1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 25, 2023

2024 წელი და პლანეტარული ციკლები (ასტროლოგიური ანალიზი და პროგნოზი)


რამაზ გიგაური/

 

პლუტონი

 

პლუტონი - ასტროლოგიური თვალსაზრისით, „უნივერსალური“ (ეპოქალური) პლანეტაა (მიუხედავად იმისა, რომ ასტრონომიაში ის ჯუჯა პლანეტაა და სხვა ჯუჯა პლანეტებთან ერთად შედის . . „კოიპ


ერის
სარტყელში“). მისი ზოდიაქალური ციკლი საკმაოდ ხანგრძლივია და გრძელდება 250 წლამდე (ერთი ნიშნის გავლას კი ის საშუალოდ 20-30 წელი უნდება).

2023 წელს პლუტონმა მცირე ხნით შეიცვალა ზოდიაქოს ნიშანი და მან თხის რქიდან მერწყულში გადაინაცვლა. მერწყულში ის 2023 წლის 24 მარტს გადავიდა და შემდგომ რეტროგრადული მოძრაობით 2023 წლის 10 ივნისს ისევ თხის რქაში დაბრუნდა (მერწყულში ხელახლა ის 2024 წლის 21 იანვარს ისევ გადავა).

ასტროლოგიური თვალსაზრისით, პლუტონის ეს ციკლი მიანიშნებს ახალი მსოფლიო პოლიტიკურ-ეკონომიკური რეალობის ფორმირებაზე. 2024 წელს ახალი ძალით გაგრძელდება იმ ძველი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ფორმების ნგრევა-შენება და ტრანსფორმაცია,. რომელიც ჯერ კიდევ 2022-23 წლებში დაიწყო. ბევრი პოლიტიკური სისტემა ძლიერი რყევის და კრიზისის ქვეშ მოექცევა და არ არის გამორიცხული გამოჩნდეს დაშლის ნიშნები. ბუნებრივია, ეს უპირველესად შეეხება ავტოკრატიულ ქვეყნებს და ბუნებრივია, ამის ნიშნები კიდევ უფრო გამოიხატება უპირველესად რუსეთში (მითუმეტეს, რომ რუსი ასტროლოგების თანახმად, რუსეთს სწორედ მერწყულის ნიშანი შეესაბამება). მოსალოდნელია გაძლიერდეს ასე ვთქვათ, „თვითგამორკვევისტალღა, რომელიც ბევრი მიმართულებით გააძლიერებს კრიზისულ მდგომარეობას.

ინდივიდუალურ დონეზე, პლუტონის ეს ინგრესია მნიშვნელოვანი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პირად ჰოროსკოპში მერწყულის პირველ და მეორე გრადუსში რომელიმე პლანეტა ან თუნდაც ასცენდენტი გააჩნიათ. მათ ცხოვრებაში დაიწყება (ან გაგრძელდება) მინიმუმ ორწლიანი პერიოდი, რომელიც მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას მოიტანს

 

ნეპტუნი

 

ნეპტუნი მხოლოდ 2025 წელს გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოში. 2024 წელს კი ის თევზების 25- გრადუსიდან 30- გრადუსებში იმოძრავებს. წლის პირველი ნახევარი დირექტიულად იმოძრავებს, წლის მეორე ნახევარში კი, კონკრეტულად კი 1 ივლისიდან - 8 დეკემბრამდე - რეტროგრადული იქნება. 8 დეკემბრიდან ნეპტუნის მოძრაობა ისევ დირექტიული იქნება.

მისი მნიშვნელოვანი ასპექტებიდან უნდა გამოვყოთ მარსის მოძრაობა თევზების ზოდიაქოში და შეერთება ნეპტუნთან. ეს იქნება 22 მარტიდან - 5 მაისის ჩათვლით. ეს იქნება საკუთარი იდეალებისთვის ბრძოლის პერიოდი, როდესაც ადამიანებს გაუჩნდებათ რაღაც დიადის გაკეთების სურვილი. გარდა ამისა, შესაძლოა როგორც პირად, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე გამჟღავნდეს რაღაც საიდუმლო და ამის გამო შეიქმნას მთელი რიგი გართულებები. ამ პერიოდში მოიმატებს ცდუნების, მოტყუების და შანტაჟის ალბათობაც. გარდა ამისა, გლობალურ დონეზე, მოსალოდნელია სერიოზული ტექნიკური ავარია (მომწამვლელ ნივთიერებასთან, ბუნებრივ აირთან, ნავთობთან ან სხვა ტიპის საწვავთან დაკავშირებით) ან შესაძლოა ეს იყოს ბუნებრივი კატაკლიზმი (დავუშვათ, წყალდიდობა და ამასთან დაკავშირებული გართულებები). ამ პერიოდში ასევე ყურადღებას ითხოვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხებიც, ვირუსების გააქტიურება და მსგავსი თემატიკა

 

ურანი

 

ურანი, ნეპტუნის მსგავსად, ზოდიაქოს ნიშანს მხოლოდ 2025 წელს შეიცვლის (კუროდან ტყუპში გადაინაცვლებს), შემდეგ რეტროგრადული მოძრაობით ისევ დაბრუნდება კუროში და 2026 წლის გაზაფხულზე საბოლოოდ გადავა ტყუპის ნიშანში.

