მზის სისტემის პლანეტები და მათი ასტროლოგიური გავლენა
ურანი - მზიდან მე-7 პლანეტა. იგი 1781 წლის 13 მარტს აღმოაჩინა ინგლისელმა ასტრონომმა უიალიამ გერშელმა. ბოლო გამოკვლევებით მას 27 თანამგზავრი ჰყავს (მათგან უდიდესებია - ტიტანი, ობერონი, არიელი და უმბრიელი). ურანი (ისევე როგორც იუპიტერი, სატურნი და ნეპტუნი), არამყარი კრისტალური აგებულებისაა. ურანის ატმოსფერო ძირითადი შემადგენლობა შედგება წყალბადისგან (83%), ჰელიუმისგან (15%), მეთანისგან (2%), ასევე ამიაკისგან, ეთანისგან და აცეტილენისგან. პლანეტას ცისფერ შეფერილობას სწორედ მეთანი ანიჭებს.
ასტროლოგიურად ურანი "ეპოქალურ" პლანეტებს მიეკუთვნება (როგორც ნეპტუნი და პლუტონი), ანუ მისი კოსმიური გავლენა უფრო ეპოქებსა და ადამიანთა თაობებზე მოქმედებს, ვიდრე ცალკეულ ინდივიდებზე და ყოველდიურ ცხოვრებაზე. ასტროლოგიურად ურანი მოულოდნელი და არაპროგნოზირებადი ცვლილებების პლანეტაა. ეს არის ევოლუცია, გარდაქმნა, რიტმი, ტრანსფორმაცია. იგი ყოველგვარი სიურპრიზებითა და ბედის ცვლილებებით აღსავსეა, იგი ანგრევს ძველს და მოაქვს ახალი, იქიდან გამომდინარე, რომ მერწყულის ზოდიაქოს სწორედ პლანეტა ურანი მართავს, მერწყულის ეპოქაში გადასვლამ (1990-2000 წლებში) მოიტანა სხვადასხვა ქვეყნების გეოპოლიტიკური დაშლა-დანაწევრება. ამ პერიოდში გაიზარდა თავისუფლების შეგრძნების ხარისხი, რომელიც პლანეტა ურანის ერთ-ერთი უმთავრესი ასტროლოგიური პარამეტრია, რამაც განაპირობა კიდეც უამრავი ეთნოკოფლიქტი.
ურანი ერთი ზოდიაქოს ნიშნის "გავლას" 7 წელი, მთლიანი ზოდიაქოს გარშემოვლას კი დაახლოებით 84 წელი უნდება. იგი უჩვენებს ადამიანის მიდრეკილებებს სიახლეებისადმი, ორიგინალობისადმი, რეფორმატორულობისადმი, დამოუკიდებლობისადმი. ასტროლოგიურად ურანის დადებითი თვისებები: გამომგონებლობა, მაძიებლობა, იდეალიზმი, დემოკრატიულობა, ძმობა, ერთიანობა, ჰუმანიზმი. უარყოფითი თვისებები: ექსცენტრიულობა, უპასუხისმგებლობა, მეამბოხეობა, სარკაზმი, გაუწონასწორებლობა, სულიერი კრიზისი, განხეთქილება. ეპოქალურად ურანის დადებით გავლენას მნიშვნელოვანი პროგრესი მოაქვს ტრანსფორმაციის, ევოლუციის, კოსმოსის ათვისებისა თუ შემეცნების, კოსმონავტიკის, ავიაციის, ასევე ნანოტექნოლოგიების განვითარების კუთხით, ხოლო ნეგატიურს კი მოაქვს ნგრევა, რეგრესი, ძველი ტრადიციებისა თუ წეს-ჩვეულების უარყოფა, რევოლუცია და ამბოხი.
პირად ჰოროსკოპში ურანის ძლიერი გავლენა აქვთ გამომგონებლებს, ასტრონომებს, ასტროლოგებს, რეფორმატორებს, რევოლუციონერებსა და იმ ადამიანებს, ვისაც საქმე კოსმოსის ათვისებასთან (ფიზიკური თუ სულიერი კუთხით) და ტექნოლოგიებთან აქვთ (მარტინ ლუთერს, თომას მორს, თომას ალვა ედიოსონს, ვილჰელმ რენტგენს, პიერ კიურის, იური გაგარინს, გერმანე ტიტოვს, ნეილ ამსტრონგს, ჯონ გრინს, კარლ ციგლერს, მარტინ ლუთერ კინგს, ფიდელ კასტროს, ჩე გევარას, ნიკიტა ხრუშჩოვს, უგო ჩავესსა და ა. შ. ).
No comments:
Post a Comment