© რამაზ გიგაური
ვერძი
ამ წლის განმავლობაში საშუალება გაგიჩნდებათ კარდინალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, თავი დააღწიოთ ძველ, მომაბეზრებელ კავშირებს, კარიერული კუთხით ახალ საფეხურზე ახვიდეთ, შეიძინოთ ახალი სტატუსი და წამოიწყოთ ახალი საქმიანობა. პოზიტიური წელი იქნება ოჯახური საკითხების დალაგებისთვისაც, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის (ყიდვა-გაყიდვა) და საცხოვრებელი სივრცის შეცვლისთვის. ამ წელს მნიშვნელოვანი იქნება ოჯახში დადებითი ენერგიის შეტანა და ოჯახის წევრების დახმარება. იანვრის ბოლოდან აპრილის პირველ ნახევრამდე სასიკეთო იქნება ოჯახური კავშირების გამყარებისა და ჩანაფიქრების რეალიზაციისათვის აპრილ-მაისში მოსალოდნელია ახალი ურთიერთობების დაწყება. ივნისის მეორე ნახევარი პოზიტიური იქნება ახალი პროექტების წამოსაწყებად ზაფხულის მეორე ნახევარში მოიმატებს მოულოდნელი ხარჯების ალბათობა, ამიტომ შეზღუდეთ გასავლები. სექტემბერში ყურადღება ჯანმრთელობას და სამსახურეობრივ საკითხებს მიაქციეთ. ოქტომბრის დასაწყისში და ნოემბერში ფრთხილად იმოქმედეთ და რისკზე წასვლას მოერიდეთ. ნოემბრის ბოლოს და დეკემბერში გაიზრდება ხელსაყრელი ცვლილების ალბათობა, რაც როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაზე დადებითად აისახება.
კურო
ეს წელი ძირითადად სასიკეთო ცვლილებების წელი იქნება. შესაძლებელი გახდება დიდი ხნის
ჩანაფიქრების
ასრულება. განსაკუთრებით ეს ეხება შემოქმედებით, კრეატიულ საქმეებს, ხელოვნებასთან დაკავშირებული პროექტების წამოწყებას (განსაკუთრებით თუ ეს უკავშირდება მუსიკას, ფერწერას, ლიტერატურას). მოსალოდნელია სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება ან განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლა. სასიკეთო იქნება ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაც. იანვრიდან _ მარტის ჩათვლით წარმატებული იქნება, გაამართლებს რისკზე წასვლა და ახალი საქმეების წამოწყება. ის საქმეები, რომლებიც გასულ წელს დაიწყეთ, დიდი ალბათობით სწორედ ამ პერიოდში მოგიტანთ სასიკეთო შედეგებს. აპრილში დაიკლებს ენერგია და თავდაჯერება, ამიტომ მშვიდად იმოქმედეთ. ნუ გარისკავთ. მაისი საქმიანი და დატვირთული იქნება. ბევრი მიმართულებით მიაღწევთ წარმატებებს. ივნისის მეორე ნახევარში ფინანსური სირთულეებია მოსალოდნელია, ამიტომ, შეზღუდეთ გასავლები. ივლისი აქტიური იქნება და გაგიჩნდებათ პოზიტიური ცვლილებების შანსი. აგვისტო უფრო დაძაბული იქნება, ამიტომ დაისვენეთ და განიტვირთეთ. სექტემბერ-ოქტომბერში სამსახურებრივ საკითხებში მოსალოდნელია წარმატება და წინსვლა. ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის მეორე ნახევარში ჯანმრთელობას მეტი ყურადღება დაუთმეთ. მოსალოდნელია პირად ცხოვრებაში გარკვეული წინაღობების შექმნა, ამიტომ ამ საკითხების მოგვარება შემდეგი წლისთვის გადადეთ.
