1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 28, 2019

2020 წლის პოლიტიკურ-ეკონომიკური პროგნოზი




© რამაზ გიგაური

მსოფლიო. აღმოსავლური (ჩინურ-იაპონური) ასტროლოგიის მიხედვით სწორედ ვირთხის წლით იწყება ახალი ციკლი და ჩამოყალიბებას იწყებს ახალი რეალობა.
. . „გუშონ-ბარბოსდაგანიუსციკლების მიხედვით 2020 წელი ჯერ კიდევ ნეგატიურია (ის თავის პოზიტიურ პიკს 2025-27 წლებისთვის მიაღწევს). ამიტომ 2019 წელს დაწყებული და განვითარებული ყველა პოლიტიკური, სოციალური თუ  ეკონომიკური პროცესი, რომელიც უკვე შეჯამდა და გადაფასდა, 2020 წელს ახალ ფორმას მიიღებს. აქ კი პროცესები ბევრად ხისტად განვითარდება. ყველასუსტი რგოლიგაწყდება დაერთიან ჯაჭვს“ (საქმეს) ჩამოცილდება.
მსოფლიო პოლიტიკაში 2020 წელი იოლად ვერ გადაჭრის ვერცერთ ადრე დაწყებულ პოლიტიკურ კრიზისს. უფრო მეტიც, არ არის გამორიცხული 2020 წელს დაიწყოს ახალი ტიპის კრიზისები, რომელთა მოგვარება მხოლოდ 2024-25 წლიდან იქნება შესაძლებელი.
2020 წელი ბევრ ცვლილებას მოიტანს, რაც ხალხის სხვადასხვა ფენაში დიდ რეზონანსს გამოიწვევს. მოვლენებს ხალხი უფრო ემოციურად და დრამატულად აღიქვამს, არასასურველ ცვლილებებს კი არ შეეგუება. ეს ბევრ ქვეყანაში გაზრდის საპროტესტო გამოსვლების, მიტინგების, გაფიცვების ალბათობას. ბევრ ქვეყანაში ახალი ძალით გაგრძელდება ის პოლიტიკური პროცესები და განსაკუთრებით საპროტესტო გამოსვლები, რომლებმაც გასულ წელს წარმატებას ვერ მიაღწიეს. მოსალოდნელია ბევრი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კავშირის რღვევა.
2020 წელს უბრალო ადამიანები უფრო შემტევად და აგრესიულად დაიწყებენ თავისი პოზიციის გამოხატვას, უფრო დინამიურად იმოქმედებენ და დაიწყებენ მომავლისთვის ბრძოლას. დაიწყება პოლიტიკური ძვრები, რასაც ლიდერების ცვლაც მოჰყვება, ძველ და კონსერვატორულ შეხედულებებს ახალი და პროგრესული იდეები ჩაანაცვლებს. აქედან გამომდინარე მსოფლიოში პოლიტიკურ არასტაბილურობას, სერიოზულ არეულობებს, კონფლიქტებს და რევოლუციებს უნდა ველოდოთ. მითუმეტეს, რომ ადამიანთა უმრავლესობა მიმდინარე წელს საკუთარ სიმართლეს და დამოუკიდებლობას დაიცავს და ამისათვის არც რთულ გზებზე იტყვის უარს.
დამდეგ წელს ბევრი ადამიანი შეეცდება საკუთარი გავლენის გაფართოვებას, უკანა პოზიციაზე მყოფებსაც მოუნდებათ დაწინაურება და ლიდერის როლის მორგება. სამაგიეროდ საზოგადოების უფრო ჭკვიანი ნაწილი რუხი კარდინალივით ფარულად იმოქმედებს. ასეთი პოზიცია უფრო უსაფრთხო და სტრატეგიულია, ვიდრე  ძალაუფლებით ღია ტკბობა, რომელიც საბოლოო ჯამში ამ წელს გარკვეული საფრთხის შემცველი იქნება.
2020 წელს პოლიტიკასა და ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საიდუმლოებების დაცვა, რადგან მათი არა საჭირო დროს გამხელამ მოსალოდნელია სერიოზული პრობლემები შექმნას და არ არის გამორიცხული ადამიანი სხვების შანტაჟის ან მანიპულირების მსხვერპლადაც კი იქცეს.
