1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 29, 2021

2022 წლის პოლიტიკურ-ეკონომიკური პროგნოზი


© რამაზ გიგაური
 
2022 წლის მთავარი ასტროლოგიური ასპექტი:
ისევე როგორც 2021 წელში, 2022 წელსაც მთავარ ასტროლოგიურ ასპექტად (კავშირად) სატურნისა და ურანის კვადრატული კავშირი იქნება.
2022 წელს მისი მოქმედების პერიოდები იქნება: 1-30 იანვარი და 24 ივლისი - 7 დეკემბერი. რეალურად, 2021 წლიდან დაწყებული პროცესები გაგრძელდება 2022 წლის იანვარში და შემდგომ უკვე 2022 წლის მეორე ნახევარში.
ეს დაუკავშირდება მოძველებულისა და ახლის დაპირისპირებას, ასევე ცვლილებების აუცილებლობა. ასტროლოგიურად, სატურნი ეს არის - სისტემა, ძალაუფლება, წინაღობები, პრობლემები, ხოლო ურანი - ცვლილება, რეფორმა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, რევოლუცია.
2022 წელს აქტუალური იქნება ძალაუფლების კუთხით სისტემური განახლება, რეფორმების ჩატარება და რევოლუციური განწყობები. ასევე შენარჩუნდება ძალაუფლებისათვის და გავლენის მოპოვებისთვის ბრძოლასთან დაკავშირებული ტენდენციები.
რეალურად, „ძველისა“ და „ახლის“ კონფლიქტი 2022 წელს სრული ძალით გამოვლინდება ჯერ იანვარში, როდესაც მოიტანს სერიოზულ რყევებს როგორც გლობალურ, ისე ინდივიდიუალურ დონეზე. ხოლო შემდგომ უკვე ახალი ტალღა იქნება 2022 წლის მეორე ნახევარში. ადამიანები იმ გამოწვევების გამკლავებას, რომლებთან შეხება 2021 წლის მეოთხე კვარტალში და 2022 წლის იანვარში ჰქონდათ, მხოლოდ 2022 წლის მეორე ნახევარში შეძლებენ.
2022 წელს ასევე გაგრძელდება ბევრ ქვეყანაში ხელისუფლებისთვის ბრძოლა და მოსალოდნელია მთელ რიგ ქვეყნებში ვიხილოთ ხელისუფლების გადადგომა, მინისტრთა კაბინეტების გადაყენება და რევოლუციური განწყობები. 
 
2022 წლის ასტროლოგიური ტენდენციები:
• მარსი:
პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით 2022 წელს ყურადღებას ითხოვს მარსის ვერძის ნიშანში მოძრაობის პერიოდი. ეს იქნება 25 მაისიდან - 5 ივლისამდე პერიოდი. ფაქტობრივად, მაისის ბოლო, ივნისი და ივლისის დასაწყისი დაძაბული და ფეთქებადსაშიში იქნება. ეს იმიტომ, რომ მარსის ვერძში ნიშანში ყოფნა დაკავშირებულია ენერგიის მაქსიმალურად გამოვლენასთან, რომელიც ქმნის მაქსიმალურად დაძაბულობას (თუმცა ავარიულ პერიოდებში უფრო კონკრეტულად ქვემოთ მივუთითებ).
• იუპიტერი:
გამარჯვების პლანეტა იუპიტერი 2021 წლის 29 დეკემბერს თევზების ზოდიაქოში გადავა და იქ 2022 წლის 11 მაისამდე დარჩება. ამ პერიოდში წარმატებას მოიტანს მოქნილება და დიპლომატიურობა. წინ წამოიწევს ალტრუიზმი და სიკეთის კეთების სურვილი, გაძლიერდება ინტუიციაც. ამ პერიოდში შესაძლებელი იქნება წარსულის ანალიზი და შეცდომების გამოსწორება. 2022 წლის 11 მაისიდან იუპიტერი ვერძის ნიშანში გადავა და იქ წლის ბოლომდე დარჩება. ამ დროს გაცილებით მეტ წარმატებას მოიტანს აქტიურობა, გაბედულება, ინდივიდუალიზმის და ლიდერული თვისებების გამოვლენა. რისკზე წასვლა და ახალი ინიციატივების გამოვლენაც გარკვეულწილად გამართლებული იქნება.
• სატურნი:
2022 წლის განმავლობაში პლანეტა სატურნის ციკლს. ის გააგრძელებს მერწყულის ზოდიაქოში მოძრაობას. ეს დაუკავშირდება ობიექტურობის დაცვას, არასტანდარტულობის გამოვლენას, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, შემზღუდველი ჩარჩოების გარღვევას და ჯგუფურ მუშაობას.
• შავი მთვარე (ლილიტი):
რაც შეეხება შავი მთვარის (ლილიტის) გავლენას, ის 1 იანვრიდან - 15 აპრილამდე ტყუპის ზოდიაქოში იმოძრავებს. აქედან გამომდინარე, მაცდუნებელი გარემოებები და მოულოდნელი პრობლემები მოსალოდნელია კომუნიკაციის, ტრანსპორტის სფეროში და ასევე ურთიერთობებში შეიქმნას. 15 აპრილიდან შავი მთვარე კირჩხიბის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და სირთულეები შეიქმნება ფსიქო-ემოციური მიმართულებით, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად კავშირში იქნება სამშობლოსთან, ოჯახთან, ოჯახურ ცხოვრებასთან და უძრავ ქონებასთან.
 
