1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 25, 2023

2024 წლის პოლიტიკურ-ეკონომიკური პროგნოზი: ასტროლოგიურ ჭრილში

  /© ასტროლოგი რამაზ გიგაური/



მსოფლიო



ერთი შეხედვით, 2024 წელს ცის კაბადონზე, თითქოს აღარ ფიგურირებს ის ნეგატიური პლანეტარული კონფიგურაციები, რომლებიც გასულ ორწლიან მონაკვეთში აქტიური იყო (იგივე სატურნი-ურანის კვადრატი). თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამჟამად მიმდინარეობს ცხრაწლიანი კრიზისული პერიოდი, რომელიც დაიწყო 2018 წლის გაზაფხულზე და 2026 წლის გაზაფხულზე დასრულდება (ეს პერიოდი ჩემს ძველ პროგნოზებში არაერთხელ მაქვს მითითებული).

თუ ამ ცხრაწლიან პერიოდის (აქ მხედველობაში მიიღება 2018 წელიც) პიკს ავიღებთ, 2022 წელი ამ კრიზისული პერიოდის „ფსკერი“გამოდის. ოღონდ, მოძრაობის წერტილი ზემოთ კი არ ადის, აღწევს მწვერვალს და მერე დაბლა ჩამოდის. არამედ პირიქით, ქვემოთ მიემართება, აღწევს ქვედა ზღვარს („ფსკერს“) და მერე იწყებს ზემოთ ამსვლას. ამ კრიზისმა „ფსკერს“ 2022 წელს მიაღწია. 2023 წლიდან კი ნელ-ნელა ეს კრიზისული მდგომარეობა გაცნობიერდა და წამყვანმა ქვეყნებმა დაიწყეს მის მოგვარებაზე ფიქრი და მოქმედება (ცხადია, ეს კრიზისული მდგომარეობა უპირველესად რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება). მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, ეს არც საკმარისია და არც აბსოლუტურ სიმშვიდეს ნიშნავს და ეს 2023 წლის ბოლო კვარტალმაც კარგად დაგვანახა.

აქედან გამომდინარე, 2024 წელი არ იქნება კრიზისიდან ერთბაშად ამოხტომის ან მისგან მომენტალურად თავის დაღწევის წელი. უბრალოდ, არის ზემოთ აღნიშნული „ფსკერის“ მეორე წელი, როდესაც უფრო გამოისახება ის ასე ვთქვათ, „გადამრჩენი“ ფორმები, რომლებმაც 2018 წლის შემდგომ შექმნილი კრიზისების დასრულებას (ან მყარი, სტაბილური ფორმების შექმნას მაინც) დაუკავშირდება.

„გუშონ-ბარბოს“ ციკლების მიხედვით, სწორედ 2024 წლიდან უნდა დაიწყოს გარკვეული გარდატეხის შეტანა. გასულ წელსაც ვწერდი, რომ ამ ციკლების მიხედვით 2019-23 წლები გასული ოცდაათწლიანი პერიოდის ქვედა ზღვარის რიგით მესამე მინიმალური წერტილია (პირველი 1990-98 წლებში, მეორე კი 2008-10 წლებში იყო). 2024 წელიც წარმოადგენს 2023 წლის გაგრძელებას. ამიტომ 2024 წელმა უნდა განავითაროს ის პროცესები, რომლებიც 2023 წელს დაისახა და დაიგეგმა.

2024 წლის სამი „მთავარი“ ასტროლოგიური აქტორი იქნება - სატურნი, ურანი და პლუტონი იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ პლანეტების კონკრეტულ ციკლების ინფორმაცია ცალკე პროგნოზად მაქვს გამოტანილი („2024 წელი და პლანეტარული ციკლები“), შევეცდები აქ მოკლედ ჩამოვაყალიბო ამ სამი პლანეტის ასტროლოგიური გავლენა პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე.