ის ადამიანები, რომლებსაც გავლენიანი ნაცნობობა და მაღალი შესაძლებლობები აქვთ, თავის დამკვიდრებას და კონკურენტებისთვის გვერდის ავლას იოლად შეძლებენ, მათ კი ვინც გზას ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი ძალისხმევის წყალობით იკაფავს, სერიოზული სირთულეების დაძლევა მოუწევთ, რის გამოც მოსალოდნელია გარკვეული პერიოდი მიღწეული პოზიციებიც კი დაკარგონ. თუმცა მათ უნდა დაძლიონ უსუსურობის და მარტოსულობის განცდა და თვითრეალიზაციის გზები აქტიურად ეძებონ. საქმიანობაში წარმატების მისაღწევად და სასიკეთო ურთიერთობების შესანარჩუნებლად კოლექტივსა და ოჯახში პირველ რიგში საიმედო მეგობრების, ჭკვიანი მრჩევლების და შემოქმედებითი თანამოაზრეების დახმარება იქნება საჭირო. მითუმეტეს, რომ სარისკო პროექტები და მძაფრი განცდების წყურვილი ბევრ ადამიანს გააბრუებს და საღ აზრს დააკარგვინებს, ამან კი მოსალოდნელია მიზნებიდან გადახვევა და იმედგაცრუებაც გამოიწვიოს.
ბევრ ქვეყანაში ეს წელი გარდამტეხი იქნება და არ არის გამორიცხული ბევრგან შეიცვალოს ხელისუფლება, მმართველობის სისტემა ან პოლიტიკური კურსი. მმართველ წრეებში მოსალოდნელია გარკვეული გადაფასებები, რომლებსაც პირდაპირ ან ირიბად იძულებითი ფორმა ექნება.
საერთოდ ვირთხის წელიწყალობსაქტიურ, ენერგიულ, მიზანსწრაფულ, რისკიან და მოქნილ ადამიანებს, რომლებიც არ უშინდებიან წინაღობებს, პრობლემებს, სტრესებს და საჭიროების დროს რისკავენ კიდეც. ის ადამიანები, რომლებიც პასიურები და მოუქნელები იქნებიან, ამ წელს წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.
პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით 2020 წელს ყურადღებას ითხოვს მარსის ნეგატიური კავშირები სატურნთან, ურანთან და პლუტონთან. ეს გააქტიურდება 4-21 თებერვლის, 14 მარტიდან - 14 აპრილამდე, 4-26 ივნისის, 4-18 ივლისის, 18-30 ნოემბრის შუალედში. ამ პერიოდებში პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები მოსალოდნელია დამუხრუჭდეს და კრიზისის ნიშნები გაჩნდეს. ყურადღების გამოჩენა იქნება საჭირო ბიზნესთან, კომერციულ გარიგებებთან და ფინანსებთან დაკავშირებით. არ არის რეკომენდებული აჩქარებულობა და რისკზე წასვლა. გაზრდილი იქნება დაპირისპირებების, კონფლიქტების, საბედისწერო შემთხვევების, ტექნიკური ავარიების და ბუნებრივი კატასტროფების ალბათობაც.
პლანეტა იუპიტერი 2020 წლის 18 დეკემბრამდე თხის რქის ზოდიაქოში იმოძრავებს. ასე რომ, 1 იანვრიდან - 18 დეკემბრამდე იუპიტერის კოსმობიოლოგიური გავლენა გამარჯვებას მოუტანს იმ ადამიანს და ქვეყნებს, რომლებიც უპირატესობას რეალურ, პრაქტიკულ, პრაგმატულ გადაწყვეტილებებს მიანიჭებენ. ემოციებით ხელმძღვანელობა, აჩქარებული და წინდაუხედავი ნაბიჯების გადადგმა შეცდომების დაშვების ალბათობას გაზრდის. მნიშვნელოვანი იქნება წინაღობების გეგმაზომიერად გადალახვის უნარი. მხოლოდ 2020 წლის 18 დეკემბრიდან გადავა იუპიტერი მერწყულის ზოდიაქოში და წინ გააქტიურდება მეგობრული ურთიერთობები, ურთიერთგაგება, სიახლეებისკენ და რეფორმებისკენ სწრაფვა. თუმცა ეს ძირეულად მხოლოდ 2021 წელს იმოქმედებს.
2020 წლის განმავლობაში პლანეტა სატურნი ასევე თხის რქის ზოდიაქოში იმოძრავებს (ის მერწყულის ზოდიაქოში მხოლოდ 2020 წლის  წლის ბოლოს, 16 დეკემბერს გადაინაცვლებს). მისი კოსმობიოლოგიური გავლენა ადამიანებისგან `მოითხოვს~ შეუპოვრობის, მიზანსწრაფვის, წინაღობების გადალახვისთვის და სიძნელეების დაძლევისთვის აუცილებელ ძალისხმევას.