მზისა და მთვარის დაბნელებები
2022 წელს მზის ორი დაბნელება დაფიქსირდება: 30 აპრილს (ნაწილობრივი) და 25 ოქტომბერს (ნაწილობრივი). რაც შეეხება მთვარის დაბნელებას, ისიც ორი იქნება: 16 მაისს (სრული) და 8 ნოემბერს (სრული) და (ნაწილობრივი). რეალურად, 2022 წელს დაბნელების ორ ე. წ. „დერეფანს“ გავივლით 30 აპრილიდან - 16 მაისამდე და 25 ოქტომბრიდან - 8 ნოემბრამდე. ეს პერიოდები გლობალური მასშტაბით გარკვეულ გართულებებს დაუკავშირდება. 
 
მერკურის რეტროგრადული მოძრაობა
2022 წელს მერკური ოთხჯერ იმოძრავებს რეტროგრადულად:
* 14 იანვრიდან - 4 თებერვლამდე;
* 10 მაისიდან - 3 ივნისამდე;
* 10 სექტემბრიდან - 2 ოქტომბრამდე;
* 29-31 დეკემბერი.
ამ დღეებში მოსალოდნელია გარკვეული პრობლემები შეიქმნას ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემასთან, ურთიერთობებთან, შეხვედრებთან და მოლაპარაკებებთან. ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს და საბუთები სიფრთხილით უნდა გაფორმდეს. თუმცა ეს სასიკეთო პერიოდები იქნება ძველი კავშირების დალაგებისთვის, გადადებული საქმეების დასრულებისთვის, შეწყვეტილი სწავლის ან მოლაპარაკების განახლებისთვის, ასევე დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის.
 
ვენერას რეტროგრადული მოძრაობა
2022 წელს ვენერა რეტროგრადულად იმოძრავებს წლის დასაწყისში - 1-29 იანვრის შუალედში.
ამ პერიოდში დაწყებული გრძელვადიანი პირადი ურთიერთობები ან ქორწინება მოსალოდნელია გარკვეული გართულებებით განვითარდეს. ეს ეხება ასევე ფინანსურ და ბიზნეს მოლაპარაკებებს. ყველა საკითხი კარგად უნდა იქნას შესწავლილი, რათა მოსალოდნელი შეცდომები გამოირიცხოს. სიფრთხილის გამოჩენაა ფულის სესხება-გასესხების, რემონტის, ხელოვნებასთან დაკავშირებული პროექტების დაწყების, ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის, ძვირფასეულობის, სამოსის და ფეხსაცმლის ყიდვის დროსაც კი. 
 
მარსის რეტროგრადული მოძრაობა
2022 წელს მარსი რეტროგრადულად იმოძრავებს წლის ბოლოს, კონკრეტულად კი 30 ოქტომბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით. ამ პერიოდში ყურადღების გამოჩენაა საჭირო ტექნიკის, მათ შორის ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვის დროს. ყველაფერი კარგად უნდა შემოწმდეს. ასევე ყურადღებას ითხოვს ქირურგიული ოპერაციები, ცეცხლსასროლ იარაღთან და ბიზნესთან დაკავშირებული საკითხები. ამ მიმართულებით ყველა დეტალი წინასწარ კარგად უნდა გაირკვეს და დამუშავდეს, რათა მოულოდნელი დამუხრუჭება არ მოხდეს და პრობლემები არ შეიქმნას.
 