ტყუპი
ამ წელს შეეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კარგად განსაზღვროთ და ისე იმოქმედოთ. საჭიროების შემთხვევაში რჩევები გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ. კარგი წელი იქნება სამსახურებრივი საკითხების განვითარებისთვის, სამსახურებრივი ცვლილებებისთვის, ახალი სამსახურის დაწყებისთვის, კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, ასევე ჯანმრთელობის გამყარებისთვის და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებისთვის. წლის დასაწყისი ახალი ნაცნობობით, ახალი პერსპექტივებით დაგამახსოვრებთ თავს. ამიტომ ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში გამოჩენილ ადამიანებს ყურადღებით მოეკიდეთ. თებერვლიდან აპრილის ჩათვლით მოსალოდნელია ახალი პერსპექტივები გაგიჩნდეთ ან ახალი წინადადებები მიიღოთ. ეს კარგი დროა წინსვლისთვის. მაისის მეორე ნახევარში და ივნისის დასაწყისში ახლობლებთან ურთიერთობებს გაუფრთხილდით. შეეცადეთ გარშემო მყოფებს არ დაუპირისპირდეთ. ივლისსა და აგვისტოში სიტუაცია გაუმჯობესდება და ცხოვრების ბევრი სფერო უფრო ჰარმონიული გახდება. სექტემბერ-ოქტომბერში ახალი შემართება და შეტევაა საჭირო, რათა კარიერაში განვითარება და წინსვლა შეძლოთ. ნოემბერსა და დეკემბერში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას შეძლებთ და ახალ წელს სასიკეთო სიახლეებით შეხვდებით.
კირჩხიბი
ეს წელი თქვენთვის პოზიტიური ცვლილებების მომტანი იქნება. გაიზრდება
თქვენი თავდაჯერებულობა და ენერგიის მოზღვავებასაც იგრძნობთ. გახდებით პარტნიორებზე ორიენტირებული და შესაბამისად, თქვენც წარმატებებს პარტნიორების დახმარებით მიაღწევთ. კარგი წელი იქნება სხვა და სხვა პარტნიორული პროექტების წამოწყებისთვის, ახალი კავშირების დამყარებისთვის, შეთანხმებების მიღწევისთვის, ასევე ქორწინება-განქორწინებისთვის. იანვრიდან მარტის ჩათვლით მოიმატებს თქვენი შემოქმედებითი და სექსუალური პოტენციალი, გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობაც. აპრილის მეორე ნახევარსა და მაისში ოჯახის წევრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობები დადებითად დალაგდება. ივნისში დაქვეითდება თქვენი ენერგია, გაიზრდება შეცდომების დაშვების ალბათობაც. ამიტომ მოერიდეთ დაპირისპირებებს. შედარებით რთული იქნება ივლისის დასასრული და აგვისტოც. კონფლიქტური სიტუაციები და უიღბლობა განწყობაზე და ფინანსურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება. ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და უმჯობესია სექტემბერ-ოქტომბრისთვის გადადოთ, როდესაც შედარებით იღბლიანი პერიოდი დაიწყება. ნოემბრის ბოლოს და დეკემბერში მეგობრების და პარტნიორების დახმარებით შეძლებთ წინაღობების გადალახვას და სასიკეთო პოზიციის დაკავებას.
ლომი
ამ წელში მოგიწევთ ბრძოლა, რათა მიღწეული პოზიციები არ დაკარგოთ. მოგიწევთ კრიზისულ სიტუაციებს გაუმკლავდეთ და დაძლიოთ შექმნილი წინაღობები. ეს ტრანსფორმაციის, განახლების, მოძველებულის ხელიდან გაშვების და ახლის მიღების წელი იქნება. სწორი სტრატეგიის შემუშავების შემთხვევაში მოახერხებთ ვალების გასტუმრებას და ბიზნეს-საქმიანობაში წარმატების მიღწევას. იანვარშივე გადადებულ საქმეებს დაასრულებთ და მოაგვარებთ ძველ პრობლემებს. თებერვალსა და მარტი დასაწყისში სიტუაცია შედარებით დაბალანსდება და შეძლებთ მიღწეული პოზიციის გამყარებას. მარტში და აპრილში საშუალება მოგეცემათ თავი გამოიჩინოთ. ეს კარგი დროა სამსახურებრივი ცვლილებებისთვის. მაისში მოერიდეთ სიჯიუტის გამოვლენას და დიპლომატიას უფრო ხშირად მიმართეთ. ივნის-ივლისში გაუთვალისწინებელი სირთულეები იჩენენ თავს. ამიტომ მობილიზებული იყავით. პოზიტიური ტენდენციების განვითარება უფრო აგვისტოს მეორე ნახევრიდან არის მოსალოდნელი, როდესაც თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ. სექტემბერი საუკეთესო დროა საკუთარი პოტენციალის წარმოჩენისთვის და პიროვნული განვითარებისთვის. ოქტომბერ-ნოემბერში შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა გაგიადვილდებათ. მიიღებთ მეგობრების დახმარებასაც. ეს პოზიტიური ტენდენციები დეკემბერშიც გაგრძელდება, რაც ახალი, გრძელვადიანი პროექტების დაწყებაში დაგეხმარებათ.