მიუხედავად ზემოთ თქმულისა, რომ 2024 წელს შეუძლია წინა წლებში შექმნილი კრიზისებისთვის ერთგვარი „ბუფერის“ როლი შეასრულოს. ეს საერთოდ არ გამორიცხავს იმას, რომ ეს წელი თავის მხრივ ახალ გართულებებს არ დაუდებს სათავეს.
2024 წლიდან მთელ მსოფლიოში კიდევ გააქტიურდება სოციალური თანასწორობისთვის ბრძოლა. როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში დღის წესრიგში დადგება გარკვეული რეფორმების გატარების აუცილებლობა, რათა ის მოძველებული ფორმები, რომლებიც განვითარებას ხელს უშლიან, შეიცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია ხალხში კიდევ უფრო გაძლიერდეს უკმაყოფილება და სერიოზული საპროტესტო გამოსვლებიც ვიხილოთ. ყველა რთული სიტუაცია როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალურ დონეზე მოითხოვს განსხვავებულ ხედვას და არასტანდარტულ გადაწყვეტილებას. მხოლოდ მოძველებული მეთოდებით ხელმძღვანელობა სასურველი შედეგების მიღებას გააძნელებს.

ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ როდესაც მიმდინარე პერიოდის გლობალურ კრიზისზე ვსაუბრობ, პირველ რიგში რუსეთ-უკრაინის ომს ვგულისხმობ. მიუხედავად 2023 წლის მეოთხე კვარტალში ის მცირეოდენი უპირატესობა, რომელიც რუსეთმა ბრძოლის ველზე მიაღწია, საბოლოო ჯამში ვერანაირად ვერ დაეხმარება. უფრო პირიქით, სწორედ 2024 წელს გამოისახება ის კონკრეტული კრიზისული ფორმები, რომლებიც რუსეთში მოსალოდნელ პოლიტიკურ ცვლილებებს შეუქცევადს გახდის. განსაკუთრებით სახიფათო იქნება გაზაფხულის მეორე ნახევარი (აპრილის მეორე ნახევარი და მაისი). სწორედ ეს 1,5 თვე განსაზღვრავს 2024 წლის მოვლენები როგორი სიმძიმით განვითარდება რუსეთში.

პოლიტიკაში მოვლენები გაცილებით ხისტად განვითარება და ბიზნესის მსგავსად, აქაც რყევები წლის დასაწყისში და დასასრულში იქნება. სწორედ პირველი და მეოთხე კვარტლებია ის პერიოდები, როდესაც 2024 წლის მთავარი მოვლენები მოხდება, ამიტომ ყველას, ვისაც 2024 წელს ამ მიმართულებით წარმატების მიღწევა მართებს, წლის დასაწყისი მაჟორულ ნოტზე უნდა დაიწყოს და ასევე დაასრულოს. იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებმაც 2022-23 წლებში დარტყმა და ნგრევა მიიღეს, 2024 წელი გაცნობიერებისა და აღდგენისთვის უნდა გამოიყენონ. თუ 2023 წელი სიმბოლურად, გზაჯვარედინს შეიძლება შევადაროთ, როდესაც ამა თუ იმ პოლიტიკურმა ძალამ მიიღო გადაწყვეტილება და არჩევანი გააკეთა თუ საით უნდა წასულიყო, 2024 წელს უკვე ნათლად და მკაფიოდ გამოჩნდება, რამდენად სწორი იყო მათი გადაწყვეტილებები. 2024 წელს რომელი პოლიტიკური ძალებიც ვერ შეძლებენ საკუთარი შეცდომების გაცნობიერებას და ვერ მოასწრებენ ძალების აღდგენას, პოზიციების დათმობა მოუწევთ (რომელიც შესაძლოა ნაწილობრივ ან სრული პოლიტიკური თვითლიკვიდაციით დასრულდეს).

