1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 28, 2019

2020 წლის ასტროლოგიური დახასიათება




© რამაზ გიგაური

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2020 წელი ლითონის (თეთრი) ვირთხის (თაგვის) წელი იქნება. ის 2020 წლის 25 იანვარს დაიწყება და 2021 წლის 11 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

ვირთხის წლის ზოგადი დახასიათება

(მოუსვენრობა, ეშმაკობა, აგრესიულობა)

ვირთხის წლისთვის დამახასიათებელია მოვლენების ენერგიული, აქტიური და დინამიკური განვითარება. სიტუაციების კალეიდოსკოპური ცვლილებები ადამიანებისგან მოითხოვს მიზანმიმართულ მოქმედებებს, გამძლეობას, ყურადღების მობილიზებას, წინდახედულობას, ასევე ტაქტიკურ და სტრატეგიულ გათვლებს. ვირთხის წელში არც თუ იშვიათად ხდება მოულოდნელი და ნეგატიური ცვლილებები, რაც სტაბილურობასა და სიმშვიდეს სერიოზულ საფრთხეებს უქმნის. ზოგადად, ვირთხის წელში ბევრი აურზაური, შფოთი და სკანდალი ხდება, ამიტომ, ყველას წინდახედულობა, მაქსიმალური თავშეკავება და ტაქტიანობა მართებს.
ვირთხის წელში გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელია შემდეგი თვისებების გამოვლენა: მიზანსწრაფვა აქტიურობა, კომუნიკაბელურობა, აქტიურობა, მობილურობა, საზრიანობა, ამტანობა და სიმამაცე. ნეგატიური თვისებებიდან შედარებით გაძლიერდება აგრესიულობა, ცბიერება, დესპოტურობა, ეგოიზმი და უხეშობა.