ქალწული
თქვენთვის ეს წელი პოზიტიური და ახალი შესაძლებლობებით დატვირთული იქნება. ნუ არ შეგეშინდებათ თქვენს თავზე პასუხისმგებლობის აღების და ახალ წამოწყებებში ჩართვა. ეს წელი მოიტანს ცნობიერების გაფართოვებას, განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლის შანსს. მოიმატებს მოგზაურობის, ემიგრაციის ან უცხოელებთან ურთიერთობების შესაძლებლობა. ეს კარგი წელია ფორმალური ან არაფორმალური განათლების მიღებისთვის. თქვენს განვითარებასთან დაკავშირებული პერსპექტივის დანახვის შესაძლებლობა უკვე იანვრის ბოლოდან გახდება საგრძნობი, როდესაც ლიდერული პოზიციების დაკავება მოგიწევთ. თებერვალ-მარტში მოსალოდნელია სამსახურეობრივი დაწინაურების შანსი გაგიჩნდეთ, გაუმჯობესდება თქვენი მატერიალური მდგომარეობაც. მაისი და ივნისი მოიტანს ახალ პარტნიორებს კავშირებს. შეიძენთ ახალ მეგობრებს. კარგია დროა დაოჯახებისთვის. ივლის-აგვისტო ფრთხილად გაიარეთ და მოერიდეთ რადიკალურ ცვლილებებს. სექტემბრიდან ენერგიის აკუმულირებას შეძლებთ და ახალი ენერგიით დაიწყებთ დასახული მიზნების მიღწევას. ოქტომბრის მეორე ნახევარი, ნოემბერი და დეკემბერი ძალზე სასიკეთო იქნება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის მოგზაურობისთვის და საცხოვრებელი სივრცის შეცვლისთვის, ასევე გადადებული საქმეების დასრულებისთვის და ახალი გეგმების შემუშავებისთვის.
სასწორი
ეს წელი უკვე მიღწეული მიზნების გამტკიცების და კეთილდღეობის შექმნის პერიოდი იქნება. გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ახალი მიზნების დასახვა, განსაკუთრებით ის მიზნები, რომლებიც თქვენს პროფესიულ საქმიანობას და კარიერულ წინსვლას უკავშირდება. ეს კარგი წელია გავლენიან ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობებისთვის. წლის დასაწყისიდან ურთიერთობები გარშემომყოფებთან უფრო ჰარმონიული გახდება. საინტერესო პერსპექტივების მომტანი იქნება თებერვალი და მარტი, როდესაც აქტიურების ხარჯზე მოახერხებთ წინ წაწევას. მოსალოდნელია სამსახურებრივი ცვლილებებიც. აპრილში გაუფრთხილდით ენერგიას და ჯანმრთელობას. მაისში ენერგეტიკული აღმავლობის პერიოდი დაიწყება, რომელიც ივნისის ბოლომდე გასტანს. შეძლებთ დადებითი პარტნიორული კავშირების დამყარებასაც. შედარებით რთული იქნება ივლისი და აგვისტო, რაც თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ამიტომ დაისვენეთ და ძალები აღიდგინეთ. სექტემბრიდან შესაძლოა ახალ საქმეებში ჩაებათ, რაც მოწყენის საშუალებას ნამდვილად არ მოგცემთ. მოიმატებს მოგზაურობის ალბათობაც. ეს ყოველივე ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დეკემბერში მეტი ეკონომიურობის გამოჩენა გმართებთ. მოერიდეთ სარისკო წამოწყებებს.