სახიფათო და ავარიული პერიოდები
2022 წელს რთული და სახიფათო პერიოდები იქნება:
* 10 იანვრიდან - 1 თებერვლამდე (პიკი: 14-21 იანვარი);
* 24 თებერვალი - 11 მარტი;
* 20-31 მარტის შუალედი;
* 7-26 მაისის შუალედი;
* 25 ივლისიდან - 21 აგვისტომდე (პირველი პიკი: 28-31 ივლისი, მეორე პიკი: 8-14 აგვისტო);
* 20 ოქტომბერი - 20 ნოემბერი.
ეს პერიოდები ითხოვენ მაქსიმალურ წინდახედულებას და სიფრთხილეს!!!
ამ დროს მოიმატებს ინდივიდუალურ დონეზე: ავარიული სიტუაციები, კონფლიქტების, დაპირისპირების, ხიფათის და სიტუაციის მოულოდნელად გაუარესების ალბათობა.
გლობალურ დონეზე: მასობრივი კონფლიქტების, შეიარაღებული შეტაკებების, ტერაქტების, ტექნიკური ავარიების და კატაკლიზმების ალბათობა. 
 
მსოფლიო
2022 წელი იქნება ბოლო ორწლიანი კრიზისის შემოტრიალების პერიოდი. მიუხედავად იმისა, რომ ე. წ. „გუშონ-ბარბოს“ ციკლის მიხედვით კრიზისული პერიოდის სრულად აღმოფხვრა 2024 წლიდან იწყება, ამის ნიშნები უკვე 2022 წელს გაჩნდება (არ არის გამორიცხული ეს 2022 წლის გაზაფხულზევე მოხდეს).
აქ საინტერესოა, რომ 2019-23 წლები გასული ოცდაათწლიანი პერიოდის ქვედა ზღვარის რიგით მესამე მინიმალური წერტილია (პირველი - 1990-98 წლები, ხოლო მეორე - 2008-10 წლები იყო). 2022 წელი ერთი მხრივ, 2019-21 წლების და მეორე მხრივ, 2023-24 წლების ერთგვარი გამყოფი ხაზია. სწორედ 2022 წელმა უნდა გამოაჩინოს 2019-21 წლებში შექმნილი და განვითარებული კრიზისების რა ტიპის, როგორი ფორმის დალაგებაზე იქნება საუბარი.
როგორ შეიძლება განვითარდეს 2022 წელს პოლიტიკური-ეკონომიკური პროცესები?!
ის ციკლი, ის ახალი ასტროლოგიური ეპოქა, რომელიც უკავშირდება იუპიტერი-სატურნის ციკლს (ამ ორი პლანეტის შეერთება და 2020 წლის 21 დეკემბერს დაიწყო), 2022 წელს ახალი ფორმებს მიიღებს და ერთგვარ განახლებას დაუკავშირდება. რეალურად, 2019-21 წლები შეიძლება ერთგვარ საზღვრად წარმოვიდგინოთ და მან მსოფლიოს ნათლად დაანახა ის გამოწვევები, რომელთა გამკლავება და მართვა უახლოეს 20 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
2022 წელში ბუნებრივია, გაგრძელდება 2019-21 წლებში შექმნილი კრიზისი და განსაკუთრებით ეს კოვიდის ინფექციას, პანდემიასა და ფინანსურ კრიზისებს ეხება. კოვიდის კუთხით გარკვეული პოზიტიური სიახლეები იქნება და ეს საგრძნობი განსაკუთრებით წლის მეორე ნახევრიდან გახდება.
შედარებით რთულად განვითარდება პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები და მოსალოდნელია ამის დასტური მსოფლიომ უკვე 2022 წლის დასაწყისშივე იგრძნოს, რომელიც დაუკავშირდება სერიოზულ მსოფლიო პოლიტიკურ კრიზისს, პოლიტიკურ ექსკალაციებს და საომარ განწყობებს. არ არის გამორიცხული წლის პირველივე კვარტალში (იანვრიდან - მარტის ჩათვლით) გარკვეულ ძალებს შორის სამხედრო დაპირისპირება ან მოკლევადიანი, მაგრამ რეზონანსული სამხედრო ოპერაცია.
