეინარჩუნოთ ემოციური სიმშვიდე და ამას მტკიცე ნერვების ხარჯზე მიაღწევთ. ნოემბერი მიუძღვენით წვრილმანი საკითხების მოგვარებას, ერთი შეხედვით უმნიშვნელო პრობლემების გადაჭრას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა წლის ბოლოს მოსალოდნელ პოზიტიურ ცვლილებებს ზედმეტი წვრილმანებისგან თავისუფალი შეხვდეთ. 

თევზები
2013 წელი პერსპექტივების და ცვლილებების კუთხით შეიძლება ითქვას, ორ ნაწილად
იქნება გაყოფილი - წლის პირველი ნახევარი უფრო პოზიტიური იქნება ოჯახთან, ოჯახურ საკითხებთან, ოჯახის შექმნასთან, ბავშვებთან, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის. წლის მეორე ნახევარი კი უფრო ხელსაყრელი სამსახურებრივი წინსვლისთვის, სამსახურში და კარიერაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებისთვის, ბიზნესისთვის, ფინანსური შემოსავლების გაზრდისთვის და მსგავსი საკითხების გადაწყვეტისთვის იქნება ხელსაყრელი. იანვრიდან მარტის ჩათვლით მოსალოდნელია შეიცვალოთ სოციალური სტატუსი, წამოიწყოთ სახლში რემონტი, გქონდეთ ახალი შენაძენები, მოკლედ შეიტანოთ საინტერესო სიახლეები თქვენს პირად და ოჯახურ ცხოვრებაში. ეს თქვენს ცხოვრების უფრო მრავალფეროვანს, პოზიტიურს და ხალისიანს გახდის. აპრილის მეორე ნახევარში და მაისის პირველ ნახევარში თქვენი გამოუცნობი ხასიათი და ჰუმანიზმი მაგნიტივით მიიზიდავს საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს, ამიტომ, ამ დროს მოიმატებს ფლირტის, სასიყვარულო ურთიერთობების და ქორწინების ალბათობა. ეს პერიოდი ასევე პოზიტიური იქნება მცირე ხნით დასვენებისთვის, დაძაბული სამუშაო რეჟიმიდან მცირე ხნით გათავისუფლებისთვის და რელაქსაციისთვის. ეს არა მხოლოდ დასვენების საშუალებას მოგცემთ, არამედ თქვენს გონებრივ მონაცემებზე და წარმოსახვაზე სასიკეთოდ იმოქმედებს, ეს კი მომავლის უკეთესად დაგეგმარებაში და საჭირო ცვლილებების განხორციელებაში დაგეხმარებათ. ივნისი და ივლისი საკმაოდ კარგი პერიოდია ახალი საქმეების, მათ შორის ბიზნესის წამოწყებისთვის, ასევე ახალი შემოქმედებითი გაერთიანების შექმნისთვის, სამსახურში ცვლილებების განხორციელებისთვის. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ წარმატებების მოპოვებისთვის საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების ზუსტი შესრულება მოგეთხოვებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში აგვისტოს მეორე ნახევარში და სექტემბრის პირველი ნახევარში სასიკეთო მომენტები შესაძლოა, უსიამოვნო მოვლენებმა, კრიზისებმა და საქმიანი ურთიერთობების მოულოდნელმა გაწყვეტამაც კი შეცვალოს. დასვენებისთვის შეგიძლიათ სწორედ აგვისტო და სექტემბრის პირველი ნახევარი გამოიყენოთ. ოქტომბერში და ნოემბრის პირველ დეკადაში მოიმატებს მოგზაურობის ალბათობა, მოსალოდნელია პირადი თუ საქმიანი ცხოვრების გამო ესტუმროთ თქვენთვის საინტერესო ადგილებს. ნოემბრის ბოლო და დეკემბრის პირველი ნახევარი ხელსაყრელი იქნება სხვა და სხვა ტიპის გადანაცვლებებისთვის, ურთიერთობებში თუ პროექტებში ახალი იმპულსების შეტანისთვის და სამსახურებრივი ცვლილებისთვის.

