1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება ევროპული და ინდური მეთოდებით.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 30, 2014

2015 წლის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროგნოზი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

 მსოფლიო. აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით მიჩნეულია, რომ თხის (ცხვრის) წელი (1919, 1931, 1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015) - ძნელად პროგნოზირებადია ამიტომ, 2015 წლისთვის დამახასიათებელი იქნება მერყეობა და ჭირვეულობა. ამ წელს ადამიანები თუ ქვეყნები არ იქნებიან თავისი მდგომარეობით კმაყოფილები, უფრო მეტიც მათი მდგომარეობიდან გამოსვლის მცდელობა თუ კარგად არ იქნება დაგეგმილი, მოსალოდნელია სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება მოჰყვეს.
2015 წელს მსოფლიოში გაგრძელდება ის ტენდენციები, რომლებიც ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო  (2015 წელი არის თორმეტწლიანი ციკლის მე-8 წელი), ამიტომ პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისი გაგრძელდება, თუმცა გაცილებით ნაკლები ნეგატიური გამოვლინებებით.
პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით 2015 წლის პირველი ნახევარი გაცილებით არასტაბილური იქნება, რადგან შენარჩუნდება ურან-პლუტონის ნეგატიური კავშირი, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული დაძაბულობასა და კრიზისულ სიტუაციებს ქმნის. ამ დროს მოსალოდნელია ბუნებრივი თუ პოლიტიკური კატაკლიზმები, გარკვეული გადანაცვლებები და გადაფასებები. ეს ყველაფერი ცხადია ადამიანებისგან მეტ გამძლეობას, შეუპოვრობასა და ორგანიზებულ შრომას მოითხოვს.
2015 წლის პირველ ნახევარში ყველაზე კრიზისული იქნება იანვარი, თებერვალი და მარტი - ამ პერიოდში ბევრ ქვეყანაში მოსალოდნელია გამწვავდეს კრიზისი, რომელიც გამოვლინდება არა მხოლოდ ეკონომიკურ-ფინანსურ პრობლემებში, არამედ პოლიტიკურ დაძაბულობასა და შეიარაღებულ დაპირისპირებებში.
2015 წლის მეორე ნახევარში მოვლენები შედარებით მშვიდად განვითარდება, თუმცა წლის მეოთხე კვარტალიც დაძაბული და დისჰარმონიული იქნება, ამიტომ, წლის ბოლოსაც საჭირო იქნება ყურადღების, სიფრთხილისა და წინდახედულების გამოვლენა.. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს ნოემბერ-დეკემბერი, როდესაც სატურნი-ნეპტუნის ნეგატიური ასპექტი გააძლიერებს სოციალურ უკმაყოფილებას, გაზრდის კონფლიქტებისა და პროვოკაციების ალბათობას, რაც მოსალოდნელია მთელ რიგ ქვეყნებში გადაიზარდოს საპროტესტო გამოსვლებში, შეიარაღებულ დაპირისპირებებში.
2015 წლის პირველ და მეოთხე კვარტალში პოლიტიკურად არასტაბილურ ქვეყნებში მოსალოდნელია დაიწყოს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შესაძლოა მივიდეს მმართველობის სისტემების შეცვლამდე, რევოლუციამდე ან ხელისუფლების გადატრიალებამდე.
2015 წელს პლანეტა სატურნი მშვილდოსნის ზოდიაქოში იმოძრავებს (გარდა მესამე კვარტლისა, როდესაც სატურნი ისევ მორიელის ზოდიაქოში დაბრუნდება), აქედან გამომდინარე ადამიანები გააქტიურდება საერთაშორისო საკითხები, მოსალოდნელია გარკვეული დამუხრუჭება საგარე პოლიტიკის კუთხით, ბიზნესის იმ სფეროებთან, რომლებიც უცხოეთსა და უცხოელებს უკავშირდება.
დამდეგი წლისთვის დამახასიათებელი იქნება „ძველისა“ და „ახლის“ ბრძოლა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ მტკივნეული იქნება, ამიტომ, უხეში დაპირისპირებები ჩანაცვლებული უნდა იქნას ეტაპობრივი რეფორმებითა და უმტკივნეულო ცვლილებებით. წინააღმდეგ შემთხვევებში მოსალოდნელია ვიხილოთ სერიოზული საპროტესტო გამოსვლები, რომლის საფუძველი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისები და არასტაბილურობა იქნება. კიდევ უფრო გაძლიერდება სეპარატისტული და ექსტრემისტული მოძრაობები. არ არის გამორიცხული მოხდეს გეოპოლიტიკური ცვლილებებიც, რაც გამოიხატება ზოგიერთი ქვეყნის დანაწევრებაში ან სერიოზული შიდაპოლიტიკურ ცვლილებებში.
ეკონომიკური და ფინანსური კუთხით 2015 წელი წინა წლებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული არ იქნება, რადგან ფინანსური კრიზისი და მერყევი ბაზარი ადამიანებს თუ ქვეყნებს აიძულებთ გაატარონ მკაცრი პოლიტიკა და არასასურველი რეფორმები არსებული მდგომარეობის გაჯანსაღებისკენ და დასტაბილურებისკენ.
2015 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით ბევრ ქვეყანაში მოიმატებს ბუნებრივი კატაკლიზმების, ტექნიკური ავარიებისა და დაპირისპირების ალბათობა (ამის ალბათობა მაღალი იქნება ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთის ევროპულ და სამხრეთ ნაწილში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში).
ამ წელს მოძველებული მეთოდებით ხელმძღვანელობა ან დაკარგული პოზიციების უხეში მეთოდებით დაბრუნების მცდელობა გამართლებული არ იქნება, რადგან მოსალოდნელია ამან კიდევ უფრო გაამწვავოს არსებული მდგომარეობა.
2015 წლის აგვისტოში პლანეტა იუპიტერის ქალწულის ზოდიაქოში გადასვლა ადამიანებსა და ქვეყნებს „აიძულებს“ გახდნენ უფრო მეტად ეკონომიურები, ორგანიზებული და დისციპლინირებულები, ეს კი თავისთავად გამოიწვევს ბევრი რთული საკითხის იოლად მოგვარებას (განსაკუთრებით პოლიტიკასა და ეკონომიკაში).

