მზეს, მთვარეს და მზის სისტემის პლანეტებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის და აქედან გამომდინარე, კოსმოსი დედამიწაზე მყოფ ყველა ცოცხალი არსების სიცოცხლის რიტმზე მნიშვნელოვან კოსმობიოლოგიურ გავლენას ახდენს. აქედან რა თქმა უნდა გამორჩეულია მზისა და მთვარის რიტმები, რომლებსაც ასე ვთქვათ "აწყობილია" ადამიანის ცხოვრება. ალბათ ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ განსაზღვრულ საათებში მზის კოსმობიოლოგიური გავლენა სხვა და სხვა ფორმით გამოვლინდება და ადამიანზეც სხვა და სხვანაირ გავლენა ახდენს.
• დილის 5 საათიდან - დილის 7 საათამდე მზის გამოსხივებას უდიდესი ენერგია გააჩნია, ამ დროს ადამიანის ჩაკრებში (ნერვული ცენტრები) ენერგია კონცენტრირდება, მაღლა იწევს ორგანიზმის ტონუსი, აქტიურდება ჰიპოფიზის და ორგანიზმის სხვა ჯირკვლების მუშაობა, ამ დროს ადამიანი ადვილად გამოდის დეპრესიული და სტრესული მდგომარეობიდან, ამიტომ, ამ პერიოდში ადგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, თითქმის ყველა რელიგიურ მონასტერში ბერები სწორედ ამ პერიოდში იღვიძებენ და იწყებენ ლოცვასა თუ მუშაობას.
• დილის 7-დან 9 საათამდე მზის ვიბრაცია მოქმედებს უჯრედულ დონეზე, ამასთან აქტიურდება `ინ~ ენერგია, ამიტომ ამ დროს გაღვიძებული ადამიანი მოდუნებულია და ეს მოდუნება მთელი დღე გაჰყვება ხოლმე, ამ დროს აქტიურდება ქრონიკული დაავადებები და ამ დროს არ არის რეკომენდებული მზეზე გასვლა დეპრესიული ადამიანებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პოსტოპერაციული პერიოდი აქვთ.
• 9-11 საათი ეს სასიკეთო პერიოდია 15 წუთიანი მზის აბაზანების მისაღებად, სხვა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ, ეს პერიოდი კარგად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, ტვინი იწყებს აქტიურად მუშაობას, ხოლო ნერვული სისტემა აქტიურად მოქმედებს. ეს კარგი პერიოდია გონებრივი სამუშაოს დაწყებისთვის, სხვა და სხვა იდეების შეჯერებისთვის და ახალი იდეები მოფიქრებისთვის.
• 11-13 საათის პერიოდში მზის ვიბრაცია ნეგატიურია, ამიტომ, არ არის სასურველი მზეზე დიდ ხანს ყოფნა, ამ დროს ძლიერდება სისხლის ცირკულაცია, ჩქარდება პულსი, რომელიც მოქმედებს არტერიულ წნევაზე და ტვინის მუშაობაზე. სისხლს მიწოდების აქტიურდება კუჭის მოქმედება და ადამიანმა თუ დღის განმავლობაში საკვები არ მიიღო, ამ პერიოდში გრძნობს შიმშილის შეგრძნებას.
• 13-15 საათის პერიოდში მზის ვიბრაცია ძალიან ძლიერია, თუმცა პოზიტიურია. ეს პერიოდი ხელს უწყობს ზრდის პროცესს, განსაკუთრებით მცენარეებში. ამ დროს მზის აბაზანების ან ღია წყალში ბანაობა რეკომენდებული არ არის. სუსტდება მხედველობა და გულსისხლძარღვთა სისტემა.
• 15-17 საათის პერიოდი მზის ენერგეტიკა ეცემა, ამიტომ, სასიკეთოა დასვენება, რელაქსაცია. ამ დროს ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა მინიმალური უნდა იყოს, რათა ადამიანი არ გადაიღალოს.
• 17-დან 19 საათამდე მიუხედავად მზის ვიბრაციის კიდევ უფრო კლებისა, ეს პოზიტიური პერიოდია, ამიტომ, მზის აბაზანები და სუფთა ჰაერზე სეირნობა სასიკეთოა, როგორც მოზრდილებისთვის, ისე ბავშვებისთვის. აქტიურდება ადამიანის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, გონება და ქვეცნობიერი. სასიკეთო დროა შემოქმედებითი სამუშაოსთვის.
• 19-21 საათის პერიოდში მზის ენერგიის კლების გამო ადამიანის ორგანიზმიც დუნდება. ამ დროს კარგია ორგანიზმის გამწმენდი პროცედურები, აბაზანის მიღება, რადგან ამ დროს ადამიანი იწმინდება როგორც ბიოლოგიურად, ისე ენერგეტიკულად. ამ პერიოდში საჭიროა დღის განმავლობაში გადატანილი უსიამოვნებების გაანალიზება ან დავიწყება.
• საღამოს 21-დან 23 საათამდე მზის ენერგია ადამიანის ენერგეტიკული სხეულის მიერ გადამუშავდება და შეინახება როგორც ორგანიზმის სარეზერვო მარაგი. ძლიერდება ადამიანის სულიერი და ფსიქიკური ძალა. ამ დროს კარგია ლოცვა, შემოქმედებითი ან ინტელექტუალური სამუშაოს კეთება. ეს ასევე ყველა კარგი პერიოდია დაძინებისთვის.
ღამის 23 საათიდან დილის 5 საათამდე პერიოდში დომინანტი მთვარეა, მზის ენერგია უფრო სუსტია, თუმცა მისი ვიბრაცია არ წყდება. ეს არის ადამიანის ორგანიზმის, გონების და ემოციის დასვენების პერიოდი. ვინც ამ პერიოდში ფხიზლობს, მის როგორც ბიოლოგიურ, ისე ენერგეტიკულ სხეულში დისბალანსი ხდება, რაც შემდგომ უარყოფითად აისახება მის ჯანმრთელობაზე, შრომისუნარონაბაზე, გონებრივ თუ ემოციურ მდგომარეობაზე.
No comments:
Post a Comment