მიუხედავად სერიოზული რყევებისა, 2024 წელი მსოფლიოს ეკონომიკურ ცხოვრებაში მაინც მოიტანს გარკვეულ დადებით ცვლილებებს. ბიზნესში თუ ფინანსურ ბაზარზე რყევები იანვარ-თებერვალში და ნოემბერ-დეკემბერში იქნება. დანარჩენ პერიოდში შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ სტაბილურების მიღწევა, არამედ ახალი პერსპექტივების განვითარება და წარმატებების მიღწევაც. განსაკუთრებით ეს შეეხება 2024 წლის მეორე ნახევარს და იმ კომპანიებს, რომლებიც დაკავშირებულია ინფორმაციასთან და ტექნოლოგიებთან (იგივე ციფრული ბიზნესი). დიდი ალბათობით, სწორედ 2024 წლის მეორე ნახევარში ვიხილავთ ახალ გარღვევებს ნანო-ტექნოლოგიებთან, ასევე ინტერნეტთან, კომპიუტერებთან, მობილურ ტელეფონებთან და მსგავს ტექნოლოგიებთან თუ ტექნიკასთან დაკავშირებით. დიდი ალბათობით, ვიხილავთ ბევრ საინტერესო აპლიკაციის და სასწავლო პროგრამის დაანონსებასა და ბაზარზე გამოსვლასაც.

ასტრონუმეროლოგიური თვალსაზრისით 2024 წელი დაკავშირებულია ციფრებთან 2 და 4. ეს არის მთვარისა და ურანის კომბინაცია, რომელიც იძლევა წარსულიდან თავის დაღწევის და ცვლილებების განხორციელების ძლიერ სურვილს. გარდა ამისა, ეს მიანიშნებს ხალხის რევოლუციურ განწყობებს და ძლიერ პროტესტს. 2024 წლის ასტრონუმეროლოგიური ჯამი გვაძლევს 8-ს (სატურნი) - პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის თანაბრად გადანაწილების სურვილი, კანონი და კანონის საყოველთაოდ დაცვის სურვილი, ჩარჩო და ჩარჩოში ყველას მოქცევის სურვილი. დასავლურ ნუმეროლოგიაში ციფრი 8 წინაღობა და ამ წინაღობის გადალახვაა. ეზოთერულ ნუმეროლოგიაში 8 - ეს არის დაუსრულებლობა, რაც ქმნის იმის ალბათობას, რომ 2024 წელმა საბოლოოდ ვერ გადაწყვიტოს ის კრიზისები, რომლებიც ამავე ან წინა წელს წარმოიქმნა. თუმცა ის მკვეთრად ცვლის სტრუქტურას (პოლიტიკურს, ეკონომიკურს, სოციალურს თუ ინდივიდუალურს). ასე რომ, ნუმეროლოგიურად 2024 წელი დიდი ცვლილებების წლად შეიძლება ჩავთვალოთ.


საქართველო


როგორც გასული წლის პროგნოზში ვწერდი, 2023 წელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ორ ძირითად ეტაპს მოიტანდა. პირველს (2023 წლის იანვარი - 2023 წლის ივლისი), პირობითად „შეთანხმება“ ვუწოდეთ, ხოლო მეორეს (2023 წლის აგვისტოდან - 2024 წლის ბოლომდე) „დაპირისპირება“, „ხიფათი“.

პირველი ეტაპი სრულიად უშედეგოდ დასრულდა. უფრო პირიქით, პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა. მიუხედავად ევროპული ორგანიზაციების რეკომენდაციებისა, ვერ ხერხდება თუნდაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ურთიერთშეთანხმება. მხარეები ერთმანეთის სრულ პოლიტიკურ განადგურებას ცდილობენ. ბუნებრივია, აქ სრული უპირატესობა აქვს სახელისუფლო პარტიას, რომელიც ოპოზიციური ველის სრულ „მოსწორებას“ ცდილობს. ეს დიდი შეცდომაა და საქართველოში მსგავსი მიდგომა თითქმის ყოველთვის ანადგურებს არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ მმართველ ძალასაც.