საქართველო.
რასაკვირველია ის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცვლილებები და ტენდენციები, რომლებიც 2015 წლისთვის იქნება დამახასიათებელი, ჩვენს ქვეყანაზეც შესაბამისად აისახება. ცხენის წლის აქტიურობას `შეცვლის~ თხის წლის მერყეობა და ჭირვეულობა, რაც ბუნებრივია არასასიამოვნოდ პირველ რიგში მოსახლეობაზე აისახება. მიუხედავად ხელისუფლებისა მცდელობებისა, ძნელად მოხერხდება სტაბილური მდგომარეობის მიღწევა და თუნდაც საქართველოს ხელისუფლებამ შეძლოს პოლიტიკურ-ეკონომიკური სტაბილურობის შექმნა. ეს სტაბილურობა მაინც მყიფე იქნება, რომელიც ნებისმიერი გამოწვევის წინაშე შეიძლება დაიმსხვრეს.
საქართველოს ხელისუფლებას განსაკუთრებით 2015 წლის პირველ კვარტალში მოუწევს მძიმე შრომა, რათა 2014 წლის ბოლოდან „გადმოყოლილი“ ნეგატიური ტენდენციები დაარეგულიროს და მდგომარეობა სასიკეთოდ შემოატრიალოს.
საინტერესო იქნება თუ თვალს გადავავლებთ საქართველოს პოლიტიკურ რეალიებს, როდესაც თხის წელი იყო. საჭირო არ არის დიდი წიაღსვლები, მხოლოდ ბოლო ორი თხის წლისთვის გადახედვაც კი მოგვცემს იმის ანალიზის საშუალებას, რომ მივხვდეთ რამდენად დიდი არასტაბილურობით გამოირჩევა თხის წელი:
•    2003 წელი - საქართველოში მოხდა ე. წ. „ვარდების რევოლუცია“, რასაც არსებული ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა.
•    1991 წელი - დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან რვა თვეში დაიწყო სამოქალაქო ომი, რასაც არსებული ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა.

2015 წელი კომერციული საქმიანობისთვის და ბიზნესისთვის მაინცა და მაინც პოზიტიური არ იქნება, ამიტომ, ამ მიმართულებით საჭიროა უდიდესი ყურადღების გამოჩენა, რადგან მოიმატებს საბედისწეროს შეცდომების დაშვების ალბათობა (ეს განსაკუთრებით ახალწამოწყებულ საქმეებს ეხება).
ასევე მეტი ყურადღება მართებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც შეხება აქვთ სარისკო ფინანსურ ოპერაციებთან, რადგან მოსალოდნელია 2015 წელს სარისკო და ავანტიურისტული წამოწყებები კრახით დასრულდეს (ეს განსაკუთრებით ეხება კრედიტებთან და უძრავი ქონების გაყიდვა-დაგირავებასთან დაკავშირებულ საკითხებს).
საქართველოსთვის რთული თვეები იქნება: იანვარი, თებერვალი, მარტი, მაისი, ივლისი, სექტემბრის მეორე ნახევარი, ოქტომბრის პირველი ნახევარი, ნოემბერი. ამ პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ძალოვან სამსახურებს, საგანგებო და გადაუდებელო სიტუაციების მართვის სააგენტოს დაძაბულ რეჟიმში მოუწევთ მუშაობა, რათა შექმნილი კრიზისული სიტუაციები აღმოფხვრან.
2015 წლის პირველი ნახევარი საქართველოსთვის ეკონომიკური თვალსაზრისით რთული იქნება, განსაკუთრებით 9 აპრილამდე პერიოდი, სანამდე იუპიტერი რეტროგრადულად (ასტროლოგიური თვალსაზრისით უკუმიმართულებით) იმოძრავებს, ამიტომ, სწორედ ამ პერიოდში განვითარებული მოვლენები და დამდგარი შედეგი იქნება იმის მაჩვენებელი, როგორი წელი იქნება საქართველოსთვის. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეძლოთ წლის პირველ სამ თვეშივე სრული კონტროლი დაამყაროს ეკონომიკურ პროცესებზე და მინიმუმამდე შეამციროს მოსალოდნელი კრიზისის მიზეზები, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2015 წლის მეორე ნახევარში ამას მეტად არასასურველი შედეგები მოჰყვება.

No comments:

Post a Comment