2013 წლის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროგნოზი


© geoastrolog (რამაზ გიგაური)

მსოფლიო. აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით მიჩნეულია, რომ გველის წელი  (1905, 1917, 1929, 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013) აქტიური და ენერგიული წელია. აღმოსავლეთში შავი ფერი წყლის სტიქიასთან ასოცირდება, ხოლო თვით გველი აღმოსავლურ ასტროლოგიაში მდედრულ, პასიურ ნიშნად მიიჩნევა, ამიტომ, მისი ენერგია მიწიური ძალების სიმბოლოდ აღიქმება.
ჩინური ასტროლოგიის მიხედვით 2013 წლის მართველი ვარსკვლავი იქნება `ვეი~ (`საფრთხე~). ეს ნეგატიური გავლენის ვარსკვლავია. ამ ვარსკვლავს ჩინური კალენდრის მიხედვით მთვარე მართავს, რომელიც `ვეის~ მერყეობას, მეტისმეტ ემოციურობას, დაძაბულობას და საფრთხის შემცველობას ანიჭებს. როდესაც წელს ეს ვარსკვლავი მართავს ყურადღებას ითხოვს ყველა საქმე, რომელიც მოსალოდნელია მოულოდნელად გაუარესდეს. საჭიროა სიფრთხილე, წინდახედულება და ყურადღების გამოჩენა, რათა მოსალოდნელი შეცდომების ალბათობა მინიმუმამდე შემცირდეს. ისევე როგორც 2012 წლის მართველი ვარსკვლავის `სიუის~ (`სიცარიელე~) გავლენის დროს, ასევე 2013 წლის მართველი ვარსკვლავის `ვეის~ გავლენის დროს მატულობს დაძაბულობის ალბათობა, რაც ზრდის არა მხოლოდ მთელ რიგ ქვეყნებს შორის დიპლომატიური კავშირების შეწყვეტას და პროვოკაციებს, არამედ შეიარაღებული დაპირისპირებების ალბათობას. პირად ცხოვრებაში ვარსკვლავის `ვეის~ გავლენა არც თუ სასიკეთო გავლენას ახდენს მყიფე სასიყვარულო ურთიერთობებზე და პარტნიორებს განხეთქილებისკენ უბიძგებს.
ზოგადად გველის წელი ყოველთვის ხასიათდება მოულოდნელი ცვლილებებით და ეს ცვლილებები წყლის სტიქიის გავლენის დროს (2013 წლის სტიქია სწორედ წყალია) მოვლენები ისე სწრაფად და მოულოდნელად იწყება და ვითარდება, რომ ბევრი ადამიანი დაწყებული ცვლილებებისთვის მომზადებასაც კი ვერ ასწრებს.
ისევე როგორც 2013 (გველის) წლის, 2012 (დრაკონის) წლის სტიქიაც წყალი იყო, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ დრაკონის წელი მამრული (იან) ენერგიით, ხოლო გველის წელი მდედრული (ინ) ენერგიით იმართება, ამიტომ, 2013 წელს ბევრი მოვლენა ერთი შეხედვით უჩუმრად, პასიურად განვითარდება. ეს კი ბევრ ადამიანს მოადუნებს და და დაუკარგავს საფრთხეების რეალურად შეფასების უნარს, რაც გაზრდის დანაკარგების ალბათობას. მოვლენების, კონტროლი და მართვა ეს ის უნარებია, რომლებიც 2013 (გველის წელს) ბევრ ადამიანს არა მხოლოდ დანაკარგების თავიდან არიდებაში, არამედ წარმატების მიღწევაშიც დაეხმარება.
დრაკონის (2012) წლისგან განსხვავებით, გველის წელში შედარებით იზრდება კრიზისის ალბათობა, რადგან თუ დრაკონის წელს გულუხვობა ახასიათებს და ადამიანები ახერხებენ ხოლმე კრიზისების აღმოფხვრას, გველის (2013) წელში სიტუაციები უფრო ნეგატიური კუთხით იცვლება და ადამიანებს უჭირთ იმ სიმაღლეების მიღწევაც კი, რომლებსაც წინა წელს აღწევდნენ. საჭიროა ეკონომიურობის გამოჩენა როგორც ინდივიდუალურ, ისე სახელწიფოებრივ დონეზე, რადგან არაგონივრული ხარჯები არა თუ გააღრმავებენ უკვე არსებულ კრიზისებს, არამედ ახალ კრიზისული სიტუაციების პროვოცირებას მოახდენენ.
2013 წელს ის ქვეყნები მიაღწევენ წარმატებას, რომლებიც იოლად და ეფექტურად შეძლებენ 2012 წელს დაწყებული ცვლილებების გაგრძელებას. მსოფლიო ეკონომიკა უფრო მერყევი და ნაკლებად სტაბილური გახდება და ეს შეეხება როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებს. განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან ის ქვეყნები, რომელთა მართველები ვერ მოახერხებენ განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას და განვითარებულ მოვლენებს თუ მოულოდნელად შეცვლილ სიტუაციებს ალღოს ვერ აუღებენ და გველის წლისგან შემოთავაზებულ ტემპს ფეხს ვერ აუწყობენ.