თუ ზემოთ ნახსენებ ორ პერიოდს მივუბრუნდებით, საქართველო იმყოფება მეორე ეტაპზე და ეს მიანიშნებს პოლიტიკური პარტიები კიდევ უფრო მეტი სიმწვავით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და ამის პიკი 2024 წლის მეოთხე კვარტალში იქნება.
შანსი იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური მოვლენები დაცხრეს, დასტაბილურდეს და სერიოზულ კატაკლიზმებამდე არ მივიდეს, რაც გულისხმობს ისევ და ისევ გარკვეულ შეთანხმებას, იქნება 9 მაისიდან - 28 ივნისამდე. ამას შესაძლოა დავარქვათ, შედარებით სუსტი, მაგრამ მაინც შეთანხმების გარკვეული შანსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოშიუ ურთულესი შემოდგომა იქნება, რამაც ქვეყანა შესაძლოა პოლიტიკურ კრიზისებამდე მიიყვანოს. რაც, რასაკვირველია, პირველ რიგში მის ევროინტეგრაციას შეუშლის ხელს.

თუ პროგნოზირებისთვის მზის ვერძის ნიშანში ინგრესიას გამოვიყენებთ (20.03.2024. 7:07. თბილისი), ვნახავთ, რომ ამ ჰოროსკოპში მზე-ნეპტუნის შეერთება შეერთებულია თევზების ნიშანში მყოფ ასცენდენტთან. ეს მიანიშნებს აბსურდამდე და შეიძლება იტქვას, ჰიპნოზამდე მისულ ტყუილის, სიცრუის ტირაჟირებას. ეს ჰგავს ე. წ. „სასაცილო სარკეების“ ოთახში შესვლას, სადაც ადამიანი თავის გარეგნობას მხოლოდ ოთახის შესასვლელისას და გამოსვლისას ხედავს, რადგან სწორედ აქ ჰკიდია ნამდვილი სარკე. სხვაგან ყველგან მრუდე სარკეებია, სადაც გამოსახულება ილუზიური და არასწორია. 2024 წლის გაზაფხულის ბუნიობიდან ერთი წლის განმავლობაში და საქართველო გაეხვევა სიცრუის ბადეში, საიდანაც თავის დაღწევა იოლი არ იქნება. ყველას მართებს შინაგანი სიჯანსაღე, პრაქტიკულობა, პრაგმატულობა, რათა არ აჰყვნენ ემოციას და რაც მთავარია, მარტივად არ ენდონ იმ ინფორმაციას, რომელსაც პოლიტიკური მხარეები სთავაზობენ (ბუნებრივია, პირველ რიგში სახელისუფლო პარტია იგულისხმება, რადგან მას ამის გაცილებით ძლიერი ბერკეტები გააჩნია). ამ ჰოროსკოპის მიხედვით, საქართველოსთვის რთული პერიოდები იქნება ივლისი, აგვისტოს პირველი ნახევარი, ოქტომბრის მეორე ნახევარი, ნოემბერი და დეკემბრის პირველი ნახევარი.

რაც შეეხება საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპს. მისი მიხედვით, 2024 წელს შესაძლებელია ორი ნეგატიური პერიოდი გამოვყოთ: 10 ივნისიდან - 25 ივლისამდე და შემდეგ უკვე 25 სექტემბრიდან- 15 დეკემბრამდე. ამ პერიოდში პოლიტიკური თვალსაზრისით, ტემპერატურა თავის მაქსიმუმს მიაღწევს და თუ პოლიტიკურ ძალთა მხრიდან გონივრული ნაბიჯები არ გადაიდგა (ისევ და ისევ ხელისუფლების მხრიდან), არ არის გამორიცხული არა მხოლოდ საპროტესტო გამოსვლები ვიხილოთ, არამედ საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდეს.

No comments:

Post a Comment