მორიელი
მიმდინარე წელი თქვენთვის მოგზაურობის, მეგობრული წრის გაფართოვების და ახალი ნიჭის გამოვლენის დრო იქნება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება მეგობრებთან დაკავშირებული ურთიერთობების განვითარება, მოსალოდნელია სწორედ ამ წელს შეიძინოთ ახალი თანამოაზრეები ან აღმოჩნდეთ ახალ კოლექტივში, სადაც თქვენს ენერგიას გააერთიანებთ სხვა ადამიანებთან ენერგიასთან და რესურსებთან და ეს წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. იანვრიდანვე დაიწყება სასიკეთო ცვლილებები საქმიან თუ პირად ცხოვრებაში. ეს განსაკუთრებით სამსახურებრივ საკითხებს შეეხება. თებერვლიდან აპრილის ჩათვლით მოგიწევთ კრიზისული სიტუაციების დალაგება და ძველი პროექტების დასრულება. გააქტიურდება სამსახურებრივი საკითხები. მაისი და ივნისი რომანტიული თავგადასავლების დროა. ასევე გაუმჯობესდება მატერიალური და სამსახურებრივი მდგომარეობა. ივლისის ბოლო და აგვისტო თქვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იმპულსურად არ მიიღოთ. სექტემბერში შეეცადეთ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობებს თავი გაართვათ. ოქტომბერი მოსალოდნელია დაძაბული აღმოჩნდეს, ამიტომ ურთიერთობებში დაპირისპირებას მაქსიმალურად მოერიდეთ. ნოემბრის დასაწყისიდან წლის ბოლომდე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და თავს უფრო მყარად და თავდაჯერებულად იგრძნობთ.
მშვილდოსანი
თქვენთვის ეს ორმაგი დატვირთვის წელი იქნება. ის მოიტანს მოძველებული, ყავლგასული უნარ-ჩვევების, ფასეულობების, გეგმების მოცილების, მათგან გათავისუფლების შესაძლებლობას. მნიშვნელოვანი იქნება წარსულის ანალიზი, საკუთარ თავში ჩაღრმავება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა. ეს შექმნის კარგ შანსს, რომ სწორად დაგეგმოთ მომავალი. იანვარ-თებერვალში რამოდენიმე საქმის ერთდროულად კეთება მოგიწევთ, ამიტომ მობილიზება და ორგანიზება გმართებთ. მარტი და აპრილის დასაწყისი უფრო სტაბილური იქნება და განვითარებული მოვლენები პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს. მაისში და ივნისში შემოქმედებითი ენერგია მოიმატებს, თუმცა გაიზრდება ილუზიების ალბათობაც. ამიტომ მიღებული ინფორმაცია გადაამოწმეთ ხოლმე. ივლისის მეორე ნახევარი და აგვისტო აქტიური იქნება. წარმატებულად გამოავლენთ ლიდერისთვის დამახასიათებელ თვისებებს. შესაძლოა ამ პერიოდში მნიშვნელოვანი პრობლემა მოაგვაროთ. სექტემბერ-ოქტომბერი პასიური იქნება. ამიტომ ნუ გარისკავთ. ნოემბრიდან თქვენი ენერგიულობა მოიმატებს. მოსალოდნელია სამსახურებრივი ცვლილებები და მოგზაურობა. თუმცა მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა უმჯობესია დეკემბრამდე გადადოთ, როდესაც კვლავ პოზიტიური პერიოდი დაიწყება და მეტად გაგიმართლებთ.
თხის რქა
ეს თქვენი წელია, ამიტომ ეს თქვენთვის ჩანაფიქრების რეალიზაციის, სიახლეების განხორციელებისა და ბეჯითი, შეუპოვარი შრომის პერიოდად იქცევა. მიზნები _ მასშტაბური, ხოლო ცვლილებები _ კარდინალური იქნება. ეს აქტიური მოქმედებების წელია, ამიტომ ნურაფერს სამომავლოდ ნუ გადადებთ. დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საკითხები და აქტიურად იმოქმედეთ. მითუმეტეს, რომ საკუთარი პოტენციალის დემონსტრირებას წლის დასაწყისშივე შეძლებთ. თებერვალსა და მარტში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყება, როდესაც არა მხოლოდ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ, არამედ ამბიციურ ჩანაფიქრებს განახორციელებთ. მაისის მეორე ნახევრიდან ფრთხილად იმოქმედეთ. უთანხმოებები ახლობლებთან და მუშაობის დაძაბული გრაფიკი ჯანმრთელობაზეც ნეგატიურად აისახება. თუმცა ივნისის ბოლოდან სიტუაცია დაბალანსდება და აგვისტოს ბოლომდე ენერგიის აღდგენას და ახალი პოზიციების მიღწევასაც შეძლებთ. სექტემბერ-ოქტომბერში აქტიურობის და აღმავლობის პერიოდი დაიწყება და
განიმტკიცებთ ავტორიტეტს. სამსახურის და კარიერის კუთხით მოსალოდნელია წარმატების მიღწევა. დეკემბერში წინდახედული იყავით და მიღწეული პოზიციების გამტკიცებისთვის იზრუნეთ.