2024 წელს ის კუროს ნიშანში იმოძრავებს. 23 იანვარს გადავა დირექტიულ ფაზაში და 29 აგვისტომდე დირექტიულ ფაზაში იმოძრავებს. თუმცა 29 აგვისტოს ისევ რეტროგრადულად დაიწყებს მოძრაობს და ეს ფაზა ამჯერად 2025 წლის 27 იანვრამდე გასტანს.

რა ტენდენციებს მოიტანს ურანის კუროში ზოდიაქოში მოძრაობა. ფაქტობრივად, ის დასრულებისკენწაიყვანსიმ ტენდენციებსა და სიტუაციებს, რომლებიც 2018 წლის გაზაფხულის შემდგომ გააქტიურდა. აქედან გამომდინარე, 2018 წლის გაზაფხულიდან - 2026 წლის გაზაფხულამდე პერიოდი ერთ ციკლად უნდა მოვიაზროთ. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ურანი კუროს ნიშანშიდაცემულია“, ამიტომ ამ დროს დაშლას იწყებს ის ფორმები, რომლებიც მოძველდა და განახლებას აღარ ექვემდებარება. გლობალურ დონეზე, ბუნებრივია ეს იქნება პრობლემები იმ ქვეყნებში, რომლებიც ეწინააღმდეგებიან განვითარებას და მოძველებული სისტემებით ცდილობენ პოლიტიკური თუ ეკონომიკური პროცესების მართვას.

ურანი-ალგოლის შეერთება: საინტერესოა, რომ 2024 წლის 26 ივნისიდან - 2024 წლის 10 ნოემბრამდე ურანი . . „უძრავ ვარსკვლავსალგოლს შეუერთდება. თუ ვარსკვლავს ასტროლოგიურად მოკლედ განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ეს არის (ბეტა) ვარსკვლავი პერსევსის თანავარსკვლავედში. მას ძველსპარსულ წყაროებში აჰრიმანი ეწოდება. ეს ზოროასტრიზმში ბოროტი სულის სახელწოდებაა. ძველბერძნულ წყაროებთან ის მედუზა გორგონას თავთან ასოცირდება. ბერძნული მითის თანახმად, მედუზა გორგონა სწორედ პერსევსმა მოკლა. მისი თავი ქალღმერთ ათენას ფარზე იყო გამოსახული და მნახველს ადგილზე აქვავებდა. ალგოლი ასტროლოგიაში ძალიან ნეგატიურ ვარსკვლავად ითვლება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ურანის გავლენის მიხედვით, 2024 წელს ყველაზე რთული და კრიზისული სწორედ 26 ივნისიდან 10 ნოემბრამდე პერიოდია. ამ 4,5 თვიან პერიოდში მსოფლიო გაივლისბეწვის ხიდზედა თუ უფრო დავაზუსტებთ, ამ ესბეწვის ხიდიიქნება რუსეთ-უკრაინის ომი. ორივე ქვეყანაში შესაძლოა მოვლენები ძალიან გართულდეს, თუმცა რუსეთში მდგომარეობა საერთოდ, შესაძლებელია, რომ მდგომარეობა სახელმწიფოებრივ კრიზისამდე და ანარქიამდეც მივიდეს

 

სატურნი

 

სატურნი როგორც წინა წელს, 2024 წელშიც თევზების ზოდიაქოში იმოძრავებს. რეტროგრადულად ის 29 ივნისიდან - 15 ნოემბრამდე პერიოდში იმოძრავებს. დანარჩენ დროს კი მისი მოძრაობა დირექტიული იქნება. სატურნის გავლენით, ბევრი ადამიანის ცხოვრებაში გააქტიურდება ასე ვთქვათ, „კარმული ვალები“, რაც გამოიხატება წარსულში დაშვებული შეცდომების გამოვლენაში ან სულაც აწმყოში ბევრი რამის ვერგააზრებაში. ეს ყველაფერი აქტიურად სწორედ ზემოთ ხსენებულ პერიოდში გამოვლინდება (29 ივნისი - 15 ნოემბერი). ვისაც შეცდომის დაშვება არ სურს, მოუწევს მეტი პრაქტიკულობისა და პრაგმატულობის გამოვლენა. ეს იქნება ერთგვარი დამზღვევი თვისებები, რომლებიც ადამიანებს საშუალებას მისცემს, რომ ილუზიური გარემოებებს თავი აარიდონ. ასარჩევ სიტუაციებში ლოგიკაზე მეტად ადამიანებს ინტუიცია და შინაგანი ხმა დაეხმარებათ.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ხდება შინაგანი რწმენის გაძლიერება და ამის ჯანსაღად გამოყენება. საკუთარი თავის და შესაძლებლობების რწმენა ბევრ ადამიანს სწორი დასკვნების გაკეთების საშუალებას მისცემს და მიზანსწრაფვასაც გაუძლიერებს. ყურადღებას ითხოვს ზომიერების მომენტიც, რადგან არსებობს იმის ალბათობაც, რომ სიკეთის სახელით გარშემომყოფებთან მოხდეს საკუთარი პიროვნების, ენერგიის, დროის თუ ფინანსების მსხვერპლად შეწირვა და ეს არა დადებითად, უფრო პირიქით, უარყოფითად აისახოს ურთიერთობებზე.