რას უნდა ველოდოთ 2020 ლითონის (თეთრი) ვირთხის წელს

2020 წელი _ აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით ვირთხის წელს შეესაბამება  (ასევე ვირთხის წელი იყო: 1912, 1924, 1936, 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008 წლები). დამდეგი წლის ენერგია _ ლითონია და თეთრ (ყვითელ) ფერთან ასოცირდება.
ვირთხა _ ეს აღმოსავლური ზოდიაქოს პირველი ნიშანია. ის განაპირობებს ახალი ციკლის დაწყებას სწორედ მისით იწყება ახალი თორმეტწლიანი ციკლი, ამიტომ, ამ წელს სასურველია გრძელვადიანი პროექტების დაწყება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ვირთხის წელს არც თუ იშვიათად მოვლენები არც თუ იშვიათად მოულოდნელად და ნეგატიურად ვითარდება, არ არის გამორიცხული, ამ პროექტებს გარკვეული საფრთხეც დაემუქროს.
საერთოდ, ვირთხის წელში ბევრი `ხმაური~, აურზაური, შფოთი და სკანდალი ხდება. ამ წელს მშვიდ და სტაბილურს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. ამიტომ, ადამიანებს მაქსიმალური თავშეკავება და ტაქტიანობა მართებს. მნიშვნელოვნად მოიმატებს უნდობლობის, `გამორჩენის~, ჭორებისა და სკანდალების ალბათობა. ამიტომ, ახალი ურთიერთობები და კავშირები ფრთხილად უნდა განვითარდეს. წარმატებას უფრო მეტად კომუნიკაბელური და `მოქნილი~ ადამიანები მიაღწევენ. ისინი ბევრ საინტერესო ურთიერთობას დაიწყებენ, დაამყარებენ მომგებიან კავშირებს და დაიწყებენ საინტერესო პროექტებს. ახალი პერსპექტივების შექმნასა და წარმატების მიღწევაში აქტიურობის, კომუნიკაბელურობისა და მოქნილობის გარდა, ასევე გამოსადეგი თვისებები იქნება მიზანსწრაფვა, ამტანობა, საზრიანობა და სიმამაცე. რაც შეეხება ნეგატიურ თვისებებს, 2020 წელს გაძლიერდება: ეგოიზმი, დესპოტურობა, უხეშობა, მანიპულატორობის და დიქტატორობის სურვილი. არ გამოირიცხება მოვლენებისა და სიტუაციების კალეიდოსკოპური ცვლილებები,. ამიტომ ეს ადამიანებისგან მოითხოვს გამძლეობას, მიზანმიმართულ მოქმედებებსა და ყურადღების მობილიზებას, რათა მინიმუმამდე დავიდეს შეცდომების ალბათობა.
საერთოდ, ამ წელს წარმატებულად განვითარდება ბიზნესთან, მეცნიერებასთან, ხელოვნებასთან დაკავშირებული პროექტები. მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი ეკონომიკასა და პოლიტიკაში. ქვეყნებს შორის არსებული კავშირები და  პრინციპები გადახედილი იქნება. ასევე არ არის გამორიცხული სხვა და სხვა საერთაშორისო პოლიტიკურ ორგანიზაციებში მთელი რიგი მიმართულებით ცვლილებები ვიხილოთ.
მიუხედავად არასტაბილურობისა და მოვლენების რთულად განვითარების შესაძლებლობისა, ვირთხის წელს ხშირად ხდება მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ფინანსური პრობლემების მოგვარება.
2020 წლის პირველ ნახევარში ბიზნეს-საქმიანობა უმეტეს შემთხვევაში პოზიტიურად განვითარდება და სასიკეთო შედეგებს მოიტანს (თუმცა ყურადღებას ითხოვს ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები, რადგან ბიზნესმენებს არ უნდა დაავიწყდეს ამ წლის მოულოდნელობისკენ `მიდრეკილება~). არ არის გამორიცხული გააქტიურდეს მშენებლობასთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხებიც, მითუმეტეს, რომ კარგი პერიოდია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის, გადაცვლისთვის და საცხოვრებელი ადგილის შეცვლისთვის. ეს ეხება გადადებული მშენებლობებს და `დაკონსერვებული~ პროექტებსაც. სასიკეთო იქნება ამ მიმართულებით ახალი ნაბიჯების გადადგმა. ფინანსური პრობლემები უფრო 2020 წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი და ეს არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ სახელმწიფოებრივ დონეზეც კი საგრძნობი გახდება.
აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2020 წელი ნაკიანი იქნება. მეტაფიზიკური თვალსაზრისით ნაკიანი წელი ყოველთვის მნიშვნელოვანია და ის გარკვეულ ინფორმაციას იძლევა შემდგომ სამწლიან ციკლზე. გასული ორი წელი (2018-2019) მიწის  სტიქიით იმართებოდა, დამდეგი 2020 წელი კი ლითონის სტიქიას განეკუთვნება, აქედან გამომდინარე `მიწის~ პრაქტიკულობა, პრაგმატულობა, ორგანიზებულობა `ლითონის~ მიზანსწრაფვით, ბრძოლისუნარიანობით და გამძლეობით შეიცვლება. იდეები და პერსპექტივები მიიღებენ უფრო კონკრეტულ და აქტიურ ფორმებს. მებრძოლი, მიზანსწრაფული ადამიანებისთვის მეტად სასიკეთო წელიწადია, რადგან დაფასდება მათი წინსწრაფვა და ბრძოლისუნარიანობა.
ჩინური ასტროლოგიის მიხედვით 2020 წლის მფარველი ვარსკვლავია `ბი~ (ჰიადები). მას ჩინელი ასტროლოგები `ნადავლს~ უკავშირებენ, რადგან სიმბოლურად ეს არის მონადირე, რომელიც მოიპოვებს ნადავლს. ეს არის დაკვირვების, ყურადღების, კონცენტრაციის, კონკურენციის და ბრძოლაში გამარჯვების ვარსკვლავი. ამიტომ მისი გავლენა 2020 წელს უფრო დინამიურს და ხისტს ხდის.
 2020 წელს `იან~ (მამრული) ენერგია მართავს. ეს კოსმოსური იმპულსების ენერგიულ, აქტიურ გამოვლენაზე მიანიშნებს. აქედან გამომდინარე, ვირთხის წელს წარმატებას ძლიერი, ინიცივიატიანი, აქტიური, მიზანსწრაფული და თავდაჯერებული ადამიანები მიაღწევენ. ლითონის სტიქიის მამრული ენერგია _ ეს არის რკინის, ფოლადის (ცივი) იარაღი _ ხმალი, ხანჯალი და . . აქედან გამომდინარე, ამ წლისთვის დამახასიათებელი იქნება დავა, კამათი, დაპირისპირება, ასევე არ გამოირიცხება მასშტაბური კონფლიქტების პროვოცირება და შეიარაღებული დაპირისპირებები.
2020 წელს `ტახის~ პატიოსნებას, სხვაზე მინდობის და სიკეთის გაკეთების სურვილს _ ვირთხის მოხერხებულობა, ეშმაკობა და აგრესია შეცვლის. 2020 წლის მეორე ნახევარი აქტიური, საქმიანი, თუმცა დაძაბული იქნება, ამიტომ სჯობს 2019 წლიდან `გადმოყოლილი~ კრიზისული საკითხები 2020 წლის პირველივე ნახევარში დარეგულირდეს და დასტაბილურდეს.
სტიქიების მიხედვით 2020 წელი შედარებით პოზიტიური იქნება მიწის სტიქიით, ანუ კუროს, ქალწულის და თხის რქის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, რადგან გამარჯვების პლანეტა იუპიტერი თითქმის მთელი 2020 წლის განმავლობაში თხის რქის ზოდიაქოში იმოძრავებს.
2020 წელს მზის ორი დაბნელება დაფიქსირდება: 21 ივნისს (რგოლური) და 14 დეკემბერს (სრული). რაც შეეხება მთვარის დაბნელებას, ის ოთხი იქნება და ოთხივე ნაწილობრივი: 10 იანვარს, 5 ივნისს, 7 ივლისს და 30 ნოემბერს.

No comments:

Post a Comment