საქართველო. რა საკვირველია, ყველა ის პოლიტიკურ-ეკონომიური ცვლილებები რომელიც დამახასიათებელი იქნება 2013 (გველის) წლისთვის და რომლებიც გააქტიურდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოსაც შეეხება.
2013 წელს გაგრძელდება ის ცვლილებები, რომლებიც 2012 წლის მეოთხე კვარტალში დაიწყო. თუმცა ღია დაპირისპირებები ნაკლებად მოსალოდნელია და ამას უფრო ინტრიგების, ჭორების, ფარული მტრობის ფორმა ექნება. ის ადამიანების, რომლებიც ლავირებას, დიპლომატიას და ტაქტის გრძნობას გამოიჩენენ, უფრო მეტს მიაღწევენ, ვიდრე ხისტი და იმპულსური ადამიანები. საჭირო იქნება წარსულში დაშვებული შეცდომების სწორი ანალიზი, რადგან დაშვებული შეცდომების გამოსწორება მათი გააზრებისა და გაცნობიერების გარეშე შეუძლებელი იქნება.
2013 წელს მოსალოდნელია ახალი ურთიერთობების დაწყება და ასევე ძველი ურთიერთობების აღდგენაც როგორ პირად, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე. ბევრი აქამდე აქტიური პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოღვაწე ჩრდილში გადავა, გამოჩნდებიან ახალი `სახეები~. თუმცა ასევე მოსალოდნელია აქამდე აქტიური პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოღვაწეები ახალი კუთხით გააქტიურდნენ ან ახალ ამპლუაში ვიხილოთ, რადგან 2013 წელს ადამიანები გველის მსგავსად `ტყავს შეიცვლიან~ და ახალი იმიჯით წარუდგებიან საზოგადოებას.

სახელმწიფო, პოლიტიკა
პოლიტიკურ სპექტრში (როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში) ვიხილავთ მთელ რიგ ცვლილებებს, მოსალოდნელია ეს იყოს ძირეული ცვლილებები და რიგ საკითხებში ფასეულობების გადაფასებებიც კი. ის პოლიტიკოსები, რომლებიც ჯიუტად გააგრძელებენ აქამდე აღებულ კურსს და ცვლილებებზე უარს იტყვიან, მოუწევთ ჩრდილში გადასვლა. ეს ძალიან ჰგავს წინა წლის ტენდენციას, როდესაც იმ პოლიტიკოსებმა, რომლებმაც ვერ გაიაზრეს `ახალი რეალობა~, გამანადგურებელი მარცხი იგემეს და ზოგიერთ მათგანმა პოლიტიკური არენაც კი დატოვა. სწორედ ასეთი ტენდენციები გააქტიურდება ახალ, 2013 წელსაც. ამიტომ საჭიროა გველის წლისთვის დამახასიათებელი დადებითი თვისებები _ გამჭრიახობა, ინტუიციურობა და ლავირება. ასე პოლიტიკოსები წარმატებას უფრო იოლად მიაღწევენ.
სახელმწიფოებრივ დონეზე გველის წელიწადი აღსავსე იქნება ერთი შეხედვით გაუგებარი და უსიამოვნო სიურპრიზებითაც. არ არის გამორიცხული მოხდეს პარადოქსული კანონების მიღება, იურიდიული აქტების ამუშავება, ასევე ბუნდოვანი დაპირებების გაცემა და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელთა გამო უბრალო ადამიანები დაზარალდებიან. ეს კი რამდენადმე ხალხში უკმაყოფილების დონეს გარკვეულწილად გაზრდის. თუმცა თუ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს საჭირო ცვლილებების სწრაფად და დინამიკურად განხორციელებას, მაშინ ის შეძლებს ადამიანების გულის მოგებას. მითუმეტეს, რომ გველის წელი ითხოვს არსებული პრობლემების სწრაფად და აქტიურ რეჟიმში მოგვარებას.
საქართველოს ხელისუფლება უნდა შეეცადოს წინ აღუდგეს იმ ინტრიგებს და მისკენ მიმართულ ფარულ მტრობას, რომელიც 2013 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება. ეს მოსალოდნელია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ.