მსოფლიოს პოლიტიკური ცხოვრება დატვირთული იქნება `ხმაურიანი~ განცხადებებით, ასევე რისკის შემცველი და ავანტიურისტული გადაწყვეტილებებით, რომლებმაც მოსალოდნელია არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს გარკვეული საფრთხე შეუქმნას. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების მხრიდან იშვიათი არ იქნება მოულოდნელი შემოტრიალებები და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებმაც მოსალოდნელია საკმაოდ მტკივნეულ პროცესებს დაუდოს საფუძველი.
2022 წელი ცალსახად მსოფლიოს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ცხოვრებაში ცვლილებების პერიოდი იქნება. აქედან გამომდინარე პოლიტიკასთან ერთად მოსალოდნელია სერიოზული რყევები ვიხილოთ ბიზნესში, ეკონომიკურ ბაზარზე და ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში. ის ეკონომიკური ცვლილებები და რეფორმები, რომლებიც 2021 წელს დაიწყო ძალიან ბევრი მიმართულებით არასაკმარისი აღმოჩნდება და არ არის გამორიცხული ვიხილოთ მთელი რიგი კომპანიების ხმაურიანი გაკოტრებაც. ეს განსაკუთრებით წამყვან ქვეყნებს ეხება. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და ასევე აზიის მთელი რიგი ქვეყნები: ჩინეთი, იაპონია, ტაილანდი. ინდონეზია, მალაიზია, სამხრეთ კორეა, სინგაპური, ფილიპინები). ეკონომიკური კრიზისის ალბათობა ყველაზე მაღალი იქნება გაზაფხულზე (მარტი, აპრილი და მაისი) და შემდეგ უკვე წლის მეოთხე კვარტალში (ოქტომბერი, ნოემბერი და დეკემბერი).
ის ეკონომიკური პროცესები, რომლებიც 2021 წელს უკვე დაიშალა ან ისე დასუსტდა, რომ გაგრძელების რესურსები აღარ ექნება, 2022 წელს ახალ ფორმებს მიიღებს. არ არის გამორიცხული მოხდეს წვრილი კომპანიების შეერთება-შერწყმა ამ ფორმით მათი გაძლიერება (იგივე ტენდენცია იქნება პოლიტიკაში, სადაც პოლიტიკურ პარტიებს მოუწევთ წარსულის ანალიზი, ძველ კავშირებზე ან „ცნობად სახეებზე“ უარის თქმა და გადახალისება. გარდა ამისა, მოსალოდნელია სხვადასხვა პარტიის ან პოლიტიკური ერთეულების ერთმანეთთან შეერთებაც).
ასტრონუმეროლოგიური თვალსაზრისით 2022 წელი დაკავშირებულია ციფრ 2-თან, რომელიც ინდივიდუალურ დონეზე მერყეობასთან, ფსიქო-ემოციურ პრობლემებთან და წარსულზე მიჯაჭვულობასთან იქნება დაკავშირებული, თუმცა 2022 წლის ასტრონუმეროლოგიური ჯამი გვაძლევს 6-ს, რაც ძველი მატერიალური ფორმების ნგრევასთან და ახლის შექმნასთან იქნება დაკავშირებული. ეს მიუთითებს ფინანსური საკითხების კიდევ უფრო წინ წამოწევს და ასევე შესაძლო ფინანსურ კრიზისებზე მიანიშნებს.
 
