1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 25, 2020

2021 წლის ასტროლოგიური დახასიათება

© რამაზ გიგაური

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2021 წელი ლითონის (თეთრი) ხარის წელი იქნება. ის 2021 წლის 11 თებერვალს (თბილისის დროით 23:06 საათზე) დაიწყება და 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

ხარის წლის ზოგადი დახასიათება

(სამუშაო, ოჯახი, სამშობლო)

 

ხარის წლისთვის დამახასიათებელია მოვლენების მიზანმიმართული, მეთოდური და სისტემური განვითარება. სიტუაციები წინა წლისგან განსხვავებით ნელა, მაგრამ სტაბილურად იცვლება. არეული მოვლენები ლაგდება, ხოლო ქაოსური და უწესრიგოდ განვითარებული სიტუაციები სტაბილურდება და მშვიდ კალაპოტში ექცევა. თუმცა ეს პროცესი ადამიანებისგან ითხოვს უდიდეს ყურადღებას, ორგანიზებულობას და დისციპლინირებულობას, ასევე შეუპოვრობას და წარმატების ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწევას. ხარის წელში გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელია შემდეგი თვისებების გამოვლენა: მოთმინება, თავშეკავებულება, სიდინჯე, გაწონასწორებულობა, სიზუსტე, შრომისმოყვარეობა და მეთოდურება. ნეგატიური თვისებებიდან შედარებით გაძლიერდება უხეშობა, სიჯიუტე, სწორხაზოვნება, დოგმატურობა და ფანატიზმი.

 

 

რას უნდა ველოდოთ 2021 ლითონის (თეთრი) ხარის წელს

 

2021 წელი - აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით ხარის წელს შეესაბამება  (ასევე ხარის წელი იყო: 1913, 1925, 1937, 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009 წლები). დამდეგი წლის სტიქია ლითონია და თეთრ (ყვითელ) ფერთან ასოცირდება.

ხარი - ეს აღმოსავლური ზოდიაქოს მეორე ნიშანია. აღმოსავლეთში და განსაკუთრებით ტიბეტში ის წმინდა ცხოველად მიიჩნევა. ლეგენდის თანახმად, ლაო-ძი სწორედ ხარჯზე (კამეჩზე) შემჯდარი გაეშურა უკვდავების საძიებლად. ინდუისტური და ბუდისტური ღმერთი იამა სწორედ ხარის ფორმას იღებს, რომ კოსმიური ჰარმონია აღადგინოს. აღმოსავლეთში ხარის წელს მიიჩნევენ ძველი ცოდვებისგან, ილუზიებისგან  გათავისუფლების წლად. სწორედ ამიტომ ეს წელი შორს დგას ფუჭი დაპირებებისგან და ილუზიურ-ფანტასმაგორიული იდეებისგან. ადამიანები ამ წელს რეალობას ყველაზე კარგად აღიქვამენ და შექმნილ მდგომარეობას აცნობიერებენ.

ხარი - აღმოსავლურ ასტროლოგიაში მიიჩნევა ადამიანის კარმული ვალის სიმბოლოდ, ვალის, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გადახდილი, ამიტომ, ადვილი შესაძლებელია ამ წელმა მოიტანოს მთელი რიგი პასუხისმგებლობები, რომლებიდან თავის დაღწევას წინა წლებში ადვილად ხდებოდა. ამ წელს დალაგდება-დასტაბილურდება ბევრი ქაოსური სიტუაცია, ხოლო დაძაბული ურთიერთობები შედარებით შერბილდება, ხისტი მოქმედებები იმთავითვე მარცხისთვის იქნება განწირული, თუმცა დიპლომატიისა და ტაქტის ამოწურვის შემდეგ, მოსალოდნელია საკმაოდ მრისხანე და დამაგრეველი მოქმედებები, ასე რომ, დიპლომატიას ხარის წელში ალტერნატივა არ გააჩნია.

ხარის წელში როგორც პირადულ, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე ურთიერთობები სტაბილურდება, დაპირისპირებული მხარეები პოულობენ საერთო ენას და უმეტეს შემთხვევაში შეთანხმებას აღწევენ.

ხარის წლიძირითადი ტენდენციებია - შრომისმოყვარეობა, დამოუკიდებლობა, მიზანსწრაფვა, ენერგიულობა, ნეგატიური კუთხით კი აგრესია, სიჯიუტე და რაც მთავარია დამანგრეველი ძალა (წარმოიდგინეთ კორიდის დროს გაცეცხლებული ხარი და ყველაფერი ნათელი გახდება), ამიტომ, დამდეგ წელს ნებისმიერ მოუფიქრებელ და იმპულსურ მოქმედებას შესაძლოა, საკმაოდ უხეში და აგრესიული პასუხი მოჰყვეს.