ხალხი, საზოგადოება.
2013 წელს ფართო მასების მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდება და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრება უფრო უკეთესი და მხიარული გახდება, უბრალოდ ნაკლებად იქნება უკმაყოფილების გამოთქმა. ადამიანებში მოიმატებს სამართლიანობის შეგრძნება, რაც საზოგადოებაში უკმაყოფილების დონეს 2012 წელს გაძლიერებულ კრიტიკულ დონეს დაბლა დასწევს.  ჩრდილში გადავლენ ის პიროვნებები, რომლებიც რომლებიც ვერ გაიაზრებენ,. რომ პირდაპირი და აქტიური შეწინააღმდეგება უპერსპექტივოა და საჭიროა მეტი ტაქტის და დიპლომატია. არ არის გამორიცხული გააქტიურდნენ რელიგიური სექტები, საიდუმლო ორგანიზაციები თუ მისტიკური ორდენები. ეს კი გარკვეულწილად გაზრდის რელიგიურ თუ სხვა სახის განსხვავებული აზრის ადამიანებთან დაპირისპირებების ალბათობას.

ეკონომიკა.
ეკონომიკის თვალსაზრისით საქართველოში მდგომარეობა უფრო პოზიტიურისკენ შეიცვლება. მოსალოდნელია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ახალი ინვესტიციების შემოსვლა (ამ მიმართულებით მოსალოდნელია რუსეთის და აზიის ქვეყნების გააქტიურება). მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით. მოსალოდნელია ამ კუთხით მთელი რიგი პროგრამების შექმნა, რომელიც ადამიანებს უფრო გაუადვილებს პერიფერიებში ცხოვრებას და შექმნილი პროდუქციის რეალიზაციას. უფრო გაძლიერდება სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების ეკონომიკური მხარდაჭერა, რაც ადამიანების ფინანსურ-მატერიალური მდგომარეობა შედარებით გამოსწორდება. პოზიტიური ძვრებია მოსალოდნელი მშენებლობებთან, განსაკუთრებით დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებულ პროექტებთან მიმართებაში (თუმცა ამ ყველაფერს მოსალოდნელია გარკვეული საფრთხე შეუქმნას საქართველოს მეზობლად ან მის სიახლოვეს შეიარაღებულმა დაპირისპირებამ, ამიტომ, ასეთ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას პასიური როლით შემოფარგვლა მართებს).

სამუშაო
სამსახურთან და პროფესიულ საქმესთან დაკავშირებით 2013 წელს წარმატებას მიაღწევენ ის ადამიანები, რომლებიც თავის გონებრივ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებენ და მხოლოდ დინების მიმართულებით ცურვას არ მოინდომებენ. ამ წელს შრომისმოყვარე და მიზანსწრაფულ ადამიანებს გაუმართლებთ, რადგან ისინი ბოლო-ბოლო მიიღებენ მათთვის სასურველ შედეგებს. თუმცა 2013 წელი ბევრ წვრილმან უსიამოვნებას მოუტანს იმათ, ვინც წინდაუხედავად იქცევა, შეცდომებს უშვებს და მომავალზე არ ფიქრობს.
იმათ კი, ვინც დაკავებულია მეცნიერებით, ანალიზით, სოციოლოგიით და სხვა და სხვა სახის სახელმძღვანელოების შედგენით, ახალი სწავლების დანერგვით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს.
გველის წელში წარმატებას მიაღწევენ შემოქმედებითი ადამიანებიც _ პოეტები, მწერლები, მხატვრები და მუსიკოსები (გველს დახვეწილი გემოვნება `აქვს~ და ამიტომ, ის `მფარველობს~ ნიჭიერ ადამიანებს).

