(რელაქსაცია, ვიზუალიზაცია, აფირმაცია)
ფრანგმა ფსიქოთერაპევტმა ემანულ სეგმა ერთხელ თქვა: "როდესაც წარმოსახვა და ნებისყოფა ერთმანეთში ანტაგონისტურად არიან განწყობილები და კონფლიქტში იმყოფებიან, ყოველთვის, ყოველგვარი გამორიცხვების გარეშე წარმოსახვა იმარჯვებს".
ასე რომ, შეგიძლიათ საკუთარი თავი დააპროგრამოთ წარმატებაზე. წარმოსახვას შეუძლია ყველაზე თამამი და თავხედი ოცნებების მოფიქრება და მათი რეალობად ქცევა.
ცნობილია, რომ წარმოსახვა და რაციონალიზმი ერთმანეთში მაინცა და მაინც მეგობრულ დამოკიდებულებაში ვერ არიან, ამიტომ, როდესაც ადამიანი ოცნებობს, ახდენს საკუთარი სურვილების ვიზუალიზაციას, მაშინ "ირთვება" ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო და ქვეცნობიერი "ამუშავებას" იწყებს, ამ დროს ადამიანი "ხედავს" მისთვის სასურველ ვირტუალურ რეალობას, "გრძნობს" სიმშვიდეს, "ესმის" შესაბამისი ხმა, რის ვიზუალიზაციასაც ახდენს. თუმცა ამავე დროს "ირთვება" ადამიანის ტვინის მარცხენა ნახევარსფერო და ცნობიერი, რაც წინააღმდეგობაში მოდის ქვეცნობიერთან და ცხადია ადამიანი ასევე წინააღმდეგობაში მოდის საკუთარ სურვილებთან: "ეს ჩემთვის არ არის", "მე არ ვიმსახურებ ამას", "მე გავგიჟდი" და ა. შ.
ჭეშმარიტება იმაში, რომ ადამიანის უნიკალურობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ადამიანს შეუძლია შეცვალოს სიტუაცია და წარმატებას მიაღწიოს. მიიჩნევა, რომ სწრაფ წარმატებად ითვლება ის, რომელიც რამოდენიმე წელიწადში სრულდება. არსებობს რამოდენიმე ხერხი და მეთოდი, რომელსაც შეუძლია ადამიანის წარმატებაზე დაპროგრამება. ერთადერთ და აუცილებელ ნაბიჯად ითვლება გონების ცნობიერისთვის "გვერდის ავლა". როდესაც ადამიანი ამას შეძლებს, მაშინ ქვეცნობიერი მიიღებს ყველაფერს, რასაც მასში ადამიანი მიზანმიმართულად "ჩანერგავს".
გონების "პროგრამირების" სამი კომპონენტია: მოდუნება (რელაქსაცია), ვიზუალიზაცია და აფირმაციები:
მოდუნება (რელაქსაცია): პირველი გასაღები გონების წარმატებაზე დაპროგრამებისკენ ეს არის რელაქსაცია. როდესაც ადამიანი ისვენებს და მოდუნებულ მდგომარეობაშია, ისვენებს მისი ტვინიც - ტვინის ციკლური ენერგოტალღები, აზროვნების პროცესი მშვიდდება და ამ დროს ტვინი გადადის ე. წ. "ალფა მდგომარეობაში", როდესაც ადამიანი ცნობიერი "იძინებს", თუმცა ქვეცნობიერი რჩება ვეგეტატიური ნერვული სისტემის მმართველობის ქვეშ. დასვენების დროს დუნდება ტვინიც და სხეულიც. სწორედ ამ დროს ადამიანის აზრები მშვიდდება იმ დონემდე, რომ ისინი უბრალოდ ვიბრირებენ. სწორედ "ალფა მდგომარეობის" აქტიურდება ქვეცნობიერი და ადამიანს სწორედ ამ დროს შეუძლია ვიზუალიზაციის დაწყება.
ვიზუალიზაცია: ეს წარმატების დაპროგრამირების მეორე გასაღებია. რელაქსაციის საშუალებით ადამიანი შედის შემოქმედებით პროცესში, რომელიც სავალდებულოა წარმატების მისაღწევად. ადამიანს შეუძლია "ჩანერგოს" საკუთარ ქვეცნობიერში ახალი აზრები და წარმოდგენები, უბრალოდ საჭიროა "დაიჭიროს" იმის გამოსახულება, რაც მას ჭეშმარიტად უნდა და იმოქმედოს ისე, თითქოს ეს უკვე აქვს და მიაღწია სასურველ მიზანს. აზრობრივმა გამოსახულებამ შეუძლია შიში ან ღელვა გამოიწვიოს, ანდა პირიქით ბედნიერების შეგრძნება გააჩინოს (ბედნიერების და სიხარულის შეგრძნება მინიშნებს, რომ ადამიანს სწორედ აქვს საკუთარი მიზანი არჩეული). საჭიროა ყოველივეს მკაფიოდა წარმოდგენა, უნდა გამახვილდეს ყურადღება დეტალებზე და ადამიანს, ის რაც ნამდვილად უნდა, რეალურ ცხოვრებაში გაჩნდება. აი, ეს არის წარმატების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი. ამ დროს ადამიანმა უნდა "დაინახოს" ის, რისი მიღწევის სურვილიც აქვს.
აფირმაციები: ახლა კი მესამე გასაღები წარმატებაზე დაპროგრამირებისთვის. ადამიანს შეუძლია საკუთარ ქვეცნობიერში "ჩანერგოს" ახალი მტკიცებულებები (აზრები) თვითდაჯერების მეშვეობით. რობერტ ალენისა და მარკ ვიქტორ ჰანსონის წიგნში "მილიონერი ერთ წუთში" ერთ-ერთი აფირმაცია ასეა ჩამოყალიბებული: "მე დავდივარ როგორც მილიონერი, მე ვმოქმედებ როგორც მილიონერი, მე ვარ მილიონერი". როგორც ადამიანი აფირმაციებს უმატებს გრძნობებს, ემოციებს, მაშინ ამ აფირმაციების ძალა და ენერგია ორმაგდება და ზოგჯერ სამმაგდება კიდეც. საჭიროა, იმის ნამდვილად დაჯერება, რასაც ადამიანის საკუთარ გონებას აჯერებს.
ადამიანს შეუძლია დააპროგრამოს წარმატება და ამისათვის საჭიროა მხოლოდ ეფექტური მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება. საჭიროა მოდუნება, ვიზუალიზაცია და იმის მტკიცედ გამეორება, თუ რისი მოხდენაა სასურველი (აფირმაციები). ყველა ადამიანს შეუძლია გაიმარჯვოს და ყველა მათგანი არის ამის ღირსი, ხოლო წარმატება მხოლოდ იმას ეკუთვნის, ვისაც ამის დიდი რწმენა და მწველი სურვილი აქვს.
No comments:
Post a Comment