როგორც წესი, ხარის წელი სასიკეთო და პერსპექტიულია მათთვის, ვინც გაბედულად და ჯიუტად იწყებს საკუთარი გეგმების განხორციელებას. თუმცა აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბევრი პროექტი თუ ურთიერთობა შესაძლოა გამოცდის წინაშე დადგეს. ყველა აბსტრაქტული, ექსტრავაგანტური, რისკიანი პროექტი გამოიწვევს კრიტიკას და მოსალოდნელია სერიოზული რისკების ქვეშ დადგეს.

ხარის წელი სასიკეთოა მიწათმოქმედებისთვის, სოფლის მეურნეობისთვისა და ფერმერული საქმიანობისთვის, ამიტომ, სასურველია ამ სფეროებს ჩვეულებრივზე მეტი ყურადღება მიექცეს. მიწის დამუშავება, ფერმერობა-მეცხოველეობის განვითარება, ასევე მშენებლობა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები ადვილად მოგვარდება და უმეტეს შემთხვევაში სასურველ შედეგებს მოიტანს.

კარდინალური ცვლილებები ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად უნდა განვითარდეს, იმპულსურობა და აჩქარებულობა შეცდომების დაშვებას შეუწყობს ხელს, რომლებიც მომავალში ძნელი გამოსასწორებელი იქნება. ხარის წელს ადამიანებს უწევთ წინა წლებში დაგროვილი შეცდომების გამოსწორება და ახალი შეცდომების დამატებამ მოსალოდნელია საკმაოდ არასასიამოვნო შედეგების დადგომა გამოიწვიოს.

ხარისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს პირად (ოჯახურ) ცხოვრებას, ამიტომ, ყურადღება უნდა მიქცეს ასევე ოჯახურ ურთიერთობებს და ოჯახის წევრთა პრობლემებს. სიყვარულსა და ოჯახურ ურთიერთობებში სასურველია მოთმინებისა და ყურადღების გამოჩენა. ხარი „მფარველობს“ ოჯახურ კეთილდღეობასა და ოჯახურ შემოსავლებს, ამიტომ, მოსალოდნელია ოჯახში ახალი შენაძენები და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სასიამოვნო ცვლილებები.

2021 წელს „ინ“ (მდედრული) ენერგია მართავს. ეს კოსმოსური იმპულსების პასიურ გამოვლენაზე მიანიშნებს. აქედან გამომდინარე, ხარის წელს წარმატების მისაღწევად აუცილებელი იქნება აქტიურობისთვის სწორი დროის შერჩევა _ რა დროს აქტიურობაა საჭირო და რა დროს დროულად გაჩერება. ამ წელს უფრო მეტ წარმატებას მოქნილობა და დიპლომატიურობა მოიტანს. ლითონის სტიქიის მდედრული ენერგია, ჩინურ მეტაფიზიკაში  - ეს არის სამუშაო იარაღი (განსხვავებით 2020 წლის ელემენტის - „მამრული“ ლითონისგან, რომელიც საომარ იარაღად მოიაზრება). ეს მუხლჩაუხრელ და ქანცისგამწყვეტ შრომაზე მიანიშნებს, რათა აღმოიფხვრას ის კრიზისი და ზარალი, რაც 2020 წელს ახლდა. ამ წელს ადამიანებმა გათვლა გრძელვადიან პროექტებზე, მოთმინებასა და შრომისმოყვარეობაზე უნდა გააკეთონ.

2021 წელს - ვირთხის მოხერხებულობას, ეშმაკობასა და აგრესიას ხარის პატიოსნება, მიზანსწრაფვა და შრომისმოყვარეობა შეცვლის.  2021 წლი მეორე ნახევარი უფრო ენერგიული და საქმიანი იქნება (2021 წლი პირველ ნახევარში სჯობს 2020 წლიდან გადმოყოლილი კრიზისული საკითხები დარეგულირდეს და დასტაბილურდეს.

სტიქიების მიხედვით 2021 წელი შედარებით პოზიტიური იქნება ჰაერის სტიქიით, ანუ ტყუპის, სასწორის და მერწყულის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის (1 იანვრიდან - 13 მაისამდე და შემდეგ უკვე 28 ივლისიდან - წლის ბოლომდე), რადგან ამ პერიოდში გამარჯვების პლანეტა იუპიტერი მერწყულის ზოდიაქოში იმოძრავებს. რაც შეეხება 14 მაისიდან - 27 ივლისამდე პერიოდს, ეს შედარებით სასიკეთო იქნება წყლის სტიქიის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის (კირჩხიბი, მორიელი, თევზები). ეს მათთვის წარმატების შედარებით მოკლევადიანი (პირველი) ეტაპი იქნება (შედარებით ხანგრძლივი პერიოდი მათთვის უფრო 2022 წლიდან დაიწყება).

2021 წელს მზის ორი დაბნელება დაფიქსირდება: 10 ივნისს (რგოლური) და 4 დეკემბერს (სრული). რაც შეეხება მთვარის დაბნელებას, ისიც ორი იქნება:  26 მაისს (სრული) და 19 ნოემბერს (ნაწილობრივი).

No comments:

Post a Comment