ფინანსები
გულუხვი და მრავალფეროვანი დრაკონისგან განსხვავებით, გველი ძალზე ფრთხილად უდგება ფინანსურ საკითხებს. მას არ ესმის. როგორ უნდა დაიხარჯოს დიდი თანხები გართობასა და ფუფუნების საგნებზე, ამიტომ, უმჯობესია, მოხდეს ყველა ხარჯის სახელდახელოდ გააზრება, რათა არსებული რესურსები მთლიანად არ დაიხარჯოს. უნდა ითქვას, რომ ეკონომიური ადამიანის მიმართ, გველი პოზიტიურად არის `განწყობილი~, ამიტომ 2013 წელს ასეთ ადამიანებს ფინანსური პრობლემები ნაკლებად შეექმნებათ. მართალია შესაძლოა, ფინანსური შემოსავლები ძალზე მაღალი არ იყოს, მაგრამ არსებულ შემოსავლებს შედარებით სტაბილური ფორმა ექნებათ, რაც ადამიანებს იმის საშუალებას მისცემს, არა არა მარტო იმყოფინონ თანხები, არამედ დაზოგონ კიდეც.

შოუ-ბიზნესი, მოდა
2013 წელს ღირშესანიშნავი მოვლენები და პომპეზური საღამოები 2012 წელთან შედარებით მკვეთრად ნაკლები იქნება. `გველს არ უყვარს~ ამ კუთხით თავის გამოჩენა და აქტიურობა. მას სიმშვიდე `ურჩევნია~. 2013 წელს შოუებს და `ხმამაღალ~ დღესასწაულებს არ უნდა ველოდოთ.
გველის წლის პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ წელს უფრო გამართლებულია ეკონომიურობა, მაინც მაღალ დონეზეა ხოლმე მოდასთან დაკავშირებული ტენდენციები. ამიტომ, შეიძლება ითქვას მოდა 2013 წელს საკმაოდ აქტიური და დატვირთული იქნება ახალი სიახლეებითა და საინტერესო გადაწყვეტებით. 

კრიმინოგენული სიტუაცია
2013 წელს დანაშაულებრივი ფონი უფრო გაძლიერდება და ეს 2013 წლის მარტსა და აპრილში უკვე საგრძნობი გახდება.
ადმინისტრაციული დანაშაული უფრო დასჯადი გახდება, ვიდრე 2012 წელს. არ არის გამორიცხული ვიხილოთ მთელი რიგი დაკავებები, რომლებიც თანამდებობის ბოროტად გამოყენებასთან ან სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან იქნება დაკავშირებული. მოიმატებს ორგანიზებული დანაშაულების რიცხვიც, ეს განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში იქნება აქტიური. ამიტომ, გამკაცრდება კანონმდებლობა მათ მიმართ, ვინც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს. 
2013 წელს მოიმატებს ინტრიგების და ფინანსური თაღლითობების რიცხვიც, ამიტომ, ადამიანებს ასეთ სიტუაციების მიმართ მეტი ყურადღების და სიფრთხილის გამოჩენა მართებთ. ასევე მოიმატებს კომპიუტერული დანაშაულების რიცხვიც, ამიტომ, საჭირო იქნება საქმიანი ინფორმაციის, პაროლების, პლასტიკური ბარათების პინ-კოდების და მათი მსგავსი ინფორმაციის საგულდაგულოდ შენახვა.

ჯანმრთელობა, სპორტი
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2013 წელს ადამიანებმა ყურადღება დაუთმონ საკუთარ ნერვულ სისტემას, არ დაუშვან სტრესების დაგროვება და დეპრესიული მდგომარეობა. ოპტიმიზმი და მომავლის რწმენა ადამიანებს ბევრი უსიამოვნებისგან დაიცავს. ზოგადად რისკის ქვეშ მოყვება ყველაფერი, რაც უკავშირდება ნერვულ დაბოლოებებს და სისხლძარღვებს. მოიმატებს ნერვის ანთების, რევმატიზმის, ოსტეოქონდროზის და მსგავსი დაავადებების ალბათობა. ყურადღებას მიიქცევს საჭმლის მომნელებელი სისტემა, რადგან გაიზრდება კვებითი ინფექციების ალბათობა (განსაკუთრებით ზაფხულში).
2013 წელს სპორტში შედარებით პოზიტიური პერიოდი იქნება სპორტის ინდივიდუალური და ასევე ძალისმიერი სახეობებისთვის. ექსტრემალურ სპორტს გველი ნაკლებად `სწყალობს~, ამიტომ, იმ ადამიანებმა, რომლებიც აქტიური და სარისკო სპორტული სახეობებით არიან დაკავებულები, სიფრთხილით უნდა მოეკიდონ.