ამ წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება აზროვნების პროცესის და ემოციის მართვა. დადებითზე უფრო მეტი ყურადღების გამახვილება და მომავლის მიმართ ასევე დადებითად განწყობა

 

იუპიტერი

 

2024 წელს იუპიტერი გააგრძელებს წინა წელს დაწყებულ ციკლს - კუროს ზოდიაქოში მოძრაობას და ტყუპის ნიშანში მხოლოდ 26 მაისს გადაინაცვლებს და იქვე დარჩება 2025 წლის 10 ივნისამდე. იუპიტერი 2024 წელს რეტროგრადულად მოძრაობას 4 სექტემბერს დაიწყებს და ზუსტად წლის ბოლო დღეს, 31 დეკემბერს დაასრულებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ გაზაფხულის ბოლომდე გაძლიერებული იქნება მატერიალური მსოფლმხედველობა და მნიშვნელოვანი იქნება კონკრეტული ფორმების შექმნა. ეს განსაკუთრებით იმ საკითხებს ეხება, რომლებიც 2023 წლის მეორე ნახევარში გააქტიურდა. ეს დრო მნიშვნელოვანი იქნება ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის, ასევე ფულის სესხება-გასესხებასთან, ინვესტირებასთან, დივიდენდების მიღებასთან და კრედიტებთან დაკავშირებული საკითხების მართვა-ორგანიზებისთვის. გაზაფხულის ბოლოდან წლის ბოლომდე კი წარმატებას მოიტანს კომუნიკალურობა. მნიშვნელოვანი გახდება ინფორმაციასთან, საბუთებთან, შეხვედრებთან, მოლაპარაკებებთან, მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხები. წინ წამოიწევს ის თემები, რომლებიც სწორედ ინფორმაციასა და კომუნიკაციას უკავშირდება

 

მარსი

 

მარსი 2024 წლის განმავლობაში მშვილდოსნის ნიშნიდან ლომის ნიშნამდე დირექტიულად იმოძრავებს. ის რეტროგრადულ ფაზაში მხოლოდ 7-31 დეკემბრის შუალედში იქნება. წლის პირველ ნახევარში მისი ყველაზე რთული ფაზა იქნება 30 აპრილიდან - 9 ივნისამდე, როდესაც მარსითავისნიშანს - ვერძს გაივლის. აქ მისი გამოვლენა მაქსიმალური და ძალიან ძლიერია, რაც გამოიხატება მაღალ დინამიკაში, ბრძოლისუნარიანობაში, აჩქარებულობაში, ნეგატიური კუთხით იმპულსურობაში, კონფლიქტურობასა და დაპირისპირებებში (ფაქტობრივად, ეს არის მაისი და ივნისის პირველი დეკადა).

მარსის ციკლიდან გამომდინარე, 2024 წლის კიდევ ერთ რთულ პერიოდად უნდა ჩაითვალოს ბოლო, მეოთხე კვარტალი. კონკრეტულად 5 ოქტომბერს დაიწყება მარსის . . „მარყუჟიდა 2025 წლის 2 მაისამდე გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, მეოთხე კვარტალში ასევე მოიმატებს კონფლიქტურობის და აგრესიის გამოვლენის ალბათობა. მითუმეტეს, რომ სწორედ ამ პერიოდში მარსი დაუპირისპირდება პლუტონს და ეს კიდევ ერთი ასტროლოგიური მაჩვენებელია, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ 2024 წლის ბოლო სამი თვე საკმაოდ რთული, წინააღმდეგობრივი და საშიში იქნება. ეს განსაკუთრებით შეეხება პოლიტიკურ და სამხედრო-საომარ საკითხებს. ამ პერიოდშიც, ისევე როგორც გაზაფხულის მეორე ნახევარში ყველას წინდახედულება, სიფრთხილე და ყურადღების გამოჩენა მართებს