პირველი კვარტალი.  2020 წლის პირველი კვარტალი მთლიანობაში მშვიდი იქნება. დაძაბულობით გამორჩეული შემდეგი პერიოდები იქნება: 1-11 იანვარი, 22-31 იანვარი, ასევე 27 თებერვალი - 5 მარტი. იანვარში რიგ ქვეყნებში დაისახება ახალი გეგმები, რომლებიც საზოგადოების შემდგომ განვითარებაზე და საერთაშორისო ურთიერთობების აწყობაზე იქნება მიმართული. მათი წარმატებული განვითარება შესაძლებელი მხოლოდ თებერვლის მეორე ნახევრიდან გახდება. პირველ კვარტალში ყურადღებას ითხოვს იანვრის მესამე დეკადა, როდესაც უკვე დასახული მიზნები და დამტკიცებული პროექტებიც კი შესაძლოა გადაიხედოს და მათში ცვლილებები შევიდეს (ან საერთოდ უარყოფილი იქნას. იანვრის მესამე დეკადაში პოლიტიკური ფონი მოსალოდნელია უარესობისკენ შეიცვალოს. მოიმატებს პოლიტიკური სკანდალების, თანამდებობიდან გადადგომების და ლიდერების ცვლილების ალბათობა. ეს ცვლილებები მოსალოდნელია ეკონომიკაშიც, სადაც ბიზნესში და საერთაშორისო კორპორაციებში მოსალოდნელია ხმაურიანი გადაადგილებები ვიხილოთ. იანვრის მესამე დეკადაში მოიმატებს ტექნიკური ავარიების ალბათობა, მოსალოდნელია კრიმინალური სიტუაციის გაუარესებაც. ასევე მნიშვნელოვანი იქნება თებერვლის ბოლო და მარტის დასაწყისიც, როდესაც პოლიტიკაში და ეკონომიკაში მოიმატებს შეცდომების დაშვების ალბათობა. 5-6 მარტიდან სიტუაცია შედარებით დაბალანსდება და ეს მარტის ბოლომდე გაგრძელდება.

მეორე კვარტალი. ეს 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური პერიოდია. ნეგატიური გავლენა განსაკუთრებით საგრძნობი იქნება 9 აპრილიდან - 24 აპრილის ჩათვლით. პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემები შესაძლოა ხალხის ვნებათა ღელვის მიზეზად იქცეს, რასაც სერიოზული დაპირისპირებები მოჰყვება. რიგ ქვეყნებში არ გამოირიცხება საზოგადოებრივი არასტაბილურობა და შეიარაღებული შეტაკებებიც კი. მსგავსი ნეგატიური მეორე ტალღა მაისის ბოლო და ივნისის პირველი ნახევარი იქნება. ივლისის მეორე ნახევარში კი სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება უკეთესობისკენ და ადამიანები შეძლებენ დაპირისპირებების, ტექნიკური ავარიების და სტიქიური კატაკლიზმების ნეგატიური გავლენიდან თავის დაღწევას (აპრილში და მაისში განსაკუთრებით მაღალი იქნება წყალდიდობის ალბათობა, რაზეც მარსის თევზების ზოდიაქოში მოძრაობა და ნეპტუნთან შეერთება მიანიშნებს).

მესამე კვარტალი. მესამე კვარტლის დასაწყისი, განსაკუთრებით ივლისის პირველი ნახევარი დადებითი და ჰარმონიული პერიოდი უნდა გამოდგეს. ეს პერიოდი ხელსაყრელი იქნება ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების დამყარების და განვითარების კუთხით. ამ მიმართულებით მთელი რიგი პრობლემები დადებითად მოგვარდება. ივლისის ბოლოდან მოსალოდნელია მდგომარეობის მკვეთრად გაუარესება, როდესაც მარსი, რომელიც ვერძის ზოდიაქოში იქნება ნეგატიურ კავშირს შექმნის იუპიტერთან, პლუტონთან და შემდეგ უკვე სატურნთან. ეს გაგრძელდება როგორც ზაფხულის მეორე ნახევარი, ისე შემოდგომის პირველი ნახევარი. ამ დროს მომხდარი პოლიტიკური უთანხმოებები მოსალოდნელია იოლად გადაიზარდოს სერიოზულ დაპირისპირებებში, რასაც შესაძლოა მოჰყვეს შეიარაღებულ დაპირისპირება, ტერაქტები, ეკონომიკური კრიზისები და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაც კი. შეიძლება ითქვას, რომ გაზაფხული და შემოდგომა 2020 წლის ყველაზე რთული და კრიზისული პერიოდებია.