საქართველო
 
ბუნებრივია, ყველა ის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ტენდენცია თუ ცვლილება, რომელიც 2022 წლისთვის იქნება დამახასიათებელი, საქართველოზეც აისახება.
საქართველოს მუნდანური ჰოროსკოპის მიხედვით 2022 წელი საქართველოსთვის საკმაოდ რთული და კომპლექსური იქნება. ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია ცხადია იქნება პოლიტიკური, უფრო სწორედ კი ხელისუფლებისთვის ბრძოლა, რომელიც 2021 წელს გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და 2022 წელსაც გასტანს.
შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში გადამწყვეტი პერიოდი 2022 წლის აგვისტოდან - 2022 წლის ნოემბრამდეა. ეს არის ერთი მხრივ რისკზე წასვლის, შესაძლებლობების გაფართოვების, გამარჯვების სურვილის და მეორე მხრივ ძალის, აგრესიის, ბოლომდე ბრძოლის ტენდენცია. აქ მიდის ორი პოლიტიკური ძალის დაპირისპირება, სადაც გამარჯვებული 2022 წელს 90-95 პროცენტით გამოვლინდება. ერთ-ერთი მხარე მიაღწევს გადამწყვეტ უპირატესობას და მეორე მხარეს მიზერული შანსი ექნება, რომ 2023 წელს რაიმე შეცვალოს (ცვლილებების შანსი შედარებით 2024 წლიდან მოიმატებს).
საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში ერთი საინტერესო ასპექტია, რომელიც მე-11 ასტროლოგიურ სახლს უკავშირდება. ეს მეგობრების, თანამოაზრეების და გაერთიანებების სექტორია. ამიტომ დიდი ალბათობით 2022 წელს მოსალოდნელია ოპოზიციური ძალების კიდევ უფრო მეტად გაერთიანება (იმიტომ ოპოზიციური ძალების, რომ მმართველ პარტიას არავისთან გაერთიანება არ სჭირდება. ის უბრალოდ, ხელისუფლებაა). ეს გაერთიანება ძალიან რთული და თითქმის წარმოუდგენელი იქნება, თუმცა შესაძლებელია და დიდი ალბათობით 2022 წლის მარტიდან ამის ნიშნების დანახვა შესაძლებელი იქნება.
2022 წელს ტრანზიტული იუპიტერი საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში მე-9 და მე-10 სახლებში იმოძრავებს, ხოლო ტრანზიტული სატურნი გააგრძელებს მე-7 სახლში მოძრაობას.
ეს მიანიშნებს, რომ საქართველოსთვის 2022 წლის იანვრიდან მაისამდე აქტუალური იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებული საკითხები. მოსალოდნელია საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით მნიშვნელოვანი სიახლეები მოხდეს ან დაიწყოს გარკვეული პროცესი, რომელიც საქართველოს და საერთაშორისო ორგანიზაციების ურთიერთობებს საკითხებს განვითარების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს.
გარდა ამისა, მოსალოდნელია გააქტიურდეს რელიგიურ ინსტიტუტებთან დაკავშირებული საკითხები. შეიძლება ამ კუთხითაც ვიხილოთ რაიმე ტიპის ცვლილებები ან რეფორმები.
მოსალოდნელია ტურიზმთან და საერთაშორისო ფრენებთან დაკავშირებით ახალი და საკმაოდ საინტერესო ტენდენციების განვითარება. შესაძლოა ეს იყო საქართველოს როგორც მაკროეკონომიკური მოდელის საინტერესო ნაწილად წარმოჩენა ან მსხვილ ეკონომიკურ სქემაში საქართველოს ჩართულობა.
2022 წლის მაისიდან - წლის ბოლომდე წინ წამოიწევს ხელისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები. შესაძლოა ვიხილოთ მთელი რიგი პოლიტიკური ცვლილებები, რომელსაც ხელისუფლება განახორციელებს. შეიძლება ეს იყოს ცვლილებები მთავრობაში ან არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები. წლის მეორე ნახევარში ხელისუფლებას მოუწევს გაცილებით მეტი მუშაობა ცვლილებების კუთხით, თუმცა 2022 წლის მეორე ნახევარში მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზება მხოლოდ 2023 წლის გაზაფხულიდან გახდება შესაძლებელი.
შენარჩუნდება ასევე მიანიშნებს სხვა და სხვა ტიპის დაპირისპირების ალბათობა ქვეყნის ღია მტრებთან და ცხადია, აქ უპირველესად რუსეთთან არსებული დაპირისპირება იგულისხმება. რუსეთის მხრიდან ნეგატიური გავლენის ალბათობა მთელი 2022 წლის აქტიური იქნება (რუსეთის გავლენიდან თავის დაღწევის შესაძლებლობა 2024 წლიდან გაჩნდება).
საქართველოსთვის რთული შემდეგი პერიოდები იქნება: იანვარი, თებერვლის პირველი ნახევარი, მარტის პირველი ნახევარი, მაისის მეორე ნახევარი, ივნისის პირველი ნახევარი, აგვისტო, ოქტომბრის მეორე ნახევარი, ნოემბერი. ამ პერიოდებში საქართველოს ხელისუფლებას წინდახედულობის, სიფრთხილის და ყურადღების გამოჩენა მართებს, რათა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრება მშვიდ და უსაფრთხო ტემპში წარიმართოს.
 