 

შავი მთვარე (ლილიტი)

 

2024 წელს შავი მთვარის (ლილიტის) ზოდიაქოს ნიშნებში ციკლურობა ასეთი იქნება:

(3/10/2023) 1 იანვარი - 29 ივნისი - ქალწულის ნიშანი;

29 ივნისი - 31 დეკემბერი (27/03/2025) - სასწორის ნიშანი

აქედან გამომდინარე, შავი მთვარის დინამიკაუხეშადშეიძლება ორ ნაწილად გავყოთ. 2024 წლის პირველ ნახევარში ის წინ წამოწევს ქალწულის ნიშნის ნეგატიურ თვისებებს: კრიტიკულობას, პრეტენზიულობას, არაემოციურობას, პედანტიზმს, მეწვრილმანეობას, მოუსვენრობას, აფორიაქებულობას, შფოთვას, პერფექციონიზმსა და წვრილმანებზე ჩაციკვლას.

2024 წლის მეორე ნახევარში კი გააქტიურდება სასწორის ნიშნის ნეგატიური თვისებები: მერყეობას, გაუბედაობას, ნარცისიზმს, წვრილმანების გამო ფორიაქს, „დამალვისდა გაქცევის სურვილს, ასარჩევ სიტუაციაში ქმედების უნარის დაკარგვას, განწყობილების მოულოდნელ ცვლილებისკენ და კამათისკენ მიდრეკილებას.

2024 წლის პირველი ნახევარი ცდუნების და შეცდომების დაშვების კუთხით ნეგატიური იქნება ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, წლის მეორე ნახევარს კი იგივე კუთხით ნეგატიური გავლენა ექნება სასწორებზე

 

მზისა და მთვარის დაბნელებები

 

2024 წელს მზის ორი დაბნელება დაფიქსირდება: 8 აპრილს (სრული) და 2 ოქტომბერს (რგოლური). რაც შეეხება მთვარის დაბნელებას, ისიც ორი იქნება: 25 მარტს (ნახევრად ჩრდილური) და 18 სექტემბერს (ნაწილობრივი). ასე რომ, 2024 წელს დაბნელების ორ . . „დერეფანსგავივლით 25 მარტიდან - 8 აპრილამდე და 18 სექტემბრიდან - 2 ოქტომბრამდე. ეს პერიოდები საკმაოდ არასტაბილური და რთული იქნება.

 

მარსის რეტროგრადული მოძრაობა

 

* 7-31 დეკემბრის შუალედში;

2024 წელს მარსი რეტროგრადულად იმოძრავებს წლის ბოლოს, 7-31 დეკემბრის შუალედში (უფრო სწორედ ეს რეტროგრადული ფაზა 2025 წლის 24 თებერვლამდე გაგრძელდება). სწორედ ამ პერიოდის დასრულების შემდეგ გაჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა საკუთარი ვალდებულებები გააცნობიერონ და ყველა ის საქმე თუ პროექტი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ვერ დაასრულეს, 2024 წლის დეკემბერში დაასრულონ ან დაასტაბილურონ მაინც

 

მერკურის რეტროგრადული მოძრაობა

 

პერიოდი, როდესაც მერკური რეტროგრადულია, საშუალოდ სამ თვეში ერთხელ ხდება და ის 22-23 დღე გრძელდება. 2024 წელს, თუ არ ჩავთვლით 1-2 იანვარს, მერკური რეტროგრადულად სამჯერ იმოძრავებს:

* 2-25 აპრილის შუალედში;

* 5-29 აგვისტოს შუალედში;

* 26 ნოემბრიდან - 16 დეკემბრამდე.

რეტროგრადული მერკურის პერიოდში არასასურველია:

* მსხვილი შენაძენები;

* ახალ სახლში გადასვლა,

* იმ ადგილზე წასვლა, სადაც ადამიანი პირველად უხდება გამგზავრება;

* ახალი საქმეების დაწყება;

* საქმიანი შეხვედრა და მოლაპარაკებების წარმოება;

* შეთანხმება და საბუთების გაფორმება;

* მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადამოწმებას საჭიროებს.

რა შეიძლება გავაკეთოთ რეტროგრადული მერკურის პერიოდში?!

* შევაგროვოთ ინფორმაცია და დავიწყოთ საქმე რეტროგრადული პერიოდის გასვლისთანავე;

* წარსულის ანალიზი;

* იმ საქმეება მიტრიალება, რომლებიც რაიმე მიზეზით ვერ დავასრულეთ;

* ძველი კავშირების აღდგენა;

* გადადებული საქმეების გაგრძელება;

* იმის შესწავლა და აუდიტი, რაც უკვე გაკეთდა;

* დაშვებული შეცდომების გამოსწორება.

 

No comments:

Post a Comment