მეოთხე კვარტალი. ოქტომბრის პირველ ნახევარში გაგრძელდება მესამე კვარტლის ნეგატიური გავლენა. მოსალოდნელია გარკვეულ ქვეყნებში სწორედ სექტემბერში და ასევე ოქტომბრის პირველ ნახევარში მოხდეს საზღვრების და სადაო ტერიტორიების საკითხების გადახედვა. არ არის გამორიცხული გააქტიურდეს არაღიარებულ რესპუბლიკებთან დაკავშირებული საკითხები და გარკვეული შეთანხმებებიც მოხდეს. ოქტომბრის ბოლოს ადამიანებში დაიწყება  ემოციური  აღმასვლა, გაჩნდება ცვლილებების სურვილი, რაც უმეტესწილად საქმიან ცხოვრებაზე, სამსახურზე აისახება. ნოემბრის მეორე დეკადის და დეკემბრის პირველი დეკადის შემოქმედებითი ენერგიების გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც ინტელექტუალური ისე მატერიალური და შემოქმედებითი სფეროების გასაძლიერებლად. მაღალია დიდი სამეცნიერო აღმოჩენების ალბათობა. ნოემბრის ბოლოს და დეკემბერში დაიწყება ეკონომიკური კავშირების განვითარება, ბიზნესში და პოლიტიკაში მეტი სიცხადე შევა, მთელი რიგი ბიზნესმენები და პოლიტიკოსები კარიერულ კიბეზე აღმასვლას შეძლებენ. გაჩნდება მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებაც, ადამიანები მეტ დროსა და ენერგიას დაუთმობენ სულიერ განვითარებას და ფიზიკურ გაჯანსაღებას. ამ პერიოდში შემცირდება ავარიული სიტუაციები, დაძაბულობა დაიკლებს და გაჩნდება სტაბილურობის განცდა. წლის ბოლოს, კონკრეტულად კი 17 დეკემბერს იუპიტერი, ხოლო 19 დეკემბერს სატურნი მერწყულის ზოდიაქოში გადავლენ, ხოლო 21 დეკემბერს მოხდება მათი შეერთება. ეს  ახალი ოცწლიანი ციკლის დასაბამი გახდება, რომლის განსხვავებულ გავლენას სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში უკვე 2021 წლიდან უკვე შევიგრძნობთ.

გეოპოლიტიკური სამკუთხედი:


ამერიკის შეერთებული შტატები


2020 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ჰოროსკოპში სერიოზულ გავლენას მოახდენს პლანეტა პლუტონი.
უნდა ითქვას, რომ პლანეტა პლუტონის ამერიკის ჰოროსკოპში (4/07/1776 წელი) კარდინალურ ნიშნებში გადასვლას ყოველთვის გარდამტეხი იყო და დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ბოლოს ეს იყო გასული საუკუნის 30-იან და 70-იან წლებში, როდესაც ამ ქვეყანაში სერიოზული კრიზისები შეიქმნა, თუმცა ორივე შემთხვევაში ამერიკის სათავეში ახალი პრეზიდენტი მოვიდა და სერიოზული რეფორმები გაატარა (პირველად ეს იყო ფრანკლინ რუზველტი და მეორედ უკვე რონალდ რეიგანი). 2020-21 წლებში პლანეტა პლუტონი სწორედ მსგავს ცვლილებებზე მიანიშნებს და 2020 წელს ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს ახალი რეფორმების გატარება მოუწევს (დიდი ალბათობაა, რომ ეს სულაც არ იყოს დონალდ ტრამპი და თუ ის მაინც მიაღწევს არჩევნებამდე, ძალიან გაუჭირდება გამარჯვება).
ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება 2020 წლის დასაწყისი და დასასრული _ იანვარ-თებერვალი და ნოემბერ-დეკემბერი, რადგან ეს იქნება ჯერ მთვარის და შემდეგ უკვე მზის დაბნელება, რომელიც ამერიკის ჰოროსკოპის მნიშვნელოვან პარამეტრებთან იქნება რეზონანსში (2020 სულ ექვსი დაბნელება იქნება, თუმცა აქედან ამერიკისთვის მნიშვნელოვანი სამი იქნება - 10 იანვარს, 30 ნოემბერს და 14 დეკემბერს).
არ გამოირიცხება, რომ 2020 ამერიკის შეერთებული შტატები ჩაებას რაიმე საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში, როგორსაც ადგილი 2001-03 და 2010-13 წლებში ჰქონდა.