ბიძინა ივანიშვილი VS მიხეილ სააკაშვილი
 
ბიძინა ივანიშვილი
რაც შეეხება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის პირად ჰოროსკოპებს. როგორც 2021 წელს ვწერდით, მათი დაპირისპირების პიკი 2020 წლის ზაფხულიდან - 2022 წლის ზაფხულამდე პერიოდი იქნებოდა და ასეც მოხდა. ეს ბრძოლა უკვე კულმინაციაშია.
ერთი შეხედვით ბიძინა ივანიშვილი 2022 წლის პირველ ნახევარში შეძლებს მისთვის იმ სახიფათო სიტუაციების დამასრულებელ ფაზაში გადაყვანას, რაც დიდი ალბათობით მას შინაგანად ძაბავდა ან აშფოთებდა. ეს დიდი ალბათობით 2020 წლის მეორე ნახევარში და 2021 წელს იყო გააქტიურებული (თუმცა ამ ყველაფრის ნეგატიური გავლენა მას 2023 წლის გაზაფხულამდე გაჰყვება).
ზემოთ ხსენებულ სახიფათო ტენდენციებს შეიძლება დავარქვათ მოპოვებული პოზიციების და რეპუტაციის კიდევ უფრო დაკარგვა. არ არის გამორიცხული მას გაუჩნდეს ძლიერი იმედგაცრუების განცდაც, რომელიც მის შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებისთვის არც თუ სასურველი იმპულსი იქნება.
2022 წელს ბიძინა ივანიშვილისთვის ემოციური და ფიზიკური თვალსაზრისით სახიფათო პერიოდები იქნება:
* 23 თებერვლიდან - 18 აპრილამდე;
* 6 მაისიდან - 28 ივნისამდე;
* 12 სექტემბრიდან - წლის ბოლომდე.
განსაკუთრებით რთულად შეიძლება გაზაფხულის ბოლო და ზაფხულის დასაწყისი შეიძლება მოვიაზროთ. ამ პერიოდში მისი ემოციური დაძაბულობის, სკანდალის, ჯანმრთელობის გაუარესების ალბათობა ძალიან მაღალი იქნება. არ არის გამორიცხული, რომ 2022 წელს ის კიდევ უფრო პასიურ ფაზაში გადავიდეს (ან საერთოდ დატოვოს საქართველო) და ამის მიზეზი არა მხოლოდ მისი საქმიანი, არამედ მის ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საკითხებიც იყოს. 
 
მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის ჰოროსკოპის მიხედვით, მის ცხოვრებაში ნეგატიური პერიოდი 2020 წლის ნოემბერში დაიწყო და 2022 წლის ნოემბერში დასრულდება. ასე რომ, 2022 წლის ნოემბრამდე მისი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ იქნება. ეს ეხება როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. 2022 წელს მიხეილ სააკაშვილისთვის სახიფათო პერიოდები იქნება:
* 21 იანვრიდან - 10 თებერვლამდე,
* მარტის პირველი ნახევარი,
* აპრილის მეორე ნახევარი, მაისი, ივნისი
* ნოემბერი.
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთად 14 აპრილიდან - 28 ივნისამდე პერიოდი უნდა მოვიაზროთ. სწორედ ეს პერიოდი შეიძლება ჩავთვალოთ მისი 2022 წლის კრიზისის პიკად. მოსალოდნელია სწორედ ამ დროს გადაწყდეს ბევრი რამ და ეს კრიტიკული წერტილი უკავშირდება მის ერთი მხრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, ხოლო მეორე მხრივ (ამ კრიზისის გადალახვის შემთხვევაში) „მეორე სუნთქვის“ გახსნას და „რეგენერაციას“, რომელიც უფრო 2023 წლიდან არის მოსალოდნელი).

No comments:

Post a Comment