2013 წლის ასტროლოგიური დახასიათება


© geoastrolog (რამაზ გიგაური)

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2013 წელი გველის წელია და ის 2013 წლის 10 თებერვალს (11:21 საათზე) დაიწყება და გაგრძელდება 2014 წლის 30 იანვრის ჩათვლით.

გველის წლის ზოგადი დახასიათება

(ცვლილება, სიბრძნე, ცბიერება)

2013 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით გველის წელია. გველის წლისთვის ზოგადად დამახასიათებელია სწრაფი და დინამიკური ცვლილებები, მოვლენების მოულოდნელი განვითარება, ამიტომ, საჭიროა გამჭრიახობა, წინდახედულება, სიფრთხილე და მაქსიმალური კონტროლი, რათა მოსალოდნელი შეცდომები გამოირიცხოს.

რას უნდა ველოდოთ 2012 (შავი) გველის წელს

გველი  (1917, 1929, 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013) _ აღმოსავლეთში ითვლება, რომ გველის წელი რამდენადმე ჰგავს მის წინამორბედს, დრაკონის წელს, თუმცა გველის წელს გააჩნია უფრო მეტი მიწიური ენერგია და მისი გავლენა უფრო მეტად მატერიალურ სფეროში იგრძნობა. ამ წელს ყველაფერი ფიზიკურ-მატერიალურ დონეზე გამოვლინდება.
გველი ჩინურ ნატურფილოსოფიაში და მეტაფიზიკაში მიწის ენერგიით იმართება, ამიტომ, ის დინამიკური ცვლილებები, რომელიც გველის წლისთვის არის დამახასიათებელი, სწორედ მატერიალურ-ფინანსურ სფეროში გამოვლინდება.
2013 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები ნებისმიერ ეტაპზე ყურადღებას და სიფრთხილეს ითხოვენ, რადგან მოიმატებს სიტუაციის მოულოდნელი გაუარესების და ზოგჯერ საფრთხის ალბათობაც, ამიტომ, ურთიერთობებში, საქმიანობაში, პირად ცხოვრებაში თუ ნებისმიერ სხვა სფეროში საჭირო იქნება სერიოზული კონტროლი და ყურადღების გამახვილება. ეს განსაკუთრებით სასურველია ბიზნესსაც და ფინანსურ სფეროში. 2013 წელს არ არის რეკომენდებული ფულის სესხება-გასესხება, რადგან ამ წელს მოულოდნელი ცვლილებების გამო შესაძლოა, ფინანსებში სწრაფ აღმასვლას, ასევე სწრაფი და მოულოდნელი დაღმასვლა მოჰყვეს, ამიტომ სჯობს ფინანსური სფერო სტაბილურად მყარი იყოს. ბიზნესში არაგონივრული იქნება რისკზე წასვლა და ახალი საქმეების წამოწყება, რომელთა ეფექტური განვითარება და წარმატებული დასრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ერთი შეხედვით გველი წელი მოსალოდნელია პასიურიც კი ჩანდეს და მოვლენები თითქოს შეუმჩნევლად განვითარდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოვლენები სტარტიდან _ ფინალამდე ასე განვითარდება. ეს შეუმჩნევლობა და პასიურობა ბევრ ადამიანს შეცდომას აშვებინებს. ისევე როგორც ამ წლის ზოომორფული სიმბოლო _ გველი ძნელად ჩანს და შენიღბვის დიდი უნარი გააჩნია. ასევე გველის წელსაც ახასიათებს ისეთი შტრიხები, რომ ადამიანს ყველაფერი თავის ადგილზე ჰგონია და ამ დროს, როდესაც მოვლენები თავის კალაპოტში მდორედ მიედინება, ხდება ისეთი რამ, რაც ადამიანს მიმდინარე პროცესებზე კონტროლს აკარგვინებს. აქედან გამომდინარე, ყველას როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალურ დონეზე საჭიროა მობილიზება და კონცენტრაცია. ეს თითქოს ცოტათი დამღლელიც კია, რადგან ეს მუდმივი დაძაბულობა ადამიანს ღლის როგორც ფსიქიკურად, ისე ფიზიკურად, მაგრამ ასეთი გადაღლა საბედისწერო შეცდომების დაშვებაზე ბევრად უკეთესია.