რუსეთი


2020 წელს რუსეთის ჰოროსკოპში (12/06/1990) ძლიერი გავლენა ექნება `რევოლუციურ~ პლანეტა ურანს. ეს საგრძნობი გახდება 2020 წლის პირველ კვარტალში. როდესაც რუსეთში მოიმატებს კონფლიქტების და სიტუაციების მოულოდნელი გაურესების ალბათობა.
2020 წლის რუსეთის ჰოროსკოპში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრანზიტია _ ტრანზიტული პლუტონის ნეგატიური კავშირი ნატალურ მერკურთან, რაც მიუთითებს სახელმწიფოებრივ მსოფლმხედველობაში საჭირო ცვლილებებსა და ტრანსფორმაციაზე, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია რუსეთის ხელისუფლებამ ეს ცვლილებები განახორციელოს. ასეთ შემთხვევაში კი მოსალოდნელია საპროტესტო გამოსვლების დაწყება. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის ჰოროსკოპში მერკური მე-8 სახლს მართავს, ხელისუფლებისა და ხალხის ურთიერთობა საკმაოდ კრიზისული იქნება. კიდევ უფრო გაძლიერდება და მასშტაბური გახდება ტოტალური რეპრესიები ქვეყნის შიგნით
ურანის გარდა, 2020 წელს რუსეთის ჰოროსკოპში სერიოზულ გავლენას მოახდენს სატურნი და პლუტონი. 2020 წელს ეს ორი პლანეტა რუსეთის ჰოროსკოპში ნატალურ სატურნს შეუერთდება. ეს კიდევ ერთი მინიშნებაა, რომ რუსეთის ხელისუფლებას სისტემური კრიზისი ელის. ეს კრიზისი განსაკუთრებით საგრძნობი 2020 წლის მეორე ნახევარში გახდება
შესაძლოა რუსეთს საგარეო ფრონტზეც მოუხდეს აქტიური ჩართვა (ეს უფრო სხვა და სხვა რეგიონებში სამხედრო ჩარევა იქნება). ასეთ შემთხვევაში რუსეთის ტერიტორიაზე მოიმატებს ტერორისტული აქტების ალბათობა.