მერწყული
ეს ფინანსური საკითხების წელი იქნება, ამიტომ მაქსიმალური ძალისხმევა გამოავლინეთ, რათა ფინანსებთან, კაპიტალთან და საერთოდ, ენერგიასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეგექმნათ. ფინანსური მდგომარეობა, ზემოთ სვლა თუ ვარდნა იქნება იმის განმსაზღვრელი რამდენად წარმატებულად ვითარდებით და მიდიხართ წინ. გასულ წელს შექმნილი პრობლემები ამ წლის დასაწყისშივე იჩენენ თავს, ამიტომ, შეეცადეთ ისინი მოაგვაროთ. იანვრის მესამე დეკადიდან ძალებს მოიკრებთ, ხოლო თებერვალ-მარტში გაცილებით უფრო პროდუქტიული გახდებით, თუმცა შედეგი დამოკიდებული იქნება გაწეულ შრომასა და ძალისხმევაზე. აპრილის დასასრული და მაისი აქტიური პერიოდი იქნება, როდესაც კომუნიკაბელურობის ხარჯზე იდეების განვითარებას შეძლებთ. ივნისში სასიკეთო შედეგებს მიიღებთ, თუმცა ნუ მოდუნდებით. ივლის-აგვისტოში მაღალი იქნება ხარჯებისა და ცდუნების ალბათობა, რომელსაც თავი უნდა მოარიდოთ. სექტემბერ-ოქტომბერი პოზიტიური ცვლილებების და ახალი ურთიერთობების წამოწყების დროა. მოიმატებს ფლირტის და სასიყვარულო ურთიერთობების ალბათობა. ნოემბერში მოიმატებს კონფლიქტურობა. მოერიდეთ დაპირისპირებებს, განსაკუთრებით სამსახურში. შეეცადეთ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ მეგობრული ურთიერთობები. ეს წლის ბოლომდე სტაბილურობას და სიმშვიდეს შეგინარჩუნებთ.
თევზები
ამ წელს მოგეცემათ შესაძლებლობა გადატვირთოთ თქვენი ცხოვრება. უპირველესად ეს ურთიერთობებს, კავშირებს, ასევე ინფორმაციას, ცოდნის მიღება-გადაცემას ეხება. ეს კარგი წელია სწავლისთვის და ასევე უკვე შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებისთვის. ყურადღება მიაქციეთ უახლოეს გარემოცვას, რადგან ამ წელს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ვინ იდგება თქვენს გვერდით და ყოველდღიურ ცხოვრებაში ვინ დაგეხმარებათ. იანვარში გათავისუფლდებით არასასურველი კავშირებისგან და ჩაერთვებით ახალ პროექტებში. თებერვალ-მარტი ჰარმონიული იქნება. შეძლებთ'საკუთარი უნარების გამოვლენას და ფინანსური მდგომარეობის გამყარებას. აპრილიდან საქმიან ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ალბათობა მოიმატებს. ინტუიცია დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს პოზიტიური ტენდენციები შენარჩუნდება ივლისის დასასრულამდე. მიუხედავად მცირე სირთულეებისა, აგვისტო შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდად უნდა ჩაითვალოს. ამ პერიოდში პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები. სექტემბერ-ოქტომბერი თქვენს ცხოვრებაში ახალ ფერებს შემოიტანს _ მოგზაურობით, ახალი ნაცნობებით და თავგადასავლებით დატვირთული იქნება. ნოემბრიდან საკუთარი გეგმების რეალიზებას შეუდგეთ, მოსალოდნელია იპოვოთ ახალი მოკავშირეები და სპონსორები. ეს პოზიტიური ტენდენცია წლის ბოლომდე გასტანს.
No comments:
Post a Comment