2013 წელი გარკვეულწილად კარმულიც იქნება, რადგან მორიელის ზოდიაქოში მთვარე შეურთდება მთვარის აღმავალ კვანძს (რაჰუს), რაც გააქტიურებს წარსულში დაშვებულ შეცდომებს. ეს განსაკუთრებით საგრძნობი იქნება ზაფხულში და შემდგომის დასაწყისში. ამიტომ, წლის პირველი ნახევარში საქმეების სტაბილურ რეჟიმში უნდა მოექცეს, რათა წლის მეორე ნახევარში გადადებულმა და დაკონსერვებულმა პროექტებმა თუ დაშვებულმა შეცდომებმა მთელი რიგი პრობლემების წარმოშობას არ შეუწყოს ხელი. საფრთხეების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბრძნული მიდგომით, ინტუციით და გამჭრიახობით.
გველის წლისთვის დამახასიათებელი მიზანსწრაფვა, ამიტომ, 2013 წელს აუცილებელი იქნება საკუთარი მიზნებისთვის შეუპოვარი და მიზანსწრაფული ბრძოლა, ასევე მარცხთან არ შეგუება. საჭიროა საკუთარი მიზნებისთვის ბრძოლა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ამ წელს მატულობს დანაკარგების ალბათობა, მიზასწრაფულ, გაბედულ, აქტიურ და ენერგიულ ადამიანებს გამარჯვების სერიოზული შანსი გაუჩნდებათ.
გველის წელს მოაქვს ტრანსფორმაციის და ტრანსმუტაციის შესაძლებლობა. ადამიანებს შეუძლიათ ყველაფერი შეცვალონ _ გარეგნული ფორმებით დაწყებული შინაგარი არსით დამთავრებული. მსგავსად გველისა, რომელიც კანს (პერანგს) იძრობს და ახალი კანით იწყებს ცხოვრებას, ასევე 2013 წელს ბევრი ადამიანი, ორგანიზაცია, პოლიტიკური პარტია თუ ქვეყანა საკუთარ მიდგომებში მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს. ბევრი მიმართულებით მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებების განხორციელება და არც თუ იშვიათად ფასეულობების გადაფასებებიც კი.
აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, გველი არ არის აგრესიული, თუმცა მისთვის კუდზე ფეხის დაბიჯება, არ დაფასება და არ შეფასება არანაირად არ შეიძლება. ვინც ამას იზამს, მწარედ ინანებს.
სერიოზული ცვლილებები მოსალოდნელია სამსახურთან, პროფესიულ საქმიანობასთან და კარიერასთან დაკავშირებით, ასევე პარტნიორულ ურთიერთობებში. ამ მიმართულებით მოიმატებს ჭორების და ინტრიგების ალბათობა. ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კარგად გააზრების შემდეგ უნდა იქნას მიღებული, რადგან ზედაპირული ცვლილებები არა მხოლოდ სასურველ შედეგებს ვერ მოიტანს, არამედ მოსალოდნელია მიღწეული პოზიციების შესუსტებაც კი მოჰყვეს.
გველის წელში გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელია შემდეგი თვისებების გამოვლენა: მიზანსწრაფვა, გამჭრიახობა, გაბედულება, აქტიურობა, ინტუიციურობა, თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა.
2013 წელს კრიზისული პერიოდი გაზაფხულის მეორე ნახევარი, ზაფხული იქნება და შემოდგომის პირველი ნახევარი იქნება. ამ პერიოდში მოიმატებს დაპირისპირებების ალბათობა როგორც ადამიანებს, ისე ქვეყნებს შორისაც კი. სერიოზული გართულებები მხოლოდ გონიერებით, სწორი ანალიზითა და დიპლომატიის გამოყენებით იქნება შესაძლებელი.
2013 წლის პირველი ნახევარი შედარებით პოზიტიური იქნება ჰაერის სტიქიით, ანუ ტყუპის, სასწორისა და მერწყულის, ხოლო წლის მეორე ნახევარი კი წყლის სტიქიით, ანუ კირჩხიბის, მორიელის, თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის.
2013 წელს მზის ორი დაბნელება დაფიქსირდება: 10 მაისს მზის რგოლური, ხოლო 3 ნოემბერს მზის რგოლურ-სრული დაბნელება იქნება. რაც შეეხება მთვარის დაბნელებას, ის სამი იქნება - 25 აპრილს (ნაწილობრივი), 25 მაისს (ნახევრად ჩრდილური), 18 ოქტომბერს (ნახევრად ჩრდილური).