საქართველო


ცხადია, ის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცვლილებები და ტენდენციები, რომლებიც 2020 წლისთვის იქნება დამახასიათებელი, საქართველოზეც აისახება.
. . „წლის ჰოროსკოპის“ მიხედვით 2020 წელს საქართველოში გაგრძელდება 2019 წელს დაწყებული (და განვითარებული) ტენდენციები, გამოწვევები და კრიზისები. მნიშვნელოვანი მოვლენები უფრო წლის მეორე ნახევარში განვითარდება. ძირეული საკითხები დაკავშირებული იქნება სახელმწიფოებრივ ტერიტორიულ მოწყობასთან, საზღვრებთან, მიწასთან, ბუნებრივ რესურსებთან (კვლავ აქტიური დარჩება `საზღვრის გადმოწევა-დარღვევის~ საკითხები და ამასთან დაკავშირებული პრობლემები).
ასევე მნიშვნელოვანი იქნება ხალხის ფაქტორი, რადგან როგორც . . `წლის ჰოროსკოპში~, ისე საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში აქტიურად ვლინდება მთვარის გავლენა, რომელიც მუნდანურ, ანუ გეოგრაფიულ ასტროლოგიაში სიმბოლურად ხალხს გამოხატავს. აქედან გამომდინარე 2020 წელს საქართველოში ხალხის რეაქციები კიდევ უფრო აქტიური, მიზანდასახული და შეიძლება ითქვას, რომ სახიფათოც იქნება.
2020 წელს საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში დირექციული მარსის შეერთება ნატალურ იუპიტერთან პირველ ასტროლოგიურ სახლში მიანიშნებს ორ წლიან აგრესიულ გამოვლენას ხელისუფლების მხრიდან (ეს ასპექტი განსაკუთრებით გააქტიურდება 2020 წლის შემოდგომით და ზამთარში). არ გამოირიცხება ძალოვანი სამსახურების მიერ აქტიურ ჩარევაზე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასეთ შემთხვევაში მისი ნეგატიური შედეგები გაგრძელდება 2021-22 წლებშიც.
2020 წელს ტრანზიტული იუპიტერი საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში მე-6 და მე-7 სახლებში იმოძრავებს, ამიტომ წარმატებას მიაღწევენ ორგანიზებული, დისციპლინირებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი ადამიანები. ეს მიანიშნებს, რომ 2020 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება სამედიცინო და სამსახურებრივი საკითხების მხრივ. მოსალოდნელია 2020 წელს ვიხილოთ სხვა და სხვა ტიპის სამედიცინო რეფორმები, ცვლილებები, ახალი სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვა ან რაიმე პოზიტიური ცვლილებები მედიცინასთან და გამაჯანსაღებელ პროცედურებთან დაკავშირებით. მოსალოდნელია
მოსალოდნელია გარკვეული კომპანიების რეორგანიზაცია, ასევე  ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ან მისი მცდელობა მაინც. იქიდან გამომდინარე, რომ მუნდანურ ასტროლოგიაში მე-6 სახლი არმიაც არის, დიდი ალბათობით საქართველოს არმიასთან და შეიარაღებასთან დაკავშირებით სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი. გარდა ამისა, ტრანზიტული იუპიტერის მე-7 სახლში მოძრაობა მიანიშნებს პარტნიორობასთან დაკავშირებულ გარკვეულ პერსპექტივებზე. ჩვენი უცხოელი პარტნიორები აქტიურად ჩაერევიან საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში და ეს საქართველოს განვითარებაზე სასიკეთოდ იმოქმედებს.
2020 წელს კრიზისების, წინაღობების და პრობლემების პლანეტა სატურნი საქართველოს ჰოროსკოპში მე-7 სახლში იმოძრავებს. ეს მიანიშნებს სხვა და სხვა ტიპის დაპირისპირებაზე ოპონენტებთან და ღია მტრებთან (ცხადია აქ უპირველესად რუსეთთან არსებული დაპირისპირება იგულისხმება). რუსეთის მხრიდან ნეგატიური გავლენის ალბათობა თითქმის მთელი 2020 წლის განმავლობაში იქნება და განსაკუთრებით სახიფათო იქნება თებერვლიდან - ივლისის ჩათვლით პერიოდი და შემდეგ უკვე დეკემბერი. ამიტომ ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენაა საჭირო. საქართველოს ხელისუფლებას მართებს წინდახედულება და სიფრთხილე, რათა ღია კონფრონტაციასა და დაპირისპირებას თავი აარიდოს. ამ პერიოდებში მოსალოდნელია გააქტიურდეს სეპარატიზმის მომენტიც და ადგილი ჰქონდეს გარკვეული პროვოკაციებს.
მთლიანობაში, 2020 წელი საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში შეიძლება ითქვას რომ ახალი ციკლის დასაწყისი იქნება. 2020 და 2021 წლები განაპირობებენ 2028 წლამდე განვითარებულ მოვლენებს. სწორედ 2020 წელს დაიწყება საქართველოს ახალი რეალობის ფორმირება.
2020 წელსგადმოვა“ 2019 წლის გარკვეული ტენდენციები, რომლებიც მოსალოდნელია კავშირში იყოს სხვა და სხვა ტიპის ეკონომიკური დანაშაულების გამოაშკარავებასთან, კორუფციასთან, ალბათობა. ამიტომ მოსალოდნელია უფრო კორუფციასთან, საეჭვო ან უკანონო შემოსავლებთან, სახელმწიფო ქონების გაფლანგვასთან და მსგავს საკითხებთან.
საქართველოსთვის რთული პერიოდები იქნება თებერვალი, მარტის მეორე ნახევარი, აპრილი, მაისი, ივლისის მეორე ნახევარი, აგვისტო, ოქტომბერი და ნოემბრის პირველი ნახევარი. ამ პერიოდებში საქართველოს ხელისუფლებას სიფრთხილის, წინდახედულობის და ყურადღების გამოჩენა მართებს, რათა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრება უსაფრთხო და მშვიდ ტემპში წარიმართოს. ამ პერიოდში დაშვებულმა შეცდომებმა მოსალოდნელია სერიოზული კრიზისები შექმნას.

No comments:

Post a Comment